ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ტყის ქათამზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4114
მტკვარზე თევზაობა   
Shamanპასუხების რაოდენობა: 55
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 200
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

მთავარი » 2013 » ოქტომბერი » 28 » რატომ არ გვიცავს "კოლექტიური როსტოსგან" თავად "დაუცველი" გარემოს სამინისტრო?    

13:36:21
რატომ არ გვიცავს "კოლექტიური როსტოსგან" თავად "დაუცველი" გარემოს სამინისტრო?
რატომ არ გვიცავს "კოლექტიური როსტოსგან" თავად "დაუცველი" გარემოს სამინისტრო?
რატომ არ გვიცავს "კოლექტიური როსტოსგან" თავად "დაუცველი" გარემოს სამინისტრო?
28-10-2013
ბრაკონიერები ტყის პირას შეგროვილ უმწეო ცხოველებს ყველა მხრიდან ფარნებს მიანათებენ და კაშკაშა სინათლით დაბრმავებულ კურდღლებს უმოწყალოდ ხოცავენ...

მონადირეები გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს ბრაკონიერების მიმართ გულგრილობაში ადანაშაულებენ. მათ ეშინიათ, რომ ტყეში საკვების გარეშე დარჩენილი მტაცებელი მალე მასობრივად შეესევა შინაურ პირუტყვს. 

"ბრაკონიერები ბარბაროსული მეთოდებით ანადგურებენ გარეულ ცხოველებსა და ფრინველებს. ამასთან, საკუთარი დანაშაულის ამსახველ ფოტოებს სოციალურ ქსელებში აქვეყნებენ. ეს კი იმაზე მეტყველებს, რომ ქართულ ტყეებში ჯუნგლის კანონით სამართალსა და ფაუნას ასამარებენ", - ამბობს მონადირე მალხაზ ფხაკაძე... რამდენიმე ხნის წინ სოციალურ ქსელში "ნანუკას შოუს" სამშვენისად წოდებულმა როსტომ სისხლიანი ფოტო გამოაქვეყნა. ღამით გადაღებულ კადრში ლევან როსტოშვილს ხელში ნანადირევი ტურა და მაჩვი უჭირავს და თავს იწონებს უკანონო ნადავლით, არადა, ნადირობის შესახებ კანონით, გარეულ ცხოველსა და ფრინველზე ღამით, ფარნების შუქზე ნადირობა იკრძალება.   

მალხაზ ფხაკაძე: - ქარიან ამინდში ხმაურით შეშინებული კურდღლები ტყიდან გარბიან. ბრაკონიერებიც ქარიან ღამეებს ელოდებიან, ტყის პირას შეგროვილ უმწეო ცხოველებს ყველა მხრიდან ფარნებს მიანათებენ და კაშკაშა სინათლით დაბრმავებულ კურდღლებს უმოწყალოდ ხოცავენ. ამავე მეთოდით ანადგურებენ ტყის ქათამს, რომელიც შუქის მინათებისას შეშდება. მწყრის გასანადგურებლად გამოიყენება იმიტატორი, ხმის სატყუარა (მანიკი). ფრინველები ხმას მისდევენ და ხაფანგში თავმოყრილებს "მონადირეები ხოცავენ." 

ღამით ნადირობისას უამრავი ფრინველის განადგურება ხელს უშლის არა მხოლოდ პოპულაციების გამრავლებას, შენარჩუნებასაც კი. ბარბაროსული მეთოდებით ცხოველებსა და ფრინველებზე გამრავლების პერიოდშიც ნადირობენ. ამან კატასტროფულად შეამცირა კურდღელი, რომელზეც არათუ ღამით, საერთოდ აკრძალულია ნადირობა. ვაკეებში ეს უმწეო არსება გადაშენების პირას მიიყვანეს. ტურები კი, რომლებიც ბაჭიებს ანადგურებენ, ტყეში საკვების უქონლობის გამო  მოსახლეობას უტევენ (ტურა ცოფის აქტიური მატარებელია, რაც საფრთხეს უქმნის მოსახლეობას). 
გარემოს დაცვის სამინისტრო რატომღაც არაფერს აკეთებს. 

რამდენჯერაც დასახმარებლად მივმართეთ, გვითხრეს, რომ ბრაკონიერებთან საბრძოლველად კანონპროექტი მუშავდება, ალბათ, ბრძოლას მაშინ დაიწყებენ, გადასარჩენი რომ აღარაფერი იქნება.   
ზვიად ზედაშიძე, მონადირე: - დაუყოვნებლივ უნდა აიკრძალოს ბრაკონიერობა. სასურველია, ორი წლის განმავლობაში ნადირობაზეც უარი ვთქვათ (გარდა მტაცებლების წინააღმდეგ ბრძოლისა), ან შემცირდეს ნადირობის ვადები და დასაშვები იყოს მხოლოდ სექტემბრის შუა რიცხვებიდან იანვრის მეორე ნახევრამდე. თუ მოვინდომებთ და სახელმწიფო ორგანოებიც გვერდით დაგვიდგებიან, ჩვენს შვილებსა და ქვეყანას გადავურჩენთ ბუნებას და არ დავემსგავსებით იმ ადამიანებს, რომელთაც "ტყე შეუნახე შვილებსა" გაჩეხილი, შინ შეშად მიტანილი ხეები ჰგონიათ.  

გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროში მონადირეების გულისტკივილის მიზეზს ადასტურებენ. 

ნელი კორკოტაძე, გარემოს დაცვითი ზედამხედველობის მთავარი ინსპექტორი: 
- ეს დეპარტამენტი რამდენიმე თვის წინ შეიქმნა, რეგიონული სამსახურებისთვისაც ახლახან დავასრულეთ კადრების შერჩევა. დაწესდება 24-საათიანი პატრულირება. განსაკუთრებით გავამახვილებთ ყურადღებას ცხელ ბრაკონიერულ ზონებზე. შევაფასებთ რისკზონებსაც, სადაც შეიძლება მომავალში წავაწყდეთ ბრაკონიერობის ფაქტებს. ამუშავდება ცხელი ხაზი. კანონშიც ბევრი რამ არის გასასწორებელი. ახლახან მივიღეთ გადაწყვეტილება, მანიკით მონადირეები დაისაჯონ. თუ ბრაკონიერს ეცოდინება, რომ არსებობს კანონის დარღვევის აღმკვეთი ეფექტური სამსახური, დანაშაულის ჩადენას ვეღარ გაბედავს. 

ჩვენ ლევან როსტოშვილთან დაკავშირება ვცადეთ, რომელმაც სატელეფონო ზარს არ უპასუხა. ვფიქრობთ,  მან არც კი იცის, რომ ღამით ნადირ-ფრინველზე ნადირობა იკრძალება... ამ ფოტოს კი, რომელიც ambebi.ge-ზე გამოქვეყნდა, ცხოველთა დამცველების მკაცრი პროტესტი მოჰყვა...


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: ბრაკონიერობა | ნანახია: 3736 | დაამატა: Admin | ტეგები: დაუცველი, რატომ, გვიცავს, როსტოსგან, თავად, brakonieroba, კოლექტიური, გარემოს, სამინისტრო?brakonieri, არ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 11
0   Spam
11 მიქავა999   (16.03.2015 04:01:49) [მასალა]
და 70 ტყის ქათამს რომელი კლავს ნეტა მაცოდინა 3 ან 4 რო მოკლა მადლობა უნდა თქვა მოინდომა 70 აქ

0   Spam
10 tedo99   (18.12.2013 23:48:15) [მასალა]
არაფერს აკეთებს გარემოს დაცვის სამინისტრო კარგი იკნება სასჯელად ციხე რამოდენიმე წლით ან პულადი ჯარიმები და ტოფის ტარების უფლების ან თავად თოპის ჩამორთმევა მერე მაინც გაჩერდებიან 48 48

0   Spam
9 @axalkaci@   (30.10.2013 11:08:31) [მასალა]
რომელ კულტურაზეა ლაპარაკი თოფის სწორად დაჭერა არ იციან მაგათ რაზე უნდა ელაპარაკო..

0   Spam
8 Leon1991   (29.10.2013 23:25:04) [მასალა]
მართლაც რომ სავალალო მდგომარეობაა უკვე... პროსტა ყველამ უნდა შევიგნოთ და ცოტა მომავალზეც ვიფიქროთ რა. ბრაკონიერობასაც გააჩნია მაგის დედა ვატირე, ადამიანს სისხლი ხომ არ უნდა გაეყინოს, იმ კაცს რა ვუთხარი და მის გაგებას, ერთ ღამეში 70 ქათამს რომ მოკლავს. მანოკებმა კიდევ ტვინი წაიღეს, ფაქტიურად ძაღლი აღარ გჭირდება, ფეხზე გხვდება მწყერი, გადაგვარდა ყველაფერი... მე ვერ ვხვდები რა ემუღამებათ ასეთი სტილით ნადირობისას, ან დენის აპარატით თევზაობისას...

0   Spam
7 doxe   (29.10.2013 22:01:52) [მასალა]
მე თუ მკითხავთ კანონი მარტო უბრალო ჩემნაირი ხალხისთვის არის, ხან წამალი არ მაქვს ხან ჟეველო და რავიცი რამდენი რამ მაკლია ხოლმე,თორე კანონზე ვინც გველაპარაკება თვითონ არღვევენ მე ძაან ბევრი მინახავს პოლიციელებიც მანოკით რომ ნადირობდნენ და 3,4 შვლებსაც რომ ხოცავდნენ მარა მე ხმას როგორ ამოვიღებდი ეს იყო სააკაშვილის დროს,თუ კანონი არის მაშინ ყველასთვის უნდა იყოს და არა ისე რომ, შენ თანამშრომელი იყო და ყველაფრის უფლება გქონდეს და სხვას არა 25

0   Spam
6 simoni   (29.10.2013 10:43:55) [მასალა]
აშკარათ როსტოს მიმართ აგორებული ამბავია, ესე ნებისმიერი ჩვენგანის ფოტო შეიძლება დადონ და ბრაკონიერი გვიჭოდონ. უნიჭო სტატია გამოუვიდა. მაგას ჯობია ტურა მელა რომ გამრავლდა ხელი შეგვიჭყოონ და შეამცირონ მათი რაოდენობა. ეგია ჩემი კომენტარი

0   Spam
5 dato75   (28.10.2013 23:03:36) [მასალა]
გამრავლდნენ ბრაკონიერები, ტყვილად ვზრდიტ ზაგლებს. ნადირობის კულტურა არააქვტ უკვე ხალხს.

0   Spam
4 WIWKAN@   (28.10.2013 20:37:40) [მასალა]
ამ ბიჯისგან რა გინდათ ტურა რომ მოკლა ხო ძაან კარგი და მაჩვს დღE რომელი დაიჭერთ აბა?

0   Spam
3 smekosmeko   (28.10.2013 17:49:50) [მასალა]
კიდევ ერთი რამ: არსებობს სანადირო მეურნეობები სადაც აამიანის გარდა ყველაფრი მოკვლა შეიძლება, ანუ იმას ვამბობ რომ ეგ როსტო შეიძლება მანდ იმყოფებოდეს რაც არაა კანონდარღვევა. მაშინ აიკრძალოს სანადირო მეურნეობები.

0   Spam
2 smekosmeko   (28.10.2013 17:36:12) [მასალა]
ზვიად ზედაშიძე ძალიან ცდება თუ გონია რომ 2 წლით ნადირობაზე უარის თქმით ბრაკონიერების აღსასრულს მოაწერს ხელს, რამეთუ ქართველი ხალხი "მონადირეები" არ შეეგუებიან ამ აზრს და ეგ 2 წლით აკრძალვა მხოლოდ იმაზე მეტყველებს რომ ბუნების დაცვის სამსახურს უმარტივეს გადაწყვეტილებას მივაღებინებთ რომ ფეხიფეხზე უფრო არხეინად გადაიდონ. არც არანაერი თარიღები უნდა შემცირდეს! ტვინი აქვთ მაგათ შემცირებული.

0   Spam
1 tyupi008   (28.10.2013 17:07:40) [მასალა]
მარტო მკაცრი პროტესტებით შედეგი არ იქნება, საქმეა საჭირო. ეს ყველაფერი ძალიან სწრაფად და სამართლის ნორმებში უნდა განხორციელდეს. კანონი ისეთი უნდა იყოს, რომლითაც პატიოსანი მონადირეები არ დაზარალდებიან და მათ უფლებებს იმედია ისე არ შეზღუდავენ, რომ ისინიც ბრაკონიერებად იქცნენ.
იმედი მაქვს,რომ მოყვება ყველა უმსგავსო საციელს ღეაგირება, მაგრამ ამ იმედის საფუძველი ნამდვილად არ მაქვს, რადგან შესაბამისი გარემოს დამცველი ორგანოები დუმილს ამჯობინებენ.

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    Admin, Levani14

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика