 ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შილდის რწმუნებულმა ლევან ხუციშვილმა განუცხადა, ცხედარი, სავარაუდოდ, ცხოველისგანაა დაგლეჯილი.
ყვარლის მუნიციპალიტეტში, სოფელ შილდის მიმდებარე ტერიტორიაზე ადამიანის ცხედარი იპოვეს. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შილდის რწმუნებულმა ლევან ხუციშვილმა განუცხადა, ცხედარი, სავარაუდოდ, ცხოველისგანაა დაგლეჯილი.”შილდის ერთ-ერთი მცხოვრები, თემურ ასაბაშვილი დღეს, დაახლოებით 13:00 საათისთვის სოკოს საკრეფად მიდიოდა და ტყეში ადამიანის ცხედრის ნარჩენებს წააწყდა. ამ დროისთვის არ არის დაზუსტებული გარდაცვლილი ქალია თუ კაცი - ადგილზე უკვე რამდენიმე საათია ექსპერტები მუშაობენ. სავარაუდოდ, ცხედარი მტაცებელი ნადირისგან ან ძაღლებისგანაა დაგლეჯილი”, - განაცხადა ლევან ხუციშვილმა.
მისივე ინფორმაციით, თემურ ასაბაშვილი, რომელმაც ცხედარი იპოვა, ამ წუთებში დაკითხვაზეა გადაყვანილი.
მომხდარზე დაწყებულია გამოძიება. როგორც ”ინტერპრესნიუსს” შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, საქმე სისხლის სამართლის კოდექსის 115-ე მუხლით აღიძრა, რაც თვითმკვლელობამდე მიყვანას გულისხმობს.

 gogita12    გავიხსენოთ "ბაზიერის" პირველი ტურნირი ❤
gogita12    გავიხსენოთ "ბაზიერის" პირველი ტურნირი ❤   
  


 
  
  
  
 
  
  
