ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » მაისი » 7 » პარანორმალური კატები - უცნაური არსებები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს იცავენ    

14:51:28
პარანორმალური კატები - უცნაური არსებები, რომლებიც ადამიანების სიცოცხლეს იცავენ
ვცადოთ შევეხოთ კატების არსებობის იმ მხარეს, რომელიც შორსაა მეცნიერებისგან, მაგრამ ყოველთვის დიდ ინტერესს იწვევს. არსებობს მრავალი ცრურწმენა: 9 სიცოცხლე, მკურნალობის უნარი, სხვა სამყაროს შეგრძნება, გარდასახვა, წინასწარმეტყველება...

ყველაფერი ეს მათგან მოდის, ფუმფულა და ალერსიანი არსებებისგან, რომლებიც ათასწლეულების მანძილზე ჩვენთან ერთად არიან, მაგრამ მათზე ცოტა რამ თუ ვიცით.

დიდ ბრიტანეთში მცხოვრები ნათან კუპერი ბავშვობიდან ეპილეფსიით დაავადებულია. ბოლო დროს შეტევები კვირაში ერთხელ აქვს, მაგრამ ზუსტად როდის - არავინ იცის, გარდა კატისა, სახელად ლილი. მას რამოდენიმე წუთის სიზუსტით შეუძლია იწინასწარმეტყველოს, თუ როდის ეწყება მის 21 წლის პატრონს კონვულსიები.

"ჩვეულებრივ, ის ჩუმი და მშვიდია, მაგრამ იგრძნობს თუ არა, რომ ნათანს მალე შეტევა დაეწყება, იწყებს სირბილს კიბეზე და მთელი ხმით კნავის", - ჰყვება ნათანის დედა, მისის კუპერი. "კატა გრძნობს მომავალ შეტევას, ეს კი იმას ნიშნავს, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაფრთხილოთ ნათანი და დაცემის დროს ის არც იატაკზე დავარდება მტკივნეულად, არც ავეჯს დაეჯახება".



სიყვარულისა და მიჩვევის გარდა, ადამიანებსა და კატებს აქვთ სხვა, უფრო იდუმალი და ღრმა კავშირი.

კატები, რომლებიც თავისებურ ტელეპატიურ კავშირში არიან ადამიანებთან, ინფორმაციის მისაღებად იყენებენ, ასე ვთქვათ, მეექვსე გრძნობას. ისინი ყველანაირად ცდილობენ ჩვენთვის საფრთხის შემთხვევაში ინფორმაციის გადმოცემას.

საკმაო საბუთი არსებობს იმისა, რომ შინაურმა კატებმა ზუსტად იციან, თუ როდის ბრუნდება სახლში ოჯახის რომელიმე წევრი. ხანდახან მისი გამოჩენა არც არის მოსალოდნელი, მაგრამ კატები აფორიაქებულები დადიან კართან და აშკარად გამოხატავენ, რომ ვიღაცას ელოდებიან. 

ერთხელ, ბაღში მუშაობისას ქეროლ ფაულერმა ლურსმნით ღრმა ჭრილობა მიიღო. ორი ნაბიჯის გადადგმის შემდეგ ქალი მიწაზე უგონოდ დაეცა. ამ დროს მისი კატა ტაბი სახლში ქეროლის 10 წლის შვილიშვილთან ერთად თამაშობდა და არ შეეძლო დაენახა ის, რაც კედლის იქით ხდებოდა, თუმცა, დაახლოებით იმ მომენტში, როდესაც ქალს გული წაუვიდა, კატა უეცრად ადგილზე შეხტა, შემდეგ კი მიირბინა ჩაკეტილ კართან და კარზე ფხაჭუნი დაიწყო. ის გარეთ გაშვებას ითხოვდა.
Zooclub

ბიჭმა კატა გაუშვა. მან არ იცოდა, რა ხდებოდა, ამიტომ გააგრძელა თამაში, ტაბი კი მაშინვე ბაღში გაიქცა, პატრონის გულზე დაჯდა და სახე აულოკა. ის ალბათ მიხვდა, რომ ასე ვერ მოიყვანდა ქეროლს გონზე. მაშინ კატა ღობეს გადაახტა და მეზობლის სახლის კარზე დაიწყო ფხაჭუნი.
როგორც კი მეზობლებმა კარი გააღეს, კატა ოთახში შევიდა, ტელეფონთან დაჯდა და ხმამაღალი კნავილი მორთო.

"შეიძლება მისის ფაულერს მოუვიდა რამე!" - გადახედეს ერთმანეთს მეზობლებმა. მათ ყოველი შემთხვევისთვის სასწრაფო დახმარებას გამოუძახეს. საავადმყოფოში მისის ფაულერმა გაიგო, თუ ვინ გადაარჩინა მისი სიცოცხლე.
კემბრიჯის უნივერსიტეტის პროფესორი, რუპერტ შელდრეიკი ადამიანისა და კატის ტელეპატიურ კავშირს, მათ შორის ე.წ. "მორფოგენეტიკური ველის" არსებობით ხსნის, რომელიც ურთიერთგაგებასა და ტელეპატიურ კავშირს უზრუნველყოფს.

იმისათვის, რომ დარწმუნდნენ ოთხფეხა ბინადრებთან ტელეპატიური კავშირის არსებობაში, მეცნიერები მათ პატრონებს სახლის პირობებში შემდეგი ექსპერიმენტის ჩატარებას სთავაზობენ:

15-20 წუთის განმავლობაში წარმოიდგინეთ, რომ თქვენი ოთახის კუთხეში გაუნძრევლად ზის ძაღლი. კატა, რომელიც აქამდე მშვიდად კრუტუნებდა თქვენს კალთაში თანდათან იგრძნობს თქვენს მიერ წარმოსახულ ცხოველს და ეს აუცილებლად შეეტყობა მას შემდგომ ქცევაში...


წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: ცხოველები და ფრინველები | ნანახია: 2090 | დაამატა: Falconry | ტეგები: რომლებიც, არსებები, სიცოცხლეს, პარანორმალური, იცავენ, უცნაური, ადამიანების, კატები | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 ttg   (22.12.2016 09:16:12) [მასალა]
ტიბეტის მონასტრებში საგანძურებს იცავენ სიამის შავი ფერის კატები. მცველი ლამები ამბობენ, რომ ძაღლებს ხორცით ან გემრიელი რამით შეიჩვევ, მაგრამ გაწვრთნილ კატას ვერა. საგანძურში შესულ ქურდს ათეულობით კატა მომენტალურად გლეჯს.

0   Spam
2 tyupi007   (07.05.2015 23:56:14) [მასალა]
საინტერესოა 10 კატა როცა მეყოლება ჩავატარებ ამ ექსპერიმენტს მარა 15-20 წუთის განმავლობაში ძაღლზე ვიფიქრო და კატას ვეფერებოდე კალთაშიიი 069

0   Spam
3 Falconry   (08.05.2015 13:50:35) [მასალა]
გაგვაგებინე პასუხი 069 069 069 069 069 069 069 069 069

0  
1 akson777   (07.05.2015 20:22:00) [მასალა]
10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика