ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » ივნისი » 7 » ბრეჟნევის ორი ჰობი - სად უყვარდა ნადირობა და ვინ ჩუქნიდა ძვირადღირებულ ავტომობილებს საბჭოთა ლიდერს    

10:21:03
ბრეჟნევის ორი ჰობი - სად უყვარდა ნადირობა და ვინ ჩუქნიდა ძვირადღირებულ ავტომობილებს საბჭოთა ლიდერს
ბრეჟნევის ორი ჰობი - სად უყვარდა ნადირობა და ვინ ჩუქნიდა ძვირადღირებულ ავტომობილებს საბჭოთა ლიდერს
ყველა ადამიანს თავისი ჰობი აქვს. ზოგს ნადირობა იტაცებს, ზოგს თევზაობა, ზოგი იშვიათი წიგნების კოლექციას აგროვებს, ზოგიც - სხვადასხვა ნივთებს. მსგავსი მიდრეკილებები სახელმწიფო ლიდერებსაც აქვთ. ძლიერნი ამა ქვეყნისანი ისეთივე ადამიანები არიან, როგორც ჩვენ და საკუთარ ქვეყანასა და მსოფლიოს ბედზე ზრუნვისგან თავისუფალ დროს, საყვარელ საქმეს უთმობენ.

გართობა საბჭოთა ლიდერებსაც უყვარდათ, განსაკუთრებით კი ლეონიდ ბრეჟნევს. "გენსეკს", რომელიც მსოფლიოს ერთ-მეექვსედს 18 წლის განმავლობაში მართავდა, ორი დიდი სისუსტე ქონდა - ნადირობა და ავტომობილები. 

ის არც მედლების, ორდენებისა და სახელმწიფო ჯილდოების მიმართ იყო გულგრილი. არსებული მონაცემებით, მას 114 ჯილდო ჰქონდა. ბრეჟნევი, რომელიც თბილისის საპატიო მოქალაქის ტიტულსაც ატარებდა, საბჭოთა კავშირის ოთხგზის გმირი იყო. მის გარდა სსრკ-ში გმირის ოქროს 4 ვარსკვლავის პატრონი მხოლოდ ერთი ადამიანი - მარშალი ჟუკოვი იყო.

მანქანებისადმი ბრეჟნევის განსაკუთრებული დამოკიდებულება ყველამ კარგად იცოდა. კაპიტალისტური სახელმწიფოებისგან განსხვავებით, სსრკ-ში ავტომობილების კოლექციონირება უიშვიათესი მოვლენა იყო. რიგითი საბჭოთა მოქალაქე მსგავს ფუფუნებასა და შესაძლებლობაზე არც კი ოცნებობდა.

გენერალური მდივნის კოლექციაში, რომელიც რამდენიმე ათეულ ავტომობილს ითვლიდა, მსოფლიო ავტომრეწველობის იშვიათი და საკმაოდ ძვირადღირებული ნიმუშებიც შედიოდა. 1968 წელს იტალიის კომპარტიამ ბრეჟნევს ოთხკარიანი სედანი Maserati Quattroporte აჩუქა. ერთი წლის თავზე ბრეჟნევის ავტო-კოლექცია იშვიათი ავტომობილით - Mercedes-Benz 600 Pullman-ით შეივსო. ექვსკარიანი ლიმუზინი საბჭოთა ლიდერს გერმანიის ფედერეაციული რესპუბლიკის ხელმძღვანელმა ვილი ბრანდმა უსახსოვრა. 2008 წელს ეს ავტომობილი იაპონელმა კოლექციონერმა 103,600 ევროდ შეიძინა.

ძვირფასი ავტომობილებით ბრეჟნევს ამერიკელი პრეზიდენტებიც ანებივრებდნენ. 1972 წელს სსრკ-ში ვიზიტის ფარგლებში, საბჭოთა ელჩისგან რიჩარდ ნიქსონმა შეიტყო, რომ ბრეჟნევი უკვე დიდი ხანია Cadillac Eldorado-ზე ოცნებობდა. ავტომობილი სამთავრობო დაკვეთით 3 დღეში დაამზადეს და სამხედრო სატრანსპორტო თვითმფრინავით მოსკოვში ჩაიტანეს. 

ერთი წლის შემდეგ, უკვე ბრეჟნევის ამერიკაში ყოფნის დროს ნიქსონმა მას კიდევ ერთი ავტომობილი, მუქი ლურჯი - Lincoln Continental უსახსოვრა. მანქანა,რომლის სალონსაც სამახსოვრო წარწერა ამშვენებდა, ამერიკელმა ბიზნესმენებმა, პრეზიდენტის თხოვნით 10,000 დოლარად შეიძინეს. ბრეჟნევმა საჩუქარი დაუყოვნებლივ გამოსცადა. მისი პირველი მგზავრი თავად აშშ-ის პრეზიდენტი გახდა.

ბრეჟნევის კოლექცია სამ Rolls-Royce-საც ითვლიდა. მათგან ერთ-ერთი ბრიტანეთის დედოფლის საჩუქარი იყო. 

საბჭოთა ლიდერის კიდევ ერთი საყვარელი საქმე ნადირობა გახლდათ. "ზავიდოვოს" ეროვნულ ნაკრძალში სპეციალურად ბრეჟნევისთვის სანადირო ადგილი იყო მოწყობილი. ადგილობრივი პერსონალი ტახების გამრავლებაზე ზრუნავდა. ბრეჟნევთან ერთად აქ სანადიროდ სხვადასხვა ქვეყნების ლიდერებიც მოდიოდნენ, მათ შორის ფიდელ კასტროც. 

რა თქმა უნდა, ნადირობა დადგმული სპექტალივით იყო. ბრეჟნევი წინასწარ განსაზღვრულ პოზიციას ნადირის მოძრაობის მარშრუტზე იკავებდა და ხელსაყრელ მომენტს ელოდებოდა. მიუხედავად ამისა, სიცოცხლის ბოლომდე ნადირობა ბრეჟნევის ყველაზე საყვარელ გართობად რჩებოდა. კვირა ისე არ გავიდოდა, რომ ის მარტო ან პოლიტბიუროს რომელიმე წევრთან ერთად "ზავიდოვოში" არ გამოჩენილიყო.

მოამზადა ნუკრი მგელაძემ
AMBEBI.GE


წყაროhttp://www.ambebi.ge/
კატეგორია: სხვადასხვა | ნანახია: 2599 | დაამატა: Admin | ტეგები: ნადირობა, ჩუქნიდა, და, უყვარდა, ჰობი, ვინ, ორი, ძვირადღირებულ, ბრეჟნევის, სად | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 DatuNiko   (08.06.2016 17:32:09) [მასალა]
მამაკაცური თვისებები და გატაცება ჰქონია.... სანაქებოა!!!

არ მგვანებია ,,ევროპელ ლიბერალისტებს!......

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика