ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მარტი » 31 » ბუხრაშვილი: ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესში იარაღის გამოყენება ნახსენებიც არ არის    

15:24:16
ბუხრაშვილი: ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესში იარაღის გამოყენება ნახსენებიც არ არის
თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის თქმით, იარაღის ტარება-გამოყენების წესი იარაღის შესახებ კანონით რეგულირდება და საკრებულოს არ აქვს უფლება, მისი გამოყენების უფლება ვინმეს მიანიჭოს, შესაბამისად, „ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესი იარაღის გამოყენების უფლების მინიჭებას არ ითვალისწინებს".
​  

თბილისის საკრებულოს გარემოს დაცვის კომისიის თავმჯდომარის, შორენა ბუხრაშვილის თქმით, იარაღის ტარება-გამოყენების წესი იარაღის შესახებ კანონით რეგულირდება და საკრებულოს არ აქვს უფლება, მისი გამოყენების უფლება ვინმეს მიანიჭოს, შესაბამისად, „ცხოველთა მოვლა-პატრონობის წესი იარაღის გამოყენების უფლების მინიჭებას არ ითვალისწინებს".

მისი განმარტებით, „იმედის კვირაში" გავრცელდა არასწორი ინფორმაცია, თითქოს საკრებულო გეგმავს, დაჩქარებული წესით განიხილოს ცხოველთა მოვლა-პატრონობისა და მათი პოპულაციების მართვის წესის შესახებ პროექტი, გავრცელებული ინფორმაცია კი საზოგადოების შეცდომაში შეყვანას ისახავს მიზნად. ბუხრაშვილის თქმით, გადაცემის მსვლელობისას მან პირდაპირ ეთერში ჩართვა მოითხოვა, რაზეც უარი მიიღო, ამასთან, გადაცემაში არ გასულა განმარტებები, რომლებიც კომისიის თავმჯდომარემ ჟურნალისტს გადაცემის ეთერში გასვლამდე მისცა.

„გარემოს დაცვის კომისიის ინიციატივით, საკრებულოში მოვიწვიეთ არაერთი არასამთავრობო ორგანიზაცია, რომელთა შენიშვნებსა და რეკომენდაციებს აუცილებლად გავითვალისწინებთ აღნიშნულ პროექტში. ხაზი მინდა გავუსვა იმასაც, რომ პროექტის საბოლოო ვერსია, რომელიც ცხოველების მოვლა-პატრონობისა და პოპულაციების მართვის წესს ითვალისიწინებს, ჯერ არ დამტკიცებულა", - ამბობს შორენა ბუხრაშვილი.

კომისიის თავმჯდომარის თქმით, ახალი წესის მიღება გამოიწვევს საკრებულოს მიერ 2012 წელის 31 აგვისტოს დამტკიცებული წესის გაუქმებას.

„მინდა შევახსენო ჩემს ყოფილ კოლეგას, ქალბატონ ინგა გრიგოლიას, რომ ეს სწორედ ის პერიოდია, როდესაც იგი თბილისის მუნიციპალიტეტის საკრებულოს წევრი გახლდათ. სხდომაზე, რომელსაც ქალბატონი ინგა გრიგოლიაც ესწრებოდა, მიიღეს პროექტი, რომლის მეცხრე მუხლი „ცხოველების მოკვდინებით“ სათაურდება და გვეუბნება, რომ მოკვდინებას ექვემდებარებიან ის ცხოველები, რომელთაც კომპეტენტური ვეტერინარის დასკვნის საფუძველზე დაუდგინდებათ ადამიანისათვის საშიში დაავადება. მუხლში ასევე ნათქვამია, რომ ცხოველის მოკვდინება დასაშვებია ვეტერინარის მიერ ცხოველთა თავშესაფარში და უნდა ჩატარდეს მყისიერად, ცხოველისთვის ფიზიკური თუ სულიერი ტანჯვის რაც შეიძლება ნაკლებად მიყენებით. დოკუმენტი ერთხმად, ოცდათოთხმეტი ხმით არც ერთის წინააღმდეგ დამტკიცდა“, - განაცხადა შორენა ბუხრაშვილმა.



წყაროhttp://www.liberali.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2005 | დაამატა: Falconry | ტეგები: იარაღის, გამოყენება, წესში, ნახსენებიც, ცხოველთა, ბუხრაშვილი:, მოვლა-პატრონობის, არის, არ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 chelidze777   (12.05.2015 22:40:54) [მასალა]
23 23 23

0  
1 akson777   (31.03.2015 19:32:54) [მასალა]
ეს მედიები რომ ყველა მიმართულებით დამახინჯებულ ინფორმაციებს ავრცელებენ ფაქტია , მაგრამ ცეცხლსასროლი იარაღით მოკლავ უპატრონო ცხოველს თუ ევთანაზიით რა მნიშვნელობა აქვს?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика