ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

ბა­დე
გიჟ-გო­გი­ას ბა­დით თევ­ზა­ო­ბა ამქ­ვეყ­ნად ყვე­ლა­ფერს ერ­ჩია. კა­ცობ­რი­ო­ბი­სა­გან რად­რო და ჟა­მია ამ­ოკ­ვი­ა­ტე­ბულ კითხ­ვას - რა არ­ის ბედ­ნი­ე­რე­ბა? - გიჟ-გო­გია და­უ­ფიქ­რებ­ლად უპ­ა­სუ­ხებ­და, - მდი­ნა­რე­ში ბა­დით თევ­ზა­ო­ბაო.

ბედ­ნი­ე­რიც იყო. ერ­თი იმ­ი­ტომ, რომ იც­ო­და, რა აბ­ედ­ნი­ე­რებ­და. მე­ო­რეც იმ­ი­ტომ, რომ ის, რაც აბ­ედ­ნი­ე­რებ­და, არც მი­უწ­ვ­დო­მელ ნის­ლებ­ში იყო ჩაფ­ლუ­ლი და არც მტან­ჯ­ვე­ლად მი­უგ­ნე­ბე­ლი.

ჰა ბურ­თი და ჰა მო­ე­და­ნიო, რომ იტყ­ვი­ან! ჰა ბა­დე და ჰა მდი­ნა­რე... გიჟ-გო­გი­აც მზის ჩას­ვ­ლამ­დე ქსნის პი­რას და­ფუს­ფუ­სებ­და, წყალ­ში შე­დი­ო­და, გა­მო­დი­ო­და, სა­ა­თო­ბით იდ­გა ჩქერ­ში ბა­დე­მო­მარ­ჯ­ვე­ბუ­ლი. თა­ვი­სას მხი­ა­რუ­ლობ­და. თა­ვი­სას აკ­ე­თებ­და. ლიც­ლი­ცა ტალ­ღე­ბი ტან­ზე ერთ­გუ­ლად ეალ­ერ­სე­ბო­და, სა­ხე­ში მდი­ნა­რის ნი­ავ­ქა­რი სცემ­და - გემ­რი­ე­ლი, ტე­ნი­ა­ნი, უღ­ა­ლა­ტო... წყალ­ში ჩაღ­ვ­რი­ლი მზის ბრჭყვი­ა­ლა ათ­ი­ნა­თე­ბი მის სი­მარ­ტო­ვეს ჯა­დოს­ნუ­რი სი­ლა­მა­ზის ალ­ყა­ში აქ­ცევ­და... თევ­ზე­ბის სრი­ალ-პრი­ა­ლი და სხმარ­ტა­ლი ხომ სულ ჭკუ­ა­ზე შლი­და! რომ ჩაც­ლი­და ბა­დეს კას­რ­ში და ერთ­მა­ნეთ­ზე ჩაკ­რულ-ასხ­მარ­ტა­ლე­ბულ დიდ-პა­ტა­რა თევზს და­ხე­დავ­და, ბედ­ნი­ე­რი იყო გიჟ-გო­გია...

ღმერ­თი, რჯუ­ლი, ეს თევ­ზი არც შემ­წ­ვა­რი უჭ­ა­მია, არც მო­ხარ­შუ­ლი. გიჟ-გო­გია მა­გის მუშ­ტა­რი არ იყო. თო­ნის პუ­რი, პრა­სი, ლო­ბიო და ცი­ვი წყა­ლი ყვე­ლა­ფერს ერ­ჩია.

ჰო­და, რომ ჩას­ც­ლი­და-მეთ­ქი კას­რ­ში ბა­დეს, ცო­ტა ხანს უყ­უ­რებ­და პირ­დაფ­ჩე­ნი­ლი, მოს­ხ­მარ­ტა­ლე თევ­ზე­ბის ტან­ჯ­ვას... სულ ცო­ტა ხანს... მე­რე და­ავ­ლებ­და კასრს ხელს, მდი­ნა­რეს თავ­დაღ­მა ჩა­უდ­გე­ბო­და და... სულ უნ­დო­და ხმა­მაღ­ლა და­ეყ­ვი­რა, მაგ­რამ გულ­ში დას­ძა­ხებ­და: "მი­ჩუქ­ნია თქვენ­თ­ვინ სი­ცოცხ­ლეეე". მო­იქ­ნევ­და კასრს, და აბა, მა­შინ იყო ბედ­ნი­ე­რი თუ იყო! კუდს რომ მო­იქ­ნევ­და თევ­ზი და წყალს გა­ე­რე­ო­და, ჰე, - ჰე, - ჰე, - ჰე, - ჰე, - კას­რით ხელ­ში იდ­გა და ნაწყ­ვეტ-ნაწყ­ვეტ, ალ­ა­ლი გუ­ლით იც­ი­ნო­და ეს ჩვე­ნი მო­ა­ბა­დი, სოფ­ლის მალ­ხი­ნე­ბე­ლი გიჟ-გო­გია. თუმ­ცა, გი­ჟი რად იყო? გა­ნა ცო­ტას უოც­ნე­ბია, ნე­ტა ზო­ო­პარ­კის გა­ლი­ე­ბი და­მახ­ს­ნე­ვი­ნა და მხე­ცე­ბი გა­რეთ გა­მო­მაშ­ვე­ბი­ნაო... ან ჩი­ტე­ბი, იად­ონ-თუ­თი­ყუ­შე­ბი იმ გა­მო­კე­ტი­ლი­დან მაღ­ლა ცა­ში გა­მაფ­რე­ნი­ნაო...

გიჟ-გო­გი­ამ ოც­ნე­ბა ცხა­დად იქ­ცია. იჭ­ერ­და თევზს და უშ­ვებ­და. იჭ­ერ­და და უშ­ვებ­და. კი­დევ იჭ­ერ­და და უშ­ვებ­და...

და ბედ­ნი­ე­რი იყო.

ერთხე­ლაც, ძილ­ში კა­ცი გა­მო­ეცხა­და. ჭარ­მა­გი. დი­დე­ბუ­ლი სა­ნა­ხა­ვი. შიშ­ველ ტან­ზე წელ­თან თეთ­რი ქსო­ვი­ლი ერტყა. ერ­თი­ა­ნად მზით გა­რუ­ჯულს (თუმ­ცა იმ რუჯს რა­ღაც­ნა­ი­რი, მომ­წ­ვა­ნო ელ­ფე­რიც დაჰ­კ­რავ­და) სხე­ულ­ზე წყლის წვე­თე­ბი უბრ­წყი­ნავ­და. ხელ­ში ბა­დე ეჭ­ი­რა და ბიბ­ლი­ურ მო­ა­ბადს წა­ა­გავ­და. იმ კაც­მა გიჟ-გო­გი­ას უთხ­რა:

- მე შე­ნი პა­პის-პა­პა ვარ, ბი­ჭო. თეთ­რი სპი­რი­დო­ნი. მე­ბა­დუ­რო­ბას და­ეხ­სენ, თო­რემ მდი­ნა­რე­ში დაღ­რ­ჩო­ბა გი­წე­რია ჩემ­სა­ვით. შენ­თ­ვის, გო­გია, უკ­ე­თე­სი იქ­ნე­ბა, თუ...

მაგ­რამ ცივ ოფლ­ში გაღ­ვ­რილ გიჟ-გო­გი­ას და­ფე­თე­ბულს გა­მო­ეღ­ვი­ძა და ეგ იყო, ვე­ღარ გა­ი­გო, რა იქ­ნე­ბო­და მის­თ­ვის უკ­ე­თე­სი.

მე­ო­რე დი­ლას ერ­თი კი გა­ხე­და მდი­ნა­რეს ალ­მა­ცე­რად და სა­თო­ხარ­ში გაჰ­ყ­ვა მე­ზო­ბელს ფე­ხე­ბის ფრა­ტუ­ნით. სა­ღა­მომ­დე ისე თოხ­ნა, თა­ვი არ აუღია.

- ბი­ჭო, რამ გა­გა­ცო­ფა, შე ოხ­ე­რო! თა­ვი ჩა­ა­კა­ლით­ქო, გითხა­რი?! - ხშირ-ხში­რად გას­ძა­ხო­და სა­ღა­მოს­პი­რის­კენ მე­ზო­ბე­ლი, მაგ­რამ გო­გია უბ­ა­გუ­ნებ­და და უბ­ა­გუ­ნებ­და თოხს გა­მომ­შ­რალ მი­წას, თვალს არ აც­ი­ლებ­და. თა­ვი­დან არ­ა­ფე­რი და, ნა­შუ­ად­ღევს მე­რე... გა­საკ­ვი­რია, რო­გორ, მაგ­რამ ის მი­წის შავ-შა­ვი გო­რო­ხე­ბი თან­და­თან ალ­იც­ლიც­და, აბრ­ჭყ­ვი­ალ­და და წყლის პა­წია ჭავ­ლებს და­ემ­ს­გავ­სა. მზის ჩას­ვ­ლი­სას ნი­ავ­მა უფ­რო და უფ­რო ძა­ლუ­მად რომ დაჰ­ბე­რა, გიჟ-გო­გი­ამ თო­ხი და­აგ­დო და თავ­დაღ­მარ­თ­ში სირ­ბი­ლით და­ეშ­ვა. ქსნის პი­რამ­დე არ შე­უს­ვე­ნია. იქ კი მო­ცე­ლი­ლი­ვით ჩა­ი­კე­ცა შეგ­რი­ლე­ბულ რი­ყე­ზე და მზე­ზე მობ­რ­ჭყ­ვი­ა­ლე წყალს ხარ­ბად, მო­ნუს­ხუ­ლი­ვით მი­აშ­ტერ­და. გაღ­მა ნა­პირ­ზე დი­დი ტი­რი­ფი წყლის­კენ თით­ქო უფ­რო გად­მოზ­ნე­ქი­ლი­ყო. გე­გო­ნე­ბო­დათ, ლა­მაზ ქალს თმა გა­უშ­ლია და მდი­ნა­რე­ში ალ­ივ­ლი­ვებ­სო... ბუჩ­ქ­ნა­რი­დან ჩი­ტე­ბის სტვე­ნა აღ­წევ­და. მზე წყალს გაჰ­რე­ო­და. გამ­ჭ­ვირ­ვა­ლე - ოქ­როს­ფე­რი ჭავ­ლე­ბი ნო­ტიო ნი­ავს რა­ღაც იდ­უ­მა­ლი, მაც­დუ­რი ბუტ­ბუ­ტით ავ­სებ­და, აბ­რუ­ებ­და.

გიჟ-გო­გია რი­ყე­ზე იჯ­და, მუხ­ლებ­ზე ნი­კაპ­ჩა­მო­დე­ბუ­ლი. თვა­ლებ­ში თავ­და­პირ­ვე­ლი ხარ­ბი აღ­ტა­ცე­ბა თან­და­თან უნ­ელ­დე­ბო­და და მის ად­გილს ნაღ­ვე­ლი იჭ­ერ­და. თეთ­რი სპი­რი­დო­ნას სიტყ­ვე­ბი გულს უკ­ოდ­და.

- წყალ­ში დაღ­რ­ჩო­ბა გი­წე­რია... წყალ­ში დაღ­რ­ჩო­ბა გი­წე­რია...

რი­ყემ გა­იხ­რი­ა­ლა. ვი­ღა­ცამ და­უ­ძა­ხა: - ბი­ჭო, გიჟ-გო­გია არა ხარ შე­ნა?

გიჟ-გო­გი­ამ იმ უდ­არ­დე­ლო­ბის­დ­რო­ინ­დე­ლი სი­ა­ლა­ლით გა­უკ­რი­ჭა:

- ჰო, მე ვარ.

- რა­ღა შე­ნა ხარ, ბა­დე ხელ­ში არ გი­ჭი­რავს და წყალს შო­რი­დან გას­ც­ქე­რი... რაო, და­ი­ლია თევ­ზი ქსან­ში?

- აღ­ა­რა ვთევ­ზა­ობ.

- ე! რა­თა ბი­ჭო!

- აიმ­ან ეგ­რე მითხ­რა... ძილ­ში მო­ლან­დე­ბულ­მა.

- ვინ მო­ლან­დე­ბულ­მა, ბი­ჭო, რა­ებს ბო­დავ...

- თეთ­რ­მა სპი­რი­დონ­მა, აი, ძილ­ში მა­მე­ლან­და და ისაო... შე­ნაო, მე­ბა­დუ­რო­ბას თა­ვი და­ა­ნე­ბე, წყალ­ში დაღ­რ­ჩო­ბა გი­წე­რიაო...

- ე?!

- ეგ­რეა...

- მე­რე­და, რა გა­გაძ­ლე­ბი­ნებს, შე სა­ცო­დაო, დღე­და­ღამ წყალ­ში ეგ­დე და...

- დღე­სა ვთოხ­ნე, - შეს­ცი­ნა გიჟ-გო­გი­ამ.

- ეეჰ! თა­ვი შე­ურ­ცხ­ვა იმ შენ სპი­რი­დო­ნა­სა... - ხე­ლი ჩა­იქ­ნია მგზავ­რ­მა და რი­ყის ხრი­ალ-ხრი­ა­ლით გა­უდ­გა გზას.

"რათ შე­ურ­ცხ­ვა... აბა, მაშ არ ეთქ­ვა და დავ­მ­ღ­რ­ჩ­ვა­ლი­ყა­ვი, არა?!" - ფიქ­რობ­და გიჟ-გო­გია.

ბინ­დი ჩა­მოწ­ვა. მე­რე და­ღამ­და. გიჟ-გო­გია სი­ცი­ვემ აიტ­ა­ნა. წა­მოდ­გა და ში­ნის­კენ წაფ­რა­ტუნ­და.

"ხვა­ლა­ცა ვთოხ­ნი, ზე­გა­ცა... მა­ზე­გა­ცა", - ფიქ­რობ­და გულ­ში.

მაგ­რამ გა­თენ­და თუ არა, ქსნის პი­რას და­ერ­ჭო, ბა­დით და კას­რით ხელ­ში.

რი­ყე­ზე ჩაჯ­და. თეთრ სპი­რი­დო­ნა­ზე ცო­ტა არ იყ­ოს, გულ­მო­სუ­ლი იყო.

"ნე­ტა არ მოს­ც­ლო­დეს ზოგ-ზო­გი­ერ­თ­სა! სა­და­ცა არ­ის, იქ ეტ­ე­ო­დეს! რას მა­მე­ლან­და, რო მა­მე­ლან­და! მე ვე­ლან­დე­ბი იმ­ა­სა?!"

ბრა­ზი თან­და­თან ერ­ე­ო­და.

"ისა, არაა, გულ­ზე სკდე­ბა რო ის იქაა და მე აქა! ად­გა და გულ­ზე გა­ხეთ­ქილ­მა ყვა­ვი­ვით დამ­ჩხავ­ლა თავ­ზე­და. ვი­ნა სთხო­ვა, რო! ვთხო­ვე, მა­მე­ლან­დეთ-თქო? მი­ხე­დოს იმ თა­ვის სა­მოთხე­სა! მე, აქა არა, მინ­და წყალ­ში და­ვიღ­რ­ჩ­ვე­ბი და მინ­და კი­დე­ვა ისა... ცეცხ­ლ­ში და­ვიწ­ვე­ბი! ეგ­რე!"

გაბ­რა­ზე­ბულ­მა დას­ტა­ცა ბა­დეს ხე­ლი და თა­ვის საყ­ვა­რელ ჩქერ­ში შე­ვარ­და. ბა­დე მო­ის­რო­ლა და ჩა­ფი­ნა თა­ვი­სე­ბუ­რად.

ოჰო, ჰო, რა ეამა! რა ეამა ის გრი­ლი ალ­ერ­სი შიშ­ველ ფე­ხებ­ზე... ის წყლის იდ­უ­მა­ლი ბუტ­ბუ­ტი... გა­ხუ­რე­ბულ შუბ­ლ­ზე ის ნო­ტიო ნი­ა­ვის ფე­რე­ბა... აგე, თევ­ზიც გას­ხ­მარ­ტალ­და ბა­დე­ში!

"აბა, თუ და­ვიღ­რ­ჩე! აბა!" - გა­ი­ფიქ­რა გულ­მო­ცე­მულ­მა, თით­ქ­მის ძვე­ლე­ბუ­რად ბედ­ნი­ერ­მა გიჟ-გო­გი­ამ და სწო­რედ ამ დროს, წყალ­მა ფეხ­ქ­ვეშ მოზ­რ­დი­ლი ქვა გა­მო­ა­ცა­ლა და შე­უ­ქან­და, შე­უ­ქან­და გუ­ლი და ზუს­ტად მა­შინ მზე­საც შავ-შა­ვი ღრუ­ბე­ლი აეფ­ა­რა... მხი­ა­რუ­ლი ბზინ­ვა-ბრჭყვი­ა­ლი სა­შიშ ბინ­დ­ბუნ­დად იქ­ცა. წყლის რაკ­რა­კა ბუტ­ბუ­ტი რა­ღაც შემ­პა­რა­ვი, ბე­დის­წე­რა­სა­ვით იდ­უ­მა­ლი ხმით შე­იც­ვა­ლა და და­ზაფ­რულ გიჟ-გო­გი­ას სი­ცოცხ­ლე­ში პირ­ვე­ლად შე­ე­შინ­და თა­ვი­სი სა­ნუკ­ვა­რი მდი­ნა­რის... ბა­დეც იქ მი­ა­ტო­ვა და სლი­პი­ნა ქვებ­ზე ბორ­ძიკ-ბორ­ძი­კით ნა­პი­რის­კენ მი­აწყ­და. გუ­ლი ყელ­ში მობ­ჯე­ნო­და. მუხ­ლე­ბი ეკ­ე­ცე­ბო­და. მდი­ნა­რე კი თით­ქო ჩაფ­რე­ნო­და და არ უშ­ვებ­და.

ძლივს გა­აღ­წია. ღო­ნე­მიხ­დი­ლი რი­ყე­ზე ჩაჯ­და და ყუ­რებ­ში აბ­რა­გუ­ნე­ბულ გუ­ლის ხმას ჩა­უღ­რ­მავ­და.

მე­ო­რე, მე­სა­მე დღეს ხან ვის ეხ­მა­რა სა­თოხ­ნ­ში, ხან ვის. სო­ფელს მი­სი სიზ­მ­რის ამ­ბა­ვი მოს­დე­ბო­და. ზო­გი ეღ­ლა­ბუ­ცე­ბო­და, ზოგს ებ­რა­ლე­ბო­და...

ბად­რია მე­წის­ქ­ვი­ლის დე­დამ კაკ­ლის ჩე­რო­ში გვერ­დით მო­ის­ვა და უთხ­რა:

- ბი­ჭო, რას ჩა­მოგ­ტი­რის ცხვირ-პი­რი! მარ­თ­ლა იმ მდი­ნა­რე­ში ბა­დის ტურ­ტურს მის­ტი­რი ამ­ო­დე­ნა კა­ცი?

გიჟ-გო­გი­ამ თა­ვი ჩაჰ­კი­და.

- რათ აღ­არ თევ­ზა­ობ? - არ მო­ეშ­ვა ქა­ლი.

- გა­ნა არ იცი... სიზ­მარ­ში მო­ლან­დე­ბულ­მა მითხ­რა.

- ვი­ცი, ვი­ცი. მოვ­კა­რი ყუ­რი. აქ­ეთ მამ­ხე­დე, რა გითხ­რა. დარ­დი მოგ­კ­ლამს თუ მდი­ნა­რე, ერ­თი არაა? ნე­ტაი იმ სპი­რი­დო­ნას ყრან­ტალს რა ყურს უგ­დებ! რა­სა დნე­ბი სან­თე­ლი­ვი­თა! და­ი­ჭი ი შე­ნი ბა­დე და ით­ევ­ზა­ვე! გუ­ლი გა­ი­ხა­რე, ბევ­რი იც­ის სპი­რი­დო­ნა­მა!

გიჟ-გო­გი­ამ კი თქვა:

- ეგ­რე­ცა ვქე­ნი, მა­რა...

- მა­რა რა?

- მაღ­რ­ჩობ­და. რა­ღა რა...

- რა­ზე შე­ატყე, რო?

- ქვე­ბი გა­მა­მა­ცა­ლა ფეხ­ქ­ვე­ში­და­ნა და მივ­ქონ­დი...

დე­და­კა­ცი ჩა­ფიქ­რ­და. მე­რე მუხ­ლ­ზე ხე­ლი დაჰ­კ­რა გიჟ-გო­გი­ას:

- ბი­ჭო, რო­გორ აქ­ამ­დი ვერ მივ­ხ­ვ­დი! იმ­ა­ნა, სპი­რი­დო­ნა­მა, ქსან­ზე თქვა!

- ქსან­ზე?

- ქსან­ზე, მაშ! შე­ნა ქსან­ზე არ თევ­ზა­ობ ხოლ­მე?

- ჰო.

- ჰო­და, შენც ჩა­დი და მტკვარ­ზე ით­ევ­ზა­ვე, შე და­ლოც­ვი­ლო! მტკვარ­ზე ხო არ უთქ­ვამს!

გა­ი­ხა­რა გიჟ-გო­გი­ამ. მტკვა­რი რა, იქ­ა­ვე არ იყო? შეყ­ვა­რე­ბუ­ლე­ბი­ვით ზედ იმ­ის სახ­ლ­წინ არ ერთ­ვოდ­ნენ ერთ­მა­ნეთს მტკვა­რი და ქსა­ნი?!

მე­ო­რე დღეს მტკვარს მი­ა­შუ­რა. ახ­ა­ლი ბა­დით. გა­იძ­რო შარ­ვა­ლი. ბა­დე მო­ი­მარ­ჯ­ვა. წყალს მი­ად­გა. თბი­ლი თუაო და ფე­ხი ნა­პირ­თან­ვე გა­აჭყამ­პა­ლა წყალ­ში. თვა­ლი უფ­რო იქ­ით გა­ექ­ცა. იქ­ით, სა­დაც მდო­რედ, თა­ნაბ­რად მო­იზ­ნი­ქე­ბო­და სქელ-სქე­ლი, სა­ში­ში ტალ­ღე­ბი.

"სად იყო ამ­ო­დე­ნა წყა­ლი... რამ­დე­ნია, ბი­ჭოოო..." - ფიქ­რობ­და გიჟ-გო­გია. პირ­და­ღე­ბუ­ლი მიშ­ტე­რე­ბო­და მდი­ნა­რეს, თით­ქოს პირ­ვე­ლად ხე­დავ­სო. მე­რე მოტ­რი­ალ­და, შარ­ვა­ლი ჩა­იც­ვა და რი­ყე­ზე დაჯ­და.

"მარ­თა­ლია პა­პა­ჩე­მის პა­პაი... და­იღ­რ­ჩო­ბი მა რა მო­გი­ვა ემ­ო­დე­ნა წყალ­ში. დრო­ზე არ მითხ­რა, ბი­ჭოო?! ან აქ­ამ­დე რო­გორ არ და­ვიღ­რ­ჩე, ეგაა საქ­მე... ბე­დი რო მა­მე­ლან­და... ბე­დი!"

გა­დი­ო­და დღე­ე­ბი, დრო ის­ე­ვე თა­ნაბ­რად, მდო­რედ მი­ე­დი­ნე­ბო­და, რო­გორც მდი­ნა­რე.

გიჟ-გო­გი­ამ მო­იწყი­ნა. ისე მო­იწყი­ნა, გი­ჟო­ბი­თაც აღ­არ მი­მარ­თავ­დ­ნენ, გო­გი­ა­ო­ბით და­უწყეს მი­მარ­თ­ვა.

უფ­რო ხში­რად ქსნის პი­რას, ერთ ამ­ო­ჩე­მე­ბულ ლოდ­ზე იჯ­და და ჯო­ხით სი­ლა-კენ­ჭებს ქე­ქავ­და.

ერთ­ჯერ, ასე რომ იჯ­და, შო­რი­ახ­ლო ბი­ჭე­ბი თევ­ზა­ობ­დ­ნენ. ბა­დე კას­რ­ში რომ ჩა­ცა­ლეს, ერთ­მა გა­მოს­ძა­ხა:

- ჰეი! გო­გია! აქ მო­დი, ნა­ხე რა ამ­ბა­ვი თევ­ზია!

გიჟ-გო­გია წა­მო­იზ­ლაზ­ნა და იქ­ით გას­წია.

- ეს ვედ­რა შე­ნია. მაგ თევ­ზ­სა, რაც გინ­და, ის უყ­ა­ვი! - უთხ­რა იმ ბიჭ­მა, რო­მელ­მაც და­უ­ძა­ხა. სხვებ­მაც მხა­რი აუბ­ეს.

- შე­ნია, შე­ნი. რაც გინ­დო­დეს, ის უყ­ა­ვი.

კარ­გად იც­ოდ­ნენ გიჟ-გო­გი­ას გუ­ლის დარ­დი.

გიჟ-გო­გი­ა­მაც კასრს ხე­ლი წა­ავ­ლო და ისე, უბ­რა­ლოდ გა­ი­ფიქ­რა, მოწყე­ნი­ლად: "მი­ჩუქ­ნია თქვენ­თ­ვის სი­ცოცხ­ლეო!.." და თევ­ზე­ბიც უნ­დი­ლი ტყა­პატყუ­პით ჩაც­ვივ­დ­ნენ წყალ­ში.

კარ­გა ხანს გას­ც­ქე­რო­და იმ­ათ კვალს. მე­რე კას­რი სი­ლა­ზე დად­გა და გა­მოტ­რი­ალ­და... მად­ლო­ბაც და­ა­ვიწყ­და. სუ­ლაც და­ა­ვიწყ­და ის ბი­ჭე­ბი...

მზე ჩა­დი­ო­და. გიჟ-გო­გია ეზ­ოს ჭიშ­კარ­თან, ხის მორ­ზე იჯ­და. თო­ნის პურს ღიღ­ნი­და და სად­ღაც იყ­უ­რე­ბო­და... არ­სად, მი­სა­თი­თე­ბელ­ში, კაც­მა რომ თქვას...

ას­კილ­ზე შაშ­ვი შე­მოჯ­და და გა­ლო­ბას მოჰ­ყ­ვა.

ბინდ-ბუნ­დი ჩა­მოწ­ვა. უფ­რო. სულ უფ­რო. გიჟ-გო­გი­ას თვალ­ზე ცრემ­ლი გა­უბ­რ­წყინ­და. ლუკ­მას ცრემ­ლი ჩა­ა­ყო­ლა. მე­რე ას­ლუ­კუნ­და. თა­ვი მუხ­ლებ­ში ჩარ­გო და გუ­ლი ამ­ო­უჯ­და. მხრე­ბი უხ­ტო­და. ერ­თი­ა­ნად ცახ­ცა­ხებ­და, ახ­ლა თვი­თონ ჰგავ­და ბა­დე­ში მომ­წყ­ვ­დე­ულ, ასხ­მარ­ტა­ლე­ბულ თევზს...

სი­ცოცხ­ლის მჩუ­ქე­ბე­ლი კი არ­ა­ვინ ჩან­და...


წყარო: http://literatura.mcvane.ge/
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (24.04.2013) | ავტორი: თამრი ფხაკაძე
ნანახია: 2685 | ტეგები: bade, metevze, tevzaoba, მეთევზე, მებადური, motxroba, თევზაობა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика