ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2021 » თებერვალი » 24 » რომელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს თევზის სახეობები, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია    

16:42:20
რომელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს თევზის სახეობები, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია
რომელ ვიტამინებსა და მინერალებს შეიცავს თევზის სახეობები, რომლებიც საქართველოში ყველაზე პოპულარულია

მინერალებისა და ვიტამინების საბადოა, ორგანიზმიდან დევნის ცუდ ქოლესტერინს, აქვეითებს ტრიგლიცერიდისა და არტერიული წნევის მაჩვენებელს, ებრძვის დეპრესიას, ანთების საწინააღმდეგი ეფექტი გააჩნია – ეს თევზია, პროდუქტი, რომლის სარგებლიანობაზეც ყველა თანხმდება. თევზი მაღალი კვებითი ღირებულების სასურსათო პროდუქტია, რომელიც ცილების, ცხიმების, ნახშირწყლების, ვიტამინების, მინერალური ნივთიერებებისა და წყლის განსაკუთრებით დაბალანსებული შემცველობით ხასიათდება. სწორედ ამიტომ ის ორგანიზმისთვის შეუცვლელი პროდუქტია და მისი მინერალური შემადგენლობა ხელს უწყობს ადამიანის აქტიურ, გონებრივ და ფიზიკურ მუშაობას. 


ამ ყველაფრის მიუხედავად საქართველოში თევზის კულტურა სათანადო დონეზე არ არის დამკვიდრებული და მას კვების რაციონის განუყოფელ ნაწილად არ მიიჩნევენ. განვითარებულ ქვეყნებში თევზის მირთმევის ტრადიცია უფრო გავრცელებულია და ეს მეტად სასარგებლო პროდუქტი ისევე აუცილებელია, როგორც ხორცი.


საქართველოში თევზის კულტურის დამკვიდრებას ხელს უწყობს „ნიკორას“ შვილობილი კომპანია „ოკეანე“, რომელიც თევზის წარმოების ერთ–ერთი ორგანიზებული საწარმოა ქვეყანაში და   2003 წლიდან მომხმარებელს უმაღლესი ხარისხის თევზს სთავაზობს.  დღეს, „ოკეანეს“ ტექნოლოგი  ვლადიმერ ლოგვილენკო  თევზის იმ სახეობების სარგებლიანობაზე გვესაუბრება,   რომელიც გავრცელებულია საქართველოში და მომხმარებელშიც პოპულარობით სარგებლობს. 

 

 

ორაგული (სიომგა) – ორაგული მრავლად შეიცავს უჯერ ცხიმოვან მჟავებს, რომლებიც ორგანიზმზე პოზიტიურ გავლენას ახდენს. ეს თევზი მდიდარია ფოსფორითა და კალიუმით. მასში ბევრია მაგნიუმი, ქლორი, კალციუმი, რკინა, თუთია, ნიკელი, მოლიბდენი, A, B1, B2, C, E D და PP ვიტამინები. ორაგული განსაკუთრებით რეკომენდებულია ბავშვებისა და მოხუცებისთვის. თუმცა თევზის სისტემატიური მირთმევა ნებისმიერ ასაკში აუცილებელია. კვირაში 1-2ჯერ ორაგულის ჭამის შედეგად გაგიუმჯობესდებათ სისხლის მიმოქცევა და კუჭ-ნაწლავის მოქმედება. იგი ხელს უწყობს ღვიძლის ფუნქციონირებას. ანელებს დაბერების პროცესს და მნიშვნელოვნად უწყობს ხელს გუნება–განწყობის გაუმჯობესებას. 


ორაგულის შეძენისას აუცილებელია გარკვიოთ მისი წარმომავლობა და ხარისხი. მაქსიმალური სარგებლის მიღება თუ გსურთ, უნდა მიირთვათ ორაგული, რომელიც ბუნებრივი საკვებით არის გაზრდილი და ტრანსპორტირებისა თუ რეალიზაციის დროს საჭირო სტანდარტები კარგად არის დაცული. სწორედ ეს უზრუნველყოფს ვიტამინების შენარჩუნებას. ბაზარზე სხვადასხვა ქვეყნიდან შემოტანილი ორაგულია ხელმისაწვდომი, თუმცა ყველაზე სასარგებლო ნორვეგიული ორაგულია.
 

 

ქაშაყი – თევზის ეს სახეობა განსაკუთრებით მდიდარია B12 ვიტამინით, ასევე დიდი რაოდენობით შეიცავს D ვიტამინსა და ფოსფორს. სხვა ცხიმიანი თევზების მსგავსად, ქაშაყი  ომეგა 3–ის საუკეთესო წყაროა. ქაშაყის მომზადება ბევრნაირად შეიძლება. ქართულ ბაზარზე ხელმისაწვდომია ქაშაყი სხვადასხვა ფორმით, მაგალითად, შეიძლება შეიძინოთ ქაშაყის ფილე პიკანტურად, სხვადასხვა მწვანილითა და სუნელით.


ძალიან პოპულარულია ქაშაყი პრესერვებში. „ოკეანის“ ქაშაყის პრესერვების დამზადება სტერილიზაციისა და პასტერიზაციის გარეშე დაბალ ტემპერატურაზე ხდება, რაც პროდუქტში უზრუნველყოფს ცოცხალი თევზისთვის დამახასიათებელ ყველა სასარგებლო თვისების, მინერალებისა თუ მიკროელემენტების შენარჩუნებას. 
 

 

კალმახი – კალმახი ტბების მობინადრე თევზია. ის დაბალკალორიულია და ამავდროულად ძალიან მდიდარია პროტეინებით, რაც მას ორმაგად სასარგებლოს ხდის. კალმახი მაღალი კვებითი ღირებულებებით ხელს უწყობს ადამიანის ძვლოვანი ქსოვილის ფორმირებასა და ნორმალურ ზრდა-განვითარებას. B და D ვიტამინების მაღალ შემცველობასთან ერთად, დიდი რაოდენობით იოდსაც შეიცავს.  მეტი სარგებლის მისაღებად, უმჯობესია გაუყინავი კალმახი მიირთვათ მოხარშულ ბოსტნეულთან ერთად.

 

 

ქარსალა (კილკა) - ქარსალას სასარგებლო თვისებების შესახებ ცოტამ თუ იცის. მის შემადგენლობაში ორგანიზმის სწორად განვითარებისთვის საჭირო ყველა მინერალი, ვიტამინი და მიკროელემენტი შედის.


ქარსალა  შეიცავს: ნატრიუმს, კალიუმს, ფოსფორს, მაგნიუმს, კალცს, რკინას, ვიტამინებს B1 და B2, ასევე D ვიტამინებს. რეკომენდებულია ქარსალას მთლიანად ჭამა, რადგან თითოეული ჩამოთვლილი სასარგებლო ნივთიერებას შეიცავს, როგორც თავად თევზის ხორცი, ისე ხერხემალი, კუდი და კანი. ქარსალას ხშირად შებოლილს მიირთმევენ, თუმცა უმჯობესია მიიღოთ დამარილებული ან ცოცხალი სახით. თევზის ამ სახეობით მრავალფეროვანი კერძები მზადდება და შეგიძლიათ ის ყოველდღიურადაც კი მიირთვათ.


თევზთან ერთად სასურველია, რეგულარულად მიირთვათ ხიზილალაც, რომელიც D ვიტამინის ნამდვილი საბადოა. მნიშვნელოვანია, თევზი მიირთვათ კვირაში ორჯერ, მინიმუმ ერთხელ მაინც. თევზის მომზადების მეთოდები იმდენივეა, რამდენიც თევზის სახეობა. უმჯობესია, თევზი მოხარშოთ, გრილზე შეწვათ ან ღუმელში მოამზადოთ. ეს მომზადების ყველაზე მარტივი ხერხია და ამ შემთხვევაში  მასში სასარგებლო ნივთიერებებიც  ნარჩუნდება.  შემწვარი თევზი კარგია, თუმცა მას ნაკლები სარგებელი მოაქვს. 



წყაროhttps://gemrielia.ge/article/detail/2154/
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 1797 | დაამატა: Admin | ტეგები: და, პოპულარულია, მინერალებს, რომელ, საქართველოში, სახეობები, ყველაზე, ვიტამინებსა, რომლებიც, თევზის, შეიცავს | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 gocha66   (11.08.2021 16:53:12) [მასალა]
10 10 10 166 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика