ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » სტატიები ცხოველებზე    

კენგურუ – ჩანთოსანი ცხოველია
დამეთანხმებით, რომ კენგურუ ბევრისთვის საყვარელი ცხოველია, თუმცა რით დაიმსახურა მან ეს სიყვარული ასეთი შორეული კონტინენტიდან ადვილად მისახვედრი არ უნდა იყოს. მას ხომ არც ზოოპარკებში ვხვდებით ისე ხშირად, როგორც მაგ. სპილოს. თუმცა ბავშვებს ის ძალიან უყვართ. ჰო და, შევეცდები უკეთ გავაცნო მათ და ამის შემდეგ  სიყვარულიც უფრო მეტი ექნებათ.

ზოოლოგიური ნიშნით კენგურუ ნამდვილი მხეცების ქვეკლასში გაერთიანებული ჩანთოსნების რიგის წარმომადგენელია. საერთოდ ჩანთოსნები (ამერიკული ოპოსუმების გარდა) გავრცელებულნი არიან ავსტრალიაში, ახალ გვინეასა და ახლომდებარე კუნძულებზე.

ჩანთოსნების რიგი აერთიანებს 9 გვარს და 200-მდე სახეობას. მათ შორის გვხვედბიან მწერიჭამიები, მტაცებლები და მცენარეჭამიები. ზომებით ისინი მკვეთრად განსხვავდებიან ერთმანეთისგან. მათი ტანის სიგრძე კუდის ჩათვლით შეიძლება მერყეობდეს 10სმ-დან (ჩანთოსანი თაგვი – კიმბერლი) 3მ-მდე (დიდი ნაცრისფერი კენგურუ).

ოჯახი – კენგურუ4xwjgc54qbfvgq5cywu9

თავდაპირველად თხრობას იმით დავიწყებ, რომ საკმაოდ საინტერესო ისტორია აქვს ამ ცხოველის სახელს. პირველად ეს სიტყვა გამოთქვეს კვისლენდის აბორიგენებმა. ეს მოხდა 1770 წელს. გემმა ,,ენდევორმა” დაზიანება მიიღოავსტრალიის აღმოსავლეთ სანაპიროს დიდ რიფზე. სანამ გემს არემონტებდნენ ჯეიმს კუკი და ჯოზეფ ბენფსი – ნატურალისტი და მეცნიერი ნაპირზე სანადიროდ გავიდნენ. მოგვიანებით კუკმა ადგილობრივებს კითხა, თუ რას უწოდებდნენ ისინი ცხოველს, რომელიც 2 ფეხზე ხტუნავდა. ამ დროს კუკმა ინგლისურად მიმართა: ,, Can you tell me!..” (შეგიძლიათ მითხრათ?) ეს სიტყვები ადგილობრივებმა თავისებურად გაიგონეს, გაიმეორეს და ასე უპასუხეს – კენ-გუ-რუ? იგივენაირად ჩაეკითხა კუკი, სწორედ გაიგო თუ არა, რაზედაც მან დასტური მიიღო. ასე და ამგვარად, გაფუჭებული ტელეფონის მეთოდით, ზრდილობიანი ინგლისური ფრაზიდან დაიბადა უკვე ყველასთვის კარგად ცნობილი სიტყვა – კენგურუ.  არის კიდევ ერთი მოსაზრება: თითქოს კუკი კიდევ ერთხელ ჩაეკითხა  და რაღაც კენგურუს მსგავსი უპასუხეს, რაც ავსტრალიურ ენაზე ნიშნავს ,,არ მესმის”. სამწუხაროდ,  რომელი კენგურუები ნახეს მაშინ კუკმა და ბენქსმა ზუსტად ცნობილი არ არის.

მას შემდეგ 20 წელიც არ გასულა, რაც კუკის კვალდაკვალ ავსტრალიის ნაპირებს პირველი ბრიტანული ფლოტი მიადგა. და სწორედ მაშინ გუბერნატორმა და მისმა ოფიცრებმა მეფე გეორგ III-ეს გაუგზავნეს …. ცოცხალი კენგურუ. ათასობით ლონდონელი ესწრებოდა მის ნახვას, ათასობით აფიშა დაიბეჭდა, რომელიც ამცნობდა მოსახლეობას ახალი, ორიგინალური ცხოველის შესახებ. და ასე გაიცნეს ევროპელებმა ავსტრალიის ბინადარი.

ზომების მიხედვით კენგურუს ოჯახი შეიძლება დაიყოს 3-ად : 1. ყველაზე პატარები – კენგურუსნაირები; 2. საშუალო ზომის – ვალაბი; 3. ყველაზე დიდი – დიდი კენგურუ.

tree_kangaroo_e2

ხის კენგურუ კენგურუს ოჯახში ერთადერთი სახეობაა, რომელიც ხეზე ცხოვრობს. ზომით 60სმ-მდეა ყავისფერი ბეწვით. მას დღისით ძინავს და საკვებისა და წყლის მოსაძიებლად საღამოს დაბლა ჩამოდის. იკვებება ფოთლებითა და ლიანებით. საყვარელი საკვებია ტყის ხილი.

750x-crvenovrati valabi

ტიპიური ვალაბი ანუ საშუალო კენგურუ ზოოლოგიური პარკების ძირითადი მკვიდრია.

გიგანტური კენგურუ – ავსტრალიის სავანების მკვიდრია. COA_Australiaიგი ავსტრალიის ოფიციალური  სიმბოლოა. 2009 1oz Gold Kangarooმისი გამოსახულება ემუსთან ერთად გამოსახულია ავსტრალიის გერბზე. ხოლო ავსტრალიური დოლარის ერთ გვერდზე კი მარტო კენგურუს გამოსახულებაა.

ზომით ყველაზე დიდია სიგრძე კუდის ჩათვლით 3მ-მდე, ხოლო იწონის დაახლოებით 80კგ-ს.

საერთოდ კენგურუ არააგრესიული ცხოველია, განსაკუთრებულ შემთხვევებში იძულებულია თავი დაიცვას. ამ დროს ძირითადი იარაღი უკანა კიდურებია. boxing kangarooყველაზე საშიში მტერი კენგურუსთვის ქვიშის ბუზებია. ისინი მასიურად წვიმის მერე ჩნდებიან ხოლმე. ვრცელდებიან წყალსატევის გარშემო და წყლის დასალევად მისულ კენგურუს პირდაპირ თვალში უვარდებიან და ნაკბენის შემდეგ კენგურუ ბრმავდება. ახალგაზრდა კენგურუების მტერია ძაღლი დინგო, მელიები და მტაცებელი ფრინველები. ყველაზე საშიში მტერი კი არის ადამიანი, რომელიც ნადირობს მასზე ტყავისთვის, ხორცისთვის (იყენებენ მხოლოდ კუდს). მასზე ნადირობენ ძაღლი დინგოს დაგეშვით. მდევარი ძაღლებისგან კენგურუ თავს წყალში გადახტომით შველის. თავდაცვა სხვაგვარადაც იცის ნახტომის შემდეგ თითქოს წინა კიდურებით მიიხუტებს მოწინააღმდეგეს, დახრჩობის მიზნით.

გიგანტური კენგურუს 12 სახეობაა გავრცელებული. მათ შორის განსაკუთრებით ცნობილია დიდი ნაცრისფერი და დიდი წითური კენგურუები.

არ შეიძლება განსაკუთრებული ყურადღებით არ ავღნიშნოთ კენგურუს გამრავლების თავისებურება, გამრავლების პროცესზე დაკვირვება საკმაოდ ძნელი აღმოჩნდა მეცნიერერბისთვის. საბოლოოდ ეს ფაქტი გამოკვლეული იქნა XXსკ-ის 60-იან წლებში. იმის გამო ნაშიერი ძალიან პატარაა, მეცნიერებს გაუჩნდათ კითხვა: ხომ არ იბადებიან ისინი პირდაპირ ჩანთაში ,,ძუძუდან”? ამ წარმოდგენის თანახმად, თითქოს  ნაშიერი იზრდება ძუძუზე მიმაგრებული, ისევე როგორც ვაშლი ხის ტოტზე. ცხადია დაუჯერებელია, მაგრამ ამის გამოკვლევა ძალინ რთული იყო.

XIX -ში  მეცნიერებს სხვადასხვა მოსაზრება ჰქონდათ ამ საკითხთან დაკავშირებით. ეხლა კი თამამად შეგვიძლია აღვწეროთ თუ როგორ ყალიბდება, ვითარდება და შემდგომ იბადება ჩანთოსანის ნაშიერი.

ზოგიერთი კენგურუს ახალშობილი ნაშიერი სულ 750 მლგ-ს იწონის! 30 000-ჯერ ნაკლებს, ვიდრე დედამისი.



წყარო: http://teaele.wordpress.com
კატეგორია: სტატიები ცხოველებზე | დაამატა: dudu-duda (20.06.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 4445 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика