მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [41]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
AKDAS-SIBERGUN   
jentile5პასუხების რაოდენობა: 18
დრათჰაარი   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 3720
ნადირობა იხვზე   
პედიატრიპასუხების რაოდენობა: 6203
მგლებზე ნადირობა და მა...   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 750
ნაკლებად ცნობილი თურქუ...   
eagleპასუხების რაოდენობა: 47
ტყის ქათამზე ნადირობა   
gio96პასუხების რაოდენობა: 4003

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

ჩემი მოგონებები ( მეთევზე და თევზაობა )

                                  "მეთევზის მოგონებები"

 

თევზაობა.  რამდენი ლამაზი მოგონება, ლამაზი წუთი და მომენტი გვაქვს გასახსენებლი? რამდენი და უამრავი! საოცარია, მაგრამ ფაქტია, რომ შეგიძლია ყველანაირ "ამქვეყნიურ” საფიქრალს გაეთიშო და მთელი დღე ტივტივას არ მოაცილო თვალი! უყურო წყალს და ბუნებას, დაგავიწყდეს ყოველგვარი ყოფითი "ჩიფლიფირთი”! თევზაობით დაისვენო, ფიზიკურად, სულიერ-გონებრივად! სახლში დაბრუნდე დაღლილი, მაგრამ ყოველგვარი ნეგატივისგან დაცლილი და გაჯანსაღებული! ეს, რომ ასეა მარტო მეთევზეებმა კი არა არამედ, ექიმებმაც იციან, რომლებიც ნევროზული და სხვადასხვა პრობლემების მქონე პაციენტებს ურჩევენ, თევზაობას! ბუნებასთან ნებისმიერი სახის კონტაქტი, ყველა, ბუნების და სილამაზის მოყვარულ ადამიანზე დადებითად მოქმედებს. ოღონდ, როგორც ნადირობაში ისევე თევზაობაშიც არასდროს არ უნდა იყოს მთავარი, "ხორცი”!  რადგან ყოველთვის მთავარი "პროცესია”!  არ ვიცი, ამ სიტყვების ავტორის ვინაობა, მაგრამ რასაც ამბობს ეს ადამიანი, ნამდვილად ჭეშმარიტებაა! "охота это процесс, а не результат. И кто любит сам процесс, - тот и получит результат. А кто хочет только результат - тот ни процесса не уловит никогда, ни результата достойного.”   ეს, მართალია ნადირობას ეხება, მაგრამ მე იგივეს თევზაობაზეც ვიტყოდი!   მეთევზეს შეუძლია, მთელი დღე ანკესით ხელში, წყლის პირას გაატაროს ისე, რომ "ადგილიდან” ფეხი არ მოიცვალოს. ელოდოს თავის ნადავლს და საღამოს დაბრუნდეს შინ ერთნაირად კმაყოფილი და ბედნიერი, 500გრ. თევზით და თუნდაც 5 კგ.-თი! ნადავლის წონას არც ამ შემთხვევაში აქვს მნიშვნელობა! მთავარი, მეთევზის "ოსტატობაა” რომელსაც ის წლების განმავლობაში აგროვებს თეორიით და პრაქტიკით! კითხულობს, სწავლობს, იგონებს, ცდის პრაქტიკაში და მთლიანად "შთანთქმულია” ამით!     ნებისმიერი მეთევზე თევზაობას "სახლში იწყებს”!  ანუ თევზაობაში წარმატების ძირითადი წინაპირობა მომზადებაა! რამდენადაც მომზადებული გამოხვალ სახლიდან იმდენად მეტი შანსი გაქვს, უკან წარმატებული დაბრუნდე! ეს, ეხება აღჭურვილობას და სატყუარას, ასევე "დამატებით”,” მისაჩვევ” საკვებს და კიდევ ათას "წვრილმანს”!

ჩემი თევზაობა და მეთევზის "კარიერა” ღრმა ბავშობაში დაიწყო! გურიის, ერთერთ ულამაზეს სოფელში. სადაც საზაფხულო არდადეგებს ვატარებდი. დაიწყო ყველაფერი ბამბუკის ჯოხით, ძუის ნაწყვეტით და  თვითნაკეთი ტივტივათი. უსახელო ღელეში, ღორჯოებით, წვერათი და "ქაშაპებით”!  შემეძლო მთელი დღე აღმა-დაღმა მებოდიალა ღელის პირას და საღამოს გასავათებული, 500გრ. წვრილი თევზით ბედნიერი და ამაყი დავბრუნებულიყავი შინ!  შინ,  მელოდა ხოლმე, გულგახეთქილი ბებია და ჭინჭარი! ასევე, "მტკიცე” პირობა, რომ სახლიდან ფეხს ვეღარ გავადგავდი, მაგრამ თენდებოდა მეორე დღე და სანამ ყველას ეძინა მე უკვე ღელისკენ მიმავალ გზაზე ვიდექი, მხარზე გადადებული ბამბუკის ანკესით! მაშინ თევზაობით ისე "მოვიწამლე”, რომ დღესაც იგივე სიხარულით ვუცდი ხოლმე "გათენებას”, გასვლის დროს! მოკლედ ეს ისეთი "სენია” რომელსაც ვერანაირი "ფროიდი” ვერ ახსნის და ვერანაირი "ჰიპოკრატე”, რომ ვერ განკურნავს! უბრალოდ "დაგემართება” და სიცოცხლის ბოლომდე გაგყვება!  საქართველოს მასშტაბით თითქმის არ დარჩენილა ტბა და მდინარე, რომ არ მომეწანწალებინოს! ყველაზე ლამაზი და კარგი მოგონებები კი შაორის ტბასთან მაკავშირებს! საოცარი სილამაზის ბუნებაში მდებარე, საოცარი ტბა. "ეს ჩვენი საქართველო სააბრაგოდ ყველგანაც კარგია” მაგრამ შაორზე გატარებული ორი კვირა მაინც ყველას სჯობია ხოლმე!  მე და ჩემი მეგობარი, ასევე "დაცენტრილი მეთევზე”, ივლისის ბოლოს ავიკრავდით ხოლმე ჩვენს "გუდა-ნაბადს” და ავტობუსით მივაშურებდით ხოლმე შაორს! რადგან მინიმუმ ორი კვირით მივიდოდით ხოლმე, ბარგი იმდენად მძიმე გამოგვდიოდა, რომ ვცდილობდით ყველაზე აუცილებელი ნივთები წაგვეღო ხოლმე, მაგრამ ეს "აუცილებელი” ნივთებიც საკმაო სიმძიმისა გამოგვდიოდა ხოლმე! შაორზე ტყის მხრიდან შევდიოდით ხოლმე, "ზალივებში”. რადგან ვერიდებოდით ხმაურს, ტურისტებს, ხალხს და აურზაურს! გავშლიდით ხოლმე კარავს, მოხერხებულ ადგილას, ჩრდილში, ხის ქვეშ და ორი კვირის მანძილზე ის კარავი იყო ხოლმე ჩვენი სახლიც და აპარტამენტებიც! ჩვენი საკვები, რომელიც თან მიგვქონდა ხოლმე იყო ძირითადად, რამოდენიმე კგ. კარტოფილი და ხახვი, პური, კი რამდენიც ზურგჩანთაში სხვა ნივთებთან ერთად ჩაეტეოდა იმდენი, მარილი, შაქარი, ჩაი, ყავა,ზეთი, მშრალი, სწრაფი მომზადების სუპები, მაკარონი. ადგილზე კი გარანტირებული გვქონდა ხოლმე თევზი.  ყველანაირად მომზადებული, სამეფო "უხა”, შემწვარი, მოხარშული და სადამდეც ფანტაზია და კულინარიული რეცეპტების ცოდნა გაგვწვდებოდა, ყველა სახით ვამზადებდით ხოლმე! აქტიურად  ვთევზაობდით, დილით და საღმოთი. დანარჩენ დღეს ხან რომელიმე სქელტანიან წიგნს ვკითხულობდი(წიგნი ერთი მიმქონდა ხოლმე, მაგრამ აუცილებლად სქელტანიანი,რომ "გამომეზოგა” მისი წაკითხვა) ან "ბანაკის” მოწყობა გამაგრებით, ან შეშის და წყლის მომარაგებით ვიყავით დაკავებულები. ერთადერთი პრობლემა სასმელი წყალი იყო ხოლმე, რადგან შორი მანძილიდან უნდა მოგვეტანა. ეს კი ორივეს გვეზარებოდა ხოლმე. ამიტომ იქვე ტყეში დავიწყეთ წყლის ძებნა. ბანაკთან ახლოს, ტყის პირზე, პატარა ფერდს სისველე მოჰყვებოდა. ამ ფერდის ძირას, პატარა ორმო ამოვიღე, რაღაც ჭის მაგვარი გავაკეთე და ამ ორმოში დღის განმავლობაში საკმაო რაოდენობის წყალი გროვდებოდა ხოლმე, რაც სასმელად ორ კაცს თავისუფლად გვყოფნიდა. რადგან ეს წყალი მიწიდან გამოდიოდა, მიწა კი ბუნებრივი ფილტრია! ამიტომ ყოველგვარი "შიშის” და ადუღების გარეშე ვსვავდით ამ წყალს!  ასეთ გემრიელ წყალს ქალაქში, ონკანიდან ვერასოდეს დალევს ვინმე! მოკლედ, სრულ იდილიაში ვიყავით ხოლმე ამ ორი კვირის მანძილზე! არანაირი ტელევიზია, არანაირი "ინფორმაციის წყარო”! მხოლოდ ორ-სამ დღეში, ერთი, ხანმოკლე  ზარი სახლში!         ყველაზე ლამაზი და ჯადოსნური რაც მახსოვს შაორზე, ალიონია!  წარმოიდგინეთ სიტუაცია: უთენია, მზის ამოსვლამდე, გავიღვიძებდი, კარვიდან გამოვიდოდი. ჯერ, ღამით ჩაყრილ ანკესებს შევამოწმებდი, თუ რომელიმეზე თევზი "იჯდა” იმას გამოვიყვანდი. სხვებს ახალ სატყუარას გავუკეთებდი და ისევ "ჩავაგდებდი”. მერე, ჩვენს საველე "სამზარეულოში” პატარა ცეცხლს ავანთებდი და ყავას მოვიდუღებდი. შემდეგ ბანაკიდან ოდნავ მოშორებით, ნაპირზე საყვარელ ადგილს მივაშურებდი, გავშლიდი ტვიტივიან ანკესს და ნაპირთან ახლოს ჩავაგდებდი( დილას სიწყნარეში, დიდი თევზი შემოდის ნაპირზე) გვერდზე მოვიდგავდი,  ყავიან ჭიქა-თერმოსს და მზის ამოსვლას ვუყურებდი ხოლმე! ულამაზესი ტყე, ტბის ზედაპირი სარკესავით და მთებიდან ამომავალი უშველებელი ნარინჯისფერი მზე! ეს, ერთხელ მაინც უნდა ნახოს ყველამ! ამოიწვერებოდა მზე, მოთბებობდა და აი, ტივტივა ჯერ ნელა იწყებდა თამაშს და უცბად ელვის სისწრაფით გაქრებოდა, წყლის სიღრმეში, "პადსეჩკა” და კივილი -"ნოკოოო, "საჩოკი” დროზეეე!” ცოტა ხნის "ბრძოლა” და დაჰყურებ კობრს, ან გოჭას უსაზღვროდ ბედნიერი და გრძნობ რომ არ არსებობს ამაზე მეტი "სიმდიდრე”!    საღამოს იგივე სიხარული, "ფსკერულა” ანკესს მოაქვს! ჩემს სიცოცხლეში სულ ორჯერ მაქვს ნანახი, ის მომენტი როცა თევზს "ფსკერულა” წაუთრევ-ჩაუთრევია წყალში! ორივეჯერ შაორზე! არ ვიცი რა თევზი იყო და რამხელა მაგრამ რაღაც "ლევიათანი” კი იყო ნამდვილად! ერთხელ, "ძირითადი ძუა” 5 ნომერი გაწყვიტა და ერთხელაც "კარაბინი” გატეხა!                        აი, შაორზე დგება ასევე ჯადოსნური საღამო.  მთელი დღის ემოციებით დაღლილი, ცეცხლის პირას ზიხარ და თვალს ადევნებ კარდალაში მოთუხთუხე სამეფო უხას! შემდეგ შეძვრები კარავში და "პარალონზე” წვები, თხელ, საზაფხულო საძილე ტომარაში და მკვდარივით გეძინება, ყველაზე ტკბილად, ვიდრე ოდესმე!

იყო დრო, როცა მე ვიწყებდი თევზაობას, უფროს მეთევზეებთან ვმეგობრობდი და მათგან ვსწავლობდი ანა-ბანას! დღეს კი მე ვცდილობ ხოლმე გავუზიარო გამოცდილება დამწყებს. პირველ რიგში შვილს! რომელ ბავშვს არ აინტერესებს მამის მონაყოლი, მითუმეტეს როცა გიყვარს ეს საქმე, მოყოლითაც მთელი გულით ყვები ამბავს! ჰოდა, ჩემს შვილსაც ასე "დაემართა და გადაედო” ჩემგან თევზაობა! ჯერ საერთოდ, რომ არ იყო სათევზაოდ ნამყოფი მაშინაც კი იმდენი იცოდა თეორიულად თევზაობაზე, რამდენიც მასზე ბევრად უფროსმა "მეთევზემ” არ იცის! ერთხელ წავიყვანე სათევზაოდ და კარჩხანას ჭერით კარგად გავერთეთ. აი, ეს იყო, ის "საწყისი” თუ რაც ქვია, იმის უკან რომ აღარ რჩება არაფერი. ერთი სიტყვით "მოიწამლა”!  თანაც როგორ! ახლა, მხოლოდ სათევზაოდ წაყვანას ითხოვს!  დაბადების დღეზე მხოლოდ ერთი საჩუქარი უხარია, ანკესი და თევზაობა! ბოლო რამოდენიმე წელია, მის დაბადების დღეს, "სადღესასწაულო ცენტრების” და "სუფრების” მაგივრად ტბაზე, თევზაობით ავღნიშნავთ ხოლმე!   უნდა ვაღიარო, რომ აქ ნამდვილად "გადავაჭარბე” რადგან გოგოა! "თინეიჯერი” გოგო რომელიც მისი ასაკისთვის დამახასიათებელი "რაღაცეების” მაგივრად ანკესებზე, ტბებზე და თევზაობაზე ოცნებობს !! თევზაობაში უკვე მყარი "პოზიციები” აქვს და ამან მოიტანა ყველზე "ცუდი”(ბრჭყალების მნიშვნელობა იმედია გასაგებია)  რომ ასევე გადაედო მეძებრების სიყვარული და ახლა ნადირობას ითხოვს!  მნიშვნელობა არ აქვს გოგოა თუ ბიჭი! ბავშვი ამით ეცნობა, სწავლობს, პირველ რიგში თავის სამშობლოს გეოგრაფიას!  უმტკიცდება და უძლიერდება სამშობლოს და ბუნების სიყვარული! მიუხედავად იმისა, რომ გოგო მაინც ვერ იქნება "დიდი” მეთევზე და მონადირე, მე მაინც მჯერა, რომ სწორად მოვიქეცი როცა შვილი ამით "მოვწამლე”! რადგან ასე აღზრდილი ბავშვი, პირველ რიგში კარგი ადამიანი იქნება და მის შვილსაც გადასცემს სამშობლოს და ბუნების სიყვარულს!                  ამასთან დაკავშირებით ერთი პატარა კურიოზიც გვაქვს. მე და ჩემს მეგობარს, რომელსაც ასევე  "სხვა ძე არ ესვა , მართ ოდენ მარტო ასული,” და ისიც ასე "წამლავს” თავის ასულს! ორივეს ერთად დაგვყავს ხოლმე ბავშვები სათევზაოდ, რომლებიც ხშირად სხვა მეთევზეებზე მეტ თევზს იჭერენ ხოლმე!    ჰოდა, ერთერთი ასეთი გასვლის დროს, დილის 4-5 საათი იყო, როცა "სუპერმარკეტში” შევედით, სურსათის საყიდლად. ორი "შკაფი” სათევზაოდ აჰღკაზმული და ასვევე ეკიპირებული ორი პატარა გოგო! მომსახურე პერსონალი და დაცვა გაშტერებულები გვიყურებდნენ!  შევიძინეთ რაც გვინდოდა და გამოსვლისას ჩემი მეგობარი მიუბრუნდა "გაკვირვებულ პუბლიკას” და უთხრა "რა იყოთ კაცო? რა ვქნათ აბა? ბიჭები არა გვყავს და გოგოებს "ვგეშავთო”!                                                                                                                 

მოკლედ, ჩემი რჩევაა, რომ "მოვწამლოთ” მომავალი თაობა თევზაობა-ნადირობით, ბუნების სიყვარულით და ჩვენს შემდეგ ისინი უპატრონებენ და დაიცავენ სამშობლოსაც და ფლორა-ფაუნასაც!  არცერთი სახლი არ იქნება მყარი, რომელსაც საძირკველი არ ექნება მაგარი!  ეს, "საძირკველი” დღეს ჩვენ ვართ! და როგორ მაგალითსაც მივცემთ მომავალთ, ისეთებიც იქნებიან! ისეთივე იქნება ჩვენი სამშობლოს, ბუნების მომავალი! დღესდღეობით შეიმჩნევა სასიკეთო ძვრები, გარემოს დაცვაში, თუმცა ხარვეზებით, მაგრამ მე ყოველთვის უკეთესის იმედი მაქვს! მჯერა, რომ თუ ჩვენ, ბუნების მოტრფიალე ადამიანები მოვინდომებთ, მაშინ ყველაფერს შევძლებთ, ფლორა-ფაუნის დაცვასაც და მომავალში ნადირობა-თევზაობასაც!



წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (27.01.2014) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 2239 | კომენტარი: 4 | ტეგები: და, (მოგონებები), metevze, tevzaoba, გიორგი სარიშვილი, მეთევზე, nadiroba, giohunt1982, mogonebebi, თევზაობა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 4
+1   Spam
4 avto@   (13.03.2014 16:07:34)
გაიხარე გიო. 35 წლის ვარ და ყველა ზაფხული შაორზე მაქვს გატარებული ნიკორწმინდაში მაქვს სოფელი, წარმოიდგინე რამდენი მზის ამოსვლა მინახავს შაორზე ერთმნიშვნელოვნად სასწაულია 10 10 10

+2   Spam
3 fisherleqso   (29.01.2014 00:17:01)
გიო შარშან ალგეთზე მქონდა მასეთი გამისთევები და საკმაოდ კარგი შედეგებით,(3-4-5კგ ლოქოები) იმედი მაქ ცელს ერთად დავლაშქრავთ ალგეთს. გამე ზარის ხმაზე გიჟივით თვალებგაფართოებული რომ ეზებ რომელი ანკესის ჯოხი არის ჩამოგდებული სადგარიდან, მერე თავქუდმოგლეჯილი მისდევ ნახევრად ცკალში შეტანილ ჯოხს, მაგარი ჩიდაობა და გამოკვანილ თევზს რო ტუჩებში აკოცებ, როგორია? gimili

0   Spam
2 TURA   (28.01.2014 17:21:48)
166

+2   Spam
1 fisherleqso   (28.01.2014 00:06:10)
შენ გაიხარე გიო, თვალცინ დამიდგა შაორზე გათენებული გამეები,2-3კილოიან საზნებთან დაკობრებთან ჩიდაობა,რამდენი თევზი გამქცევია, ნაპირზე მოკვანილი რომ გაიგიჯებს თავს და გეჩიდავება. მაგრამ ამ სიამოვნებას მაინც ვერაპერი შეედრება. 39

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 9
    მონადირე: 1
    gio22

    დღეს საიტზე იყვნენ
    rati, raptor, temo-niko13, giohunt1982, beso-1, toria771, Marco-Polo, gio22, beqa123, koba30, bashi777, ნუგომონადირე, bubusicha, jentile5, gio96, STORME, ხიზი, Hunting005, zazalataria

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика