ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » 2016 » აპრილი » 17 » გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - მტკვრის დონესთან დაკავშირებით არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს    

13:05:52
გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - მტკვრის დონესთან დაკავშირებით არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს
გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - მტკვრის დონესთან დაკავშირებით არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს
09:48 17-04-2016
 
გარემოს დაცვის მინისტრის პირველი მოადგილე - მტკვრის დონესთან დაკავშირებით არანაირი განგაშის საფუძველი არ არსებობს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თემურ მურღულიას განცხადებით, მტკვრის დონესთან დაკავშირებით არანაირი ემოციებისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს. 

როგორც ”ინტერპრესნიუსს” თემურ მურღულიამ განუცხადა, თურქეთის ტერიტორიაზე საქართველოს საზღვართან დაახლოებით, 15 კილომეტრში მდებარე ”ქაია ბეის ჰესი” წყალუხვობის დროს იმაზე მეტ წყალს ატარებს, ვიდრე ჩვეულებრივ ხდება.

”უბრალოდ წყალსიუხვეა მტკვარში და ახლად აშენებული ”ქაია ბეის ჰესის” დამბა წყალს ინტენსიურად უშვებს, მაგრამ არაკრიტიკულად. ეს არ არის დამბის გარღვევა. ეს არის ორი წლის წინ აშენებული, ძალიან თანამედროვე ჰესი. ამ ეტაპზე წარმოუდგენელია, რომ მას რაიმე პრობლემა შეექმნას. როგორც ვიცი, ახალციხეში არის მცდელობა, რომ საზოგადოება დააშინონ და პანიკა შექმნან, მას საფუძველი არ აქვს. რა თქმა უნდა, წყალმა მოიმატა, მაგრამ რომც არ ყოფილიყო ჰესი, ამ პერიოდში მტკვარს შემოსვლაზე წყალუხვობა მაინც შეეტყობოდა. ჩვენ ვართ კონტროლის 100%-იან რეჟიმში. ჩვენი სამსახური აკვირდება მტკვარს როგორც ადგილზე, ასევე მთლიანად თბილისამდე ყველა მონაკვეთზე, რადგან ფარავნიდანაც ცოტა უფრო გაზრდილია შემოდინება, მაგრამ ამ წუთას საგანგაშო ზღვრამდე დაახლოებით, 2-ჯერ ნაკლებია წყლის დონე გვაქვს. რაც იმას ნიშნავს, რომ არანაირი ემოციებისა და განგაშის საფუძველი არ არსებობს”, - განაცხადა მურღულიამ.

მისივე თქმით, ნებისმიერი ჰესი, როდესაც არის წყალსიუხვე, იმაზე მეტ წყალს ატარებს, ვიდრე ჩვეულებრივ, ანუ ფარები აქვს უფრო მეტად გახსნილი, რაც ჩვენთან წყლის ტიპურზე ოდნავ მეტ შემოდინებას იწვევს. მინისტრის მოადგილის თქმით, რადგან გაზაფხულია, ეს არის სეზონური.

როგორც მურღულიამ აღნიშნა, მან მოისმინა ინფორმაცია იმასთან დაკავშირებით, რომ თბილისში არის წყლის დონე აწეული, თუმცა მინისტრის მოადგილის განცხადებით, უწყებას პროცესზე სრული კონტროლი აქვს. 

”მინდა შევახსენო თბილისელებს, რომ დედაქალაქში მტკვრის დონეს ორთაჭალჰესი განსაზღვრავს და ის მტკვარი, რომელსაც ჩვენ ყოველდღე ვხედავთ, ორთაჭალაჰესის დამსახურებაა. ზოგადად, მტკვრის დონე თბილისში ძალიან დაბალია. ახლა თუ ცოტათი მომატებულია, ეს არის ისევ და ისევ ორთაჭალაჰესის რეჟიმის თემა და არ არის დამატებითი წყალშემოდინება, რომელიც თბილისს პრობლემას შეუქმნის. ამიტომ ყველას ვთხოვ, განსაკუთრებით იმ ადამიანებს, რომლებიც საზოგადოების ემოციებით მანიპულირებას ცდილობენ, რომ ნუ გავაკეთებთ ამას. ეს არ არის თემა, რომელზეც შეიძლება ჩვენს თანამოქალაქეებს უარყოფითი განცდები შევუქმნათ. ამ წუთას ჩვენ გვაქვს სრული კონტროლი პროცესზე. არაფერი ისეთი არ ხდება და არც ”ქაია ბეის ჰესი” არ აპირებს დანგრევას”, - განაცხადა მურღულიამ. 

მინისტრის მოადგილის განცხადებით, ის დღეს აპირებს, რომ სამცხეში პირადად ჩავიდეს და ადგილობრივ მოსახლეობას შეხვდეს. 
”ადგილობრივ მოსახელობაში ქმნიან ნეგატიურ ფონს და ვაპირებ, რომ ავუხსნა, რომ ეს ფონი დღეისთვის აბსოლუტურად უსაფუძვლოა”, - განაცხადა მურღულიამ. 


წყაროhttp://www.interpressnews.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1590 | დაამატა: Admin | ტეგები: პირველი, მტკვრის, დაკავშირებით, მინისტრის, მოადგილე, დაცვის, დონესთან, განგაშის, გარემოს, არანაირი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 mere   (17.04.2016 22:31:33) [მასალა]
23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Admin, Levani14

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика