ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2019 » აგვისტო » 13 » სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის და აქვაკულტურის განვითარების პერსპექტივები საქართველოში    

11:57:28
სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის და აქვაკულტურის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
მინდა თქვენც, სპინინგის მოყვარულებს, გაგიზიარ ჩემი გულისტკივილი და ხედვა.
სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერის და აქვაკულტურის განვითარების პერსპექტივები საქართველოში
ტურიზმი მხოლოდ კაზინოები, სარესტორნო ბიზნესი და კაზანტიპების მსგავსი ღონისიებები არაა!
თუ გვინდა, რომ ტურისტების უფრო შემოსავლიან და ფინანსურად მეტი შესაძლებლობების მქონე პრემიუმ კატეგორიაზე გასვლა, ამისთვის აუცილებებია კომპლექსური შესაძლებლობები გაგვაჩნდეს. მათ შორის აუცილებელია,
გამართული სპორტულ-სამოყვარულო სათევზაო ინფრასტრუქტურის არსებობა, რომელიც ადვილად ხელმისაწვდომი იქნება მთელი ქვეყნის მაშტაბით (ყველა მდინარეზე და წყალსატევზე) და არა ლოკალურად, მხოლოდ დაცულ ტერიტორიებზე.
თუმცა, ეს ყველაფერი, მკაცრად უნდა იქნეს დაცული ყოველგავარი ბრაკონიერობისაგან. ხშირადაა საუბარი იმაზე რომ საქართველოში ბრაკონიერობის პრობლემის არსებობის, მისი გრძელვადიანად მოუგვარებლობის, მთავარი მოტივი, სათავე და მიზეზი არის ქვეყანაში არსებული მძიმე სოციალურ-ეკონომიკური მდგომარეობა და ეს რა თქმა უნდა მართალია, ამაზე ფოთელი ბრაკონიერების თემა მახსენდება, რომლებმაც ბრაკონიერობა ფაქტიურად "დაიკანონეს", მახსოვს მათი საპროტესტო აქციები და საავტომობილო ტრასის გადაკეტვასაც კი არ ერიდებიან ამ უფლების მოსაპოვებლად. დაახლოებით ანალოგიურად იცავენ ავღანელი დეჰკანები (გლეხები) ოპიუმის ყაყაჩოს კულტივირების უფლებას. შედედაგ, ამ ხალხის ეკონომიკური მდგომარეო წლების განმავლობაში ვერ უმჯობესდება და განადგურების პირასაა მისული იქტიო რესურსები. ამ კუთხით, პალიასტომში, ფარგის პოპულაციის სრულად განადგურება(ფაქტია რომ სრულად განადგურებულია) რად ღირს?!
თუმცა, ჩემი აზრით, მთავარი მიზეზი პერსპექტივის სურათის ვერ დანახვაშია. არსებობს არაერთი მაგალითი დაგეგმილად და გააზრებულად სათევზაო ინფრასტრუქტურის შექმნა-განვითარების შედეგად შთამბეჭდავი სოციალ-ეკონომიკური შედეგების მიღების.
ესპანეთში, მდინარე ებროზე(Ebro), ლოქო (ევროპული ლოქო, ლათ. Silurus glanis) საერთოდ არ არსებობდა, 50-იანი წლების ბოლოს გაუშვეს პირველად და ახლა ეგ მდინარე ლოქოზე მოთევზავეების მექადაა ცნობილი. მთელი ევროპის, საალაფო თევზაობის მოყვარული მეთევზები ლოქოზე სათევზაოდ მიეშურებიან ესპანეთში, მდინარე ებროზე. ამ მიზნით მდინარე ებროს მიმდებარე ტერიტორიაზე მოწყობილია ფართოდ განვითარებული ინფრასტრუქტურა: სასტუმროები, კვების ობიექტები, სათევზაო აღჭურვილობის, ავტომობილების, ნავების და კატერების გასაქირავებელი პუნქტები და სხვა. არადა თევზის ეს სახეობა საქართველოში ბუნებრივადაა გავრცელებული როგორც აღმოსავლეთში ისე დასავლეთში და გააზრებული პოლიტიკის გატარების შემთხვევაში ყველანაირი თეორიულ-პრაქტიკული რესურსი გაგვაჩნია რომ ლოქოზე(და არამარტო ლოქოზე) სათევზაო ტურიზმის კუთხით კონკურენტუნარიანები გავხდეთ.
შეიძლება ითქვას დანაშაულებრივად უყურადღებოდაა მიტოვებული საქართველოს წითელი ნუსხით დაცული და სინამდვილეში ბრაკონიერობას გადაყოლილი ზუთხისებრების თემა. ცნობისათვის, „მდინარე რიონი წარმოადგენს შავ ზღვაში მობინადრე მრავალი იშვიათი და სარეწაო მნიშვლელობის თევზის სახეობის ტოფობის ადგილს. მათგან აღსანიშნავია ზუთხისნაირთა 5 სახეობა: ატლანტური ზუთხი -Acipenser sturio, რუსული ზუთხი - A. guldenstadti (წარმოდგენილია ორი ქვესახეობით: კოლხური - A. colchicus და სპარსული - A. persicus), ჯარღალა - A. stellatus, ტარაღანა - A. nudiventris და სვია - Huso huso.70-იან წლებში ვარციხე-ჰესის მშენებლობა დაიწყო ყოველგვარი ბიოლოგიური დასაბუთების გარეშე. ჰესის მშენებლობამ დაიკავა სწორედ ზუთხისნაირთა სატოფე ადგილები, აშენდა 4 კასკადი თავისი სადერევაციო არხით, რომელიც ღებულობს მდ. რიონის წყლის ძირითად ნაკადს, რაც მდინარის კალაპოტს 23 კმ-ის მანძილზე უმეტეს შემთხვევაში ტოვებს უწყლოდ. ეს ხდება იმ პერიოდში (მარტი-აგვისტო), როცა მდინარეში სატოფედ შემოდიან ზუთხისნაირნი.80-იან წლებამდე სატოფე ადგილებად ითვლებოდა სოფ. ვარციხესთან მდებარე მდინარის ქვაქვიშიანი კალაპოტი, ზღვის შესართავიდან ზემოთ 120-130 კმ-ზე. ვარციხე ჰესის ზედა ბიეფების ჩარეცხვითი სამუშაოების შედეგად დაირღვა მდ. რიონის ჰიდროლოგიური რეჟიმი და დღეისათვის სატოფე ადგილებმა გადმოინაცვლეს დაახლოებით 50 კმ-ის ქვემოთ სოფ. ბაშთან. ამან ასევე უარყოფითი როლი ითამაშა ზუთხისაირთა პოპულაციების რაოდენობრივ და სტრუქტურულ მდგომარეობაზე. იმ ეკოლოგიური და ეკონომიკური (ზარალის კომპენსაციის მიზნით, რომელსაც მიაყენებდა ვარციხე ჰესის კასკადების მშენებლობა მდ. რიონის ბუნებრივ რესურსებს, საკავშირო ენერგეტიკის სამინისტროს დაფინანსებით დაიწყო ზუთხსაშენი ქარხნის მშენებლობა სოფ. გეგუთთან. მშენებლობა 1982 წელს დასრულდა და 1983 წელს ქარხანა შევიდა ექსპლოატაციაში. იგი აშენდა 72 ჰა-ზე, მოიცავდა ფართო ინფრასტრუქტურას. ქარხნის საპროექტო სიმძლავრე ხელოვნური აღწარმოების გზით წელიწადში 2,5 მლნ. ზუთხის ლიფსიტების გამოზრდა და ბუნებაში გაშვება იყო. ქარხანას დენით უფასოდ ამარაგებდა ვარციხე-ჰესი. საინკუბაციო სამუშაოები სულ რამდენჯერმე. ქარხანა ეკუთვნოდა საქართველოს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს, 2007 წელს კი მისი გასხვისება მოხდა ეკონომიკური განვითარების სამინისტროს მიერ.“ წყარო:http://club-monadire.ge/…/1344-%E1%83%96%E1%83%A3%E1%83%9…/…
ჩემი აზრით, აუცილებებია ზუთხსაშენი ქარხნის პროექტის განახლება და მისი საშუალებით ზუთხისებრებით დასავლეთ საქართველოს მდინარეების გათევზიანება. აღსანიშნავია, რომ ზოგადი ინტერესიდან გამომდინარე, ზუთხსაშენ ქარხნას საკმად დიდი ტურისტული დატვირთვაც ექნება და მნიშვნელოვანი ტურისტული ობიექტიც გახდება რაც დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. მომავალსი ამავე ობიექტზე უნდა იყოს სხვა სახეობების ინკუბაციის განხორციელებაც შესაძლებელი. მაგალითად, ფარგის ლიფსიტის ინკუბაცია, რაც ასევე აუცილებელია ამ სახეობის პოპულაციის აღდგენისათვის.
პარალელლურად, მნიშვნელოვანია, ზუთხისებრების (ამ მიზნებისათვის გამოსადეგი სახეობების) როგორც აქვაკულტურის ობიექტის წარმოება და მისი ხორცის და ხიზილალის ექსპორტის საფუძვლების ჩაყრა. რაც ასევე დამატებით სამუშაო ადგილების შექმნას შეუწყობს ხელს. თავისუფლად შეიძლება ამ სექტორის განვითარება 5-6 წლის განმავლობაში.
ძალზედ მნიშვნელოვანია, მდინარეების და წყალსატევების გასთევზიანებლად თუგინდ მცირე, მაგრამ სტაბილური ფინანსური წყაროს შექმნა ანუ ვგულისხმობ სპორტულ-სამოყვარულო თევზაობის მოსაკრებლის შემოღება საქართველოს მოქალაქეთათვის თუგინდ წლიურად მინიმალური 10 ლარის ოდენობით, რაც სახელმწიფოს გათევზიანების მიზნებისათვის ყოველწლიურად სულ მცირე 1(ერთი) მლნ ლარის მობილიზაციის საშუალებას მისცემს. რასაც ასევე უნდა დაემატოს ჯარიმებიც მოსაკრებლის გარეშე თევზაობისათვის.
აუცილებებია, განისაზღვროს სპორტულ-სამოყვარულო თევზჭერისას გარემოდან ამოსაღები თევზის დასაშვები ზომები და რაოდენობრივი ლიმიტები სახეობებისბების მიხედვით.
სხვადასხვა სახეობის თევზების სადედე ჯოგების შენარჩუნების მიზნით, აუცილებლად მიმაჩნია ცალკე განისაზღვროს წყალქვეშა ნადირობისთვის დასაშვები მდინარეები (ან მონაკვეთები მდინარეებზე) და წყალსატევები. წყალქვეშა ნადირობა ყველგან დაშვებული არ უნდა იყოს. აღსანიშნავია, რომ უმეტეს ევროპულ ქვეყნებში წყალქვეშა ნადირობა საერთოდ აკრძალულია. რისი მთავარი არგუმენტიც ისაა, რომ უმთავრესად სადედე ჯოგების განადგურების პარალელურად, წყალქვეშა ნადირობისას, ფაქტიურად შეუძლებელია გარემოდან ამოსაღები თევზის (წყალქვეშა ნადირობის შემთხვევაში უკვე მოკლულის) კანონით დაშვებული ზომის ლიმიტის დაცვა.
თევზგამტარების თემა, კონტროლი
აუცილებელია მოწესრიგდეს და ინფრასტრუქტურულად მოეწყოს ჰესებზე არსებული თევზგამტარები, უზრუნყოფილ იქნას მატი დაცვა და მათი მთავარი ფუნქციის გარდა ისინი სეზონურად მაინც შესაძლებელია ვაქციოთ თურისტულ ობიექტებათ. ამის უამრავი მაგალითი არსებობს დასავლეთ ევროპასა და ჩრდილოეთ ამერიკაში. სპეციალურად დამონტაჟებულ ფანჯარა-ილუმინტორებიდან კარგად ჩანს თუ როგორ გადის თევზი თევზგამტარს.
მნიშვნელოვანია, შავი ზღვის ორაგულის და ნაკადულის კალმახის თემის დაპიარება მეთევზე ტურისტების მოსაზიდად. მითუმეტეს, როცა აბორიგენი კალმახის გამრავლების კუთხით საკმაოდ დიდი სამუშაო გაწეული ეროვნული საშენი მეურნეობის მიერ. კალმახზე თევზაობის თემა, ტურიზმი კალმახზე, ყველგან მთაში.
აუცილებელია შავი ზღვის სანაპირო აკვატორიის რეალურად დაცვა, უცხო ქვეყნების ტრალებით გადახნული სანაპირო ზოლის ფსკერის აღდგენის მიზნით რეგულაციების გამკაცრება, რეალური აღსრულების მექანიზმების გააზრებული გათვალისწინებით.
უცხოელთათვის საინტერესო თევზაობის ობიექტები:
1.ზღვის თევზაობა: როკფიშინგი, კამბალა, გარბილი, ლავრაკი. ;
2.კავკასიური ქაშაპზე
3. ალაზნის შამაიაზე.
კაპარჭინის გამრავლება და კაპარჭინაზე გვიან შემოდგომა, ადრე გაზაფხულზე ფიდერით, მახით, მატჩით.

წყაროhttps://www.facebook.com/groups/609378449149815/permalink/2283313398422970/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1225 | დაამატა: giohunt1982 | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 rati   (26.09.2019 11:32:37) [მასალა]
ეხ ჯერ სახელმწიფო უნდა არსებობდეს და შემდეგ ყველაფერი პარიადკაში ჩაჯდება

0   Spam
1 hunter_misho   (21.08.2019 10:28:28) [მასალა]
ვინ ჩაუდგება ამ ყველაფერს სათავეში?

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика