ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2017 » იანვარი » 11 » ზაზა ხუციშვილი: მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით რეგულაცია საჭიროა    

01:32:00
ზაზა ხუციშვილი: მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით რეგულაცია საჭიროა
ზაზა ხუციშვილი: მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით რეგულაცია საჭიროა

 

პარლამენტის, გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის პირველი მოადგილე ზაზა ხუციშვილი „აიპრესთან“ აცხადებს, საქართველოს ბუნებაში დისბალანსია - ჩლიქოსანი ცხოველის რაოდენობას მტაცებელი ცხოველის რაოდენობა მნიშვნელოვნად აჭარბებს.

მისი თქმით, მტაცებელი ცხოველები ხშირად ადგილობრივ მოსახლეობას და მსხვილფეხა საქონელსაც ესხმიან თავს. შესაბამისად, დეპუტატი მიიჩნევს, რომ მტაცებელ ცხოველებთან დაკავშირებით გარკვეული რეგულაციების ამოქმედებაა საჭირო. 

„მტაცებელ ცხოველზე რეგულაციას მხარს ვუჭერ. დისბალანსი, რომელიც საქართველოში გვაქვს, სწორი არ არის. ხშირად ამბობენ, მტაცებელი არის ტყის სანიტარი, კი ბატონო, ეს მაშინ, როდესაც ათასობით ჩლიქოსანზე ერთი მტაცებელი მოდის, მაგრამ, როდესაც საქართველოში 300-მდე კეთილშობილი ირემი გვყავს და 2000-ზე მეტი მგელი, ვხვდებით რამხელა დისბალანსია. 

გარდა ადამიანებზე თავდასხმისა, უამრავი შემთხვევაა შინაურ პირუტყვზე თავდასხმის, უკანასკნელ მარჩენალ ძროხებს უჭამენ. სხვათაშორის, თბილისთან ძალიან ახლოს, წყნეთში, ახალდაბაში სეზონი არ გასულა, შინაურ ცხოველს არ დასხმოდნენ თავს. ეს იქიდან გამომდინარეობს, როდესაც დისბალანსია და ტყეში იმდენი საკვები აღარ არის, ბუნებრივია დამშეული მტაცებელი ცხოველი შინაურ ცხოველს უტევს, ამიტომ რეგულაცია საჭიროა“, - აღნიშნა ზაზა ხუციშვილმა. 

ცნობისთვის, პარლამენტში საკანონმდებლო წინადადება შევიდა. ინიციატორი ითხოვს, რომ „ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა კოდექსში“ ცვლილება შევიდეს, რომლის თანახმადაც, ნადირობის წესების დარღვევად არ ჩაითვლება ისეთი მტაცებელი ცხოველების მონადირება, რომელთა სიმრავლეც სერიოზულ საფრთხეს უქმნის ადამიანის სიცოცხლეს, ასევე სოფლის მეურნეობის წარმართვას და განვითარებას. საუბარია მგელზე და ტურაზე. 

ზაზა ხუციშვილის განცხადებით, პარლამენტი აღნიშნულ საკანონმდებლო წინადადებას აუცილებლად განიხილავს. 

„იქნება საკომიტეტო მოსმენა და ამ საკანონმდებლო წინადადებაზე აუცილებლად ვიმსჯელებთ. ნადირობის კანონი ცალკე შემოდის. მტაცებელ ცხოველზე რეგულაცია საჭიროა. საინტერესო იქნება სპეციალისტების მოსაზრება. ამას უნდა პროფესიონალი მონადირეების ჩართულობა“, - აცხადებს დეპუტატი.



წყაროhttp://www.ipress.ge/
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 2385 | დაამატა: Admin | ტეგები: საჭიროა, რეგულაცია, ცხოველებთან, ხუციშვილი:, დაკავშირებით, ზაზა, მტაცებელ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 11
0   Spam
11 m@muka   (20.01.2017 07:20:26) [მასალა]
უკაცრავად სმაილი შემეშალა

0   Spam
10 m@muka   (20.01.2017 07:19:05) [მასალა]
ამდენი წლის შემდეგ გავიგეთ დამაიმედებელი წინადადება, ეხლა დაახლოებით 7 - 8 წელიწადში გამოჩნდება ერთი ორი ზაზას თანამოაზრე და რამოდენიმე ათეული წლის შემდეგ ჩვენც გვეშველება ალბათ, ცარიელია ტყეები ერთი მგელი და ტურა დაწანწალობს და იმასაც ხოვერ მოსპობენ რაგაც ხოუნდა ,, იყოს" ტყეში. არმაინტერესებს ამ საკითხთან დაკავშირებით კანონს მიიღებენ თუ არა, აქამდეც ვნადირობდი მაგათზე და სამომავლოდაც ვინადირებ. 342

0   Spam
9 levani983   (18.01.2017 20:54:47) [მასალა]
10 10 10 166 166 166 166

0   Spam
8 zetxxx   (15.01.2017 19:56:01) [მასალა]
როგორც იქნა ერთმა მაინც წამოაყენა ეს საჭირბოროტო საკითხი. თუ მოხდება ამის გატანა და მტაცებლების რეგულაცია მერე ნახე კურდღლისა და სხვა ფრინველის გამრავლება 10 10 10 166 39 23_30_126

0   Spam
7 panati   (15.01.2017 11:21:30) [მასალა]
დააჩქარეთ ბატონო ზაზა. 166 166 39 39

0   Spam
6 Hunter77   (14.01.2017 19:31:25) [მასალა]
კიდევ კარგი რომ გამოჩნდა ერთი ჭკვიანი კაცი ამდენ უგონოებში....... მართალი ხართ ბატონო ზაზა გამოვხშიროთ მტაცებლები სანამ თანამდებობაზე ხართ თორემ შეგვჭამეს ამ ძალათ ცხოველთა დამDველებმა 166 166 166 166 166 166 10 10 10 10

0   Spam
5 nemso001   (13.01.2017 19:43:55) [მასალა]
10 10 166 10 10

0   Spam
4 nemso001   (13.01.2017 19:43:40) [მასალა]
კიდე კარგი გამოჩნდა ადამიანი როგორც იქნა რომელმაც რეალურად იაზროვნა.ყველა თანადგომას გიცხადებთ.პირადად ქ.ქუთაისში ჭაბუკიანის ქუჩაზე წლინახევრის წინ მეზობლის კაცს ოთარ ტყაბლაძეს თავს დაესხა ორი მგელი.მეზობლებმა ყვირილზე გამოსვლა მოასწრეს და ერთი მოკლეს და მეორე კი მიიმალა.ტელევიზიითაც გადაიცა ეს ამბავი.

0   Spam
3 vasiko1234   (13.01.2017 15:59:22) [მასალა]
10 10 10 39 რაც მალე გაკეტებტ მიტ უკეთესი

0   Spam
2 VAXO-HUNTER   (11.01.2017 12:06:18) [მასალა]
10

0   Spam
1 levani1980   (11.01.2017 07:57:43) [მასალა]
166 166 დიდხანს არ იფიქროთ 25

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика