ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ოქტომბერი » 11 » საკვები პროდუქტი ძაღლისთვის    

23:07:39
საკვები პროდუქტი ძაღლისთვის
 
რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელიც ძაღლისთვის საზიანოა










რამდენიმე საკვები პროდუქტი, რომელიც ძაღლისთვის საზიანოა:
 
ჩვენს საყვარელ ბინადრებს, განსაკუთრებით მოსწონთ, ის რასაც ადამიანი მიირთმევს, რადგან შინაური ცხოველები, ყოველთვის ინტერესდებიან რითი იკვებება მისი პატრონი. ძაღლებს განსაკუთრებულად მოსწონთ ტკბილეული, რაც მათთვის საზიანოა. არიან ძაღლები, რომლებიც თითქმის ყველაფერს ჭამენ.

ადამიანისთვის განკუთვნილი საკვები, რომელიც შესაძლოა, საზიანო იყოს თქვენი ძაღლისთვის:

შოკოლადი: ალბათ გაგონილიც გექნებათ, რომ ძაღლისთვის შოკოლადი არასასურველი პროდუქტია და ეს სიმართლეა. შოკოლადი შეიცავს კოფეინ-სიმულატორს. ამ გემრიელი საკვების მიღებისას, ძაღლს შესაძლოა, დაეწყოს გულისრევა, დიარეა, გულის აჩქარება და ა.შ.

Zooclub

ყურძენი და ქიშმიში: იმ დროს როდესაც ეს პროდუქტი ადამიანისთვის სასარგებლოა, ამ საკვებმა ძაღლის ორგანიზმში შესაძლოა, გამოიწვიოს ტოქსიკოზი და განუვითარდეს თირკმელების უკმარისობა.

Zooclub

ხახვი: ამ პროდუქტმა შეიძლება, პრობლემები შეუქმნას თქვენს ოთხფეხა ბინადარს, მის ორგანიზმში ერითროციტების მომატებით.

Zooclub

ავოკადო: ეს მცენარე საზიანოა თქვენი ოთხფეხა ბინადარისთვის. ცხოველს შესაძლოა, მუცელი ასტკივდეს და სუნთქვის უკმარისობა განუვითარდეს.

Zooclub


ალკოჰოლი: ალკოჰოლის მძაფრი სუნიც კი, გარკვეულ  ზიანს აყენებს თქვენს ოთხფეხა ბინადარს. ეს სასმელი, ფაქტობრივად, საწამლავია ძაღლებისთვის.

Zooclub

ეს ნაწილია იმ საკვებისა, რაც თქვენი ცხოველისთვის საზიანოა. გაითვალიწინეთ, რომ ძაღლი არ არის ადამიანი. მისთვის არა ერთი საკვებია სასარგებლო, რასაც ადამიანი მიირთმევს. თუმცა, როდესაც თქვენს ოთხფეხა ბინადარს სუფრიდან რამეს მიაწოდებდეთ, დაფიქრდით. ეს ნამდვილად ის საკვებია, რაც მისთვის ნებადართულია?

ასევე იხილეთ:
10 შეცდომა ძაღლის კვებისას.
სწორი კვება - ჯანმრთლობაა. გთავაზობთ 10 შეცდომას, რომელიც შეიძლება დავუშვათ ძაღლის კვებისას ანუ რა არ უნდა ვაჭამოთ ძაღლს.
ძაღლის პატრონებს ხშირად წარმოდგენაც არ აქვთ, რამხელა ვნება მოაქვთ თქვენი ბინადარისთვის არასწორი კვებით.
ეხლა მოგიყვებით ყველაზე გავრცელებულ შეცდომაზე.

1. ცხელი ან ცივი პროდუქტებით კვება. ზედმეტად ცხელმა და ზემეტად ცივმა საკვებმა შეიძლება ადვილად ავნოს საკვების მომნელებელ სისტემას, გამოიწვიოს ტკივილი ან უფრო სერიოზული პრობლემები შექმნას.

2. კვება ყველაფრით, რაც ხელში მოგხვდებათ (პირდაპირ მაგიდიდან). კვება მაგიდიდან ძაღლის ორგანიზმის ნივთიერებათა ცვლას არღვევს, საჭმლის მომნელებელ სისტემას აზიანებს და ასეთი კვების მერე ძაღლი მისთვის სასარგებლო საჭმელზე უარს ამბობს.

3. ძვლებით კვება. ძვლებით კვებას მივყავართ კუჭის შეკრულობამდე, ნაწლავის გახვრეტამდე და სხვა სერიოზულ პრობლემებამდე. თუ თქვენ არ ხართ დარწმუნებული, რომ ძაღლი არ შეჭამს ძვალს _ მაშინ სჯობს არ მისცეთ ასეთი საკვები.

4. ნატურალური კვება + მშრალი საკვები. არავითარ შემხვევაში არ აურიოთ მშრალი კვება და ნატურალური კვება, იმის გამო, რომ კვების ყოველ ტიპზე სხვადასხვა ტიპის საჭლის მომნელებელი სისტემა აგებს პასუხს. გარდა ამისა, მშრალი კვება ორგანიზმისგან მეტ წყალს მოითხოვს იმ დროს, როდესაც ნატურალური კვება წყალს უკვე შეიცავს. ამგვარად, ცხოველის ორგანიზმი ასე ვთქვათ, ტყუვდება და ვერ იღებს საჭირო რაოდენობის სითხეს.

5. კვება უხარისხო პროდუქტებით. ასეთმა კვებამ შეიძლება გამოიწვიოს მოწამვლა, ასევე პრობელემები საჭმლის მომნელებელ სისტემაში, ან უფრო სერიოზული პრობლემები.

6. არარეგულარული კვება. ძაღლი, რომელიც მოშინაურებულია და ჩვენს განრიგსაა აწყობილი განსხვავდება ველური მოძმისგან - მგლისგან, რომელსაც შეუძლია არარეგულარულად მიიღოს საკვები, ამიტომ მიაქციეთ ყურადღება, რომ კვება ჰქონდეს რეგულარული.

7. კვება ცხიმიანი პროდუქტებით. ცხიმიანი პროდუქტები, ასევე ღორის ხორცი არაა სასურველი ძაღლისთვის. ასეთი საკვები ცვეთს ორგანიზმს და მიყავს სიმსუქნემდე.

8. არასწორედ შერჩეული რაციონი. ყოველი ძაღლი უნდა იღებდეს იმ საკვებს, რასაც საჭიროებს ასაკის და ჯანმრთელობის მდგომარეობიდან გამომდინარე.

9. ზედმეტი კვება და ნაკლები კვება. ზედმეტი კვება იწვევს სიმსუქნეს, ჯანმრთელობის პრობლემებს, ხოლო ნაკლები კვება შეიძლება დაუძლურების და ავიტამინოზის მიზეზი გახდეს.

10. წყალი. ძაღლმა ყოველ დღე უნდა მიიღოს სუფთა და ახალი წყალი. არ დაგავიწყდეთ ხოლმე მისთვის წლის ჭურჭლის გამოცვლა.

ასევე იხილეთ:

რატომ ამბობს უარს საკვებზე ძაღლი?
ძაღლმა არ შეჭამა თავისი ნორმა? ნებისმიერი პატრონი განიცდის ამას, მაგრამ ღირს კი ყოველთვის ღელვა ძაღლის მიერ საჭმელზე უარის თქმის გამო? შეიძლება თქვენი ბინადარი უბრალოდ ჭირვეულობს .

ყველა მზრუნველ პატრონს სურს, რომ მისი ბინადარი იყოს ჯანმრთელი და მხიარული. ამიტომ ძაღლის კვებას ნებისმიერი ძაღლის მოყვარულისთვის მნიშვნელოვანი ადგილი უკავია. ჩვენ ვზრუნავთ იმაზე, რომ საჭმელი იყოს ხარისხიანი და მარგებელი, გემრიელი და ვიტამინებით სავზე, იმისთვის, რომ ძაღლმა სიამოვნებით მოირბინოს საჭმლის ჭურჭელთან და დაელოდოს შემდეგ კვებას, რომ მათი ბეწვი ბზინავდეს, ხოლო ცვხირი ჰქონდეთ ნესტიანი.

მაგრამ ყველა ძაღლი როდი მორბის სასაჭმლე ჯამთან, და მითუმეტეს ყველა ძაღლი არ არის ე.წ. მჭამელი - ასეთი ტერმინით ძაღლის მოყვარულები მოიხსენიებენ ცხოველებს, რომელთათვისაც საჭმელი წახალისებაა. ზოგი ძაღლი უარს ამბობს საჭმელზე, დიდი ხნის განმავლობაში არ მიდის ჯამთან, ჭამს უხასიათოდ და ხან უბრალოდ რამოდენიმე დღის განმავლობაში შიმშილობას აწყობენ. თითქოს ყველა ძაღლს უყვარს ჭამა, მაგრამ ყველაფერი ასე უბრალოდ არ არის. არსებობს რამოდენიმე სამუშაო ჯიშის ძაღლი, რომელიც ჭამენ ფიზიკური დატვირთვის შემთხევაში. ასეთი პრობლემა აქვს გერმანულ ნაგაზს, ჰასკის, ლაიკას, ბორზოის და ა.შ. მაგრამ არ ღირს მაშინვე განგაშის ატეხვა. თავიდან უნდა გავერკვეთ ამ მოქმედების მიზეზებში.

Zooclub

საკვებზე უარის თქმის მიზეზები

თუ ძაღლმა უარი თქვა საკვებზე, გაერიდა ჯამს, საჭმელს მაშინვე ნუ აიღებთ, დატოვეთ კიდევ 10-15 წუთი. ძაღლების უმეტესობა მაშინვე არ იწყებენ ჭამას. შეიძლება გავიდნენ და კვლავ მობრუნდნენ, ამიტომ აქ მთავარია - არ აჩქარდეთ. თუ ძაღლი არ ჭამს - აიღეთ ის მთლიანად და შემდეგი კვების დროს ძაღლს საკვები იგივე ჯამით მიეცით, არ დაუდოთ რაიმე სასუსნავი და არ მიამატოთ საჭმლის რაოდენობა. თუ ძაღლმა მეორე ცდაზე შეჭამა პორცია და დატოვა საჭმლის გარკვეული რაოდენობა, არ დაამატოთ საჭმელი, დაე შემდეგ ჯერზე ბოლომდე დაამთავროს საჭმელი. ამის შემდეგ გადახედეთ რაციონს და შეამცირეთ ძაღლის პორცია იქამდე, მანამ არ ნახავთ, რომ ძაღლი თავად ითხოვს მეტ საკვებს. საჭიროა ყურადღებით თვალყურისდევნება იმაზე, სჭირდება თუ არა მაღალკალორიული რაციონი.

ზოგი არ ჭამს თავის პორციას იმის გამო, რომ საკვები არ არის ახალი, ან ხარისხიანი - ყურადღება მიაქციეთ იმას, რომ საკვები პროდუქტი იყოს კარგი, ასევე ნორმალური შენახვის ვადით, ასევე არ მისცეთ ძაღლს მისთვის აკრძალული პროდუქტები.

არ მისცეთ ძაღლს ძვლები, რომელიც მან შეიძლება ვერ დაღრღნას და გადაყლაპოს - ეს კუჭნაწლავის დაავადებას იწვევს, რასაც მოყვება ჭამაზე უარის თქმა გასტრიტის და კუჭის დაავადებების მიზეზით.

საჭმელზე პირველი უარის შემთხვევაშივე საჭიროა ძაღლს გაუზომოთ ტემპერატურა, თუ ტემპერატურა 1-2 საათის განმავლობაში რამოდენიმე გასინჯვის შემთხვევაში ნორმას ამეტებს, საჭიროა მივმართოთ ექიმს, საკვებზე უარი შეიძლება იყოს გამოწვეული ტკიპას კბენა, ან სხვა დაავადებები.

Zooclub

თუ ძაღლი პერიოზუად აცხადებს უარს საკვებზე (თვეში ერთხელ, ან 2 კვირაში ერთხელ), და ამასთან ამ უარს თან არ ახლავს მოსალოდნელი გაუარესება, გულისრევა, ან კუჭის აშლა, მაშინ არ ღირს ნერვიულობა, ძაღლი თავად დაარეგულირებს კვებას და ხშირად ხშირად უბრალოდ განტვირთვის დღეს აწყობს.

თქვენი ბინადარის რაციონის შედგენისას არ გადააჭარბოთ და იცოდეთ ზომა, მაგრამ ასევე მიაქციეთ ყურადღება, რომ არ დააკლოთ საკვები: თუ ძაღლი ათავებს საჭმელს და ითხოვს კიდევ (ამასთან მისი წონა არ ამეტებს ნორმას), მაშინ შემდეგი კვების დროს შეიძლება პორციის მომატება; ხოლო თუ ძაღლი ვერ ათავებს თავის პორციას, მაშინ არ ღირს ბევრის დადება, არამედ მიეცით ძაღლს იმდენი, რამდენის ჭამასაც შეძლებს ერთ ჯერზე.

ხან ხდება, რომ ძაღლი უარს ამბობს საჭმელზე იმიტომ, რომ პატრონმა თავად გაათამამა - არ შეიძლება მისი წაქეზება, ძველი საჭმლის გადაყრა და ახლის, ძაღლისთვის უფრო გემრიელი საჭმლის დადება: ამით თქვენ აგებინებთ ძაღლს, რომ საჭმელზე უარის თქმით ის უფრო გემრიელ საკვებს მიიღებს. უბრალოდ, არ უნდა მიაქციოთ ყურადღება მის ახირებას, შეინახოთ დარჩენილი საკვები მაცივარში და შემდეგ ჯერზე მისცეთ მას იგივე. ძაღლი საჭმლისგან ასეთ თავშეკავებას უკეთესი საჭმლის მოლოდინში რამოდენიმე დღე გაუძლებს, მაგრამ მერე მაინც შეჭამს თავის ულუფას და ყოველდღიური სწორი კვებით განთავისუფლდება შეთავაზებულ საჭმელზე უარის თქმის ჩვევისგან.

ფიზიკური დატვირთვა ძაღლის ცხოვრებაში დიდი მნიშვნელობა აქვს. ზოგიერთ ჯიშს ის ესაჭიროება ნაკლებად, ზოგიერთს - მეტად. თუ მუშა ჯიშს მოვაკლებთ მოძრაობის საშუალებას და შევუმცირებთ დატვირთვას - ძაღლი თავად შეამცირებს თავის რაციონს ორგანიზმის მიერ კალორიის მიღების საჭიროების შესაბამისად. ძაღლი გრძნობს რა რაოდენობის საკვები სჭირდება იმისთვის, რომ ნორმაში იყოს, ამიტომ ხშირად ძაღლების უჭმელობის, ან ახირების მიზეზი არის ელემენტარულად მოძრაობის ნაკლებობა.

აევე იხილეთ:
9 სასარგებლო პროდუქტი თქვენი ძაღლებისთვის
ადრე, როდესაც ადამიანებმა ძაღლები მოიშინაურეს, ისინი მათ იმ საჭმლით კვებავდნენ, რაც ტრაპეზის მერე რჩებოდათ. ძაღლის საჭმელში შედიოდა ხორცის ნაჭრები, ხილ-ბოსტნეულის ნარჩენები. მაგრამ იყო თუ არა ეს შემადგენლობა ძაღლებისთვის სასარგებლო? იქნებ თქვენი ძაღლის რაციონი გადახედვას საჭიროებს?

ძაღლისთვის მრავალი საჭირო და სასარგებლო პროდუქტია, რომელიც აუცილებლად უნდა შედიოდეს საკვებში.

ქათმის ხორცი და კვერცხი – მაღალხარისხიანი ცილების წყაროა.

სტაფილო – სასარგებლოა მხედველობისთვის (და არა მარტო ადამიანებისთვის!)

პომიდორი – შეიცავს ბეტა-კაროტინს C ვიტამინით, რომელიც ანტიოქსიდანტს წარმოადგენს.

ცერცვი – ანტიოქსიდანტის და ვიტამინის E-ს წყაროა.

ისპანახი – აუცილებელი ვიტამინების და მინერალების წყაროა, მათ შორის ვიტამინი ა, რიბოფლავინის, მარგანეცის, კალცის, რკინის.

ვაშლი და ჭარხალი – შეიცავს ნატურალურ ბოჭკოებს, რომლებიც ხელს უწყობენ საჭმლის მონელებას.

თევზის ქონი მდიდარია ცხიმოვანი მჟავებით ომეგა-3.

ბრინჯის მთელი მარცვლები, ქერი, სორგო – ენერგიის ბუნებრივი წყაროა.

კალცი – აუცილებელია ძვლების და ჯანმრთელი კბილებისთვის.


 

წყაროhttp://zooclub.ge
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 4259 | დაამატა: IRAKLIG | ტეგები: ძაღლისთვის, საკვები, პროდუქტი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 gia-tbilisi   (15.10.2014 23:25:07) [მასალა]
10 10 10 166 166 166 166

0   Spam
1 mixo-kiziki   (15.10.2014 18:33:44) [მასალა]
166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 11
    სტუმარი: 11
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика