ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » იანვარი » 23 » გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მტაცებელი ცხოველების პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე იმსჯელეს    

02:20:57
გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მტაცებელი ცხოველების პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე იმსჯელეს

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში მტაცებელი ცხოველების პრობლემის მოგვარების აუცილებლობაზე იმსჯელეს

დღეს გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტში გამართულ სამუშაო შეხვედრაზე მოქალაქე გიორგი ლაბაძის მიერ წარმოდგენილი საკანონმდებლო წინადადების თაობაზეიმსჯელეს, რომელიც მომრავლებულ მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებული პრობლემის მოგვარების მიზნით, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში ცვლილების შეტანას ითვალისწინებს.

როგორც გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველმა მოადგილემ ზაზა ხუციშვილმა აღნიშნა, პრობლემა რომ საყოველთაოა, ამას ბოლო დროის მონაცემებით, საქართველოში მტაცებელი ცხოველების მომრავლება და მოქალაქეებსა და შინაურ ცხოველებზე მათი მხრიდან თავდასხმების გახშირებული ფაქტებიც მეტყველებს. მგლების რაოდენობის ზრდას, 1995 წლიდან მათზე ნადირობის აკრძალვამაც შეუწყო ხელი. მისი თქმით, გარკვეული მცდელობების მიუხედავად, დღემდე ვერ მოხერხდა ისეთი რეგულაციების დაწესება, რომელიც ამ პრობლემას მოაგვარებდა. ზაზა ხუციშვილმა შეკრებილთ ევროპის ქვეყნებში არსებული მდგომარეობის და იქ დანერგილი პრაქტიკის შესახებ ინფორმაცია გააცნო და იმედი გამოთქვა, რომ საჭიროების შემთხვევაში მათი გამოყენება ჩვენთანაც გახდება შესაძლებელი.

მტაცებელი ცხოველების პრობლემას გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროშიც აღიარებენ და მიიჩნევენ, რომ პრობლემას სისტემურად უნდა მიუდგნენ.

როგორც სამინისტროს ბიომრავალფეროვნებისა და სატყეო დეპარტამენტის უფროსმა კარლო ამირგულაშვილმა განაცხადა, დღეს, ფაქტობრივად, ადგილი აქვს სეზონური პრობლემის ლოკალურად მოგვარებას, რითაც საკითხის მთლიანობაში გადაწყვეტა ვერ ხდება და საჭიროა საკითხისადმი კომპლექსური მიდგომა. მისი ინფორმაციით, მგლების თავდასხმის თაობაზე თითქმის ყველა მუნიციპალიტეტიდან ყოველ კვირას იღებენ წერილს და მგლების ამოღებაზე ნებართვებსაც გასცემენ, მაგრამ ეს დროში ერთობ გაჭიანურებული პროცესია და საჭიროა საკანონმდებლო ცვლილებების განხორციელება. მისივე თქმით, არის სხვა სერიოზული პრობლემებიც, რის გამო გახშირებულია მგლების თავდასხმებიც. მათ შორის, უშუალოდ სოფლის სიახლოვეს გაჩენილი ნაგავსაყრელები, ხშირ შემთხვევაში საძოვარზე უპატრონოდ გაშვებული პირუტყვი, სათანადოდ დაუცავი სადგომები. პრობლემის მოგვარებას ხელს პროფესიონალ მონადირეთა კადრების უქონლობაც უშლის ხელს. სამინისტროს წარმომადგენლის განცხადებით, ასევე ჩასატარებელია მოსახლეობის ცნობიერების ამაღლების კამპანიაც.

შეთანხმდნენ, რომ პარლამენტი და სამინისტრო პრობლემის დარეგულირების გზებზე შეჯერდებიან, რომლებიც კანონმდებლობაში აისახება.



წყაროhttp://www.ipress.ge/
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 2240 | დაამატა: Admin | ტეგები: კომიტეტში, ბუნებრივი, მოგვარების, და, დაცვისა, ცხოველების, მტაცებელი, რესურსების, გარემოს, პრობლემის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 mamuka36   (25.01.2017 16:12:59) [მასალა]
მივესალმები 10

0   Spam
1 tereos   (25.01.2017 15:22:19) [მასალა]
იქნებ მოხდეს სასწაული და დაუშვან მტაცებლების გამოხშირვა. 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 4
    სტუმარი: 4
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    VAXO-HUNTER

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика