ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » იანვარი » 29 » "ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს"    

11:31:43
"ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს"
"მდინარეები ნაგავსაყრელად არის ქცეული და თუ სადმე თევზი მაინც გაჩნდა, ბრაკონიერები თვალდაუხამხამებლად ანადგურებენ"

ცნობილი ტელეარხის, "სტრიმის" ავტორებმა და წამყვანებმა სტანისლავ და კრისტინა რაძიშევსკებმა გადაცემისთვის "ახოტა ი რიბალკა" საქართველოში თევზაობის შესახებ 8-სერიიანი ფილმი გადაიღეს. ჩვენი ქვეყნის ულამაზეს პეიზაჟებს, კულტურულ ძეგლებსა და მდიდარ მდინარეებს მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნახავენ და ალბათ ბევრი ტურისტიც მოინდომებს საქართველოში თევზაობას, თუმცა, აქ ჩამოსულთ სულ სხვა სურათი დახვდებათ - თევზისგან დაცლილი, კვდომადაწყებული მდინარეები, რომელთა უმრავლესობა ნაგავსაყრელად არის ქცეული.

ფილმში თევზაობის თითქმის ყველა სცენა კერძო სათევზე მეურნეობაში, ანუ ხელოვნურ ტბებზეა გადაღებული, წყალუხვ მდინარეებს კი მასპინძლები შეძლებისდაგვარად არიდებდნენ სტუმრებს, რადგან ვერ ეტყოდნენ, რომ ჩვენთან დიდი ხანია დაპარპაშებენ ბრაკონიერები და მდინარეში თევზის ანკესით დაჭერა უკვე შეუძლებელია.

რამდენიმე თვის წინ ბრაკონიერების პარპაშს შეეწირა რაჭაში, მდინარე შარეულას მღვიმის ტბაში მობინადრე უნიკალური ენდემური სახეობა - ალბინოსი კალმახი.
თემურ ტყემალაძე, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ფედერაციის გამგეობის თავმჯდომარე: - რაძიშევსკებმა შარშან, ზაფხულის მიწურულს მთხოვეს ფილმის გადაღებაში დახმარება. ასეთი დონის ფილმი ქართული ტურიზმის რეკლამირების საუკეთესო საშუალებაა. ამიტომაც დავიწყე იმ ადგილების მონახულება, სადაც ოდესღაც სიამოვნებით და წარმატებით ვთევზაობდი. მინდოდა შესანიშნავი სანახაობა მომეწყო ფილმის ავტორებისა და მაყურებლისთვის, კადრში არა მხოლოდ მდინარეები და თევზი, ულამაზესი ბუნება და სხვადასხვა ღირსშესანიშნაობა მოხვედრილიყო. ამასთან, ვიცოდი, რომ ბრაკონიერების მავნებლობის გამო ნებისმიერ მდინარეზე ანკესით ვერ ითევზავებდნენ. საქართველოს მდინარეებში თევზი გაქრა. ბრაკონიერებმა არა მხოლოდ თევზი, მდინარეებიც მოკლეს. ალაზანში, იორში, მტკვარსა და სხვა მდინარეებში თევზს ვერ დაიჭერ, რადგან წლებია, რაც ბრაკონიერები დენის აპარატით ანადგურებენ წყლის ბინადართ.

პირველად გეზი სამცხე-ჯავახეთისკენ ავიღე. თევზი რომც იყოს, მდინარეს ვერ მიეკარები, ხალხი ნაგავს კი არ მარხავს, მდინარეს ატანს, რომელიც შემდეგ ნაპირებზე რიყავს მთელ სიბინძურეს. კატასტროფული მდგომარეობაა ქციის ხეობაში, ხრამში და თითქმის ყველა სხვა მდინარეში, თევზი სანთლით უნდა ეძებო. ბორჯომისკენ, მტკვრის ერთ-ერთ შენაკადზე მირჩიეს, ბრაკონიერებს თუ შეასწრებთ შესვლას, მდინარის წვერას მხოლოდ იქ დაიჭერთ ანკესითო...

სამცხე-ჯავახეთში სტუმარს რომ ჩაიყვან, ვარძია ხომ უნდა აჩვენო. თუ სტუმარი მეთევზეა, ვარძიის ძირას, მდინარეში, ხომ უნდა ათევზაო? იმ მდინარეში თევზი არ არის, ამიტომაც გვერდი ავუარეთ ვარძიასაც და ოდესღაც უმდიდრეს სათევზაო ზონას მტკვრის ხეობაში, ახალციხის, ახალქალაქის, ასპინძის, ბორჯომის გასწვრივ. ჯგუფი წალკაში გავამგზავრე. წინათ წალკის წყალსაცავში თევზს ამრავლებდნენ. მერე სარეწავი ობიექტი კერძო პირს გადასცეს, ის კი სალიფსიტეებს აღარ აკეთებდა, კასრიდან ყოველდღე რომ ამოიყვანო თევზი, ხომ გამოილევა, ასე გამოილია წყალსაცავშიც.
ვიფიქრე, რაჭაში მაინც ვითევზავებთ-მეთქი.

სტუმრები ტყიბულში შესვლამდე წყალსაცავმა დაატყვევა, ეს რა ლამაზი ქვეყანა გაქვთო... მცირე კავკასიონის მთების და რაჭის ქედის დანახვაზე სიხარულით ატირდნენ. ნაქერალას რომ თავზე მოვექეცით და დაბლა გადმოვიხედეთ, სირცხვილით გმინვა აღმომხდა - ფერდობი სავსე იყო ნაგვით.
კრისტინამ დასუფთავება დაიწყო, აჰყვნენ თავჩაღუნული რაჭველები. მოკლედ, სტუმრებს თავბრუ დაახვია რაჭამ, მაგრამ რად გინდა, თევზს ვერ ვიჭერდით. წავედით მდინარე შარეულაზე. მოხიბლულმა ოპერატორმა - ერთი ფილმი მხოლოდ აქ უნდა გადაიღოს კაცმაო. Mმდინარე სათავეს გამოქვაბულიდან იღებს. შიგნით ტბასავით დგას წყალი, საოცარი ადგილია. აქ უმზეობის გამო გაჩნდნენ ადგილობრივი, ალბინოსი კალმახები. იქვე, პატარა ჰესზე მომუშავე რაჭველმა მითხრა, - ალბინოსები ერთი კვირის წინ ბრაკონიერებმა გაანადგურესო. ჩვენმა სტუმარმა ერთადერთი თევზი დაიჭირა შარეულაზე და მხოლოდ ის ჩანს ფილმში. რომ არა ჩვენი საოცარი ბუნება, რომელსაც ასევე არ ვუფრთხილდებით, რომ არა კულტურის ძეგლები, შესანიშნავი მასპინძლები, სოფელში შემორჩენილი საოცარი მოხუცები, ვერაფერს გადავაღებინებდი.

სამეგრელოში, ტეხურის სანაპიროზე რომ გახვალ, იფიქრებ, ალბათ თევზი წამლეკავსო, მაგრამ თითქმის ლებარდემდე ავედით... ცარიელ მდინარეში ღორჯოც კი არ მოსდევს ანკესს. ბადით თევზაობის გადაღებაც მოინდომეს. ვისროლე, მაგრამ... მეგზურები თავდახრილი ჩურჩულებდნენ, რას დაიჭერ, ბრაკონიერები აფეთქებებით და საწამლავით სპობენ ყველაფერსო.
სტუმრებმა დამშვიდობებისას აცრემლებულებმა გვითხრეს, - ამ ქვეყანაში რომ ტანკით შემოვა ვინმე და ცუდ საქმეს იზამს, ის მსოფლიოს მტერიაო. ეჰ, გეთანხმებით, მაგრამ ჩვენც რომ ჩვენი თავის მტერი ვართ?!

განადგურების პირასაა კალმახი, წვერა, მურწა, ხრამული... წითელ წიგნში შესატანი გახდა ყველა, მაგრამ ეგეც ვეღარ იცავს(!).

რა ანადგურებს თევზს

დენის აპარატით თევზაობა უდიდეს ზიანს აყენებს წყლის ფაუნას, ანადგურებს ქვირითს, ლიფსიტას, დიდ თევზს, გადარჩენილს გამრავლების უნარს უკარგავს. ასევე უმძიმეს შედეგს იწვევს მომწამლავი ნივთიერებებით ბრაკონიერობა, ქლორი და ჰერბიციდი კლავს ყველა ზომისა და ასაკის თევზს. თან, მისი მოქმედების დიაპაზონი ძალიან ვრცელია. ის სპობს ყველაფერ ცოცხალს წყალში, რითაც თევზი იკვებება. ამიტომაც ასეთ მდინარეში დარღვეული ბალანსის აღსადგენად და თავიდან მოსამრავლებლად, კარგა ხანს ვერ შეიყვან თევზს, ის შიმშილით დაიხოცება


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/public/20366-qbrakonierebma-ara-mkholod-thevzi-mdinareebic-moklesq.html
მიმაგრება: სურათი 1
კატეგორია: ბრაკონიერობა | ნანახია: 3422 | დაამატა: TURA | ტეგები: ბრაკონიერებმა, მდინარეებიც, მხოლოდ, მოკლეს, თევზი, არა | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 15
0   Spam
15 bu   (31.01.2014 21:45:28) [მასალა]
არ უნდათ დაიჭირონ მაგათმა ბრაკონიერები,თორემ ათასგვარი ხერხით შეიძლება დაიჭირონ-თუნდაც ფოტოხაფანგით,ყველგან შეოძლება მისი ჩადგმა და ბრაკონიერების გამოვლენა.რესტორნებში სიარული და -ცოცხალის-მირთმევაც არ აკლიათ მაგრამ ვინ კითხულობს საიდან მოყავთ და როგორ იჭერენ იმ-ცოცხალს-.

0   Spam
14 bimii   (31.01.2014 16:49:02) [მასალა]
მანოკები აკრძალური იყო და დიდს და პატარას ეს ქონდა ჩართული

0   Spam
13 bimii   (31.01.2014 16:47:47) [მასალა]
ჩვენ რა გვიშველის,ერთმანეთზე ვარესები ვაართ ყველა.მწყერი რომ მწყერია იმას არ ვაჩერებთ მინდორში,ბრაკონიორობას უნდა დაესვას წერტილი საქართველოში.

0   Spam
12 qobalia21   (31.01.2014 00:31:48) [მასალა]
დამჭერი თუ არავინაა ხო უნდა ფიქრობდეს მომავალზე მაგრამ ფეხებზე კიდია ხალხს მტავარია დღეს იყოს კარგად მარტო საკუთარ თავზე ზრუნავენ.

0   Spam
11 gugalo   (30.01.2014 23:39:51) [მასალა]
ბრაკონიერების დანდობა არ შეიძლება 48 48 48

0   Spam
10 ij43ij27   (30.01.2014 21:15:04) [მასალა]
ამ ყველაპერსს ცჰვენნ მონადირეებიი ტუუ გამოვასწორებტტ დაა შევდზლებთ როო ერთმანეტის გვერდიტ დავდგეთ დაა მოვსპოთ ბრაკონიერობაა 2daf4

0   Spam
9 @grizli@   (30.01.2014 13:53:55) [მასალა]
სანამ თვითეული მოსახლე არ მიიტანს გულამდე მანამდე არაფერი გვეშველება

+2   Spam
8 gole   (30.01.2014 00:37:21) [მასალა]
ბრაკონიერები უნდა დაისაჯონ...ნუთუ არ შეიძლება ვინმე ნორმალური,მონადირე,ბუნების მოყვარული მოექცეს ბერკეტებთან ცოტა ახლოს სანამ დროა,თორემ დაიღუპა საქართველოს ბუნება. არადა სულ რაღაც ორ წელიწადში შესაძლებელია სიტუაციის შესამჩნევად გამოსწორება. არცერთ მდინარეში თევზი აღარ იჭირება ანკესით...აღარც ნადირ-ფრინველი დარჩა.ისევ მონადირეები თუ იცავენ ბუნებას,თორემ ზოგ-ზოგიერთებს (გვარს არ დავასახელებ),სულ ფეხებზე კიდიათ შენ ჯიხვს მოკლავ თუ კალმახს დაიჭერ აპარატით. ძალიან,ძალიან შეუგნებელი და "ჯიხვი" ხალხია ეს "თოფიანი კაცები".ყველაფერს აქვს საზღვარი და ალბათ მალე ჩვენც გვეშველება.ყველამ ვეცადოთ ხალხო,ძალა ერთობაშია...თანაც გამარგლულ ყანაში ამოსული ბალახი მეორედ უფრო ადვილი გასამარგლია,ხომ გახსოვთ...ხოდა ვმარგლოთ მონადირეებო.ჩვენც ვისარგებლოთ და მომავალ თაობასაც დავუტოვოთ იმ გულისფანცქალის განცდის საშუალება,ფეხიდან აფრენილმა ხოხობმა რომ იცის.დაფუქრდით და დააფიქრეთ სხვებიც: ღირს კი ერთი ქეიფი 20 კილო წვერაზე,როცა იგივე წვერამ შეიძლება 20-ჯერ გასიამოვნოს მდინარის პირას შემოდგომის ხეობაში,...ანკესით,ანკესით ხელში 23_30_126

0   Spam
7 ekinrot   (29.01.2014 19:59:38) [მასალა]
7p0

0   Spam
6 ekinrot   (29.01.2014 19:58:55) [მასალა]
ჩვენ არაფერი არ გვეშველება კიდე დიდ ხანი სუფრაზე დავჯდებით და თავი კაცებათ მოგვაქ :7PO:

+1   Spam
4 torgwa   (29.01.2014 16:58:34) [მასალა]
ვაი სირცხვილო!? ეს რა ამოვიკითხე? სად გვინდა თავის გამოყოფა? არადა ეს ხომ მართლაც ჩვენი რეალობაა? მე რომ მკითხო ის ბრაკონიერი ერთგვარი აზარტითაც თევზაობს როცა იცის რომ ვერ დაიჭერენ. ძალიან ძნელია მასეთი კაცის დაჭერა და არც დაჭერით ეშველება საქმეს. მე მგონია რომ ჩვენი თვითშეგნება უნდა ავიდეს იმ დონეზე, რომ არ ჩავყოთ წყალში დენი: არა იმიტომ რომ ვინმესი გვეშინია. არამედ იმიტომ რომ ეს იქტიოფაუნის განადგურებაა და ცჰვენს შვილებს უნდა დავუტოვოთ გალაღებული, გავსებული(ნადირ-ფრინველით)ბუნება და არა ისეთი როგორიც დღეს გვაქვს განადგურებულ-დაბინძურებული!

0   Spam
5 TURA   (29.01.2014 17:22:04) [მასალა]
მეც ეგრე ვფიქრობ რა კანონიც არ უნდა მიიღონ და გამკაცრდეს კონტროლი თუ თვითშეგნება არ მივიდა იქამდე რომ მიხვდენ რას ჩადიან და შეწყვიტონ არაფერი ეშველბა საქმეს..სანამ გვიან არაა უნდა შეწყდეს ბრაკონიერობა

0   Spam
3 firali81   (29.01.2014 15:10:28) [მასალა]
კანონები უნდა გამკაცრდეს. ეს აუცილებელია. სხვა გამოსავალი არ არის. ტყეში ბრაკონიერების დაჭერა ძალიან ძნელია. ბრაკონიერები უნდა დავიჭიროთ თავისსავე სახლში. ნივთმტკიცების ამოღების გზით. სისხლის სამართლის დანაშაულად უნდა ჩაითვალოს ბრაკონიერობა. (დენის აპარატით თევზაობაზს ვგულისხმობ). უნდა შეეფარდოს პატიმრობა. თუ ასე მკაცრად არ მოვექცევით ჩვენ გათახსირებულ ბრაკონიერებს, მაშინ ისინი გააგრძელებენ ისევ თავიანთ ბინძურ საქმეს.

+1   Spam
2 benito   (29.01.2014 13:36:05) [მასალა]
ქართველი რომელიც ასეთ ულამაზეს წალკოტებს ნაგვის ბუნკერათ აქცევს,მდინარეს ნაგვის და პლასტმასის ბოთლების უსაზღვრო ნაკადად,თევზს,ფრინველსა და ნადირს მართლსაწინააღმდეგო ხერხით მოიპოვებს და გაჟუჟავს ყველაფერს რაც წინ შეხვდება,ასეთი ადამიანი დაჯდება მერე სუფრასთან და კაცობაზე,საქართველოს სიყვარულზე იმეტიჩრებს.ასეთი ქვეყანა დაგვიტოვეს მამა-პაპებმა?!ამისთვის დაღვარა სიხლი ქართველმა ხალხმა?!თუმცა იმ ადამიანებს ვინც ამ უმსგავსობას სჩადის არამგონია ეს ანაღვლებდეს.ბუნების დაცვის სამინისტროს წინ გავმართოდ მშვიდობიანი აქცია,დავამზადოდ ისეთი პლაკატები რომლებზეც უსაშინლესი ვანდალიზმის ფაქტებია ასახული და იმედი მაქვს ტელევიზიაც გააშუქებს ამ აქციას,ტელევიზია როგორც მოგეხსენებათ დიდი ძალაა ჩვენს დროში და ვფიქრობ მივაღწევთ საწადელს.მოქმედებაა საჭირო და არა უბრალოდ ჰაერზე მუშტების ქნევა,თორე მალე ისიც აღარ დარჩება რაც გვაქვს ჩვენი ლამაზი საქართველოდან...

0   Spam
1 zaza1970   (29.01.2014 12:40:10) [მასალა]
ბოღმამ დამახრჩო,ამ ტექსტის კითხვისას,დენის აპარატით მოთევზავეებს, სიამოვნებით ჩავსვამდი პირველივე შემთხვევისას, და მერე ვნახავდი როგორ გააგრძელებდნენ თავიანთ მზკვრულ საქმიანობას, თუმცა ვინაა დამჭერი 02

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика