ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

შენ მონადირე გახდები ბიძია.
                                    შენ მონადირე გახდები  ბიძია!

შენ მონადირე გახდები  ბიძია , ასეა მაი ამბავი და წყალი არ გოუვა მაგას, მითხრა ჩემი სოფლის უხუცესმა მონადირემ მას შემდეგ რაც რამოდენიმეჯერ შემხვდა სექტემბრის მიწურულს სიწითლე შერეულ ყვითელ მინდორში. მე პატარა ბავშვი ვიყავი მაშინ, თოფის დანახვაზე უცნაური გრძნობა მეუფლებოდა, კეფიდან  დაიძრებოდა სასიამოვნო ჟრუანტელი და სადღაც მუცელთან გაუჩინარდებოდა ხოლმე, მიყვარდა ჩემი ძაღლი კუსა, რომელიც ერთი ჩვეულებრივი გურული ოჯახის  ძაღლი იყო, კუსასაც ვუყვარდი მაგრამ არ უყვარდა როდესაც ვეხვეწებოდი და მთელი ჩემი ძალღონით ვცდილობდი მის  ეზოს გადაღმა წაყვანას  მინდვრებში, ვოცნებობდი რომ მეც გავიზრდებოდი და  მეც მექნებოდა თოფი, სხვებივით  მეც მერქმეოდა  მონადირე და ამ წოდებას დავიმსახურებდი დამსახურებულად.მას შემდეგ დიდი დრო გავიდა, ბევრი ქარტეხილი და წისქვილის დოლაბი დატრიალდა ჩვენი სამშობლოს ცაფირუზზე. შეიცვალა გარემო, ადამიანებიც კი შეიცვალნენ, მეც შევიცვალე, მაგრამ იმ კაცის ნათქვამი სიტყვა დღესაც უცვლელად ჩამესმის ყურში, „მონადირე" ისეთი მოწიწებით და რიდით თქვა რომ მხრებში მოვიხარე, მას არ უთქვამს ნამდვილი მონადირე, ან კარგი მონადირე, ალბათ არც იყო საჭირო, მონადირე მონადირეა მთელი თავისი არსითა და მსოფლმხედველობით, არანაირ დამატებით „ინკრედიენტს" რომ არ მოითხოვს, იმ უხუცესი მონადირის დღეს მიწაში ძვალიც აღარარის მაგრამ როგორ მარადიულია მისი  მონადირული ცხოვრება, მისაბაძი და სამაგალითო.  დღეს ვისაც თოფი აქვს და 10 ლარიანი ქვითარი ყველა მონადირეა ოფიციალურად, მაგრამ არის რაღაც რასაც ვერ დაწერ ფურცელზე და ვერც დატევ, ამას მონადირის დაუწერელი ეთიკური ნორმები ქვია, რომელიც ყოველი მონადირისთვის ინდივიდუალური შეხედულებისამებრ ვლინდება მაგრამ  ყოველთვის  რჩება სიკეთის სამსახურში, რატომ ჰგონიათ რომ მონადირე ასოცირდება ყოველთვის მკვლელთან, მუსრის გამვლებთან ბრაკონიერთან, დაუნდობელთან, მე პირადად არცერთი მონადირე არ ვიცი რომელიც ბოროტია, ერთ მაგალითს ვერ მეტყვით რომ მან ბუნებას ზიანი მიაყენა რაიმე სახით, თუ მეტყვით ესეიგი თქვენც სწორედ იმ ადამიანებს განეკუთვნებით ვინც 10 ლარიანი ქვითარით განასხვავებს მონადირეებს დანარჩენი სამყაროსგან. 90-იან წლებში ნადირობამ ბევრი ახალგაზრდა გადაარჩინა  გზის აცდენას, ისეთ დროს როდესაც ადამიანებს აუთოებდნენ, ყოველ ბნელ კუთხეში „შპრიცები" ეყარა,  ხალხი გასათბობად  ავეჯს  აქუცმაცებდა და ცეცხლს უკიდებდა, ზამთარში პურის რიგში ხალხს გული მისდიოდა შიმშილით დაუძლურებულთ აი მაშინაც კი არცეთ მონადირეს არ შეულახავს თავისი წოდება,  არ მოუჭრია ხე და არ მოუპოვებია კანონის გარეშე ნადირ ფრინველი, პირიქით ბევრი კარგი მონადირე გაზარდა, რომელიც თავისთავად კეთილ ადამიანს გულისხმობს. ოჯახის პატივისმცემელს, მეგობრის ერთგულს, ტრადიციების დამფასებელს, კარგ მეუღლესა და მშობელს რაც მთავარია უაზროდ შეყვარებულს სამშობლოზე და ბუნებაზე. მახსოვს ამ ავად მოსაგონარი წლების ერთი შემთხვევა,  ზამთარია გურიაში, თოვლი და ყინვაა, წყალგაყვანილობა ისედაც არ მუშაობდა და ყინვამ  საკონტროლო გასროლასავით მოუსწრო. ლანჩხუთში ერთერთი მუსიკის დამფასებელი ადამიანი მაღალსართულიანი კორპუსის  ეზოში პიანინოს ნაჯახით ამტვრევდა, აქუცმაცებდა  იმ ზომამდე რომ ღუმელში შესულიყო, მოყინულ თოვლზე კლავიშები მიმობნეულიყო, ნაჯახის თითოეულ მოქნევაზე  გვერდებ ჩამოლეწილი პიანინო საოცარ გრუხუნს გამოსცემდა, თითქოს  გმინავდა, შემდეგ ნელნელა მისუსტდა და ბოლო  გაჭიმული სიმის გაწყვეტისთანავე დადუმდა…  მოკვდა,ეს იმიტომ მოვყევი რომ გაჭირვება ხშირად აიძულებს ადამიანებს მისდაუნებურად ზიანი მიაყენოს სხვა ადამიანებს ან ადამიანთა შექმნილს,  ბევრმა  ვერ შეძლო და ბრაკონიერობას მოჰკიდა ხელი, მაგრამ ბევრმაც ბოლომდე მრავალმხრივი გაჭირვების მიუხედავად შეინარჩუნა მონადირის წოდება. განგების მადლით  დღეს ესეთი მდგომარეობა მხოლოდ მწარე მოგონებებში დაბუდებულა, დღეს აღარ არის კომუნიკაციის პრობლემა, ინფორმაციის ვაკუმი, მაგრამ  დღეს უფრო მეტად ალბათ როგორც არასდროს ბუნებასა და ადამიანებს სითბო და  თანადგომა სჭირდება, მეზარბაზნებისაა არ იყოს , მონადირეები სჭირდება სამშობლოს,  სწორედაც რომ მონადირეები. ერთი ესეთი შემთხვევაც ვიცი; პალიასტომზე ოზურგეთიდან იხვზე სანადირომ ხანში შესული მონადირეები წასულიყვნენ, იმ ხანად  სულ წვიმები და ცუდი ამინდები დაეჭირა თურმე, წყალდიდობა იყო და რიონს დაეტოვებინა თავისი სამფლობელო, გადმოსულიყო და  დაეტბორა  კოლხეთის დაბლობი, კომუნისტების დროს ასეთი შემთხვევებისთვის  ნადირფრინველის გადასარჩენად სპეციალური მიწაყრილი, მაღალი ბექობები გაუკეთებიათ, რათა  წყლისგან შეწუხებულ ნადირს თავი გადაერჩინა შესძლებოდა, შესულან თურმე კატერით ეს მონადირეები და ხედავენ რომ შვლები რომლებიც ბექობზე იდგნენ  დაღუპვისთვის იყვნენ განწირულები, წყლის დონე მატულობდა, შესაბამისად შვლები მიუხედავად იმისა რომ ცურვა  იციან დიდხანს ვერ გაძლებდნენ და დაიხრჩობოდნენ, მონადირეებს მთელი დღე უშრომიათ და ასეთი ბექობებიდან ნავითა და კატერით უსაფრთხო  ადგილამდე გადაუყვანიათ ათეულობით შველი და გაუშვიათ,  ერთსაც არ დაჰბადებია ცუდი განზრახვა რომ თუნდაც ერთი შველი ამდენი შვლებიდან თავისთვის დაეტოვებინა, იკითხავს ეხლა ვინმე და  ბუნებრივიცაა რომ იკითხოს თუ როგორ მიუშვა შველმა ადამიანი  მასთან, რადგანაც  ის მაინც ველური ბუნების შვილიაო, სწორედ ეგ ვკითხე იმ  ადამიანს რომელიც მაშინ პატარა ბიჭი იყო და უფროსებს სანადირო ნათლობაში ჰყავდათ თან წაყვანილი, მომიბრუნდა და ისეთი სახით მიპასუხა თითქოს აქეთ მე მეკითხებოდა: სწორედაც რომ ეგ მიკვირდა, ალბათ რაღაცით გრძნობს ნადირი რომ ეხმარები და გიშვებს მასთან ახლოს, იმის შემდეგ სამი დღე დავრჩით პალიასტომზე და ერთი იხვიც კი არ მოგვიკლავს, მაგრამ იმათი სახეები არ დამავიწყდება ასე გაბადრული და განათებული კეთილი თვალები,გახარებულები იმითი რომ  გადაარჩინეს. ეს ამბავი სწორედაც რომ იმ 90-იან წლებში მოხდა როდესაც ადამიანი  ყველაზე საშიში მხეცი იყო.წლებთან ერთად ბუნების დამცველთა  რიგებში სხვადასხვა სახეები და სხვადასხვა სქესის ადამიანები  მოდიოდნენ და მიდიოდნენ, ზოგი ვეგეტარიანელი და ზოგიც  ჩობან ყაურმის მოყვარული,  როგორადაც შეეძლოთ იცავდნენ დედაბუნებას,  ადამიანს იმაზე მეტს ვერ მოთხოვ რაც მის ძალებს აღემატება, იცავდნენ ბრაკონიერებისგან , იცავდნენ დაბინძურებისგან და რაც თავი მახსოვს ყველა გაიძახის რომ ვიცავთ ვიცავთო,   იღებენ   და იღებდნენ ახალ კანონებს, ახალი მოსული  უფრო ახალ კანონს, რადგანაც რეფორმა თავისთავად ძველის შეცვლას ნიშნავს, ის ძველი კარგია თუ ცუდი ეგ რა განსასჯელია... მთავარია რომ ახალმა ახალი მოიტანოს. იმდენად იცავენ რომ ამ ბოლოს ვატყობ მონადირეებისგანაც უნდათ დაიცვან, არადა  ვამბობ რომ „ბუნებას არ ეყოლება უკეთესი დამცველი  ვიდრე მონადირეა  და ბრაკონიერს არ ეყოლება უფრო მეტი მტერი  ვიდრე მონადირეა" ჩემგან იცავ ბუნებას შენ კაი დედმამის შვილო?? ეს რას მაგონებს იცი ოჯახიდან   ოჯახის შემქმნელი რომ გააგდო და უთხრა გადი გარეთ ოჯახს ვიცავო... მონადირეც ესე არაა?!   ყველაზე მეტად მან იცის ბუნების ავკარგი, მისი გასაჭირი, რა სტკივა და სად რა იარა აქვს, ის  მასშია და ცდილობს  დაეხმაროს, რაც მთავარია იცის როგორ დაეხმაროს, ავდმყოფთან ექიმი უნდა მიუშვა რომ მოარჩინოს და არა ის რომ დაცვის პოლიცია დაუყენო  და იძახო ვიცავო, მე რომ  ამიკრძალავ  ნადირობას(წესების დაცვით) სხვა  ხომ ეცდება კანონის გვერდის ავლით ინადიროს(უწესოდ) და იმ  ბრაკონიერს   ვერაფერსაც ვერ დაიჭერ, თუ დაიჭერ ის ზღვაში წვეთი იქნება,  მონადირე კიდევ არ დაუშვებს სხვის უწესობას, იმიტომ რომ მონადირესთვის ბუნება იგივე მისი ოჯახია, ოჯახის დაცვა კი ყოველი  ვაჟკაცის ვალია. ბრაკონიერი კი მომხვდურს თუ შეედრება მხოლოდ, რომელიც ცდილობს მოვარდეს ერთ დღეში აგაწიოკოს, გადაგწვას დედაბუდიანად, გაგანადგუროს და   უკან მოუხედავად გაქუსლოს. გული მტკივა რომ  მონადირეებს არ უგდებენ ყურს, მოდით მოგვისმინეთ, რაიცი და იქნებ მონადირეები არიან უთქმელი დედაბუნების სათქმელი...


წყარო: http://bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: krimanjuli (11.01.2014) | ავტორი: KRIMANJULI
ნანახია: 2269 | კომენტარი: 14 | ტეგები: ბიძია., გახდები, მონადირე, შენ | რეიტინგი: 4.8/4

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 14
0   Spam
14 qobalia21   (07.02.2014 00:45:02) [მასალა]
გააგრძელე მონადირის ისტორია კარგია ესეთი თემები იქნებ გაიგოს ხალხმა ეს ყველაფერი და დაუბრუნდეს ზველი სახე ჩვენს ფლორას და ფაუნას 166

0   Spam
13 tedo99   (04.02.2014 17:27:04) [მასალა]
გაუმარჯოს ასეთ მონადირეებს ვინც ამ კაცივით ფიქრობს 10 10 39 39 166

0   Spam
11 cheisi   (27.01.2014 12:57:33) [მასალა]
მონადირეც ესე არაა?! ყველაზე მეტად მან იცის ბუნების ავკარგი, მისი გასაჭირი, რა სტკივა და სად რა იარა აქვს 10 10 166

+1   Spam
10 nanohunt2000   (19.01.2014 12:58:55) [მასალა]
მომავალი, მონადირეების თაობაში მეც მიგულედ gimili

0   Spam
12 tedo99   (04.02.2014 17:25:51) [მასალა]
მეც გიერთდები ძმაააააა 10 39 166

0   Spam
9 ზურა333   (16.01.2014 19:02:14) [მასალა]
10 10 10 ბევრი წერეთ მეგობრებო ვისაც ამის უნარი ღმერთმა და განათლებამ გიბოძათ gimili

+2   Spam
8 torgwa   (15.01.2014 22:02:36) [მასალა]
ბრავო კრიმანჭული! ძალიან მომეწონა. მართალი თქვი როგორც კაცზე იტყვიან-;კაცია'ო და აღარ ჭირდება მეტი განმარტება, მაგალითად ვაჟკაციაო, კაცური-კაციაოოო, ცოლის არ ეშინიაო და ასეთები. კაცია! მორჩა. ასევეა შენი ნათქვამიც-მონადირეა! და არის მონადირე. სხვა დანარჩენი 10 ლარიანქვითრიანი კაცია, ზოგი ბრაკონიერი და ზოგიც სხვა ჯურის ავაზაკი. ხოლო მონადირე კი მართლა ცოტაა. ისევ ჩვენ ვიბრძოლოთ საქართველოს ფლორა-ფაუნისთვის და ნელ-ნელა რაღაცას მივაღწევთ. თან გიოჰანტისა არ იყოს მომავლის გაზრდა უფრო სასიკეთო და ერთობ საპატიო საქმეა და არც აქ უნდა მოვიკოჭლოთ!ყველამ თითო აგური დავდოთ სამშობლოს მშენებლობაში და საქმე გამოვა!

0   Spam
7 SHAKO   (13.01.2014 21:21:39) [მასალა]
10 10

0   Spam
6 xvicha1   (13.01.2014 10:40:53) [მასალა]
ამ მთავრობამ მონადიირეებიც ბრაკონიერებად აქციეს ერთი მონადირეც ვეტ გეტყვის სწორად სად უნდა ინადირო თუმცა ჩვენი ქვეყანა ხომ ჯარიმების ქვეყანაა ამ მთავრობასაც მეტი რა უნდა ვითომ ძაან შეტკივათ გული ჩვენ ფლორა ფაუნაზე 25

0   Spam
5 goga-giorgi   (13.01.2014 08:24:09) [მასალა]
მიუჩვეველს ნუ მიაჩვევ,და მიჩვეულს ნუ გადააჩვევო.ჩვენ ბრაკონიერებს ვერ გადავაჩვევთ მაგ საქციელს,მაგრამ ახალი თაობა ვინც ამ სტატიას წაიკითხავს მას ნამდვილი მონადირის წყურვილი გაუჩნდება და სწორ გზას დაადგება.საღოლ კრიმანჭულ კარგი იყო 10 10 10 10 10

0   Spam
4 bichi2009   (12.01.2014 12:19:35) [მასალა]
გავაგზავნოთ ეს წერილის სახით გარემოს დაცვის სამინისტროში. 39 39 ბრავო აჩიკო 39

0   Spam
3 ვულფ   (11.01.2014 23:35:37) [მასალა]
გაიხარე ჩემო ძმაო 39
ძველების ნათქვამია თოფი მეთოფეს მეთოფე სოფელსო
მაგრამ ესმით ამათ ესსს

0   Spam
2 fisherleqso   (11.01.2014 23:02:44) [მასალა]
ოქროს გული გაქ ჩემო აჩი. შენისთანა ადამიანს გვერდზე დგომა უნდა.ისევ მონადირეები თუ დაიცავენ ბუნებას თორემ სხვა საშველი არ არის 10 10

+1   Spam
1 shontiamo   (11.01.2014 22:03:08) [მასალა]
მაგარი კაცი ხარ გიო გაიხარე და იმედია ამ ყველაფერს გაიგებენ ან შეიგნებენ ანდა არ ვიცი მაშინ დაღუპულია ქვეყანა და ეგაა ბრავო გიო 10 10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 39
    სტუმარი: 39
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика