სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ქედანზე ნადირობა   
eagleპასუხების რაოდენობა: 481
მწყერზე ნადირობა   
eagleპასუხების რაოდენობა: 4107
მონადირე ძაღლის დაავად...   
solomonპასუხების რაოდენობა: 390
კურცჰაარი   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 3859
იარაღის ხელოსნები და ს...   
barbaqadzenikoloziპასუხების რაოდენობა: 243
ინგლისური სეტერი   
ktx-100პასუხების რაოდენობა: 1148

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

კვათარაზე ნადირობა გურიაში
კვათარაზე ნადირობა გურიაში გურია, ლიხაური. გვიანი შემოდგომაა. თუმცა მეტად თბილი ამინდები დგას, მზიანი და მშრალი ამინდები. ამ ზაფხულივით შემოდგომისგან უკვე გული გამიწვრილდა. რაღაცა დუნე რეჟიმში გადავიდა თითქოს სიცოცხლე. უმარილოდ და უგერგილოდ გადის დღეები. არაფერი საინტერესო არ ხდება, გარდა იმისა, რომ სასოფლო-სამეურნეო საქმეებით თუ გაერთობი და მოლოდინს ამას გადააყოლებ. დღეს, როგორც იქნა, მოღრუბლული დღე გათენდა. მზე არ ჩანს, თუმცა მაინც სითბოა. ფოთოლი უკვე საგრძნობლად ჩამოვიდა ხეებიდან. ეზოში მდგარი ვებერთელა წაბლი თითქმის გაშიშვლდა. თუთა ჯერ კიდევ უძლებს და უშველებელი, ყვითელი ფოთლები ჯერ კიდევ ახარებენ თვალს. რაღაცნაირი სიჩუმეა გამეფებული. თხელი ნისლი აწევს ჭალას, ყანას და მდინარეს. თხელი საბანივით გადაფარვია და ჩაუთბუნებია, თითქოსდა მაგრად სციოდეს და ეს ნისლის საბანი ათბობდეს. ისეთი დღეა, ყველა სულიერს ეზარება ზედმეტი მოძრაობა. მამალიც აშკარად ხათრით ყივის, თანაც მოგუდულად. ზარმაცი ფისოც საერთოდ გაზანტდა და ღუმელს აღარ სცილდება. ისეა გაზაქებული, თაგვი ხონჩით რომ მიართვა, ზედაც არ შეხედავს! ძროხა არ ბღავის და არც გოჭების ხმა ისმის. არადა ყველაზე მეტად ისინი იკლებდნენ ხოლმე არემარეს ჭყივილ-ყვირილით. ერთი სიტყვით, ძილ-ბურანის რეჟიმშია გადასული საქონ-საყოლი, ჭალაც და მდინარეც. ეგ კი არა, ეზოში რომ ღელე მობუტბუტებდა, ისიც კი გაჩუმებულა და თავისთვის უხმოდ მოედინება. ჩიტების ხმაც არ ისმის. ყველა და ყველაფერი ზამთრისთვის ემზადება და სიცოცხლის მჩქეფარე რეჟიმს ადუნებს, ძილის რეჟიმში გადაჰყავს. მხოლოდ მე და ბისკვიტიე ვართ მოუსვენრად. ბისკვიტიე ყოველ 5 წუთში მამოწმებს სად ვარ. ხან კარებზე მოახაჭუნებს, ხან ფანჯრის რაფაზე ამოეტოტება. არა, მარტო ჩემი დარდი, რა თქმა უნდა, არა აქვს, რაიმე გემრიელსაც მოელის, მაგრამ ამასთან ერთად რაც ნებავს, ეს მხოლოდ მე ვიცი. გრძნობს ქალბატონი, რომ ზუსტად ახლა, როცა ყველა და ყველაფერი ძილ-ბურანის რეჟიმში ირთვება და ახლა, როცა ეს ეს არის წვიმის პირველი წვეთები ჩამოსწყდა ცას, ზუსტად ახლა ვიწყებთ სიცოცხლეს მე და ბისკვიტიე!! ამდენი მზიანი და თბილი დღეების შემდეგ, როგორც იქნა, დგება ჩვენი ნანატრი დარი და დრო. ხვალ მე და ის ტყის ქათამზე ვინადირებთ!! ხვალ საფუძვლიანად, ხეტიალით ვინადირებთ, თორემ დღეს საღამოს ვიწყებთ ნადირობას. საღამოს გადაფრენაზე დავხვდებით კვათარას. ყველა ნადირობა კარგია, ყველა ძალიან მიყვარს, მაგრამ ტყის ქათამზე ნადირობა მაინც გამორჩეულია! საღამოს გადაფრენაზე დგომა ხომ მთელი პოეზიაა! აბა წარმოიდგინეთ: შემოდგომა, ჭალაში მწვანე ბალახი, მდინარის შორეული ხმა. გრილი, გამჭირვალე ჰაერი, წითლად აბრდღვიალებული ნეკერჩხალი, სიწითლეშეპარული, მაგრამ უმეტესად ყვითელი წაბლის ფოთლები და თუთის ვებერთელა, მზესავით ყვითელი ფოთლები. ჰაერში რაღაც განუმეორებელი არომატი ტრიალებს. ორივე ფილტვით და მთელი არსებით გრძნობ, რომ ეს შემოდგომაა. ათასფრად ანთებული, სხვადასხვა არომატებით სავსე, ხვავიანი და მსუქანი! რაც ყველაზე მთავარია, ნაღდად, მარტო გურიაში იცის ასე ლამაზი შემოდგომა! ამოჩემებულ, საყვარელ ადგილას მიხვალ, დადგები და ათასმეერთედ მოავლებ თვალს შენს ირგვლივ არემარეს! როგორც პირველად ახლაც ზუსტად ისეთივე ლამაზია ყველაფერი. გადაფრენის დაწყებამდე მთელი 15 წუთია დარჩენილი. 15 წუთი თითქოსდა არაფერია, მაგრამ როცა ძალიან გეჩქარება, მაშინ მთელ საუკუნედ გეჩვენება ეს დრო. ჰოდა, ცდილობ როგორმე გადააგორო დრო. სიგარეტს მოუკიდებ, ბისკვიტიეს დაუცაცხანებ. მოუსვენრად რომ წრიალებს შენს შორიახლოს. ისიც მოვა, “ფეხთან დაჯდება” და მზერით იმ მხარეს მიაკვდება, საიდანაც გაქვთ კვათარას მოლოდინი. აი, მზემ უკანასკნელი სხივები გადმოუშვა მთაზე, ჩავიდა და მთის წვერზე მეწამული შუქი დატოვა. ეს შუქი რამოდენიმე წუთში გაქრება და დაიწყება გადაფრენა! პირველი გასროლა მდინარის გაღმა ჭალიდან მოისმა. ვაჰ, ვინ არის ის ოჯახქორი?? გასროლა ხომ ვერ დავასწარი რამდენი ხანია! ყველაზე მეტს მაინც ის ისვრის, თანაც ყველაზე ადრე. არ შეიძლება ერთხელ ჩემთან უფრო ადრე გადმოვიდეს ეს ბურდღადამწვარი??? გასროლის ხმები მატულობს და უკვე ყველა მხრიდან ისმის. ლოგიკურად, საიდანაც მეტი შანსია, რომ გადმოფრინდეს მთიდან კვათარა, მეც იმ მხარეს ვუყურებ. ისეთ პოზაში ვდგავარ, მიმიქარავს ტომ კნაპი! მთელი არსებით ვარ მზად სასროლელად, მაგრამ ნადირობისას ლოგიკა არა ისა კიდე... მშვილდივით მოზიდული მდგომარეობაში დგომისგან ვიღლები, წუთით მოვეშვები და... საიდანაც ველოდი იმის საპირისპირო მხრიდან, ყველანაირი ლოგიკის დარღვევით, ზურგიდან გადამომიფრენს ეს საძაგელი! ჩქარი დუბლეტი და მიდის არხეინად! მე და ბისკვიტიე კი ვრჩებით გამწვანებულნი! მერე ერთმანეთს ვანუგეშებთ. ის მანუგეშებს, რომ არა უშავს რო ააცილე, კიდე გადმოვა. თან აბა რა იცოდი, ზურგიდან, რომ გადმოიფრენდა?! ვაჰ, ისე რა უნდოდა მაგ მხრიდან? ქალაქში ხომ არ იჯდა ეგ ნისკარტგასახმობი?! მე კი ვეუბნები, არაუშავს ჩემო ბისკვიტიე, შენ, რომ ჩემზე ადრე ვერ დაინახე, თორემ ხომ მივხვდებოდი, რომ ფრინველი გამოჩნდა. ჰო, მართლა. ხშირად ბისკვიტიე უფრო ადრე ხვდება საიდან გადმოვა ქათამი. არ ვიცი ხმა ესმის თუ ხედავს, მაგრამ ასეც ბევრჯერ ყოფილა, რომ ბისკვიტიეს დაცქვეტილი ყურებით და დაყვლეპილი თვალებით მიმხვდარვარ, მოვმზადებულვარ სასროლად და რამოდენიმე წამში ქათამიც დამინახავს. არა რა, სულ იმ ღამურას ბრალია! ჩემს ადგილას, სადაც გადაფრენაზე ვდგები, ერთი ღამურა მყავს შემოჩენილი. გადაფრენის დაწყებამდე დაიწყებს ჩემს სიახლოვეს ფარფატს და გადაფრენის დამთავრებამდე ასე მიშლის ნერვებს. სასროლად მომზადებული, ლოკატორივით ვაცეცებ თვალებს,რომ რაიმე მოძრაობას მოვკრა თვალი, ჩაბნელებულ ცაზე, ხეების წვერებთან. უცბად, თვალის კუთხით რაღაცა მოძრაობას დავიჭერ, თოფს შევმართავ, დამცველს წინ მივწევ და თურმე ეს სულელი ცხოველ-ფრინველია! ღამურა. ვითომ არაფერი და საკმაოდ ნევრების მომშლელია. ეგ კიდევ რა. 3 დღის განმავლობაში ვიღაცა მყავდა შემოჩენილი. მაინც და მაინც გადაფრენის დაწყების წინ მოუნდებობდა ძროხების შინ გარეკვა! ერთადერთი იყო ის ოჯახქორი, რომელიც შეღამებულზე მირეკავდა სახლში საქონელს. მთელ სოფელს უკვე კაი ხნის დაბინავებული ჰყავდა საქონელი და ეს კი ღამე ყველაზე გვიან ეძებდა ძროხებს. თან, სადაც მე ვიდექი, იმ ადგილის უკან, ყანაში ჰყავდა გაშვებული ძროხები, მოაკითხავდა და ყვირილ-ყვირილით მიდენიდა სახლში. მაგას დაექცა ის სახლი! რაც მე მაგან ნერვები მაწყვიტა სამი დღის განმავლობაში. მოაკითხავდა ძროხებს, დაიწყებდა ყვირილს. მეც რა თქმა უნდა ინსტიქტურად გავიხედავდი მისკენ და ზუსტად ამ მომენტში გადმოიფრენდა ქათამი. გვინაღა მოვასწრებდი დანახვას. მაინც მივაყოლებდი ჩქარ გასროლას, მაგრამ უშედეგოდ. და ასე სამი დღის განმავლობაში. საოცარი სიზუსტით ემთხვეოდა, იმ უპატრონოს ყვირილი, ჩემი მისკენ გახედვა და ქათმის გადმოფრენა. სამი დღე მიშალა ნევრები, სამი დღე ვაცილებდი კვათარას, ზალპით და ნაღვლიანი მზერით. აი მეოთხე დღეს კი, საღამოს გადაფრენაზე, რომ წავედი, თან ერთი ცალი ჟაკანი წავიღე!! იმ ოჯახქორს მაინც არ ავაცილებდი, მაგრამ არ ვიცი ვინმემ გააფრთხილა თუ რა იყო, იმის მერე აღარ გამოჩენილა იმ ადგილას, თუმცა იმის მერე არც ქათამი აღარ გადმოსულა. დარების გამო ისევ მთაში აიწია. ეს ყველაფერი “გუშინ” იყო. წარსულს ჩაბარდა. ახლა სანადირო დარი დგება და ახალი თავგადასავლებიც იგეგმება. ახალი კურიოზებიც. აცილებებიც და შედეგიანი ნასროლებიც. ოღონდ დღეს საღამოს კარგად იწვიმოს მთაში, ან მოთოვოს მთაში და ხვალ დილას, ჭალაში დავატყდებით თავზე ქათმებს მე და ბისკვიტიე. ზოგ კვათარას შევაშინებთ, ზოგს გავაცინებთ, ზოგსაც კი მოვინადირებთ. დაღლილები, გალუმპულები, ტალახიანები, თუნდაც ერთი ტყის ქათმით ისეთი ბედნიერები მოვალთ სახლში, თითქოს კრეზის სიმდიდრე გვეპოვოს სადმე დამარხული!! მოვალთ სახლში, გავთბებით, გავშრებით. დაღლილობაც დაგვავიწყდება და მაშინვე ახალი გეგმის შედგენას შევუდგებით. თუ სად და როგორ ვანანოთ კვათარებს “შარშანწინდელი ბრიყვული წყენა”. პს: მონადირეები ვართ. ბევრიც მოგვინადირებია და ბევრსაც მოვინადირებთ ნადირსაც და ფრინველსაც, მაგრამ მაინც ბევრი ვერ შეგვეჯიბრება, ნადირ-ფრინველის სიყვარულში! არა, თუნდაც უცნაურად ჟღერდეს, მაინც ასეა!! გიორგი სარიშვილი 22 ნოემბერი. 2014 წლის სანადირო სეზონი.


წყარო: http://bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (22.11.2014) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 2180 | კომენტარი: 5 | ტეგები: ნადირობა, გურიაში, კვათარაზე | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 civilioni   (04.12.2014 08:13:28)
მწყერი ადვილი ჩამოსაგდებია მაგრამ ტყის ქათმისთვის ბევრჯერ ამიცილებია, sgds იმ მომენტში ნერვები მომშლია მაგრამ ეხლა... 069

+2   Spam
4 akson777   (27.11.2014 22:47:58)
ტყის ქათამმა და მისმა ენით აღუწერელი აზარტმა რამდენი უძილო ღამეები "გვაჩუქა"! აცილებები და გამაზვები ამ ფრინველზე ათმაგად უფრო საინტერესოს ხდის, ესაა მუღამი და აზარტი აბა ყველა ფრინველი რომ მწყერივით ადვილი მოსანადირებელი იყოს რაღა მუღამი ექნებოდა! 10 10 39 39

+4   Spam
3 mamalixarazuli   (27.11.2014 22:17:48)
როგორც ყოველთვის 166 10 გაშვებული ქათმები ახლაც თვალწინ მიდგანან...აი ესაა მთელი აზარტი......... "კლასიკოსი ფრინველია" და სწორედ გიოსნაირი კლასიკოსი მონადირეები ხვდებიან მასზე ნადირობის მთელ სილამაზეს 39 გაიხარე 23_30_126

+2   Spam
2 shontiamo   (25.11.2014 23:25:42)
უცნაური საქმე დამემართა ამ ნისკარტ წაგრძელებულ ფრინველზე რამოდენიმე დღის უკან ერთ ადგილას გავედი ძველ სავარგულს გადავავლე თვალი თან ყველაზე კარგი ის არის იარაღი არ წამიღია და თავისთავად არც ძაღლი არ წამიყვანია და ამ დალოცვილმა ფრინველმა ლამაზად გადამიფრინა თავზე საღამოს გადაფრენაზე და დამტოვა გაღიმებული მის მერე თითქმის დღე არ გამომიტოვებია და შენც არ მომიკვდე ერთიც არ დამინახავს ხდება გიო მასეთი ბევრი სულ
შენს ნაწერს რომ ვკითხულობ ჩემი ისტორიები მახსენდება და ჩემს თავზე ვიცინი ხოლმე ეს როგორ დაგემართა რატომ ასე მოხდათქო და მერე ისევ მივდივარ და ახალი იწყება ალბატობით ან კი ან არა ეგ ვინ იცის ყველაფერი შეიძლება მოხდეს და ეგ ყველაფერი სილამაზეა და ამ სილამაზით ვცხოვრობთ მონადირეებიც ყველას წარმატებულ ნადირობას გისურვებთ კარგად ასახე ის ყველაფერი მეგონა მეც შე+ნს გვერდით ვიყავი მაგ დღეებში 166 166 166

+2   Spam
1 fisherleqso   (25.11.2014 22:21:43)
მაგარი კაცი ხარ გიო 166 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 6
    სტუმარი: 6
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    dudu-duda, zviadi565, gogagagi, taxmagido, sabjek, oto_xoni, zviadauri

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика