ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » ფლორა    

წყლის შროშანი – დუმფარა


ჩემს ბოლოდროინდელ, სასიამოვნო მოგონებებს ერთი ლამაზი მცენარე უკავშირდება. მართლაც, რომ საოცრად ლამაზია.  უძველესი დროიდან იქმნებოდა მასზე ათასგვარი გადმოცემები და ლეგენდები. ლეგენდის რა გითხრათ, მაგრამ ალბად ბევრისთვის ეს მცენარე გარკვეულ სიმბოლურ მნიშვნელობას იძენს. ჩემთვისაც ასე მოხდა და ამიტომაც მინდა პატივისცემის ნიშნად თვალი გადავავლო მის შესახებ არსებულ ცოდნას და თქვენც გაგიზიაროთ.

liveberlin-0039-water-lilyწყლის შროშანი – დუმფარა (Nymphaea)მრავალწლოვანი ბალახოვანი წყლის მცენარეების გვარია. მიეკუთვნება დუმფარისებრთა ოჯახს. გვარი 40-ზე მეტ სახეობას აერთიანებს. საქართველოში ორი სახეობა იზრდება: Nymphaea candidaდა Nymphaea alba. აქვს გრძელყუნწიანი მოტივტივე, ტყავისებრი ფოთლები. გავრცელებულია მსოფლიოს თითქმის ყველა რეგიონში. იზრდება ტბებში, გუბერებში და მდორე მდინარეებში.

თბილისში კი მის სანახავად ბოტანიკურ ბაღს უნდა ესტუმროთ. ყვავილობას ივნისის თვიდან იწყებს და მთელ ზაფხულს გრძელდება. 600px-Peach_Glow_water-lily_at_Brooklyn_Botanic_Gardenსაღამოს ჟამს ეს გაშლილი ლამაზი ყვავილები ასევე ლამაზად იხურება. დიდი სიამოვნებაა მისი ნახვა. თან იმავე გუბურაში დასახლებული  ბაყაყები აქტიურად  ყიყინებენ და დახტუნავენ ერთი ფოთლიდან მეორეზე და სანახაობა  თავისებურ ეშხს იძენს.

შორეულ წარსულში დუმფარას გედის ყვავილს უწოდებდნენ. ძველ საბერძნეთში იგი სილამაზისა და მჭერმეტყველების სიმბოლო ყოფილა. შუა საუკუნეების ევროპაში კი შეიქმნა მრავალი ზღაპარი ელფებზე – ტყის კაცუნებზე, რომლებიც ვითომ დუმფარას ჯამის ფოთოლაკით, როგორც გემით ისე სეირნობდნენ ხოლმე. ჩრდილოამერიკელ ინდიელებშიც  გავრცელებულია ერთი ლამაზი თქმულება. ამ თქმულების მიხედვით წყლის შროშანი წარმოიშვა პოლარული  და ,,მწუხრის” ვარსკვლავების ნაპერწკლიდან, როცა ისინი ერთმანეთს შეეჯახნენ ერთ-ერთი ინდიელი ბელადის მიერ სიკვდილის წინ ცაში ატყორცნილი ისრის დასაკუთრებისთვის.imag სლავურ ხალხში კი დუმფარა ძველთაგანვე ალის ყვავილად ითვლებოდა. ლამაზი თეთრი ყვავილი ხალხურმა ფანტაზიამ ალად – თევზისკუდიან ქალად გადააქცია.

თავისებურად იყენებდნენ დუმფარას ჩვენი წინაპრები. მისი თესლი ითვლებოდა დამამშვიდებელ საშუალებად, აგრეთვე კრუნჩხვებისა და თავბრუსხვევის წინააღმდეგ. ყვავილის ნახარშით იყუჩებდნენ კბილს. გამხრმარ ფესურას კი კიდებდნენ ავადმყოფის საწოლთან, თითქოს და მადის გასაუმჯობესებლად.  ერთ-ერთ ძველისძველ სამკურნალო წიგნში ყოვლის შემძლე ბალახადაც არის აღიარებული.

გადახედეთ ძველ პოსტს (რობიზონის ნაკვალევზე) და ნახეთ ველურ პირობებში რამ შეიძლება გაწიოს პურის მაგივრობა? ეს მართლაც რომ საინტერესოა, თუმცა დღეს ძნელად მოიძებნება ისეთი ადამიანი, რომელიც ამას გამოცდის და პატარ-პატარ კვერებს დააცხობს.

მხოლოდ თქმულებებით და ძველი ამბებით თავი რომ არ შეგაწყინოთ დუმფარების მრავალფეროვანი სილამაზით  ტკბობის საშუალებასაც მოგცემთ.




წყარო: http://teaele.wordpress.com
კატეგორია: ფლორა | დაამატა: dudu-duda (20.06.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 8317 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    temo-niko13, Gochahaha

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика