ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » სექტემბერი » 23 » კოლხური ხოხობი გაქრობის პირასაა    

03:01:52
კოლხური ხოხობი გაქრობის პირასაა
კოლხური ხოხობი გაქრობის პირასაა
კოლხური ხოხობი გაქრობის პირასაათუ ასე გაგრძელდა, მალე ჩვენი ხოხბისგან მხოლოდ ლეგენდა დარჩება 

ნაცნობმა არქეოლოგმა მიამბო: - ამას წინათ მეტეხთან ვახტანგ გორგასლის დროინდელ სამარხს ვთხრიდით, უცებ ხოხობი დაეშვა ციდან და სამარხში მოწყვეტით ჩაენარცხა, მღელვარებისგან ყველანი დავმუნჯდითო... 
ქართულ ცნობიერებაში საქართველო არა მხოლოდ გმირი წინაპრებით ინახება, არამედ ნადირ-ფრინველითაც, რომლების ჩვენი ქვეყნის სამკაულად გაუჩენია განგებას. კოლხური ხოხობი ერთადერთი ფრინველია, რომელიც მხოლოდ ქართულია და მსგავსი არავის ჰყავს. ამას უძველესი ლეგენდაც ირწმუნება, - ცბიერმა არგონავტ,ებმა ოქროს საწმისთან ერთად ეს ულამაზესი ფრინველიც წაიყვანეს ევროპაში და გაამრავლესო. ახლა კი აღმოჩნდა, რომ შეიძლება ბუნების ეს საჩუქარიც დავკარგოთ... ალბათ ბევრს გაუკვირდება, რომ ამ თემაზე სასაუბროდ ფრინველებზე მონადირესთან მივედი.


თეიმურაზ ლომინაძე: - მონადირეები ყველაზე კარგად ვხედავთ, როგორ იკლებს ნადირ-ფრინველი... ჩვენი უტვინობით თითქოს საგანგებოდ მივერეკებით ჩვენი მიწიდან. ამას წინათ ყური მოვკარი, ბორჯომის ხეობაში სულ 10-12 ირემი იქნება დარჩენილიო. კანონით კი თურმე ამათი დახოცვაც შეიძლება, მთავარია, დიდი ფული  გადაიხადო. ალბათ უცხოელ ტურისტებს დაახოცვინებენ. დღეს სამონადირეო მეურნეობები ტურისტი მონადირეების მოზიდვას დიდი მონდომებით ცდილობენ. ისინიც, მოვლენ, დახოცავენ და წავლენ... ან ვინ იტყვის უარს კოლხური ხოხბის მოკვლაზე, ასეთი ლამაზი ჯიშის ხოხობს ხომ მთელ მსოფლიოში ვერ იპოვის. ხასიათიც კი თითქოს აქაურად ამაყი და მკაცრი აქვს. თუ ვინიცობაა, ვინმე მის ბუდეს შეეხო, იქ აღარ დაბრუნდება. 
ვის ახსოვს, რომ ჩვენი ფრინველები და მათ შორის, ხოხობიც წითელი წიგნშია შეტანილი?!

დაუჩემებიათ, რა მოხდა, ტურისტმა თუ ნადირობაში ფული გადაიხადა, ყველგან ასეაო. მართლაც ასეა. ევროპაში მილიონობით ხოხობს ხოცავენ ტურისტები, აფრიკაში კი იმდენ ბეჰემოთსა და სპილოს, რომ მთელი აფრიკის ცხოველები გაწყვეტილი უნდა იყოს, მაგრამ ისეთ პირობებს ქმნიან, ნადირ-ფრინველი ისევ მრავლდება. ევროპაში მილიონობით ხოხობი იჩეკება ინკუბატორებში და მერე უშვებენ ბუნებაში. რა დაეტყობა იმათ ბუნებას, სეზონზე მართლაც მილიონი ხოხობი რომ დახოცონ! ჩვენს სამონადირეო მეურნეობებს კი ადგილობრივი ნადირ-ფრინველის გამრავლება აზრად არ მოსდით. ან რატომ გაამრავლებენ, მაგალითად, კოლხურ ხოხობს, როცა ამაზე გაცილებით იოლი ევროპული პარკის ხოხბის ჩამოყვანა და გაშვებაა. გაუშვეს კიდეც, საკუთარი თვალით ვნახე ჩვენთან დახოცილი ევროპული პარკის ხოხობი, რომლის ცნობას არაფერი უნდა, - ისინი ჩვენს ხოხობზე მცირე ზომისანი არიან, კისერზეც თეთრი ზოლი აქვთ მოვლებული... არ ვიცი, ვერ ხვდებიან, ამით რას სჩადიან, თუ არ აინტერესებთ. სადაც ეს ხოხობი ჰყავთ, იქვე კოლხური ხოხობიც ხომ არის. შეეჯვარება ევროპულს და მორჩა! ფრინველს დააბამ, დაუშლი, - არ გამრავლდეო, თუ რას იზამ? სულ ორი სეზონია საკმარისი, რომ ჩვენი ხოხობი გადააჯიშოს და ამ სილამაზესაც  სამუდამოდ გამოვეთხოვებით. 

- ნუ მაშინებთ.

- ნეტავი ვინმეს მართლაც შეეშინდებოდეს და ამაზე დაფიქრდებოდეს. არის ხალხი, რომელიც ფულისთვის არაფერს ერიდება... ფილოსოფოსი არა ვარ, მონადირე ვარ, მაგრამ ის ნამდვილად ვიცი, რომ ბუნებაში ყველაფერი ერთმანეთზეა გადაბმული, სიცოცხლე ერთი ჯაჭვია და ყველა სულდგმული ერთმანეთის იმედით არსებობს - სალი კლდეების შურთხიც კი უკან დასდევს ჯიხვებს, საფრთხეს რომ შეამჩნევს, უსტვენს და აფრთხილებს, - თავს უშველეთო. ვინც ამ ჯაჭვს წყვეტს და  ვერ ხვდება, რას აკეთებს, უგუნურია და დანარჩენებმა უნდა შევაჩეროთ! 
P.S. ჩვენ დავუკავშირდით ენერგეტიკისა და ბუნებრივი დაცვის სამინისტროს პრესსამსახურს, სადაც განაცხადეს, რომ ამ ევროპული პარკის ხოხობის საქართველოში შემოყვანის ფაქტზე არაფერი იციან, მაგრამ თუკი ასეთი რამ ხდება, აუცილებლად უნდა იყოს გაწერილი სამონადირეო მეურნეობების მართვის წესებში. 
ჩვენს ქვეყანაში რამდენიმე სამონადირეო მეურნეობა არსებობს და თითოეული მათგანის მართვის წესების შესწავლა შესაბამისი სამსახურების საქმეა. თუმცაღა მეცნიერ-ორნიტოლოგებში მოძიებული ინფორმაციით, ევროპული ხოხობი (და ასევე სხვა ენდემური ჯიშებისთვის საშიში სახეობებიც) ჩვენში ნამდვილად შემოყვანილია და მათი გამრავლებაც მიმდინარეობს. ინტერნეტსაიტებზე შემაშფოთებელ წერილებს წაიკითხავთ, იმის შესახებ, რომ სამონადირეო მეურნეობები ევროპულ ხოხობს ამრავლებენ, რადგან ეს უფრო იოლი საქმეა, ვიდრე კოლხური ხოხობის გამრავლება და იქვე დასძენენ, რომ მალე ჩვენი ხოხბისგან მხოლოდ ლეგენდა დარჩება(!).     

თურქებმა კოლხურ ხოხობს ძეგლი დაუდგეს

მამალი ხოხობი წონით 1.600 გრამს აღწევს, დედალი კი 800 გრამია. კოლხურ ხოხობს ძლიერი ფეხები, არაჩვეულებრივად ლამაზი ფერის მოკლე ფრთები და გრძელი ბოლო აქვს. მამალს დეზებიც ამშვენებს. იყო დრო, როდესაც ეს ფრინველი მთელ საქართველოში ყოფილა გავრცელებული - კოლხეთის დაბლობზე, მტკვრის, ივრისა და ალაზნის ჭალებში. კოლხური ხოხობი დებს 8-12, ზოგჯერ 18 კვერცხს. იკვებება მცენარეულობით, უფრო სარეველათა თესლით და მწერებით. 
ხოხობი რომ ქართული, აბორიგენი ჯიშია, ისიც ადასტურებს, რომ მას ყველა ევროპულ ენაში ფაზანის - ფაზისი, კოლხი ჰქვია.

თურქებმა ქალაქ სამსუნში ჩვენი ხოხბის ძეგლი წამომართეს და გამოაცხადეს, - ხოხობი თურქეთის შავი ზღვის სანაპიროს ქალაქ სამსუნის შემოგარენის მკვიდრიაო. ამ მშვენიერი ფრინველის სამეცნიერო სახელწოდებაა Phasianus colchicus. Phasianus-ი მდინარე ყიზილირმაკის ძველი სახელწოდებაა, ხოლო ცოლცჰიცუს მომდინარეობს დღეს პირისაგან მიწისა აღგვილი შავიზღვისპირული სახელმწიფოს Colhia-სგან. 


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/public/13019-kolkhuri-khokhobi-gaqrobis-pirasaa.html
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 5024 | დაამატა: Admin | ტეგები: ის, ხოხობი, შემცირებ, გაქრობის, ფრინველი, პირასაა, ნადირობა, ენდემი, კოლხური, გამრავლება | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 261 2 »
0   Spam
26 zaza123   (08.12.2017 14:51:24) [მასალა]
ადრე იყო მტაცებელთა ბრძოლის სექცია და ანადგურებდნენ მტაცებლებს,სულელი იყო ის ხალხი აბა?

0   Spam
25 vepxo   (14.08.2013 21:28:03) [მასალა]
ტურა,ენოტი და მისნაირი მავნებლები პლიუს კვერნაც მე ყველაზე დიდ მავნებლებად მიმაჩნია

0   Spam
23 giohunt1982   (05.10.2012 10:34:15) [მასალა]
თუ არ მოხდა უაზროდ გამრავლებული მტაცებლის რეგულაცია და გამოხშირვა, ისე ხოხობს შანსი არ აქვს რო გამრავლდეს. მელა, ტურა, ენოტი და კატისებრთა ოჯახის თითქმის ყველა წარმომადგენელი ყველა ხოხბის დაუძინებელი მტერია. მარტო მონადირეებისათვის დაბრალება იმისა,რომ მათ გაწყვიტეს ხოხობი. ნიშნავს იმას, რომ არ იცი რეალურად რა ხდება. სად რამდენია მტაცებელი. კახეთში არი ისეთი ადგილები სადაც მონადირეები ძაან იშვიათად ნადირობენ მაგრამ ხოხობი წლიდან წლამდე კლებულობს. ბრაკებმაც თავიანთი წვლილი შეიტანეს ხოხბის განადგურებაში მაგრამ ჩემი აზრით ლომის წილი მაინც უაზროდ გამრავლებულ მტაცებელს უდევს ამ საქმეში.

-1   Spam
22 cq   (05.10.2012 08:14:39) [მასალა]
შენტან შედარებიტ პატარა შეიდზლება ვიყო მაგრამ ის კარგატ ვიცი რო ბუნების კონონის შეცინაამდეგების უფლება არ აკვს ადამიანს

0   Spam
24 fshavelo   (06.10.2012 13:22:03) [მასალა]
გეუბნები და არ მიჯერებ

-3   Spam
20 cq   (04.10.2012 22:31:55) [მასალა]
ეს არ არის ტურასა და მელას ბრალი არამედ მონადირეების რომელიც არ ემორცჰილება წესებს

0   Spam
19 cq   (04.10.2012 22:30:59) [მასალა]
18 fshavelo ტურა-მელა-ენოტი თუ არ ამოვიღეთ ჯერ ბუნებიდან ამათი კვერცხების ყიდვას და წიწილების გაშვებას აზრი არ აქვს !!!

ესე არ სჰეიდზლება რადგან ეს არის ბუნების კანონი და ბუნების კანონის შეცვლა არ შეიდზლება

0   Spam
21 fshavelo   (05.10.2012 03:31:25) [მასალა]
პატარა ძმაო მომისმინე ;-) შენ გინახავს ენოტის გაბრდგვნილი ხოხობი? ან ტურის და მელის მიერ ამოწყვეტილი ბუდობები? სახოხბეებში ხოხბის მხოლოდ სანახავად და არა მოსანადირებლად გიხეტიალია მთელი დღე და სახლში ილაჯგაწყვეტილი და დაკაწრულ-დასისხლიანებული მისულხარ? მარტო მონადირეებს ნუ დავაბრალებთ!!! მონადირეზე მეტ როლს მტაცებლები თამაშობენ და განსაკუთრებით ეს სამი. და ბუნების კანონი არ არის ტურისა და მელის უაზრო რაოდენობით არსებობა. არც ის რომ კახეთის ტყეებში ყველა მეორე ხეზე ენოტი იჯდეს და არც ის რომ ალაზანზე სათევზაოდ ჩასულს ენოტმა თვითონ შემოგაკლას თავი(5 დღის წინანდელი შემთხვევა).

+1   Spam
18 fshavelo   (04.10.2012 20:59:44) [მასალა]
ტურა-მელა-ენოტი თუ არ ამოვიღეთ ჯერ ბუნებიდან ამათი კვერცხების ყიდვას და წიწილების გაშვებას აზრი არ აქვს !!!

0   Spam
17 toko-gordoni   (01.10.2012 17:46:45) [მასალა]
მეც თქვენს გვერდით ვარ მონადირეებო.. : ))

0   Spam
15 gogita12   (28.09.2012 15:35:12) [მასალა]
ეს და სხვა მრავალი ქართული ეგზემპლიარები რომ შევინარჩუნოთ ჯერ ბრაკონიერობას უნდა შევეშვათ , რადგან ბრაკონიერების პასუხისმგებელი ორგანო არ ფუნქციონირებს და ეს ჩვენ უნდა გავაკეთოთ ვისაც ოდნავ მაინც შეგვტკივა ქართულ სამონადირეო და სათევზაო სავარგულების შენარჩუნებაში

0   Spam
14 gelka72   (26.09.2012 00:05:47) [მასალა]
საქმე ლაპარაკის ნაცვლად, 20 ლარი კაცზე და რაღაცა გამოვა, ეს თანხა არავის არ დააქცევს მგონია. მარტო ლაქლაქი არაფერს შველის. შეადგინეთ სია და ავკრიფო თანხა თათარიახლად

-1   Spam
13 cq   (25.09.2012 16:59:10) [მასალა]
რაც მოხვდა მოხვდა ამაზე ლაპარაკს აზრი არ აკ ცჰვენ საქმეს უნდა სჰეუდგეტ

+1   Spam
12 shrama   (25.09.2012 16:31:32) [მასალა]
სრულიად მართალია ეს ადამიანი ხოხობი კიარა არანაირი ფრინველი აღარ დაგვრჩება ცოტახანში საქართველოში ხოხობს ხო საერთოდ არ უფრთხილდებიან მდინარეები კიდე ადუღებულია ამდენი აპარატებით დაფიქრდით ხალხო რას ჩადიხართ!!!! ერთ მონადირებაზე რო 200 მწყერს მოკლავ ამას ნადირობის სიამოვნება აღარ ქვია ეს უკვე ღორობაა და მეტი არაფერი!!!!

0   Spam
16 gogita12   (28.09.2012 15:36:19) [მასალა]
ეგ ბრაკონიერობააა და ეგ უნდა ისჯებოდეეს....

-1   Spam
11 cq   (24.09.2012 00:31:55) [მასალა]
ფულს ტუ სჰევაგროვებტ კვერცხების ყიდვას ცჰემ ტავზე ავიხებ 04 4d15 XOXOBI

0   Spam
10 rati   (24.09.2012 00:14:27) [მასალა]
ყველამ უნდა იზრუნოს ხოხობის გამრავლებაზე თორე მალე სურათები დაგვრჩება სამახსოვროდ.

0   Spam
9 -BERG-   (23.09.2012 23:16:36) [მასალა]
d587 d587 d587

1-15 16-23
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    VAXO-HUNTER

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика