ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » ივნისი » 18 » "ბიჭების ცხედრები ნაპირთან ახლოს იპოვეს, ორივე ერთად იყო..." - რა მოხდა შაორზე?    

13:05:58
"ბიჭების ცხედრები ნაპირთან ახლოს იპოვეს, ორივე ერთად იყო..." - რა მოხდა შაორზე?
"ბიჭების ცხედრები ნაპირთან ახლოს იპოვეს, ორივე ერთად იყო..." - რა მოხდა შაორზე?
"ბიჭების ცხედრები ნაპირთან ახლოს იპოვეს, ორივე ერთად იყო..." - რა მოხდა შაორზე?
17-06-2016
რამდენიმე დღის წინ, შაორის ტბაზე ტრაგედია დატრიალდა, რასაც ორი ახალგაზრდის - 21 წლის ლევან ჭელიძისადა 19 წლის ბექა ფონჯავიძის სიცოცხლე შეეწირა.

ლევანი ამბროლაურში ცხოვრობდა, ბექა კი - სოფელ კრიხში. ადგილობრივების თქმით, ორივე გამორჩეულად კარგი ბიჭი იყო. ისედაც დაცლის პირას მისულ რაჭისთვის, მათი დაღუპვა უდიდესი ტრაგედიაა. ბიჭები შაორზე ღამით თევზაობდნენ, უბედურებაც ამ დროს დატრიალდა. გვესაუბრება ამბროლაურის მუნიციპალიტეტის გამგეობის წარმომადგენელი სოფელ კრიხში როხა კუბლაშვილი:

- წარმოუდგენელი უბედურება დაგვატყდა თავს, ძალიან კარგი ბიჭები გამოგვეცალნენ ხელიდან; ბიჭები, რომლებიც ახლა იწყებდნენ ცხოვრებას, მათ კი შთამომავალიც არ დარჩათ. ბექა დედისერთა იყო და ოჯახს მის მეტი არავინ ჰყავს, ლევანს ძმა კი ჰყავს, მაგრამ როდის იყო, რომ შვილი შვილს ცვლიდა! ორი ოჯახი განადგურდა! 

- მაინც როგორ მოხდა ეს ტრაგედია?
- ბიჭები შაორზე ღამით წავიდნენ სათევზაოდ. ამბროლაურში შაორის წყალსაცავზე სათევზაოდ ბევრი ხალხი დადის; ზოგს რეზინის ნავიც კი აქვს ამისთვის შეძენილი.ბექა და ლევანიც რეზინის ნავით იყვნენ და როგორც ჩანს, სათევზაო ბადე რომ გადააგდეს ნავიდან, წყალში ხეს გამოედო, ნავი აყირავდა და ბექა გადაიყოლა. ბექა იმიტომ, რომ ახლომახლო მყოფმა სხვა მოთევზავეებმა გაიგონეს, ბიჭი როგორ იძახდა: - დავიხრჩობი, ცურვა არ ვიციო. ცურვა კი ბექამ არ იცოდა, მერე რა მოხდა არავინ იცის ზუსტად, ლევანმა, სავარაუდოდ, სცადა მიხმარებოდა მეგობარს, მეთევზეები ამ ადგილთან ახლოს რომ მივიდნენ, ნავი ცარიელი ტივტივებდა და სხვა აღარაფერი ჩანდა, ძებნა მაშინვე დაიწყეს, დილამდე ეძებდნენ…

ბიჭების ცხედრები ნაპირთან ახლოს იპოვეს, ორივე ერთად იყო. როგორც ჩანს, საუბედუროდ, ის მოხდა, რაც იმ დროს ხდება ხოლმე, როცა ადამიანი იხრჩობა… ის, ვინც ცურვა არ იცის, მაშველს გამეტებით ეჭიდება, საბოლოოდ ორივე ერთად იხრჩობა… აი, ასეთი ტარაგედია დაგვემართა, რაც ადვილი გადასატანი არ არის ჩვენთვის...

P.S.
ამბროლაურელების 
 
თქმით, შაორის ტბაზე ბადით თევზაობის აკრძალვა ადგილობრივებს აიძულებს, რომ ღამით ითევზაონ, ამიტომაც მომხდარში დამნაშავედ იქაურები გარემოს დაცვის სამინისტროსაც მიიჩნევენ. "რაჭა ისედაც იცლება და გარემოს დაცვის სამინისტრო ამას ხელს უწყობს... როცა შაორზე რაჭველს თევზაობის უფლებასაც ართმევ, ამით დამატებით აიძულებ, რომ რაჭა მიატოვოს. ნუთუ არ უნდა იყოს ისეთი რეგულაციები, რომელიც ჩვენს კუთხეში ცხოვრებას ხელს კი არ შეუშლის, არამედ შეუწყობს"? - კითხულობენ რაჭველები.
"კვირის პალიტრა" გარდაცვლილთა ოჯახებს სამძიმარს უცხადებს.

ეთერ ერაძე (სპეციალურად საიტისთვის)


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 2790 | დაამატა: Admin | ტეგები: იპოვეს, ახლოს, იყო..., ბიჭების, ერთად, რა, ცხედრები, ორივე, ნაპირთან, მოხდა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 VAXO-HUNTER   (18.06.2016 13:45:12) [მასალა]
ღმერთმა აცხონოს მათი სულები

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика