ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » აპრილი » 4 » იყიდება საქართველო 2    

23:31:06
იყიდება საქართველო 2
 
ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია, - ამის შესახებ "ინტერპრესნიუსს" გორის მუნიციპალიტეტის გამგეობის სოფლის მეურნეობის სამსახურის უფროსმა გიორგი ხიდაშელმა განუცხადა.
მისივე განმარტებით, დიცის მიწების უცხოელებზე გასხვისებას ხმაური იმიტომ მოჰყვა, რომ სწორედ ამ ტერიტორიაზე გადის ე.წ. საზღვარი და იქმნება საფრთხე, რომ ახალმა მეპატრონემ, რომლისთვისაც ქვეყნის ინტერესები არაფერს ნიშნავს, შესაძლოა ეს ფართობები ოკუპანტებს მიჰყიდოს.

"მოგეხსენებათ, სწორედ ამ ფართობებს ესაზღვრება ის ტერიტორია, რომელიც ოკუპირებულია და რუსმა მესაზღვრეებმა მავთულხლართი გაავლეს, ამიტომ იწვევს მოსახლეობის კიდევ უფრო მეტ აღელვებას. ეს ჩემი პირადი აზრია, თუმცა, მივიჩნევ, რომ ქართველმა კაცმა, ასეთ სტრატეგიულად მნიშვნელოვან ადგილზე მდებარე ტერიტორია უცხო ქვეყნის მოქალაქეებზე არ უნდა გაასხვისოს. ფაქტია, რომ, დოკუმენტების თანახმად, ინდურ კომპანიებს მიწები კანონის დაცვით აქვთ შეძენილი, მაგრამ ბევრი კითხვა ჩნდება, რაც შესაბამისი ორგანოების მოკვლევის კომპეტენციაა. თუნდაც ის, რომ შ.პ.ს. ,,მადლმა", რომელიც გორშია რეგისტრირებული, აღნიშნული ფართობების შეძენიდან სულ რამდენიმე, 4-5 დღეში გაასხვისა მიწა ინდოელებზე, თუმცა, ამ დროისთვის ინდოელებისთვის მიყიდულ მიწებზე სასოფლო-სამეურნეო სამუშაოები შეჩერებულია", - აღნიშნა გიორგი ხიდაშელმა.

სოფელ დიცში დღეს დილიდან დაპირისპირება იყო. ადგილობრივი მოსახლეობა სასოფლო-სამეურნეო მიწების ინდურ კომპანიებზე გასხვისებას აპროტესტებდა. დიცელებმა, რომლებმაც სოფლის კუთვნილი სარეზერვო სავარგულების და საძოვარი ფართობის გასხვისების შესახებ გუშინ შეიტყვეს, როცა ინდოელებმა მიწის დამუშავება დაიწყეს. დღეს მიწის ახალ მეპატრონეებს ხეხილის ბაღის გაშენების საშუალება არ მისცეს და ნარგავების გასაშენებლად გამზადებული ორმოები ხელით თუ ნიჩბების დახმარებით მიწით ამოავსეს.


ადგილობრივები პოზიციების დათმობას არ აპირებენ და ოკუპირებული ტერიტორიის მოსაზღვრედ არსებული ფართობების უცხოელებზე მიყიდვას, გენოციდის ტოლფასად მიიჩნევენ. სოფლის მოსახლეობა პროკურატურაში შესატანად საჩივარსაც ამზადებს, სამართლებრივი დავის დასრულებამდე კი, როგორც თავად განმარტავენ, ინდოელებს სამუშაოების გაგრძელების საშუალებას არ მისცემენ.
 აღსანიშნავია, რომ მიწის ახალ მესაკუთრეებს გააჩნიათ დოკუმეტაცია, რომლის საფუძველზეც სოფელ დიცის ტერიტორიაზე არსებული ათობით ჰექტარი მიწის ფართობი შეიძინეს. აღნიშნული დოკუმენტაციის საფუძველზე ირკვევა, რომ ოთხმა ინდურმა კომპანიამ, სავარგულები, 2012 წლის დეკემბრის დასაწყისში გორში რეგისტრირებული შ.პ.ს. "მადლისგან" კეთილსინდისიერად შეიძინა, "მადლს" კი, თავის მხრივ, დიცის ტერიტორიაზე არსებული მიწები, უცხოელებზე გასხვისებამდე, რამდენიმე დღით ადრე, 2012 წლის ნოემბრის ბოლოს აქვს შეძენილი.
სოფლის მოსახლეობა ამბობს, რომ მიწების აუქციონის წესით, ან სხვა ფორმით გაყიდვაზე არანაირ ინფორმაციას არ ფლობდნენ და ეჭვობენ, რომ მთელი რიგი დარღვევებით გასხვისდა, რის გამოც, გამოძიების დაუყოვნებლივ დაწყებას მოითხოვენ.

დიცში დღეს ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები და სამართალდამცავებიც იმყოფებოდნენ. არსებული დოკუმენტების საფუძველზე, გორის მუნიციპალიტეტის გამგებელი პაპუნა კობერიძე მიიჩნევს, რომ ინდურ კომპანიებს ფართობები კანონდარღვევით არ შეუძენიათ, თუმცა, სახელმწიფოს მხრიდან გასხვისებისას დარღვევებს არ გამორიცხავს და აღელვებულ მოსახლეობას დავის სამართლებრივი მეთოდით გაგრძელებას ურჩევს.



  
                                                                        
"ინტერპრესნიუსი"

წყაროhttp://www.ambebi.ge/regionebi/75149-giorgi-khidasheli-qindoelebisthvis-miyidul-mitsebze-sasoflo-sameurneo-samushaoebi-shecherebuliaq.html
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3069 | დაამატა: avtandil | ტეგები: იყიდება, საქართველო | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 13
+1   Spam
13 grenader21   (06.04.2013 21:17:37) [მასალა]
ეჰ ახლაც მისცეს ქვეყანა ფულები კახელებს და რა? ჯიპებით დაგრიალობენ, ზოგიერტმა მოპახერხა და გაყამირებულ მიწებზე აიღეს ფულები მიდღემჩი რო არ დამუშავებულა დაზარალებულებად დაიწერნენ ზოგმა კი მართლა დაზარალებულმა კაპიკიც ვერ აიღო, 1ს ვიცნობ მასე ყამირში აიღო კონპესაცია და ეგრევე ჯიპს მოახტა და წინა დღეებში 200 ლარს ეზებდა სესხად ბანკის პროცენტი მაქ შესატანიო. 25 რად გვინდა ქართველებს მიწა, მიწა უნდა ქონდეს იმას ვინც მისი ფასი იცის და იყენებს მართებულად და არა იმას ვინც არ აფასებს და პირველივე დუშმანს მიყიდის კაპიკებში ეგეთებს მიწა უნდა ჩამოართვა.

0   Spam
12 kiro   (05.04.2013 21:40:31) [მასალა]
მაგათი ჩამომთრევის ჯერ მერე მაგენის მაგათმა კოპიტნარში თათრების დასახლებას რომ ეძახიან მანდ აქვთ ნაყიდი მიწები რომელსაც არ ამუშავებენ და არც არაფრად იყენებენ მაგრამ მიდი თუ ბიჭი ხარ და გაიარე იმ წუთს მოვლენ და გარეთ გამოგაცილებებ ვითომ ისინი იყვნენ ქართველები და ჩვენ უცხოელები 92

0   Spam
11 jango   (05.04.2013 21:24:45) [მასალა]
ესენი სულ გასაყრელები არიან აქედან და არამარტო ეს იდნოელები

0   Spam
10 imerikeli   (05.04.2013 16:51:18) [მასალა]
ჩვენ თუ ასე გავაგრძელეთ არამგონია რამე შეგვრჩეს ბოლოს და რას ვაპირებთ წარმოდგენა არ მაქვს.საშინელებაა ნამდვილად!!!

0   Spam
9 giohunt1982   (05.04.2013 15:34:44) [მასალა]
ადგილობრივებმა არ უნდა დათმონ, თავისი პოზიცია და მერე ვნახოთ თუ გაჩერდებიან ინდოელები ან სხვა უცხოელები. მაგ მხარეს მიწასთან დაკავშირებით რა პრობლემებიც აქვს გლეხობას კარგად ვიცი, თვითონ არ ყოფნით სამეურნეო სავარგულები და რაც აქვთ დამუშავებული, იმის მორწყვაც პრობლემაა მათთვის, სარწყავის პრობლემა გადაუჭრას მთავრობამ და დანარჩენს თვითონ მიხედავს ეგ ხალხი. არადა ბოსტნეული კულტურა ყველა კარგად მოდის, მანდ და კარგ მოსავალსაც იღებენ ხოლმე, მაგრამ მერე რეალიზაცია უჭირთ. ერთი სიტყვით ისევ გლეხებმმა უნდა ივაჟკაცონ და არ დათმონ არაფრის დიდებით, მთავრობაც "დაზადნავს" და არც უცხოელი გაჩერდება ისეთ პირობებში სადაც არ მისცემენ მუშაობის საშუალებას.

0   Spam
7 პედიატრი   (05.04.2013 15:05:36) [მასალა]
ვინც უცხოელზე მიწის გაყიდვის კანონს ხმა მისცა, იმის ქართველობის და სამშობლოს მოყვარულის რა ვთქვი...ვინც უცხოელს მიწას მიჰყიდის, გლეხი იქნება თუ ვინმე "ბიძა", იმისიც რა...

+1   Spam
6 gelka72   (05.04.2013 14:38:29) [მასალა]
მთავრობამ კარგი დახმარება გაუწია ხალხს კახეთში, და იმის მაგივრად რომ ამ ფულით რამე გაეკეთებინათ სამომავლოთ, ადგნენ და ბმვ და მერსედესები დაიყენეს კარებთან. მერ კიდევ გამოვლენ ქუჩებში და იტყვიან სამუშაოები მოგვეცითო. ამ მთავრობამ ყველაფერი გაგვიყიდაო. არადა ადამიანი მაშინ ხარ მდიდარი როცა შენი საკუთარი მიწა გაქვს. სრულიად ვეთავხმები (კრიმანჯულს) თავისას არ აფასებენ და თურქებს მონებათ უხდებიან. მიდით გაყიდეთ, მოასწარით, თუ რამე კიდევ დარჩა

0   Spam
5 grenader21   (05.04.2013 14:12:13) [მასალა]
ატასჯერ არის გადამოწმებული სახელმწიფოს გოჯი არა აქს მაგატზე მიყიდული სულ თვითონ გლეხები მიყიდულია, ვისაც შრომა ეზარებოდა.გაფორმებით კი რა უფლება გაქ რუსებმა რო გამოყარეს ეთნიკური ნიშნით ქართველები როგორი იყო , ? ეს ჩვენ უნდა გვქონდეს შეგნება რომ ფულს არ დავხამდეტ და მაგატ არ მივყიდოთ მიწები, ნუ დავწვრილმანდებიტ და 5 ან 10 ტეტრის გულისატვის ჩინელების მაგაზიებში ნუ ვირბენტ და ტვიტონაც აგარ მოვლენ.

+2   Spam
4 krimanjuli   (05.04.2013 13:43:46) [მასალა]
მოსახლეობას მისცენ იაფი კრედიტი, ამ თანხით გლეხი ან ფერმერი დაამუშავებს მიწას და მოიყვანს მოსავალს, ამ მოსავალს სახელმწიფო დაუზღვევს,მოსავლის რეალიზაციით აღებულ ფულს გადაუხდის ბანკს და ასე მარტივად, თუ სეტყვა და ფორსმაჟორული სიტუაცია იქნება მაშინ დაზღვევა გადაიხდის, ესაა სახელმწიფოს გვერდში დგომა მე რო მკითხო,ეს იმ შემთხვევას ვიძახი როცა მოსავლიანობა მცენარეს ერთ წელში აქვს, მაგალუითად პური, სიმინდი და ასე შ... ისეთ სახეობებს როგორიცაა თხილი, ვაშლი , ვენახი და მისდაგვარნი, სანამ მოსავლიანი არ გახდება მანამ მიზერული პროცენტი უნდა დაეკისროს, ან საერთოდ შეუწყდეს დროებით გადასახადი, ამ შემთხვევაში ნახე თუ დარჩება საქართველოში აუთვისებელი ტერიტორიები,,, გადახედეთ თურქეთის ბოლო 20 წლის სასოფლო-სამეურნეო ისტორიას და სახელმწიფო ღონისძიებებს ამ მხრივ,შეადარეთ ამ სფეროოში რა იყო 20 წლის წინ და რა არის ეხლა მათთან... მე პირადად ვიცი რო ასეთი კრედიტებით კლდიან ნიადაგზე საუკეთესო მიწები აიტანეს და გაშალეს, ზედ ჩაის პლანტაციები და თხილი გააშენეს, დღესდღეობით კი ნახევარი გურია და აჭარა დადის თურქეთში შავ მუშად თხილის ასაღებად და ჩაის საკრეფად,, მოდი და ნუ მოგეშლება ნერვები ამ დალოცვილი მიწის პატრონს, ნერგი ფესვით ზემოთ რო ჩარგო მაინც გაიხარებს ჩვენს კურთხეულ მიწაზე და სხის ცემენტზე ძალით მოყვანილ მოსავალს რატო უნდა ვკრეფდეთ...

0   Spam
3 simoni   (05.04.2013 09:52:16) [მასალა]
გაყიდვისა არცმეარვარ მომხრე და ერთ გკითხავ, ესპანეთშიც ამდენი დაუმუშავებელი მიწებია რამდენის ჩვენს სამშობლოშიი??

0   Spam
8 gelka72   (05.04.2013 15:13:17) [მასალა]
espanetsi 1 metrsac ver naxav mitovebuls

0   Spam
2 paitona17   (05.04.2013 09:07:17) [მასალა]
გაყიდვაში პირველები ქართველები ვართ და იმას არ ვფიქრობთ ბოლოს რა იქნება 25

0   Spam
1 gelka72   (05.04.2013 00:37:49) [მასალა]
ჯერ პირველი ისაა დედამოსატ..ვი ვინც ეგ მიწები გაუფორმა მაგათ და დაუკანონა.მე უცხოეთში ვცხოვრობ და დამერწმუნეთ რომ ესპანეთის მთავრობა არაფრიტ არ მოგყიდის მიწას ემიგრანტს. იჯარით შეიძლება აღება მხოლოდ. რა ვართ ეს ქართველები ყველაფერს ფულზე რომ ვცვლით, ვგიჟდები რააა

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика