დღევანდელ ბაზარზე ყველაზე ძვირად ღირებულ აკვარიუმის თევზად პლატინის აროვანა ითვლება, რადგანაც ის, სელექციის შედეგად შემთხვევით იშვიათი შეფერილობის გამოვიდა. ასეთი ფერის თევზი დღეს მსოფლიოში სულ რამდენიმეა და აკვარიუმის თევზებს შორის ფასის მიხედვით ლიდერობს.

თუმცა არსებობს აროვანას სხვადასხვა შეფერილობებიც, რომლებიც ასე კოლოსალურად ძვირი არ ღირს მაგ: 250 დოლარად ღირებული ცისფერი აროვანა, ასევე სულ რაღაც 40 დოლარიანი ვერცხლისფერი აროვანა.
შესაძლოა, აკვარიუმის თევზში გადახდილი 80 000 დოლარი ბევრისთვის ზღაპრული და გიჟური თანხაც იყოს, თუმცა მსოფლიოში არსებობენ აკვარიუმის თევზების ისეთი მოყვარულები, ვისაც არ ენანება უიშვიათესი შეფერილობის თევზსში ამხელა თანხის გადახდა.