ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » ივლისი » 1 » იცით თუ არა რომ ?    

13:23:44
იცით თუ არა რომ ?
ეს მშვენიერი მაკროფოტოები გადაღებულია ბრიტანელი ფოტოგრაფის შერონ ჯონსტოუნის მიერ. ამ ფოტოებში წარმატებით გადმოიცემა პატარა დეტალების შეხამება, ასევე სინათლის და წყლის. მოდით დავტკბეთ ბაბუაწვერას რამოდენიმე მშვენიერი ფოტოთი.


ყველაზე გრძელი სიტყვა მსოფლიოში: წარმოითქმის 3.5 საათი.

სრული ქიმიური სახელით ეს უდიდესი სიტყვა შეიცავს 189.819 ასოს და ითვლება ყველაზე გრძელი სიტყვა ნებისმიერ ენაზე...

(სურათზე არასრულად არის სიტყვა ნაჩვენები)


მე-20 საუკუნის დასაწყისში სკანდინავიის ქვეყნებსა და აშშ-ში ბავშვებს სვამდნენ ფანჯრის გარეთ იმისათვის, რომ მზის სხივებისგან D ვიტამინი მიეღოთ და უფრო ჯანმრთელები ყოფილიყვნენ.

რობოროვსკის ან უდაბნოს ზაზუნა (ასევე ეძახიან რობოს) არის ჯუჯა ზაზუნა. დაბადებისას მისი სიგრძეა 2სმ. და ზრდასრულ ასაკში აღწევს 5 სმ.-ს, ხოლო წონა - 20-25გ.-ს. მისი სიცოცხლის ხანგრძლივობაა 3 წელი (თუმცა გააჩნია იმ გარემო პირობებს, რომელშიც უწევს ცხოვრება). ზაზუნა ბინადრობს რუსეთის, ყაზახეთისა და ჩრდილოეთ ჩინეთის ტერიტორიებზე. ცხოვრობს მიწის ქვეშ. ჭამს ხილს, ბოსტნეულს და ზოგ შემთხვევაში - მწერებსა და ხორცსაც. 

,ჰიტაჩი სისაიდ პარკი” იაპონიაში, იბარაკის პრეფექტურაში მდებარეობს.პარკი 3.5 ჰექტარზეა გაშენებული და წელიწადის ნებისმიერ დროს აღტაცებაში მოჰყავს მნახველები თავისი სილამაზით. წელიწადის სხვადასხვა დროს ,,მიჰარაში ნა ოკას” გორაკზე, რომელიც წყნარ ოკეანეს გადაჰყურებს, სხვადასხვა ყვავილი ყვავის.პარკი განსაკუთრებიც ცნობილია ლურჯი ,,ნემოფილათი”. ამ ყვავილს გამჭირვალე ლურჯი ფურცლები აქვს და ზაფხულობით ყვავის. მთელ პარკში 5 მილიონამდე ,,ნემოფილაა”. მისი ყვავილობის პერიოდს ,,ნემოფილას ჰარმონიას” ეძახიან და სწორედ ამ პერიოდში ჰყავს პარკს ყველაზე მეტი სტუმარი.,,ნემოფილას” გარდა პარკში გვხვდება ,,ნარგიზები”, ,,ტიტას” 170-ამდე სახეობა და სხვა უამრავი ყვავილი. პარკში მოწყობილია 
სპეციალური ბილიკები ველოსიპედით სეირნობისათვის.

ტბა ნატრონი – ეს მარილიანი ტბა მდებაროებს ჩრდილოეთ ტანზანიაში.ტბა იკვებება მდინარე ნგიროს მეშვეობით და მას ცხელი წყაროები მინერალებით ავსებენ. გასაკვირი ისაა , რომ მისი სიღრმე 3 მეტრიც არ არის.სიგანე კი სხვადასხვაა და მას წყლის დონის მიხედვით საზღვრავენ(წყლის დონე ყოველთვის ერთნაირი არ არის). ამ ტბაში კონცენტრირდება მარილები და მინერალები და ალბათ სწორედ ამიტომ აქვს მას ასეთი უცნაური შესახედაობა. 

იშხანი — შუა საუკუნეთა საქართველოს ერთ-ერთი დიდი სამონასტრო ცენტრი, ქართული ხუროთმოძღვრების ძეგლი. მდებარეობს ტაოში, მდინარე ოლთისისწყლის მარჯვენა ნაპირზე (ამჟამად თურქეთის ფარგლებშია). თავდაპირველი ეკლესია (ბანის ტიპის წრიულ გარსშემოსავლელში მოქცეული ტეტრაკონქი) VII საუკუნის 30-იან წლებში ეპისკოპოსმა ნერსესმა ააშენა.

ფოტოს ავტორმა, კევინ კარტერმა, 1994 წელს ამ ნამუშევრისთვის პულიტცერის პრემია მიიღო. სურათზე ასახულია შიმშილისგან მოკუნტული და სიკვდილის პირას მისული სუდანელი გოგონა. კადრში მოსჩანს მტაცებელი ფრინველი, რომელიც მზად არის გოგონას დასაკორტნად. ფოტომ მთელი ცივილიზებული მსოფლიო შოკში ჩააგდო.
კევინ კარტერი იყო ჯგუფ «Bang Bang Club»-ის წევრი, რომელიც ოთხი ფოტოჟურნალისტისგან შედგებოდა. ჯგუფი მუშაობდა აფრიკაში და ეძებდა ფოტოსენსაციებს. როცა ფოტოგრაფს ჰკითხეს, – რატომ არ დაეხმარა გოგონას და საკვების გაცემის პუნქტში არ მიიყვანა, კევინმა უპასუხა, – ჩემი მოვალეობა ინფორმაციის მოწოდებაა და არა ვინმეს დახმარებაო. ცოტა ხანში მან თავი მოიკლა, სავარაუდოდ სუდანის შემზარავი ამბის მოგონების გამო…

უძველეს ეთიოპიაში, ერთი მაღალი მთის ფერდობზე მწყემსი სახელად კალდი თავის ცხვრის ფარას აძოვებდა. მან შენიშნა, რომ ცხვრები განსაკუთრებით აქტიურები და ენერგიულები ხდებოდნენ მას მერე, რაც მოწითალო ფერის მარცვლებს ჭამდნენ იმ მცენარის ტოტებიდან, ჩვენ რომ ახლა ყავას ვუწოდებთ.მწყემსმა რამოდენიმე მარცვალი თავადაც გასინჯა და კოფეინის არაჩვეულებრივი ზემოქმედების ქვეშ მოექცა. მან ამის შესახებ ადგილობრივ ბერებს უამბო. მათ მწყემსი გაკიცხეს და დატუქსეს კიდეც, თუმცა, მოგვიანებით სწორედ ბერებმა დაიწყეს ყავის მარცვლების აქტიური მოხმარება, მათი დახმარებით ისინი დილამდე აგრძელებდნენ ლოცვას, ისე, რომ დაღლილობას ვერ გრძნობდნენ.

ყავის სამშობლო სწორედ ეთიოპიაა. ყავის მარცვლებს უძველესი ეთიოპელები ცხოველურ ცხიმში ხვევდნენ და ხანგრძლივი ნადირობის, ლაშქრობებისა და ექსპედიციების დროს თან მიჰქონდათ, როგორც ენერგიის აღმდგენი საშუალება

"Bareleye" ახლა გამოჩნდა ასპარეზზე. მეცნიერებმა ის დიდი ხნის წინ აღმოაჩინეს, მაგრამ შესაბამის გამოკვლევებამდე მისი არსებობა არ გაამჯღავნეს. მისი "თვალები" 360 გრადუსით ტრიალებს, თუმცა ისინი სულაც არ ასრულებენ თვალების მოვალეობას. ამ საოცარ თევზს გამჭვირვალე თავის ქალა აქვს და შიგ მოთავსებული 2 მწვანე სფეროს მსგავსი ორგანო ასრულებს მხდველობის ორგანოს ფუნქციას. მისი აღქმის ეს ორგანო ზედმეტად მგრძნობიარეა სინათლეზე და ამის გამო იგი ოკეანის სიღრმეებში ბინადრობს. ნაკლებად მოძრავ წყლებში უყვარს მას ცხოვრება. იგი თითქმის ოკეანის ფსკერზე, უმოძრაო წყალშია. ისინი აღმოაჩინეს ტროპიკულ-ზომიერი სარტყელის წყლებში: ატლანტიკის, წყნარი და ინდოეთის ოკეანეებში. მისი სახელწოდება "Opisthoproctidae" არის მიღებული ბერძნული სიტყვიდან: opisthe ("უკან") და proktos ("ტანში"). რაც თანიდან ხედვას ნიშნავს.

 
პოლარული ციალი — პლანეტათა ატმოსფეროს ზედა ფენების (ლუმინესენციის) ნათება, რომელიც მაგნიტოსფეროს მოიცავს, მზის ქარის ნაწილაკებით დამუხტული მათი ურთიერთქმედების შედეგად.პოლარული ციალი გაზაფხულობითა და შემოდგომობით უფრო ხშირია, ვიდრე ზამთრობით და ზაფხულობით.. პოლარული ციალისას ჭარბი რაოდენობით ენერგია გამოიყოფა, (2007 წლის აღრიცხვით — 5x1014 ჯოულით, დაახლოებით იმდენი, რამდენიც 5,5 ბალიანი მიწისძვრისას. კოსმოსიდან დაკვირვებისას პოლარული ციალი ცის სწრაფცვლადი ფერთა ნათების, მოძრავი სხივების, ხაზების, გვირგვინებისა და „ფარდების" ბზინვარებით ვლინდება. პოლარული ციალის ხანგრძლივობა რამდენიმე საათიდან რამდენიმე დღემდე გრძელდება.

ქიმიური ნივთიერება – გალიუმი

გალიუმი არის მარტივი ნივთიერება რომელიც მჩატე ლითონების ჯგუფს მიეკუთვნება.ეს არის რბილი მოვერცხლისფრო ფერის ლითონი, რომელიც თავიდან მყარ აგრეგატულ მდგომარეობაში იმყოფება. თუმცა გალიუმი შეიძლება სამივე ძირითად აგრეგატული მდგომარეობაში ვიხილოთ(მყარი,თხევადი,აირადი).გალიუმი ისეთი ნივთიერება რომელიც საკმაოდ დაბალ ტემპერატურაზე დაახლოებით +29 გრადუსიდან ლღვება.მისი გადნობა ხელის გულზეცაა შესაძლებელი----> http://www.youtube.com/watch?v=FaMWxLCGY0U




წყაროhttp://www.facebook.com
კატეგორია: იცით თუ არა რომ | ნანახია: 4830 | დაამატა: dudu-duda | ტეგები: იცით, რომ, არა, თუ | რეიტინგი: 5.0/1

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 paitona17   (02.07.2013 11:00:26) [მასალა]
166

0   Spam
2 dimi   (01.07.2013 18:57:36) [მასალა]
069

0   Spam
1 babuka   (01.07.2013 17:13:48) [მასალა]
10 10 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика