ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2012 » აგვისტო » 4 » გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იწყება    

17:50:45
გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოს იწყება

სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტოს" ინფორმაციით, გადამფრენ ფრინველებზე ნადირობის სეზონი 18 აგვისტოდან იწყება.

ნადირობის წესები

 პირი, რომელიც ახორციელებს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი)  - რომლის ღირებულება შეადგენს 10 ლარს  და საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტროს შესაბამისი ორგანოს მიერ გაცემული შესაბამისი სანადირო თოფის შენახვისა და ტარების უფლების დამადასტურებელი დოკუმენტი.

პირი, რომელსაც გააჩნია ამ მუხლის პირველი პუნქტით გათვალისწინებული დოკუმენტები, უფლებამოსილია ინადიროს გადამფრენ ფრინველებზე ნადირობისათვის დადგენილი წესების, ვადებისა და დღიური ლიმიტების დაცვით -  2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 01 მარტამდე. 

ნადირობისათვის აკრძალული ადგილები

სახელმწიფო ნაკრძალები და ეროვნული პარკები და მათ გარშემო 500-მეტრიანი ზონა, ასევე საქართველოს ქალაქების ადმინისტრაციული საზღვრები.

ნადირობის დროს აკრძალული მეთოდები

მცენარეული საფარის დაწვა;

გარეულ ფრინველთა კვერცხის შეგროვება და გაყიდვა, გარდა ფრინველთა აღწარმოების მიზნით სამონადირეო მეურნეობის მართვის გეგმით გათვალისწინებული შემთხვევებისა;

ცხოველთა ბუდეების, ბუნაგების, საცხოვრებელი ადგილების მოშლა, ან განადგურება;

 ცხოველთა მასობრივი მოპოვების საშუალებებით – ყოველგვარი კუსტარული ან ქარხნული წესით დამზადებული ბადეებით (გარდა დამჭერი მტაცებელი ფრინველების ნებადართული მოპოვების შემთხვევებისა), ხაფანგებით, მარყუჟებით, აგრეთვე ორმოებით, სარეგვავებით (სარეჯგველების), ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა, საწამლავით, სანადირო იარაღზე დამონტაჟებული რეფლექტორებით, ასაფეთქებელი საშუალებების გამოყენებით, თოფებისა და სხვა თვითმსროლელი იარაღების დაგუშაგება;  

 ნადირობა და/ან ცხოველთა მოპოვება (დაჭერა) თვითმფრინავიდან, ვერტმფრენიდან, ავტომობილიდან, მოტოციკლეტიდან, კატარღებიდან, ძრავიანი ნავებიდან და სხვა მოტორიანი სატრანსპორტო საშუალებებიდან, მათ შორის, ღამით განათებული ფარებისა და პროჟექტორების მეშვეობით, ცხოველთა დევნა სატრანსპორტო საშუალებებით, წყალმცურავ ფრინველებზე ნადირობა ძრავაგამოურთველი მოტორიანი ნავებიდან და კატერებიდან (მოპოვება დევნით), ასევე ნადირობა ღამის ცეცხლის დანთებით;

 სტიქიური უბედურებების (წყალდიდობა, ხანძარი, დიდი თოვლი და სხვა) დროს დაუძლურებული ცხოველების მოპოვება, აგრეთვე მათზე ნადირობა წყალში გადასვლისას ან სხვა დაბრკოლებების გადალახვისას, მათ შორის, სტიქიური უბედურებისაგან თავის დაღწევის დროს;

ცხოველების ბუნაგებიდან გამოდევნა მათი შებოლვით ან დატბორვით, აგრეთვე სოროების გათხრით;

მსხვილი ჩლიქოსნებისა და დათვის მოპოვება მცირეკალიბრიანი სანადირო იარაღითა და საფანტით, რომლის დიამეტრიც 5 მმ-ზე ნაკლებია.

დაშვებულია

 

ნადირობისას გამოყენებული იქნეს მონადირე ძაღლები და სანადიროდ გაწვრთნილი მტაცებელი ფრინველები. 

მტაცებელი ფრინველების გაწვრთნა დაიშვება ნადირობისათვის დაშვებულ ვადებში და პირი, რომელიც ახორციელებს მტაცებელი ფრინველის წვრთნას, ვალდებულია თან იქონიოს „ბუნებრივი რესურსებით სარგებლობისათვის მოსაკრებლების შესახებ" საქართველოს კანონით გათვალისწინებული გარემოდან გადამფრენი ფრინველების ამოღებაზე დაწესებული მოსაკრებლის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი (დედანი) ან/და ნადირობას დაქვემდებარებული ცხოველთა სამყაროს ობიექტის (გარდა გადამფრენი ფრინველისა) მოპოვების შესახებ დოკუმენტი. 

 მონადირე ძაღლების წვრთნა (დაგეშვა) დაიშვება მთელი წლის განმავლობაში. პირი, რომელიც ნადირობისათვის აკრძალულ ვადებში, ახორციელებს მონადირე ძაღლის წვრთნას (დაგეშვას), ვალდებულია სანადირო იარაღში იქონიოს მხოლოდ დაუმუხტავი ვაზნები. 

ცხოველთა სამყაროს ობიექტების მოპოვებისათვის აკრძალული იარაღი 

აკრძალულია ყველა სხვა იარაღით ნადირობა, რომელიც მითითებული არ არის „იარაღის შესახებ” საქართველოს კანონის მე-7 მუხლში.

ნადირობა ნებადართულია შემდეგი სანადირო იარაღების გამოყენებით:

ა) სანადირო გლუვლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (თოფი);

ბ) სანადირო ხრახნილლულიანი ცეცხლსასროლი იარაღი (კარაბინი ან შაშხანა); 

გ) სანადირო კომბინირებული ცეცხლსასროლი იარაღი (ხრახნილლულიანი და გლუვლულიანი თოფი);

დ) სანადირო ცივი და ცივი სასროლი იარაღი;

ე) სანადირო პნევმატური იარაღი.

ნადირობის წესების დარღვევა

ნადირობა, აკრძალულ ვადებში, აკრძალულ ადგილებში, აკრძალული მეთოდებით, მოწყობილობებით და იარაღით ითვლება ნადირობის წესების დარღვევად რაც ადმინისტრაციული პასუხისმგებლობის დაკისრებას გამოიწვევს, ამასთან თუ სამართალდამრრვევს აქვს უკანონოდ მოპოვებული ფრინველი, მას საჯარიმო თანხასთან ერთად დაეკისრება გარემოსათვის მიყენებული ზიანის ანაზღაურების ვალდებულება.



სსიპ „ბუნებრივი რესურსების სააგენტომ" ნადირობისათვის დაშვებული გადამფრენი ფრინველების სახეობების ჩამონათვალი, ნადირობის ვადები და დღიური ლიმიტები დაამტკიცა. 

კერძოდ, წყალმცურავი ფრინველები (რუხი ბატი, რუხი იხვი, ჭიკვარა, გარეული იხვი, იხვინჯა, ფართოცხვირა იხვი, მელოტა) _  დაშვებულია ნადირობა  2012 წლის 01 ნოემბრიდან  2013 წლის 01 მარტამდე, საერთო დღიური ოდენობა 8 ერთეული.

ტყის ქათამი  _  დაშვებულია ნადირობა  2012 წლის 15 ოქტომბრიდან  2012 წლის 15 დეკემბრამდე საერთო დღიური ოდენობა 7 ერთეული.

ჩიბუხა - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 5 ერთეული.

მწყერი  - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 20 ერთეული. 

ქედანი  - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 10 ერთეული.

გარეული მტრედი  - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 10 ერთეული.

გულიო (გვიძინი)  - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 10 ერთეული.

ჩვეულებრივი გვრიტი  - 2012 წლის 18 აგვისტოდან 2013 წლის 15 თებერვლამდე საერთო დღიური ოდენობა 10 ერთეული.




წყაროhttp://www.menr.gov.ge/1340
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 4961 | დაამატა: aleko | ტეგები: აიკრძალა, მანოკი, სეზონი, გახსნა | რეიტინგი: 4.7/3

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 331 2 »
0   Spam
33 ogafa   (26.12.2012 02:30:45) [მასალა]
069

0   Spam
32 temo_777   (11.08.2012 20:36:33) [მასალა]
მწყერი ბევრია მაგრამ 1 ველიდან დაიწყეს ნადირობა მანოკებიტ გორის რაიონებში კანონის დამცველებს რომ ეძახიან. არადა მწყერი ბლომათაა

0   Spam
31 grenader21   (10.08.2012 12:44:40) [მასალა]
ვადები არ გაზარდეს მაინც ხო?დამპლები

0   Spam
30 gogita12   (09.08.2012 17:34:26) [მასალა]
რა ყურადღებას მიაქცევენ ? უკვე აქვტ დადგმული და ნადირობენნ.
ეგ კი არა აპარატებიტ ტევზი სულ მტლად გაწყვიტეს
ამას უნდა მიხედვა
ვის უნდა მივმარტოტ ვეგარ გავიგე
23

0   Spam
29 OchOpinTre   (09.08.2012 01:40:46) [მასალა]
ალბათ დაავიწყდათ რო არსებობს ეგ ფრინველი,მომავალ სეზონს ალბათ მწყერსაც ამოიღებენ თუ მუსიკოსი მინისტრი დარჩება:))

0   Spam
28 Admin   (08.08.2012 23:29:55) [მასალა]
ისე როგორ მოგწონთ,ღალღა ამოღებულია სიიდან უკვე რამოდენიმე წელია.

0   Spam
27 eldari_edu   (08.08.2012 21:06:00) [მასალა]
სალამი ყველას უ მანოკოთაც დაჯდება მწყერი არ ინერვიულოთ... 10 069

0   Spam
25 aleko   (08.08.2012 15:55:57) [მასალა]
"ნადირობის დროს აკრძალული მეთოდები" , აბა წაიკითხეთ მეოთხე აბზაცი, არ წერია?!:"ხმოვანი სიგნალების გამომცემი ელექტრონული (მათ შორის, ავტონომიურ კვების წყაროზე მომუშავე) მოწყობილობების მეშვეობით ფრინველის მოზიდვა"___რატომ არ კითხულობთ თავიდან ბოლომდე?! ან ძირითადს მაინც?!

0   Spam
23 ij43   (08.08.2012 14:45:34) [მასალა]
ვერაპერი გავიგე აიკრზალა ტუ არა მანოკი ზოგი რას გაიზახის ზოგი რას. იკნებ დამდოტ პატივი და ვინც იციტ ნამდვილად აიკრაზალა ტუ არა დაცეროს რა.მადლობა ცინასცარ ყველას

0   Spam
24 imeri007   (08.08.2012 15:13:56) [მასალა]
მეც მაგას ვკითხულობ...

0   Spam
22 imeri007   (08.08.2012 11:16:08) [მასალა]
მანოკი არ აკრძალულა შეიზღუდაო და ეს რას ნიშნავს კვირაში 2ჯერ უნდა ჩართო თუ მხოლოდ ლუწ რიცხვებში??? 069

0   Spam
26 Admin   (08.08.2012 19:30:53) [მასალა]
შეზღუდულად რატომ, კარგად წაიკითხეთ და გაიგებთ. მანოკი კი არ აიკრძალა, მანოკით ფრინველებზე ნადირობა,ანუ ფრინველების მოზიდვა (მოგროვება) და შემდეგ მათზე (მანოკით მოგროვებულ ფრინველებზე) ნადირობა აიკრძალა (ზოოლოგიაში ისწავლება რომ ფრინველიც არის დედამიწაზე და ცხოველიც). ეს კი სულაც არ ნიშნავს იმას რომ მანოკს მაღაზიაში,სახლში, ქუჩაში ან სხვაგან,სანადირო სავარგულის გარდა (ცხოველის ლიცენზიით მოპოვების შემთხვევაშიც დასაშვებია)ვინმეს თუ უნახავენ დააჯარიმებენ.
სასაცილო და საქილიკო რა არის, ბოლომდე რომ არ კითხულობთ რა კითხვას როგორი პასუხი აქვს გაცემული, თუ ...

0   Spam
21 besowyaltubo   (08.08.2012 10:31:30) [მასალა]
ძმებო ისე არ გავაკეთოთ, რომ ერთმა ჩართო მანოკი მეორემ ჩართო და მე რაღა უნდა მექნა აბა მწყერზე ნადირობის გარეშე ხომ არ დავრჩებოდიო. მე და ნუგომონადირე ამინდის ცვალებადობას დაველოდებით ხოლმე სეზონისთვის და დარწმუნებული ვარ მანოკზე არანაკლები მწყერი დაიყრება მინდვრებში... 166

0   Spam
19 l)omidze   (07.08.2012 23:01:37) [მასალა]
16 imeri007 ახლა უკვე ეს საკითხი კრიმინალურ სამსახურს გადააბარეს მაგრამ მათ არ აინტერესებტ და ...

0   Spam
20 imeri007   (07.08.2012 23:18:15) [მასალა]
ანუ ნადირობის წესები წელსაც დავდაყირა დადგა...რას აპირებთ, მანოკები და ვაჭრობა თუ ისევ გაგრძელდა როგორ ვინადიროთ??? პატრულები გზის პირზე ჩართულ მანოკებს ისე უვლიან გვერდს როგორც არაფერი...

0   Spam
18 qoqia   (07.08.2012 22:00:11) [მასალა]
ონადირეებო ნეტა რა გვეშველება 25 მანოკი მანია უკვე დაიწყო და მემგონი ცარიელ მინდვრებში მოგვიწევს ხეტიალი და თითო ოროლა მწყრის ძებნა 1cc ბოლოსდაბოლოს დაადგება ამ ჭირს საშველი ნეტა? სად არი "გდი"

0   Spam
17 mamalixarazuli   (06.08.2012 23:04:33) [მასალა]
მაინც 1მარტამდეო ხო 25 ეჰააა... კანონში ცვლილების შეტანა შესაძლებელია ნეტაა 23 /არადა მარტის დასაწყისში შემოდის იხვი ყველაზე მეტი/

0   Spam
16 imeri007   (06.08.2012 18:09:20) [მასალა]
მინი ჩატში ვერ ვწერ ჯერ.... 23 ,,....პოლიციას ევალება გარემოს დაცვა თუ ვის??? 25

1-15 16-26
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика