ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2019 » ოქტომბერი » 8 » დენით თევზაობის პირველივე შემთხვევა, შესაძლოა, 4 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს    

19:30:31
დენით თევზაობის პირველივე შემთხვევა, შესაძლოა, 4 წლამდე პატიმრობით დაისაჯოს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი თევზის მასაობრივად განადგურების თავიდან აცილების მიზნით, ელექტროდენით, ელექტროშოკით, ასაფეთქებელი და მომწამვლელი ნივთიერებებით თევზჭერასთან დაკავშირებით, კანონის გამკაცრების ინიციატივით გამოდის.

იმ შემთხვევაში თუ დეპარტამენტის მიერ მომზადებული კანონპროექტს დეპუტატები მხარს დაუჭერენ, ელექტროდენით თევზაობს პირველივე შემთხვევაზე სისხლის სამართლის საქმე აღიძვრება, სასჯელის ვადა კი, შესაძლო, 6 თვიდან 4 წლამდე პატიმრობით განისაზღვროს.

აღნიშნულ ინიციატივასთან დაკავშირებით "პირველს" გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის იურისტი არჩილ ადამია ესაუბრა. მისი თქმით, კანონის გამკაცრება თევზის მასობრივი განადგურების შეჩერების აუცილებლობით არის გამოწვეული.

"დღეის მდგომარეობით, ელექტროდენით, ელექტროშოკის აპარატით თევზჭერა არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევა, ასევე სისხლის სამართლის კოდექსით გათვალისწინებული დანაშაული სხვადასხვა შემთხვევებში. მაგალითად, იმ შემთხვევაში თუ პირი განმეორებით ჩაიდენს ადმინისტრაციული დარღვევის შემდეგ ელექტროდენით თევზჭერის ფაქტს უკვე გამოდის სისხლის სამართლის დანაშაული. ამავე დროს, თუ პირი ელექტროდენით თევზჭერისას დაიჭერს დიდი რაოდენობით თევზს, რომლის ზიანის დაანგარიშების შემდეგ გამოვა მნიშვნელოვანი ზიანი ესეც სისხლის სამართლის დანაშაულია, ასევე, როცა პირი თევზაობს  ელქტროდენით აკრძალულ დროს, ან აკრძალულ ადგილზე. სხვა შემთხვევებში თუ ეს სამი კომპონენტი არ არის ადმინისტრაციული სამართალდარღვევაა. ჯარიმა ადმინისტრაციული სამართალდარღვევის შემთხვევაში არის 3000 ლარი. ამავე დროს, ელექტროდენის აპარატთან ერთად მოხსენებულია კანონმდებლობაში ასაფეთქებელი, ანუ მომწავლელი  ნივთიერებები და მასობრივი განადგურების თბოსაშუალებები, ანუ ეს სამივე განიხილება, როგორც თევზის მასობრივი განადგურების საშუალება, ვინაიდან ამ მოწყობილების გამოყენებისას გვხვდება, დიდი რაოდენობის თევზის დაღუპვა ან დაზიანება, მაგალითად, ელექტროდენით თევზჭერისას გარკვეულ რადიუსზე ხდება ათეულობით თევზების დაზიანება. თევზის ჭერის ეს მეთოდი არის მძიმე და დიდი ზიანის მომტანი თევზის რესურსისთვის, აქედან გამომდინარე გახდა საჭირო აუცილებლობა იმისა, რომ ელექტროდენის ასევე მომწამლავი და ასაფეთქებელი ნივთიერებებით თევზჭერა გამხდარიყო მთელი წლის განმავლობაში აკრძალული და ამაზე დამდგარიყო სისხლის სამართლის პასუხისმგებლობა",- განაცხადა ადამიამ.

მისივე თქმით, კანონპროექტის პარლამენტისთვის წარდგენა უახლოეს პერიოდში იგეგმება.

"ჯერჯერობით მთავრობაზე არ არის წარდგენილი კანონპროექტი, თუმცა ეს საკითხი საშემოდგომო სესიის დღის წესრიგში განიხილება, უახლოეს მომავალში წარდგენილი იქნება სამინისტროში, რის შემდეგაც უკვე დადგენილ პროცედურებს გაივლის და მოხვდება მთავრობის სხდომაზე. კანონში შეტანილი ცვლილების შემთხვევაში, პასუხიმგებლობა იქნება საკმაოდ მკაცრი. შემთხვევაზე პასუხიმგებლობა შესაძლოა განისაზღვროს 6 თვიდან 4 წლამდე თავისუფლების აღკვეთით", - განაცხადა არჩილ ადამიამ "პირველთან" საუბარში.



წყაროhttps://pia.ge/post/285564-kanonis-gamkacreba-eleeqtrodenit-tevzaobaze?fbclid=IwAR11JigAjvma5cidDB-ybLsscxlQbxsiWt57ddSkaAbyNTg8TkrqBY63osE
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1050 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 muriko6   (09.10.2019 12:49:01) [მასალა]
166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика