ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები მწერებზე    

ამერიკული პეპლის გავრცელებამ საშიშ მაშტაბებს მიაღწია

ჯერჯერობით, არც სახელმწიფო და არც არასამთავრობო სექტორს არ უცდიათ დაეთვალათ ის კოლოსალური ზარალი, რომელსაც განსაკუთრებით საშიში მავნებელი – ამერიკული თეთრი პეპელა საქართველოს სოფლის მეურნეობას წლიდან წლამდე აყენებს. სპეციალისტებს ამ ეტაპზე მხოლოდ იმის თქმა შეუძლიათ, რომ 1976 წლის შემდეგ, როცა ეს მავნებელი პირველად სამტრედიის რაიონში გამოჩნდა, ამერიკულმა პეპელამ გავრცელების ჯერ არნახულ მაშტაბებს მიაღწია.

წელს, მავნებელმა თითქმის მთლიანად მოიცვა გურიის, სამეგრელოს, აჭარის ტერიტორიაზე არსებული მწვანე საფარი და სულ უფრო შესამჩნევი იყო მისი გადაადგილება იმერეთის ტერიტორიის სიღრმეში. ამერიკული პეპელა 300-ზე მეტი სახეობის მცენარეს აზიანებს. დაზიანებულ მცენარეზე პირველ ეტაპზე, მოსავლიანობა იკლებს, მეორე-მესამე წელს კი ხე საერთოდ შეიძლება გახმეს. ივნისიდან მოყოლებული საშიში მავნებლის შემოსევისგან დაზაფრული მოსახლეობა დახმარებას მთავრობისგან ელოდა.მათ შორის იყვნენ, ჩხოროწყუელი ზურაბ პაპავა და ბათუმელი ვაჟა თებიძე

ზურაბ პაპავა: "ამერიკული პეპელა შემოგვესია, როგორც იტყვიან და თუ არ იქნა ზომები მიღებული, მომავალ წელს არც ხილი იქნება, არც თხილი იქნება და საერთოდ დიდი საშიშროების წინაშე დგას მოსახლეობა. უკვე ოჯახში შემოდის მავნებელი და არის შემთხვევები რომ საკვებსაც კი აფუჭებს. არის უკიდურესი მდგომარეობა."
ვაჟა თებიძე: „შეგვჭამა მატლებმა, სახლებში მოდიან, ხეზე ვერ ახვალ. მთელი ხეხილი, მსხალი იქნება, ვაშლი, ბალი თუ ლეღვი ყველაფერი შეჭამა ამ მატლმა! გაგვანადგურა! მთავრობა არ გვყავს, არავინაა ჩვენი პატრონი. უკვე კვერცხი დადო და დაიმალა მატლები."

ჯერ კიდევ 1994 წელს მიღებული „მავნე ორგანიზმებისგან მცენარეთა დაცვის შესახებ" კანონის მიხედვით, მავნებლის წინააღმდეგ ბრძოლა სოფლის მეურნეობის სამინისტროში შემავალ, სურსათის ეროვნულ სააგენტოს ევალება. სააგენტოს ინფორმაციით, დაზიანებული მცენარეების ქიმიური დამუშავება დასავლეთ საქართველოს თერთმეტ მუნიციპალიტეტში მოხდა. სულ 20 ათასამდე ჰექტარი ფართობი შეიწამლა. ეს ღონისძიებები სააგენტომ ჯერ კიდევ 14 სექტემბერს დაასრულა. ამერიკული პეპელა ზაფხულში ივნისსა და აგვისტოში, ორ თაობას იძლება. ერთ მავნებელს ნახევარ მილიონამდე შთამომავალიც კი შეიძლება ჰყავდეს, შესაბამისად, მავნებლის საწინააღმდეგო ღონისძიებები ეფექტური რომ არც ამჯერად იყო, ამას არც სურსათის ეროვნულ სააგენტოში უარყოფენ. თუმცა, სააგენტოს წარმომადგენელი ზურაბ პატარიძე ამბობს, რომ სახელმწიფოს კანონით არც ევალება და არც შეუძლია, ყველა კერძო კარ-მიდამოების ქიმიური დამუშავება და კანონით, ეს თავად მოსახლეობამ უნდა გააკეთოს

„წელს, კლიმატური პირობების გამო იყო ცოტა პრობლემები. კარგი ამინდების გამო ამერიკული პეპელა ძალიან მასიურად გამოვიდა. პირველ ეტაპზე, ამერიკული პეპელა დებს კვერცხს და აკეთებს აბლაბუდას, რომელიც მექანიკურად ადვილი შესაძლებელია რომ მოიჭრას და განადგურდეს, რაც ხელს შეუშლის მთელ ხეზე მავნებლის გავრცელებას. მოსახლეობას რო გამოეჩინა უფრო მეტი ძალისხმევა უფრო მეტი შედეგი გვექნებოდა და არ იქნებოდა მავნებლის ასეთი მაშტაბური გავრცელება."

ამერიკული თეთრი პეპელა, რომელიც პირველად 1770 წელს აღწერეს, ფართოდ არის გავრცელებული სამშობლოშიც. ბოლო საუკუნის განმავლობაში მავნებელმა, ამერიკის შეერთებული შტატების გარდა, კანადიდან მექსიკამდე ტერიტორია მოიცვა. 1940 წელს, ამერიკული პეპელა ევროპის ტერიტორიაზე შეამჩნიეს, ვარაუდობენ, რომ ის ბებერ კონტინენტზე სასოფლო-სამეურნეო ტვირთის გადაზიდვის გზით მოხვდა. მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, აღმოჩნდა რომ მავნებელი უკვე მთელ ევროპაში იყო მოდებული. 1952 წელს, ამერიკულმა პეპელამ საბჭოთა კავშირში შეაღწია, პირველად უკრაინაში, 1976 წელს კი უკვე საქართველოშიც გამოჩნდა. ცნობილია, რომ მხოლოდ ერთი პეპლის ერთი გენერაციის მატლებს, დაახლოებით 500 ცალს, 60 დღის განმავლობაში, 15 წლის ხის ფოთლების მთლიანად შეჭმა შეუძლიათ. აღმოსავლეთ ევროპაში მავნებლის გავრცელების სისწრაფე წელიწადში საშუალოდ 30-40 კილომეტრს შეადგენს, ხოლო, იქ სადაც ქიმიური შეწამვლა არაეფექტურია, გაცილებით სწრაფად ვრცელდება. მაგალითად, მოლდოვაში მავნებელმა წელიწადში 102 კილომეტრი დაფარა. აგრარულ მეცნიერებათა დოქტორი ნანა მიროტაძე ამბობს
„სამწუხაროდ, ძალიან მოეწონა ჩვენი კლიმატი, მოდებულია მთელ საქართველოში, არა მხოლოდ დასავლეთში. ეს მავნებელი უკვე შემჩნეულია ლაგოდეხის, ყვარლის და გურჯაანის რაიონებში. მასიურად არის მოდებული ტყის მასივებზე, მის გავრცელებას, ტყის მოვლის სამუშაობის ჩამორჩენაც უწყოს ხელს. აუცილებელია, რომ მავლებლის საწინააღმდეგო ღონისძიებებს ჰქონდეს სისტემატიური და არა ფრაგმენტული ხასიათი."

სამომავლოდ, სოფლის მეურნეობის სამინისტრო ამერიკული თეთრი პეპლის წინააღმდედ ბრძოლაში ჩინური გამოცდილების გაზიარებას აპირებს. იგეგმება ჩინეთში გავრცელებული ფუტკრის – ჩუიოია ქუნია იანგის Chouioia Cunea Yang საქართველოში გავრცელება. ჩინელი მეცნიერების კვლევებმა აჩვენეს, რომ ეს ფუტკარი ამერიკული პეპლის ბიოლოგიური მტერია, ის პეპლის ჭუპრს ანადგურებს, რითაც მავნებლის გამრავლებას ხელს უშლის. ამ მიზნით, ჩინური ფუტკრის გამრავლება უკვე მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში მოხდა, მათ შორის, უკრაინასა და ირანში, თუმცა როდის განხორციელდება ეს პროექტი საქართველოში უცნობია. ჯერჯერობით, სოფლის მეურნეობის სამინისტრო მოსახლეობას მხოლოდ იმას ურჩევს, რომ მავნებლები ან მექანიკურად გაანადგურნონ ან ამინდის აციებას დაელოდონ. /ამერიკის ხმა



წყარო: http://hoob.ge
კატეგორია: სტატიები მწერებზე | დაამატა: dudu-duda (04.12.2011) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 2309 | კომენტარი: 2 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 dudu-duda   (05.12.2011 16:57:25) [მასალა]
გეთანხმები დრო არის სახელწიფო მეტი გულისხიერება გამოიჩინოს ა საკითხის მიმართ 25

+1   Spam
1 მონადირე   (05.12.2011 12:07:06) [მასალა]
სერიოზული პრობლემაა, რომელზეც არ ზრუნავენ! ჩამოთვლილი კუთხეების გარდა, ამერიკული პეპელა აფხაზეთშიც ძლიერაა გავრცელებული, რაც კიდევ უფრო ამძიმებს სიტუაციას იმ შემთხვევაშიც, თუ სახელმწიფომ რამე ღონე იხმარა ამ საკითხთან დაკავშირებით.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика