ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აგვისტო » 8 » ეჰეიდა მოვიდააა.. ეჰეიდა აქ არის...    

18:30:59
ეჰეიდა მოვიდააა.. ეჰეიდა აქ არის...
 


ეჰეიდა მოვიდააა.. ეჰეიდა აქ არის...


ეჰეიდა ბიჭებო გვეძახის ჩვენი მრავალჯერ ფეხქვეშ ამოდებული სანადირო სანახები და სავარგულები,

გველიან შემოდგომის ყვითელ ხელებშემოხვეული მინდვრები, გველიან მშვილდივით წელში მოხრილი თავთავდაცვარული ბალახები.. რომელიც ჰა და ჰა მიწას მიაბარებს დამწიფებულ თესლს რათა ეგ სილამაზე მრავალჯერ და მრავალჯერ შეგვაგრძნებინოს მრავალჟამიერ, იწყება მონადირეთა შეკრებები ნელნელა, სკვერებში მეზობლებში, ორღობეებში სადაც კი ამისი დრო და ადგილი მოიძებნება, მიდის გადაძახებები, ტელეფონის ზარები, აბა საით აბა როგორ... როდის??– მაგ კითხვას არავინ სვამს იმიტომ რომ მონადირეს უკვე წამზომი აქვს ჩართული და ელოდება ამ მთელი წლის ნაოცნებარ ნალოლიავებ ნადირობის სეზონის გახსნას... მიდის ამინდის გრძელვადიანი პროგნოზების გაგება, დამტვერილი სანადირო ტანსაცმლის გაწმენდვა, სანადრო აბგის მოწესრიგება, რომელსაც აქა იქ ფრინველის ბუმბული ჩარჩენია კუთხეებში, რო გადმოაბრუნებ და დასცხებ ხელს, დააყენებ მტვრის კორიანტელს და მზის შუქზე აბრჭყვიალებულ მტვრის უმწირეს ნაწილაკებზე რო გაგახსენდება, ის ადგილები საიდანაც ეგ მტვერი წამოიღე თავის წილ მონადირულ ბედნიერებებთან ერთად . აბგაში ნანადირევის მაგივრად შენი სასიამოვნო მოგონებები , რომ ჩადევი ..მტვრიან პატრონტაშს რო გადაუსვამ ხელს და სიშავემდე გალურჯებული ალადასტურის მტევანი რო გაგახსენდება.

არაფერია იმაზე სასიამოვნო ვიდრე შენი ორფეხა და ოთხფეხა გრძნობების მოზიარე მეგობრებთან ერთად პირველი შესვლა სეზონის გახსნის დღეს ცვრიან ბალახში–– მართლაც რო რაა მამული მაგის გარეშე?!

სეზონს მაინც მწყერზე ნადირობით ხსნის მონადირე, ეს უწყინარი ფრინველი მართლაც რო ყველასათვის საყვარელი სანადირო ობიექტია, მონადირეები მწყერზე აგეშებენ ძაღლებს, თავიანთ პატარა მეგობრებს, შვილებს, ძმებს და ყველას ვისაც კი იმ სიყვარულის ნაპერწკალს დაუნახავენ, რომლის გაღვივებით კიდევ ერთი კარგი მონადირე, კეთილი ადამიანი და მამულის თავგადაკლული პატრიოტი შეემატება სამშობლოს.

რა გვიან თენდება ხოლმე ამ დროს, და რა უსაშველო ღამეა, ძალაუნებურად გეღვიძება კაცს ამ ბოლო ხანს 3, 4 საათისკენ და ითვლი საათის წიკ წიკს, საათი კი მიწიკწიკებს და მიწიკწიკებს, მირაკრაკებს და მირაკრაკებს , შენც წაგიღებს ისევ მოგონებები და გახსენდება მწყერზე ცხელი ხვატისგან შეწუხებულებს როგორ გაგხარებიათ პატარა მორაკრაკე რუ ან წყარო გზად რო შემოგფეთებია ლამაზი ქალის გამოხედვასავით...

ფანჯრის შიგნით შენ ხარ შეპყრობილი უცნაური გრძნობით და ფანჯრის გარეთ შენი ძაღლის წკმუტუნი გესმის, ადგები მოიცმევ და გახვალ გარეთ, სხვა დროს ალბათ გაუჯავრდებოდი შენს უერთგულესს, მაგრამ ეხლა არა, ორივე ხელით გადაუსვამ თავზე ხელს, ყურის ძირებს დაუსრისავ და გაგეცინება, ვის რაზე ეცინება ამ დროს ვერავინ ვერ ამიხსნის, მაგრამ რომ გაგეცინებათ ეგ ნამდვილად ვიცი, .. ცოტაც მოითმინე... სუ ცოტაც ; ეტყვი და წახვალ ძილის გასაგრძელებლათ, უკნიდან კი გრძნობ როგორ არის დაქაჩული შენი მურადას ყელზე მომბული თოკი, რომელიც რო გაწყდეს ალბათ სულ გაგიტანდა და თავზე გადაგახტებოდა სიხარულით. რათქმაუნდა ძილი ისევ არ მოვა საღამომდე, შენ კი ადგები და ღამით რახარუხს ატეხავ , ჩაძვრები შენს ნაკაწრებიან გაცრეცილ სანადირო ყუთში და ალაგებ იქეთ აქეთ ვაზნებს და ასე გრძელდება, მაგრამ ცოტაც მოითმინე , სულ ცოტაც....

იტყვის ეხლა მავანი ამ კრიმანჭულმა ცოტა ხო არ შებერა, ახალ ამბებში ეგ რა დასაწერი იყოო, მაგრამ ამასაც თავისი მიზეზი აქვს და მინდა ბაზიერელებს ავუხსნა, ჩვენ ამ ყველაფერს რაზეც ზემოთ ვწერდი ყოველთვის განვიცდით და ალბათ სააქაოდან რო წავალთ , საიქიოს გავაგრძელებთ იგივეს, რადგანაც აქა ვდგევარ და სხვაგვარად არ ძალმიძს...

გილოცავთ ყველას სეზონის მოახლოებას და გთხოვთ ამ გრძნობებს რაზეც მე ზემოთ ვწერდი ბრაკონიერულ ღორმუცელობაში ნუ გაცვლით.

ბრაკონიერი ამ ნაწერს ვერასოდეს გაიგებს.

ცოტაც მოითმინეთ, სულ ცოტაც.

წყაროhttp://ეჰეიდა მოვიდააა.. ეჰეიდა აქ არის...
კატეგორია: საიტის ამბები | ნანახია: 5169 | დაამატა: krimanjuli | ტეგები: სეზონის, ნადირობა, მოვიდაა, მწყერი, გახსნა, ეჰეიდა | რეიტინგი: 4.6/7

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 261 2 »
0   Spam
26 basheli   (23.07.2017 19:14:27) [მასალა]
ჰენ ქარტველი ხარ ჯიგარი და უფრო მეტი კურტხეულმა იარე ზმაო 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 39 :39 როცა გესიამოვნოს გელატის ტკეჰი გავაგრზელოტ

0   Spam
35854

0   Spam
24 don_33   (16.08.2012 21:22:55) [მასალა]
გაიხარე ნამდვილად იმოქმედა ჩემზე შენმა დაწერილმა,ერთი სული მაქვს როდის გავალ მინდორში შარშან უძაღლოდ ვიყავი და წელს გამალებით ველოდები რას იზავს ჩემი გორდონი რომელიც 1.3 თვის არის და ჯერ არ დამიგეშია თუმცა იცის ცოტა რამ,იმედია გაამართლებს ?!და კარგი სეზონი გვექნება, წარმატებებს გისურვებთ ყველას და მშვიდობიან ნადირობას!!!

0   Spam
23 Levan1   (13.08.2012 00:52:13) [მასალა]
მართლაც რომ შესანიშნავი სტატიაა, ამის წაკითხვის შემდეგ ყველა ნამდვის მონადირეს პირველად თოფის ხელში დაჭერიდან დღემდე მოყოლებული თუკი რამ ტკბილი მოგონება აქვს ნადირობასთან დაკავშირებული ყველა თვალ წინ ჩაუვლიდა:) მე პირადად ბევრი ტკვილი მოგონება გამიცოცხლა ამ სიტყვებმა გაიხარე ძმაო, კარგი ადამიანი ხარ!!! 166

0   Spam
22 xxxxxx   (11.08.2012 22:27:14) [მასალა]
ესეიგი 122 დარეკვა გამოასწორებ აბ ბრაკონიეობის კულლტს???იმედია რამეს მაინც უშველით თორემ ბავშვმა ვომ მოგვთხოვოს ერთი 10წლის მერე ნადირობა შესაძლებელია ბუნებაში აღარ იყოს და მერე შინაური ქათმები უნდა მმოვაკვლევინოთ.შარშან მწყერი ისეთი გადარეული და შეშლილი იყო რომ მოსაკლავად აღარ ჩერდებოდა ...ისე იყო ის უბედური გადარეული რომ ძაღლმა ნაბულის სურვილი დაკარგა..ბევრი ნადირობს ფარძე და მაკონტროლებელი არავის ყავს ან ყავდა.ეხლა იმედია საპატრულო მოაგვარებ მოაგვარებ კიდევაც როცა შევა ზარი იმას ვერავინ ვერ მიუყრუებს ყურს და იმ მანოკის ხმა ყველასთვის გასაგები იქნება მერე ,,აქამდდე რომ მარტო გარკვეულ კატეგორიას ესმოდა........

0   Spam
21 SNAIPER   (11.08.2012 15:54:51) [მასალა]
ბუნების მგოსანი და ნადირობის მემატიენა ხარ ჩემო არჩილ,ამ სიტყვების წაკიტხვის შემდეგ ჟრუანტელმა დამიარა ტანში და გულმა უფრო რიტმში დაიწყო ცემა.
კაცის ცუდი როგორ უნდა გაგიხარდეს მარა ამათთვის ალალ იყოს. გუშინ გავიგე რიონის პირას ამ არაკაცებისთვის საბურავები დაუჭრიათ ადგილობრივებს,ხალხი გულზეა გამსკდარი ეზოს უკან სანადიროებიაქვთ და სეზონამდე თოფს ხელს არ ვკიდებთ ესენი კი ჩამოდიან მარშუტკებით ადუღებენ ყველაფერსო.რამდენსაც ვნახავთ ასე გაუკეთებთ გაფტხილება არ შველით მაგათო.

0   Spam
20 beqa--123   (11.08.2012 15:32:53) [მასალა]
აუ საღოლ ძმაო რა მართლა გამახსენდა და თვალწინ დამიდგა ყველაფერი რა ნაცნობი სიტუაციები იყო აღწერილი ერთი სული მაქ როდის მოვა 18 რო ეს სიტუაციები თავიდან გავიარო 10 10

0   Spam
19 ბუთუთი   (11.08.2012 12:13:31) [მასალა]
კაც რო ნადირობა არ გიყვარდეს შეგაყვარებს 166 166 166

0   Spam
18 nugomonadire   (10.08.2012 19:12:09) [მასალა]
ანადგურებენ ხო ყველაფერს ეს უღმერთოები. რა ვქნა კაცო ხოარ დავწყევლო ეს ოხრები? 25 არა ჯობია ისევ ვილოცო მაგათთვის იქნებ ჭკუაზე მოვიდნენ...

0   Spam
17 998   (10.08.2012 14:27:49) [მასალა]
ვინც მონადირეა ამ სტატიას ყველა გაიგებს და სეზონის მოლოდინში მყოფთ სასიამოვნო მოგონებებს აღუძრავს. 10 10 10
ბრაკონიერებს და მეხორცეებს რაც შეეხება სამწუხაროდ მრავლად არიან როგორც ამ საიტზე ისე დუნიაზეც. მგლის თავზე სახარების კითხვის ტოლფასი იქნება აქედან რამე შეგონება რომ ვთქვა. ყველაზე კარგი მინდორში შეხვედრაა კარგი .... 7p0

+1   Spam
16 krimanjuli   (10.08.2012 13:47:49) [მასალა]
გუშინ ფეიქრებზე შევიარე დაშლილებში რაღაც ნაწილებს ვათვალიერებდი, ჩემს უკან შემთხვევით საუბარს მოვკარი ყური: დილით 9 საათზე უკვე თბილისში ვიყავიო, მოვბრუნდი და რადგანაც ან მეთევზე უნდა ყოფილიყო ან ბრაკონიერი ახლოს დავიწყე მათთან სიარული, თურმე ერთი ტრაბახობს რო ყოველ დილით გავალ და 15 ცალს ვკლავ მქწყერსო, ისე რომ სახლშიც თავის დროზე ვარ და სამსახურშიც არ მაგვიანდებაოო. სადღაც ორი კვირაა ვუბრაგუნებო, ტყავის დიპლომატიდან დაჭრილი მწყერი ამოიყვანა და იქ ერთს აჩუქა,, ერთმა კითხა ჯერ ხო სეზონი არარის გახსნილიო? რას ამბობო სეზონის გახსნას რო დაველოდო მერე სადღა ვიპოვი მწყერსოო. რო გაივსება მინდვრები ამდენი მონადირით იქ რა მანადირებსო, ეგენი რო დაიწყებენ მე დამთავრებული მექნება უკვეო,,, ლილოსკენ , სართიჭალისკენ, გორისკენ კარგა ხანია მანოკებს აგუგუნებენ... დღეს ველაპარაკე უჩაუჩას რა ხდება თქო მოვიკითხე, ეგ ხო იცით როგორი თავგადაკლული პოინტერისტია, ხოდა მაინტერესებდა როგიორი სიტუაცია იყო ძაღლი რა ფორმაში ყავდა და მწყერი თუ აჩნდა მინდორს, იქაც გადაბუგულია ყველაფერი თურმე, ძაღლს ვავარჯიშებ მინდორში პარალელებზეო და ვიღაც მიუახლოვდა თოფიანი და ეუბნება თურმე უჩას წარმოიდგინეთ- წამოდი ჩემს გვერდზე იარე და მოგაკვლევინებო, გასულელდა კაცი, ან თოფი სად დამინახა ან საიდან მოიფიქრა რო ვნადირობდიო... მოკლედ კაი კონფლიქტი მოსვლია...
უჩა ეკითხება როდიდან ნადირობო და ის პასუხობს ბავშობიდანოო--- სასაცილოა სატირალი რო არ იყოს

0   Spam
15 chincharauli   (10.08.2012 09:55:16) [მასალა]
ძალიან სასიამოვნო წასაკითხია ეს თემა და თან მითუმეტეს თუ ისეთი ადამიანი კითხულობს ვისაც ოდესმე უნადირია გაახსენდება ეს მართლაც ბედნიერი და სასიამოვნო მომენტები ! დიდიმადლობა კრიმანჭული ამ მშვენიერი სიტყვებისთვის! 23_30_126 166 10

0   Spam
14 zukaluka   (09.08.2012 23:55:28) [მასალა]
მაგარია ნადირობას რა ჯობია ყოველ დილით მესმის მწყერის ხმა მაგრამ გული არ მიმდის სეზონის გახსნამდე
მაგარი სიტყვებია ყველა ესე რომ იქცეოდეს ნადირფრინველს რა გამოლევს ამ მადლიან საქართველოსჰი 166 166 166 166 166 166 166 166 166 166 166

+1   Spam
13 ზურა333   (09.08.2012 13:39:24) [მასალა]
არჩილ, წიგნის დაწერა არ გიფიქრია მონადირულ თემაზე? დარწმუნებული ვარ საუკეთესოდ გამოგივა 166

0   Spam
12 avtandil   (09.08.2012 13:08:55) [მასალა]
ეჰ ბიჭებო მართლაც, რომ სულმოუთქმელად ველით 18 რიცხვს, მაგრამ ეხლა ჩამოვედი სოფლიდან მატარებლით და მანამ მატარებელს ველოდებოდი გუგუნი გაქონდა მინდორ ველს სეზონი გახსნილადაა გამოცხადებული ყასბებისგან და უგულო ხალხისგან... ჩვენ კი ვზივართ და ველოდებით სეზონის გახსნას და მე მიმაჩნია ვინც სეზონამდე არ ინადირებს ის მართლაც რომ გირსეული შვილია საქართველოსი და მართლაც,რომ ტაშს იმსახურებს ჩვენგან 23_30_126 23_30_126 10 10 10 10 10

1-15 16-26
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика