ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ნადირობაზე [53]
სტატიები სანადირო სავარგულების მოწყობა-განვითარებაზე [1]
სტატიები მონადირულ ეთიკაზე [2]
ბრაკონიერობა და შედეგი [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ნადირობაზე » სტატიები ნადირობაზე    

”კურდღელზე ნადირობა მდევრებით”
 საქართველოში მდევრებით ნადირობას დიდი ხნის ისტორია აქვს. ძველად ძირითადად, მსხვილ ნადირზე ნადირობდნენ, თანაც ეს საქმიანობა თავად-აზნაურთა პრივილეგიად ითვლებოდა. მე-19 საუკუნის 80-იანი წლებიდან ნადირობა ფართო მასებისთვისაც ხელმისაწვდომი გახდა და იმდროიდან მოყოლებული, განსაკუთრებულად პოპულარულია მდევრებით კურდღელზე ნადირობა. მართლაც, იგი კლასიკური ნადირობის ნიმუში, ყველაზე წარმტაცი და სასიამოვნოა, რადგან ამ დროს ძირითადი აქცენტი მდევრის ოსტატობაზე, ხმის სიძლიერესა და ფიგურულობაზე, ანუ მისი მუშაობის ისეთ ელემენტებზეა გამახვილებული, რომელიც ნადირობის ესთეტიკურ და ემოციურ მხარეს წარმოაჩენენ და ყურადღება არ ექცევა მოპოვებული ნანადირევის რაოდენობას. სხვათა შორის მდევრებით ნადირობისას კურდღლის მასობრივად ხოცვა შეუძლებელია, თუმცა ეს არასოდეს ყოფილა ასეთი ნადირობის მიზანი. კარგი დევნის, შეწყობილი ბანისა და მოძახილის მოძახილის მოსმენის შემდეგ მეგობარ მონადირეთა ჯგუფი ერთი კურდღლითაც კმაყოფილი ბრუნდება შინ. მდევრებით ნადირობის ნიუანსებში გარკვევას და საჭირო გამოცდილების შეძენას საკმაო დრო სჭირდება, მაგრამ წარმატების თავიდათავი მაინც კარგი, ჯიშიანი ძაღლია , დიახ პირველ რიგში ჯიშიანი მდევარია საჭირო. სწორედ ასეთ ძაღლს აქვს ისეთი ყნოსვა, ოსტატობა და ჟინი რომელიც ნადირობას ჭეშარიტ ზეიმად აქცევს. მით უმეტს, რომ კურდღელზე კარგად დაგეშილი და გადამკიდე მდევარი სხვა ნადირზეც ადვილად ახერხებს ნადირობას და საკუთარი ოსტატობის დემონსტრირებას. მართლაც, მდევარი ყველაზე თვალსაჩინოდ ყნოსვასა და ოსტატობას კურდღელზე ნადირობისას ავლენს. კურდღელი მელასთან და ტურასთან შედარებით კვალზე ნაკლებად მძაფრ სუნს ტოვებს და ამასთან, ისეთ ადგილებს ირჩევს გადასაადგილებლად, სადაც მდევარს ყველაზე მეტად უჭირს კვალის გატანა. მაგალითად ხრიოკ ადგილებს, სამანქანო გზებს და ა.შ. დაბალი ყნოსვის ძაღლებს აქ მუშაობა უჭირთ, ხოლო მაღალი ყნოსვის მქონე მდევრები ამ პირობებშიც ახერხებენ დევნას. ცნობილია, რომ განაბული კურდღელი უმნიშვნელო სუნს გამოსცემს. საუკეთესო მდევრებიც კი მას მხოლოდ 5-10 მეტრის მანძილზე ყნოსავენ. კურდღელი გაცილებით მეტ სუნს კვალზე, დევნისას ტოვებს, რადგან საოფლე ჯირკვლები მას თათის ბალიშებში აქვს. ამიტომ, რაც უფრო დიდ ხანს გრძელდება დევნა, მით უფრო აზარტული და ემოციურია ხოლმე ის. ამის გამოა რომ ნამდვილი მონადირეები ყოველთვის ცდილობენ არ იჩქარონ და მაშინვე არ ესროლონ წამოგდებულ კურდღელს, მაგრამ არის კიდევ ერთი მნიშვნელოვანი გარემოება, ძაღლი შეიძლება საუცხოო სანადირო თვისებებით იყოს დაჯილდოვებული, მთელი დღეც კი დასდევდეს, მაგრამ თუ იგი არასწორედ დაგეშილია, მაგალითად, თუნდაც ლეკვობიდან საყვირს შეჩვეული არ არის, ასეთი ძაღლით ნადირობა ვერაფერი სიამოვნებაა, რადგან ტყეში ყოველი გასვლა ახალ-ახალი სიურპრიზებით მთავრდება და პატრონიც ძირითადად კვირიდან-კვირამდე ძაღლის ძებნითაა ხოლმე დაკავებული. მდევარი სწარფად უნდა რეაგირებდეს, საყვირის ხმაზე. წინააღმდეგ შემთხვევაში ვერც ნადირობას დაამთავრებთ დროზე და ვერც ადგილს შეცვლას მოახერხებთ და ვერც ფეხიდან წამომხტარი კურდღლის კვალზე დააყენებთ მას. მდევრებით ნადირობის რამდენიმე ვარიანტი არსებობს. ნებისმიერ შემთხვევაში ნადირობის არსი ორი მომენტითაა განპირობებული. პირველ რიგში ძაღლის მიერ ნაპოვნი კურდღლის ყეფით დევნის უნარით და მეორე ასევე მნიშვნელოვანი ფაქტორით, კურდღლის თვისებით-ადრე თუ გვიან სხვადახვა გზით დაუბრუნდეს საწოლ ადგილს. ამიტომ თუ მონადირის მიზანია, აუცილებლად და თან სწრაფად მოკლას კურდღელი, უნდა ეცადოს ნადირს გზა პირველსავე წრეზე მოუჭრას, რადგან მეორე და მესამე წრე უფრო დიდია ხოლმე და ხშირად შორს წასული კურდღელი იქვე იწყებს ტრიალს ან წვება და ემალება ძაღლს, ბევრს გონია, რომ მდევარი აიძულებს კურდღელს იმ მიმართულებით ირბინოს საითაც თვითონ სურს, მაგარამ ეს მითია. სინამდვილეში ძაღლი უბრალოდ ყეფით მიჰყვება და აღნიშნავს ნადირის დატოვებულ კვალს. ხოლო გეზსა და მიმართულებას თვითონ კურდღელი (და ნებისმიერი მონაიდრე) ირჩევს. გამოცდილი მონადირე ყეფის მიხედვით(ხმითა და მანერით) ხვდება, თუ რომელ ნადირს დასდევს ძაღლი. პირველი ვარიანტი: მწკრივში ჩამდგარი რამოდენიმე მონადირე მოძრაობს და ჩხრეკს არჩეულ ტერიტორიას, ძაღლებს ისინი,( რათქმაუნდა თუ რამოდენიმე მათგანს ყავს) ერთდროულად უშვებენ და ყეფის ხმის მიხედვით ორიენტირებენ, რომელი მიმართულებით იტრიალებს ნადირი. მეორე ვარიანტი: მონადირეები ტყის გარკვეულ მასივში, წინასწარ იკავებენ ადგილებს კურდღლის სავარაუდო გადასასვლელ ბილიკებთან; ხოლო ერთი ან რამდენიმე მათგანი, ძაღლებს უშვებს და ეხმარება მათ ნადირის პოვნაში. ცნობილია,რომ მტაცებლებზე ნადირობისას ზედმეტი ხმაური სასურველი არ არის, რადგან ფრთხილი ნადირი სწრაფად ტოვებს საშიშ ადგილს, შორს მიდის და იქ იწყებს ტრიალს. კურდღელზე ნადირობის დროს პირიქით უნდა მოიქცეთ, თუ მდევარს თქვენ უშვებთ, როგორც კი შეატყობთ რომ მდევარი კვალმა დააინტერესა, მაშინვე შეეხმიანეთ, გაახალისეთ, რითაც კურდღლის პოვნას გაუადვილებთ. ამით არამარტო ძაღლს დაეხმარებით, არამედ საყოველთაოდ მიღებული რიტუალსაც შეასრულებთ, რომლის გარეშეც ამ ნადირობას ხიბლი და პეწი აკლდება. კურდღელზე სანადიროდ ყველაზე სასურველი და მოსახერხებელი ადრიანი დილაა. ამ დროს კვალი ყველაზე მძაფრია ხოლმე. ძაღლი საძებნად აუცილებლად საყელურის გარეშე უნდა გაუშვათ. თქვენ კი დინჯად იმოძრავეთ, შიგადაშიგ დაყოვნდით და საშუალება მიეცით, ძაღლს კარგად მოჩხრიკოს ყველა საეჭვო ადგილი. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამინდსაც, საუკეთესოდ ითვლება შემოდგომის, წყნარი უქარო ამინდი. მისწრებაა, მცირე ნაწვიმარი ნოტიო ნიადაგი, ზამთარში ფაფუკი თოვლი. ცუდია გაყინული გრუნტი და ძველი თოვლი. ამ დროს ძაღლებს არამარტო სუნის აღება უჭირთ, არამედ ძაღლები თათის ბალიშებსაც იზიანებენ. დიდ ტყეში ნადირობისას ცუდია, ფოთოლცვენის პერიოდიც. ფოთლების ფენით დაფარულ ნიადაგზე გაქცეული ნადირის კვალს, აშირალებული ფოთლები ეფარება და სიმძაფრეს უკარგავს. არ ვარგა დევნის დროს წამოსული ძლიერი წვიმაც, ნაკვალევი ირეცხება; ყველაზე არახელსაყრელად კი ძლიერ ქარიანი ამინდი ითვლება, ამ დროს ყეფის ხმა ცუდად ისმის და ორიენტაციის აღება ჭირს. როგორი საუკეთესო თვისებებითაც არ უნდა იყოს მდევარი დაჯილდოვებული, იგი კურდღელს გაბმულად, დაუკარგავად ვერ სდევს. დაორკვალებული კვალის გატანისას ყეფა წყდება, მაგრამ ძაღლმა ნადირის ძებნას თავი არავითარ შემთხვევაში არ უნდა დაანებოს. ნადირობა ყოველგვარ აზრს კარგავს, თუ ძაღლი დაკარგულ კვალს ვერ, ან არ იახლებს. ამას მდევარი ლეკვობიდანვე უნდა მივაჩვიოთ. ნადირობის დროსაც ყველანაირად უნდა ეცადოთ ძაღლს დაკარგული კვალი გაახლებინოთ. ამისთვის საჭიროა, არამარტო კარგად შეგეძლოთ კურდღლის ნებისმიერი ეშმაკობის გამოცნობა, არამედ არც სიარული უნდა დაიზაროთ და მუდმივად დევნის პროცესში უნდა იყოთ. ჯერ ძაღლს აცადეთ თუ მან გარკვეული დროის შემდეგ ვერ მოახერხა კვალის გაახლება, თავად მიდით იმ ადგილზე და მიეშველეთ მას. გაამხნევეთ, თან წრეზე იმოძრავეთ, პირველი წრე უნდა იყოს პატარა, მომდევნოები კი უფროდაუფრო დიდი. ძაღლმაც იგივე ტრაექტორიით უნდა იტრიალოს და არ მიატოვოს დაკარგული კვალის ძებნა ნადირის თავიდან წამოგდებამდე. რაზე შეიძლება კიდევ ყურადღების გმახვილება? მონადირეთა წრეში ხშირად კამათობენ იმაზე თუ როგორი მდევარი სჯობს, სწრაფი თუ ნელი? საერთოდ ეს გემოვნების საკითხია და მიუხედავად ამისა ზოგიერთი მომენტის აღნიშვნა მაინც შეიძლება. ნელი ტემპით მდევარი ძაღლების მოყვარულნი თვლიან რომ ასეთი მდევრის ნადევნი კურდღელი შედარებით ადვილი მოსაკლავია, რადგან იგი აუჩქარებლად მოძრაობს, ხშირად ჩერდება, ყურს უგდებს ძაღლის ხმას და მასზე სროლა გაცილებით ადვილია. ვიდრე გიჟივით გამოქცეულზე, რომელსაც სწრაფი მდევარი მოსდევს. გარდა ამისა, მათი აზრით, კურდღლის ეშმაკობაში გარკვევა ნაბიჯ-ნაბიჯ მოსიარულე მდევარს უფრო ადვილად შეუძლია ვიდრე სწრაფს. მართლაც , სწრაფი მდევარი ზოგჯერ, დროებით სცდება ხოლმე კვალს, თუმცა მის გაახლებასაც სწრაფად ახერხებს. ნელ მდევართან კურდღელი კი ნელა მოძრაობს, მაგრამ სამაგიეროდ მეტს აორკვალებს. ამასთან, რადგან ძაღლი შორს ყავს ჩამოტოვებული, დევნის(მდევრის ხმის) მიხედვით მისი მოძრაობის მიმართულების გამოცნობა და სავარაუდო ადგილსამყოფელი ძნელი დასადგენია. სწრაფი მდევარის ნადევნი კურდღელი ნაკლებს აორკვალებს, ძაღლი მას როგრც წესი 100-იოდე მეტრით ჩამორჩება და ხმის მიხედვით ორიენტაცია შედარებით ადვილია. ეს განსაკუთრებულად ხელსაყრელია უცნობ ადგილზე ნადირობის დროს, სადაც ნადირის გადასასვლელი ბილიკები წინასწარ არაა ცნობილი. ორიოდე სიტყვა აღნიშნულ ბილიკებზე, საერთოდ ნებისმიერ ტერიტორიაზე, სადაც კურდღელზე ხშირად ნადირობენ, შესაძლებელია გარკვეული ბილიკების ამორჩევა, რომლითაც კურდღელბი უფრო ხშირად სარგებლობენ. უფრო მეტიც, ბევრგან რამდენიმე ისეთი გადასასვლელია, რომლესაც ”ვერც ერთი კურდღელი ვერ ასცდება” ასეთი ადგილების ცოდნა წარმატების გარანტიაა. როგორ მოვიქცეთ გეზზე დგომისას? არსებობს რამდენიმე ძირითადი წესი, რომელთა გათვალისწინება ნებისმიერ ცხოველზე ნადირობისას აუცილებელია. გეზზე დგომისას უნდა მოვეწყოთ რაც შეიძლება მოხერხებულად, პირველ რიგში, თუ რამე გიშლით ხელს, ფრთხილად, ზედმეტი ხმაურის გარეშე მოიშორეთ ტოტები; შემდეგ მიმოიხედეთ და მოსინჯეთ შესაძლებელია თუ არა დამიზნებით სროლა ყველა იმ მიმართულებით, საიდანაც შეიძლება ნადირი გამოჩნდეს; ფეხქვეშიდან მოიცილეთ ხმელი ტოტები, თოვლიან ამინდში კი თოვლი მოტკეპნეთ რომ არ ”იჭრაჭუნოს”, გახედეთ ”მეზობელასც” და დააზუსტეთ მისი დგმოის ადგილი, მსუბუსი წასტვენით გააგებინეთ თუ სად დაიკავეთ თავად ადგილი. საჭიროა თავიდანვე გამოიჩინოთ მაქსიმალური სიფრთხილე, ნადირი შეიძლება დევნის გარეშეც გამოჩნდეს, რომელსაც ”გამოპარულს” ეძახიან(საერთოდ კურდღელზე ნადირობისას უდევარ კურდღელზე სროლა მიღებული არ არის, ცუდ ტონად ითვლება). გამოპარული ნადირი ყოველთვის გაცილებით ფრთხილად მოძრაობს, ამიტომ ყურადღების მოდუნება არ შეიძლება. გეზზე დგომისას, როგორც ავღნიშნეთ აუცილებელია სრული სიჩუმის დაცვა. ამ დროს ხელის შემშლელია დახველება, დაცემინება და სხვა. თუ თავს ვერ იკავებთ, მაშინ სახეზე ქუდი უნდა მიიფაროთ; დაუშვებელია სიგარეტის მოწევა. როცა ნადირს ელოდებით, ზედმიწევნით ჩამალული უნდა იყოთ, მაგრამ უმთავრესი მაინც გაუნძრევლად დგომაა. საამისოდ ყველაზე ხელსაყრელი ხის ქვეშ, ზურგით ვარჯზე მიყრდნობილი გაჩერებაა. ამ მდგომარეობაში ყოფნისას მთელი ტერიტორია მხედველობის არეშია მოქცეული, თანაც ასე უფრო ადვილია დიდ ხანს უმოძრაოდ დგომა. ხის უკან ”დამალვა” არ ვარგა, ვერც ერთი მონადირე ვერ მოითმენს რომ დროდადრო თავი არ გამოყოს(გამოიჭყიტოს) და მიდამო არ დაზვეროს, ასეთი მოძრაობა ნადირის ყურადღებას იპყრობს და თან მხედველობის არეც შეზღუდულია. ბუჩქნარში სადაც მაღალი ხეები არ არის, სასურველია ზურგის მხარეს მაღალი ბუჩქი შეარჩიოთ, ხოლო წინ დაბალი(მკერდამდე) რომელიც ხელს არ შეგიშლით მიდამოს გაკონტროლებაში და მოხერხებულად სროლაში. დაბოლოს კურდღელზე სანადიროდ №2 ან №3 საფანტით დატენილ ვაზნებს იყენებენ. წარმატებულ ნადირობას გისურვებთ! ავტორი:დათო ცხვედიანი. სტატიის წყარო:ჟურნალი ”ნადირობა” 2008წ. №2. 


წყარო: http://ჟურნალი ”ნადირობა” 2008წ. №2.
კატეგორია: სტატიები ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (10.05.2013) | ავტორი: დათო ცხვედიანი
ნანახია: 3523 | კომენტარი: 3 | ტეგები: ნადირობა, nadiroba, მონადირე, kurdgelze, monadire, კურდღელზე | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 nugohunt   (29.09.2014 22:03:10) [მასალა]
10 ჩემი აზრით 5 ნომერიც საკმარისიო

0   Spam
1 stogeri   (10.05.2013 16:32:56) [მასალა]
10 166

0   Spam
2 farnavaz-vaxo   (06.01.2014 12:33:49) [მასალა]
10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика