ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ფრინველებზე    

რატომ დებს გუგული სხვის ბუდეში კვერცხს?

cuckoo-info0გუგული (cuckoo) იმ ფრინველთა რიცხვს მიეკუთვნება, რომლებიც მაინც და მაინც კარგი გალობით ვერ გამოირჩევიან. თუმცა გაზაფხულზე ტყეში ხშირად გაიგონებთ ,,გუ-გუს” ძახილს, მაგრამ ფრინველის ნახვა ადვილი საქმე არ არის. მისი ხმა 200-300მ მანძილეზეც კი ისმის. ფრინველების გალობა ყოველთვის გამრავლებასთანაა დაკავშირებული. გალობს მეტწილად მამალი, ამით იგი დედალს იზიდავს. გალობის ინტენსივობა კი გამოხატავს მისი სქესობრივი აგზნებულობის ხარისხს. გუგული საშუალო სიდიდის მურა ფერის ფრინველია, თეთრად დაწინწკლული საკმაოდ გრძელი კუდით. ღია ფერის მკერდსა და მუცელზე მოყავისფრო განივი ზოლები აქვს. ისევე როგორც ყველა სხვა ფრინველს, გუგულსაც კარგად აქვს განვითარებული სმენა, განსაკუთრებით კი მხედველობა. ამასთან იგი მეტად ფრთხილი ფრინველია.

cuculus saturatusადამიანთა განსაკუთრებულ ინტერესს იწვევს მისი  ქცევა და ცხოვრების ნირი. მისი ბიოლოგია კარგად  არ  არის შესწავლილი, თუმცა ბევრი რამ მაინც  გარკვეულია. ცნობილია, რომ გუგული გადამფრენი  ფრინველია. იგი აგვისტოს ბოლოს ან სექტემბრის  დასაწყისში მიფრინავს გამოსაზამთრებლად თბილ  ქვეყნებში – აფრიკაში, არაბეთის ნახევარკუნძულზე, სამხრეთ აზიაში. აპრილის პირველ ნახევარში კი ისევ უბრუნდება მშობლიურ ადგილებს და აქვე მრავლდება კიდეც.  გუგულზე ასევე შეიძლება ითქვას, რომ სასარგებლო ფრინველია. იგი დიდი რაოდენობით ანადგურებს სოფლის მეურნეობისა და ტყის მავნე მწერებს, კენკავს ისეთ შხამიან მუხლუხოებსაც, რომელთაც სხვა ფრინველები არ ეკარებიან.

ცნობილია, ასევე გუგულის უცნაური გამრავლების ფაქტიც. იგი საკუთარ ბუდეს არასოდეს არ აგებს და მართვესაც თვითონ არ ჩეკავს. გუგული სხვა ფრინველს ჩაუდებს ხოლმე კვერცხს და  ნაშიერსაც მას აზრდევინებს. ეს მოვლენა ბუდის პარაზიტიზმითაა ცნობილი. სწორედ ეს იწვევს ჩვენს განსაკუთრებულ ინტერესს ამ ფრინველისადმი.

cuckoo_3_180908გუგული ბუდეში კვერცხს უდებს მეტწილად პატარა    ზომის ბეღურასნაირ ფრინველს: ბოლოცეცხლას,    წყალწყალას, მეჩალიას, ასპუჭაკას, ჭვინტაკას, მემატლიას,  გულწითელას, ყარანას, ზოგჯერ ღაჟოს  და სხვა. სულ  აღრიცხულია, რომ გუგულს შეუძლია კვერცხი ჩაუდოს 147  სახეობის სხვადასხვა ფრინველას. უფრო ხშირად მაინც  20-30 სახეობის ფრინველის ბუდეში ნახულობენ  გუგულის კვერცხს. საინტერესოა ის ფაქტიც, რომ ერთი და იგივე დედალი გუგული კვერცხს მხოლოდ ერთი სახეობის ფრინველს  უდებს ბუდეში კვერცხს, მეცნიერების ვარაუდით ალბად იმას, რომლის ბუდეშიც თვითონ გამოიჩეკა.

დედალი გუგული კვერცხის დების მომენტში განსაკუთრებით აგზნებულია. იგი ირჩევს იმ მომენტს, როდესაც მასპინძელი ფრინველი დროებით ბუდეში არ არის. დროს იხელთებს თუ არა, მაშინვე დედალი ან უშუალოდ ბუდეში დენს კვერცხს ან მიწაზე დადებული კვერცხი ნისკარტით გადააქვს ბუდეში, თავისას იქ ტოვებს, ხოლო მასპინძლის ერთ ან ორ კვერცხს გადამოაგდებს ან თან წაიღებს ხოლმე. აღსანიშნავია ისიც, რომ ერთ ბუდეში მხოლოდ ერთ კვერცხს დებს. ორი დღის შემდეგ მეორე კვერცხს იმავე სახეობის სხვა ფრინველს ჩაუდებს და ა.შ. სეზონის განმავლობაში არანაკლებ 12-ჯერ, ზოგჯერ 20-ჯერაც.90 გუგულის კვერცხი ჩვეულებრივ პატარაა. იგი სიდიდითა და ფერით მეტწილად ისეთივეა, როგორც ბუდის მასპინძელი ფრინველის კვერცხები. თუმცა არის შემთხვევები, როცა იგი მკვეთრად განსხვავდება.ages

ყველა მასპინძელი ერთნაირად არ          რეაგირებს გუგულის კვერცხსა და

თვით გუგულის გამოჩენაზე . თუ მასპინძელი მიუსწრებს გუგულს, მაშინ იგი ცდილობს განგაშით განდევნოს ბუდიდან, კვერცხსაც კი აგდებს ბუდიდან და ყოფილა შემთხვევა რომ ამგვარი სტრესის დროს საერთოდ მიუტოვებია ბუდე მასპინძელს. ზოგი ნაკლებად შფოთავს და ეგუება არსებულ მდგომარეობას, ზოგი კი საერთოდ არანაირ რეაგირებას არ ახდენეს ბუდეში უცხო კვერცხის მოხვედრაზე.90067976

გუგულის კვერცხში ჩანასახის განვითარება სწრაფად მიმდინარეობს. იგი 11-12 დღეში იჩეკება და ყოველთვის ასწრებს მასპინძელი ფრინველის კვერცხიდან ბარტყების გამოჩეკას.

cuckooC130705გუგულის ბარტყი იბადება შეუმოსავი და თითიქმის უსუსური, მაგრამ 10-12 საათის შემდეგ მას გამოაჩნდება შეგუებითი ე.წ.,,გადმოგდების” რექლექსი. ეს რეფლექსი იმაში ვლინდება, რომ მას შესწევს უნარი ბუდეში არსებული ყოველგვარი საგანი, მათ შორის კვერცხი, ბარტყი ან სხვა რაიმე, ზურგზე მოიგდოს და ბუდიდან გადმოაგდოს, მიუხედავად იმისა რა სიმძიმისაა ეს საგანი. ეს რეფლქსი მხოლოდ 3-4 დღე გრძელდება, შემდეგ კი ქრება.

ბარტყი საკმაოდ ბევრს ჭამს, სწრაფად იზრდება და 20 დღის შემდეგ ტოვებს ბუდეს, თუმცა ფრენის სრულყოფილ უნარს 25-26 დღის შემდეგ იძენს.

ყოველივე ზემოთ ხსენებული ეხება ჩვეულებრივ გუგულს, რომელიც ჩვენშიც არის გავრცელებული, ხოლო საერთოდ ნამდვილი გუგულების ქვერიგში 126 სახეობას აერთიანებენ, რომლეთაგან 80 სახეობას, ისევე როგორც ჩვულებრივ გუგულს ბუდის სრული პარაზიტიზმი ახასიათებს. საინტერესოა აღინიშნოს, რომ პარაზიტული სახეობები გავრცელებულია მეტწილად აღმოსავლეთ ნახევარსფეროში, ხოლო არაპარაზიტული დასავლეთ ნახევარსფეროში.

cuculus-solitarius-red-chested-cuckoo

ამერიკაში გავრცელებული გუგულები ჩვეულებრივ თვითონ აგებენ ბუდეს, ჩეკავენ ბარტყებს და ზრდიან მათ. თუმცა არის შემთხვევები, როცა კვერცხს სხვას უდებენ ბუდეში, მაგრამ აღზრდას თვითონ კისრულობენ. ან კიდევ  ერთ საერთო ბუდეს აგებენ და მასში რამდენიმე დებს კვერცხს.

ეს ყველაფერი საკმაოდ საინტერესოა, თუმცა ბუდის პარაზიტიზმის წარმოშობის მიზეზები მეცნიერებისთვის უცნობია და ჯერ კიდევ საკვლევი მოვლენად რჩება.

ცუდი ვოკალური მონაცემების მიუხედავად გუგულის ,,გუ-გუ”  ადამიანებმა ერთობ დააფასეს და დროის შესატყობინებლად გამოიყენეს.  მინდა გაგახსენოთ ადრე ძალიან პოპულარი და ბევრისთვის როგორც საყვარელი, ისე აუცილებელი ნივთი -კედელზე დასაკიდებელი გუგულის საათი, რომელიც ყოველ ერთ საათში რეკდა ან ,,გუ-გუს” ძახილით საათის პატარა კარიდან გამომძვრალი გუგული  დროს იტყობინებოდა.  აი, ზოგიერთი მათგანიცCuckoo_Clocks



წყარო: http://teaele.wordpress.com
კატეგორია: სტატიები ფრინველებზე | დაამატა: dudu-duda (20.06.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 7534 | კომენტარი: 4 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 gogagagi   (24.05.2019 19:11:46) [მასალა]
23

0   Spam
3 panati   (13.08.2017 20:56:04) [მასალა]
რასაინტერესო ფრინველი ყოფილა ეს არვიცოდი 10 166

0   Spam
2 dudu-duda   (23.09.2012 03:55:55) [მასალა]
23_30_126 23_30_126 23_30_126 23_30_126

0   Spam
1 77777   (23.09.2012 00:37:30) [მასალა]
dudu-duda ოქროია ხარ! 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика