ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2020 » თებერვალი » 14 » ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა /ტარების უფლების ნებართვის – ასაღები გამოცდები გამარტივდა    

22:39:55
ცეცხლსასროლი იარაღის შენახვა /ტარების უფლების ნებართვის – ასაღები გამოცდები გამარტივდა

 საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის N9 ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება- „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის ჩატარების ინსტრუქციის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანებაში, მე-7 მუხლი ჩამოყალიბდა შემდეგი რედაქციით:

„მუხლი 7. გამოცდაზე პასუხგასაცემი ბილეთის რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და გამოცდაზე დადგენილი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა

კანდიდატის მიერ პასუხგასაცემი ბილეთის რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და გამოცდაზე დადგენილი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრება შემდეგი წესით:

თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდაზე კანდიდატმა უნდა უპასუხოს 15 ბილეთს.

კანდიდატმა ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული 20 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვოს მინიმუმ 13 ქულა.“.

შეგახსენებთ რომ შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №729 ბრძანების მე-7 მუხლის თანახმად კანდიდატის მიერ პასუხგასაცემი ბილეთის რაოდენობა, ელექტრონული ტესტირების დრო და გამოცდაზე დადგენილი შეფასების მისაღებად საჭირო გამსვლელი ქულების მინიმალური რაოდენობა განისაზღვრებოდა  შემდეგი წესით: – თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის, სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების  ცოდნაში გამოცდაზე კანდიდატმა უნდა ეპასუხა  20 ბილეთისთვის.

კანდიდატს ელექტრონული ტესტირებისათვის განსაზღვრული  30 წუთის განმავლობაში უნდა დააგროვებინა  მინიმუმ 18 ქულა.

    საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2020 წლის 13 თებერვლის N10  ბრძანებით შეტანილი იქნა ცვლილება  „სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“  საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებაში კერძოდ — ,„სამოქალაქო ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთების დამტკიცების შესახებ“ საქართველოს შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანების პირველი მუხლით დამტკიცებული დანართი №1, დანართი №2 და დანართი №3 ჩამოყალიბდეს თანდართული რედაქციით.

კერძოდ, დანართი N1-ით  დამტკიცდა თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი, სულ 15 ბილეთი.

დანართი N2-ით  დამტკიცდა სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი, სულ 15 ბილეთი.

დანართი N3-ით  დამტკიცდა სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის საგამოცდო ბილეთები და სწორი პასუხების ცხრილი, სულ 15 ბილეთი.

     შინაგან საქმეთა მინისტრის 2015 წლის 30 სექტემბრის №728 ბრძანებით დამტკიცებული იყო თავდაცვის მოკლელულიანი ცეცხლსასროლი იარაღის და გაზის (აირის) იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის  145 საგამოცდო ბილეთი, სანადირო ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის 150 საგამოცდო ბილეთი,და სპორტული ცეცხლსასროლი იარაღის ბრუნვის წესების ცოდნაში გამოცდის       135 საგამოცდო ბილეთი.

ცვლილებები დღიდან ამოქმედდა მომსახურების სააგენტოში.



წყაროhttps://gmas.ge/2020/%e1%83%a1%e1%83%98%e1%83%90%e1%83%ae%e1%83%9a%e1%83%94%e1%83%94%e1%83%91%e1%83%98/%e1%83%aa%e1%83%94%e1%83%aa%e1%83%ae%e1%83%9a%e
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 1562 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 25
    სტუმარი: 25
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика