მთავარი » 2014»ივნისი»16 » მეცნიერებმა ძაღლისა და ადამიანის სიახლოვის მიზეზი იპოვეს
01:37:35
მეცნიერებმა ძაღლისა და ადამიანის სიახლოვის მიზეზი იპოვეს
მეცნიერებმა ძაღლისა და ადამიანის სიახლოვის მიზეზი იპოვეს
14.06.2014
რატომ მიიჩნევენ ძაღლს ადამიანის ყველაზე ახლო მეგობრად? მეცნიერებმა ამ კითხვას ტვინების სკანირებისა და მათი შედარებითვი კვლევის შემდეგ მიაგნეს.
ყველაფერი ე.წ. "მეტყველების ცენტრის" დამსახურება ყოფილა, რომელიც ადამიანსა და მის ოთხფეხა მეგობარს ტვინის ერთსა და იმავე უბანზე აქვთ განლაგებული. ამ ცენტრს
ორივე შემთხვევაში შეუძლია ხმის ტემბრის გარჩება, რომელიც სხვადასხვა ემოციით ნათქვამ ფრაზებს შეიცავს.
"კვლევებმა დაადასტურა, რომ ძაღლისა და ადამიანის ტვინში სოციალური ინფორმაციის გადამუშავება ერთნაირი მექანიზმით ხორციელდება. სწორედ ეს უწყობს ხელს ამ ორ "სახეობას" შორის მჭიდრო კომუნიკაციას" - აცხადებს კვლევითი ჯგუფის ხელმძღვანელი ატილა ანდიქსი.
მეცნიერებმა კვლევისთვის 200 ძაღლისა და ამდენივე ადამიანი ტვინის სკანირება ჩაატარეს. შეისწავლეს მათი იქტივობები, ხმები და მათგან გამოწვეული იმპულსები.
აღმოჩნდა, რომ ძაღლებმა იგივე ემოციები გამოხატეს, როგორი ემოციებით ნათქვამი ფრაზებიც მოისმინეს ადამიანებისგან.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!