მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [153]
საიტის ამბები [80]
ბაზიერი [29]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [478]
უცხოეთის ამბები [328]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [112]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [359]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
შეკითხვები მტაცებელ ფრ...   
Dolu20პასუხების რაოდენობა: 574
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 263
ტყის ქათამზე ნადირობა   
chogiaპასუხების რაოდენობა: 4109
მწყერზე ნადირობა   
vanoarchiპასუხების რაოდენობა: 4145
პნევმატური იარაღები   
malxazikhimshiashviliპასუხების რაოდენობა: 1650
სანადირო სეზონის გახსნ...   
dhპასუხების რაოდენობა: 131

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ივლისი » 24 » "ძაღლი, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა, ბავშვების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - ამაზრზენი ფაქტი მანგლისში    

03:25:36
"ძაღლი, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა, ბავშვების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - ამაზრზენი ფაქტი მანგლისში
"ძაღლი, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა, ბავშვების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - ამაზრზენი ფაქტი მანგლისში
"ძაღლი, რომელსაც 11 ლეკვი ყავდა, ბავშვების თვალწინ გამოასალმეს სიცოცხლეს" - ამაზრზენი ფაქტი მანგლისში
23-07-2014
"ძაღლი სარდაფიდან გამოვარდა, კისერში იყო დაჭრილი, საბრალო აქეთ-იქით ეხეთქებოდა და გზადაგზა სისხლის გუბეს აყენებდა, მერე მეზობელ ეზოში შევარდა და იქ ბავშვების თვალწინ დალია სული."

"ლომინაშვილმა ლეკვები გამოგვგლიჯა, სადღაც წაათრია, მოკლული ძაღლი კი ხევში გადააგდო"


საქართველოს ცხოველთა დაცვის ასოციაციის განცხადებით, 14 ივლისს მანგლისში შემაძრწუნებელი ფაქტი მოხდა - ვალერი ლომინაშვილმა ცეცხლსასროლი იარაღით მოკლა ძაღლი, ძუ, რომელსაც 11 ჯერ კიდევ თვალებაუხელელი ლეკვი ჰყავდა. ორგანიზაციის თავმჯდომარის, ვახტანგ მამალაძის თქმით, ამაზრზენი მკვლელობა 8 წლის გოგონას თვალწინ მოხდა. ფაქტის შესახებ პოლიციას აცნობეს, თუმცა, როგორც მამალაძე და ტრაგედიის თვითმხილველი ინგა ცუცქირიძე აცხადებენ,გამომძიებელი გიორგი გაბრიჩიძე ცდილობს, ფაქტი მიჩქმალოს და სისხლის სამართლის კოდექსის 259-ე მუხლის მიხედვით საქმე არ აღძრას. ცხოველთა დაცვის ასოციაცია შს მინისტრისადმი სპეციალურ მიმართვაზე ხელმოწერებს აგროვებს და დანაშაულის ფაქტზე მკაცრ რეაგირებას მოითხოვს. 

ვახტანგ მამალაძე მიიჩნევს, რომ 259-ე მუხლი საზოგადოების პასიურობის გამო მკვდარია. "მუხლი რომელიც ჩვენს ქვეყანაში, წესით, ცხოველთა უფლებებს უნდა იცავდეს, არ მოქმედებს. ამიტომ მოგიწოდებთ ყველას, როდესაც შეესწრებით ცხოველის უფლებების ხელყოფას, გამოიძახეთ პატრული. შესაბამისად, ჩვენი აქტიურობით ეს მუხლიც გააქტიურდება".

ინგა ცუცქირიძე შვილებთან ერთად მანგლისში სააგარაკოდ ჩავიდა: 

- იმ ეზოში, სადაც ჩვენ ვცხოვრობდით, ცხოვრობდა ძაღლი, რომელმაც სარდაფში 11 ლეკვი დაყარა. სახლის პატრონი სამი დღე იმუქრებოდა, უნდა დავხოცოო.შეშფოთებულმა ვთხოვე, ნუ დახოცავთ, დარეკეთ შესაბამის სამსახურში და წაიყვანენ თავის ლეკვებიანად. ძაღლს რომ მოკლავთ, ხომ პატარებიც დაიღუპებიან-მეთქი. ნასვამი იყო და ჯიუტად იმეორებდა, უნდა მოვკლაო. ამ ამბიდან ოთხი დღე გავიდა, თითქმის მიმავიწყდა ეს ამბავი, რომ გათენებისას გასროლის ხმა გავიგონე.შეშინებული გარეთ გამოვვარდი, ჩემი გოგონა აივანზე გაქვავებული იდგა, ეზოში კი სახლის პატრონი და კიდევ ერთი კაცი შევნიშნე. სახლის პატრონს ხელში იარაღი ეჭირა, მეორე კი ასწავლიდა, როგორ გამოეყენებინა იარაღი. ძაღლი სარდაფიდან გამოვარდა, კისერში იყო დაჭრილი, საბრალო აქეთ-იქით ეხეთქებოდა და გზადაგზა სისხლის გუბეს აყენებდა, მერე მეზობელ ეზოში შევარდა და იქ ბავშვების თვალწინ დალია სული. სანახაობით შეშინებულმა ბავშვებმა კივილი ატეხეს. მოგვიანებით ლეკვები გამოვიყვანეთ, რძე დავალევინეთ, მაგრამ მოვარდა ის კაცი, ლეკვები გამოგვგლიჯა, სადღაც წაათრია, მოკლული ძაღლი კი ხევში გადააგდო. ასეთი საშინელება არასოდეს მინახავს. 

- ვისი იყო ეს ძაღლი, იმ კაცის?
- ამბობენ, ძაღლი მეზობლის მდგმურმა დატოვა და ამ სარდაფში დაიბუდაო. არავის აწუხებდა და თუნდაც შეეწუხებინა, ხომ ვთხოვეთ, რომ შეიძლებოდა შესაბამის სამსახურებს წაეყვანათ თავის ლეკვებიანად? ჩვენც არ გვაცალა ამის გაკეთება. როგორც გავიგე, ის იარაღი სხვისი ყოფილა. იქ როგორღა დავრჩებოდით, რაც იქ ვნახეთ, ვერასოდეს დავივიწყებთ, იქ რა გაგვაჩერებდა, იმ კაცის გვერდით როგორ შეიძლებოდა ყოფნა? როგორც ის მოიქცა, ასე მხოლოდ არაადამიანი შეიძლება მოიქცეს. გაოგნებული ვარ, რატომ უნდა გწყუროდეს ძაღლის სისხლი და 11 უმწეო ლეკვის ტანჯვით სიკვდილი? 

- პოლიციას რა რეაგირება ჰქონდა?
- ეს დანაშაულად არც ჩათვალეს. იმ არაკაცს იცნობენ. პოლიციაში როგორც კი ვთქვი, იმ სახლში ერთი წუთითაც არ გავჩერდები-მეთქი, სანამ პოლიციიდან სახლამდე მივედი, იმ არაადამიანს პოლიციელის თანდასწრებით ჩემი ნივთები გარეთ გამოეყარა. თანხის დაბრუნება რომ მოვითხოვე, სასაცილოდ არ ეყოთ. პოლიციას რომ მივმართე, თბილისში შემომითვალეს, მანგლისში ჩამოდით და აქ ვილაპარაკოთო. რამდენჯერ უნდა დამკითხონ, ყოველდღე მანგლისში უნდა ვიარო? 

მაშინ ისეთი შეძრწუნებული ვიყავი ვწუხვარ, რომ მოკლული ძაღლი არ გადავიღე ან ლეკვები დამეფიქსირებინა კადრში. წარმოიდგინეთ ჩემს ადგილას თქვენი თავი, შვილებთან, თანაც ჩვილთან ერთად მიდიხარ დასასვენებლად და ხედავ, როგორ დაშლიგინობს თოფიანი კაცი და სისხლიან სანახაობას უწყობს ბავშვებს.რომ არ გავგიჟდი, ესეც მიკვირს. პოლიციაში სულ დეტალურად აღვწერე ყველაფერი, მაგრამ შედეგი არ ჩანს".

ეკა ლომიძე (სპეციალურად საიტისთვის)


წყაროhttp://www.ambebi.ge/
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 2619 | დაამატა: Admin | ტეგები: რომელსაც, 11, ბავშვების, ყავდა, თვალწინ, გამოასალმეს, ამაზრზენი, ლეკვი, სიცოცხლეს, ძაღლი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 5
0   Spam
5 daviti911   (31.05.2015 21:47:48) [მასალა]
რას აგარ გაიგონებ კაცი 88e73

0   Spam
4 ტორა   (31.05.2015 17:28:37) [მასალა]
არ შეიძლება !! არა!!!!! 25 25

0   Spam
3 tyupi007   (21.10.2014 21:13:58) [მასალა]
კაცი აღარ ქვია მაგას. მაგათი......
თვითონ არიან მოსაკლავები 48

0   Spam
2 nanohunt2000   (21.10.2014 16:25:16) [მასალა]
02 02 25

0   Spam
1 marsi   (27.07.2014 00:30:54) [მასალა]
მიმიფურთხებია ყველა მასეთი კაცისთვის

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 13
    სტუმარი: 13
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    chogia

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика