ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2021 » ნოემბერი » 8 » ვეშაპებსა და დელფინებს გადაშენება ემუქრებათ    

15:30:37
ვეშაპებსა და დელფინებს გადაშენება ემუქრებათ

 

350-ზე მეტი მეცნიერი და ბუნების დამცველი მსოფლიოს 40 ქვეყნიდან ხელს აწერს ღია წერილს და საზოგადოებას ვეშაპებისა და დელფინების დაცვისკენ მოუწოდებს, რადგან ზღვის ამ ძუძუმწოვრებს კლიმატის ცვლილებები და ადამიანის საქმიანობით მიყენებული ზიანი გადაშენებით ემუქრება – ამის შესახებ „ბიბისი“ წერს.

მეცნიერების თქმით, ვეშაპები და დელფინები შესაძლოა უახლოეს ათწლეულებში გადაშენდნენ. მიზეზი ზღვებისა და ოკეანეების დაბინძურებაა, რაც ადამიანების საქმიანობითაა გამოწვეული.

ლოზუნგი – „გადაარჩინე ვეშაპები“ პოპულარული იყო გასული საუკუნის 70-80-იან წლებში და ვეშაპების მოკვლის წინააღმდეგ იყო მიმართული. იქედან მოყოლებული ვეშაპების პოპულაცია გაიზარდა, თუმცა ახლა ჩნდება ახალი გარემოებები: ოკეანეების დაბინძურება – განსაკუთრებით პლასტმასით, ვეშაპების საცხოვრებელი გარემოს გაქრობა, კლიმატის ცვლილება და ასევე, სავაჭრო გემებთან ვეშაპების შეჯახება.

არანაკლები საფრთხეა თევზჭერა, ბადეებში ყოველწლიურად 300 ათასამდე ზღვის ძუძუმწოვარი ხვდება. ბადეში გახვეული ვეშაპები და დელფინები ვერ ახერხებენ წყლის ზედაპირზე ასვლას ჟანგბადის მისაღებად და ტანჯვით იღუპებიან. ზოგიერთი მათგანი ახერხებს ბადისგან თავის დაღწევას, თუმცა მძიმე ჭრილობებითა და სხეულის დაზიანებით.

განსაკუთრებული საფრთხის წინაშე აღმოჩნდა ჩრდილოეთის ვეშაპი – Eubalaena glacialis, ამ სახეობის მხოლოდ რამდენიმე ეგზემპლარია გადარჩენილი. 

ღია წერილის ავტორები აცხადებენ, რომ ამ ცხოველების პოპულაციის მკვეთრი შემცირების შეჩერება შესაძლებელი იქნებოდა, პოლიტიკოსებს რომ მათ გადასარჩენად შემუშავებული ღონისძიებების გატარებისთვის დაეჭირათ მხარი.

__________________

მომზადებულია BBC-ზე დაყრდნობით.



წყაროhttps://batumelebi.netgazeti.ge/
კატეგორია: დედამიწა | ნანახია: 487 | დაამატა: Admin | ტეგები: გადაშენება, ემუქრებათ, დელფინებს, და, ვეშაპებსა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 8
    სტუმარი: 8
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика