ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები თევზაობაზე [58]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები თევზაობაზე » სტატიები თევზაობაზე    

მდინარეზე ხავსით თევზაობა

ხავსით თევზაობა მიჩნეულია როგორც გატარებით თევზაობის უმაღლესი საფეხური, რაც მთლად სიმართლე არ გახლავთ. ის წარმოადგენს ჩვეულებრივი ტივტივიანი ანკესით გატარების ხერხით თევზაობას ანუ ჩვეულებრივ ბოლონურ მეთოდს. მივყვეთ დაწვრილებით.

ჯოხი: 4 დან 5 მეტრამდე, სასურველია ბოლონეზი, გამოსადეგია ნებისმიერი ჯოხი რომელიც ბოლონეზს წყობით უახლოვდება. 
კოჭა: პირადად ჩემთვის ამ მეთოდით თევზაობისას მისაღებია ინერციული კოჭა, რადგან ამ კოჭით ტივტივას მართვა უფრო მეიოლება.

თუმცა არიან მეთევზეები რომლებიც მშვენივრად ხმარობენ გატარებისთვის უინერციო კოჭებსაც, ასე რომ არც ამ შემთხვევაში გვაქვს საქმე შეუცვლელ მოწყობილობასთან. ვისაც როგორ ეადვილება და რითიც ურჩევნია.

ძირითადი ძუა, მონო 0,16-0,18. შეიძლება 0,2-ის გამოყენებაც, მარგრამ იმ პერიოდიდან გამომდინარე როცა ხავსზე ვთევზაობთ სასურველია რაც შეიძლება დელიკატური საშუალებების გამოყენება რადგანაც ამ პერიოდში წყალი გამჭვირვალეა და თევზი კარგად ხედავს ყველაფერს.

ტივტივა, სტიკი, წვეთი, გადაბრუნებული წვეთი. ტვირთამწეობა სიღრმისა და დინების მიხედვით.

საძირავი 1 მთლიანი.

ნემსკავი, 2,5-3,5

ახლა შევეხოთ თვითონ თევზაობასა და გატარების ტექნიკას. უპირველეს ყოვლისა ვაყენებთ სიღრმეს ისე რონ სატყუარა ფსკერიდან 1 სანტიმეტრით იყოს აწეული, უმჯობესია ოდნავ ეხებოდეს და დინება ფსკერზე ახოხიალებდეს,მიათრევდეს. გატარება თავისუფალი მიშვებით თუ არ არის რეზულტატი მაშინ კოჭას ოდნავი დამუხრუჭებით. დამუხრუჭების დროს ტივტივა ჰორიზონტალური მდგომარეობისკენ გადაიხრება, რითიც სატყუარას ზევით ასწევს, მიშვებისას კი დაფიქსირებულ სიღრმეს დაუბრუნდება რითიც სატყუარას ერთგვარი თამაში მიიღწევა, რაც თევზისთვის დამატებით სტიმულს წარმოადგენს და უბიძგებს საკვების გასინჯვისაკენ.

მოვიდა დრო შევეხოთ ყველაზე მთავარს თვითონ სატყუარას და მის მოპოვებას. ხავსი გამოიყენება 2 სახის: ჩქერის (პერეკატის) და ჭაობის. ჩქერის ხავსს ვიყენებთ პირდაპირ დამუშავების გარეშე. იგი მოიპოვება მდინარეებში, წყალმარჩხ ადგილებში ანუ ჩქერებში. უნდა შეირჩეს ახალგაზრდა, რაც შეიძლება რბილი წარმონაქმნები, ღია მწვანე ფერის ( სწორად შერჩევა არის ყველაზე მთავარი)

 

რაც შეეხება ჭაობის ხავსს, მოიპივება დაჭაობებულ, ადგილებში. მოპოვების შემდეგ უნდა წამოვადუღოთ ერთო პირი. რის შედეგადაც რბილდება და იძენს სპეციპიკურ სუნს.

ხავსის ნემსკავზე წამოსაგებად (გამოიყენება მხოლოდ ე.წ. ყუნწიანი ნემსკავები.) ვაკეთებთ ჩვეულებრივ მარყუჟს ძუის ნემსკავის ყუნწში გატარების შემდეგ. მოვჭიმავთ, მარა ყუნწისკენ არ ავქაჩავთ. შემდეგ ყუნწის ზემოდან ძუას უკან გამოვატარებთ ყუნწში და წარმოქმნილ რგოლში, თუ გნებავთ მარყუჟი დავარქვათ, შევყოფთ ხავსის იმ ულუფის წვერს, რომლის წამოგებასაც ვაპირებთ ნემსკავზე და მოვქაჩავთ ძუას და ავწევთ ყუნწის მიმართულებით მარყუჟიანათ. ხავსი ნემსკავის ტარზე მიმაგრებულია. ამის შემდეგ ხავსს შემოვახვევთ ნემსკავს ტარზე და მოხრის ადგილში, დარჩენილ წვერს წამოვაგებთ ნემსკავის მახვილზე და ზედმეტ ხავსის ნაწილს მოვაგლიჯავთ ან მოვაჭრით. ამის შემდეგ სატყუარა მზადაა გამოსაყენებლად.

                                              


წყარო: http://.geofauna.ge
კატეგორია: სტატიები თევზაობაზე | დაამატა: giohunt1982 (10.05.2013)
ნანახია: 5923 | კომენტარი: 2 | ტეგები: მდინარეზე, თევზაობა, ხავსით | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
1 avtandil   (12.05.2013 09:41:22) [მასალა]
გაგონილი კი მქონდა, მაგრამ არასდროს მიცდია. გიო იქნებ გაკეთების ვიდეო დადო ან სურათი დაამატო უფრო ადვილად გასაგები იქნება.

0   Spam
2 giohunt1982   (12.05.2013 16:16:26) [მასალა]
კარგი, ვეცდები.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 9
    სტუმარი: 9
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика