ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2013 » თებერვალი » 13 » პატარა ჩინური ავტონომია თბილისში    

01:31:03
პატარა ჩინური ავტონომია თბილისში
პატარა ჩინური ავტონომია თბილისში
საუკუნის ღალატი ანუ პატარა ჩინური ავტონომია თბილისში
07-02-2013
"ქართული დასის" ლიდერმა ჯონდი ბაღათურიამ გამოაქვეყნა ვიდეორგოლი, სადაც თბილისის ზღვაზე, ჩინური დასახლების პროექტია ასახული. ბაღათურიას ინფორმაციით, ყოფილმა ხელისუფლებამ, 2012 წელს ფარული ხელშეკრულება გააფორმა, რომელიც თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორიაზე ჩინური ქალაქის მშენებლობას და 127 ათასი ჩინელის ჩამოსახლებას ითვალისწინებს. 

ვიდეორგოლი ჩინურ ენაზეა და ჯონდი ბაღათურიას ინფორმაციით, აღნიშნული ვიდეორგოლი უკვე გადის ჩინეთის ტელევიზიებით და ადგილობრივ მოსახლეობას საქართველოს შესახებ უამბობს. ვიდეომასალაში ასევე დეტალურადაა აღწერილი თბილისის ზღვის მიმდებარე ტერიტორია და პროექტი, თუ როგორი იქნება აღნიშნული ტერიტორია ჩინელების ჩამოსახლების შემთხვევაში. ბაღათურიას განმარტებით, კლიპში ასევე ჩანს ხელშეკრულების გაფორმების პროცესი, რომელსაც საქართველოს პრეზიდენტიც ესწრება. 

ჯონდი ბაღათურია, "ქართული დასის" ლიდერი:
 "ამ ეტაპზე ვერ გაგიმხელთ, საიდან ჩამივარდა ეს ვიდეორგოლი ხელთ. მხოლოდ იმის თქმა შემიძლია, რომ ერთმა კარგმა და პატრიოტმა ადამიანმა მომაწოდა, რომელსაც ხელი მიუწვდებოდა ამ ინფორმაციაზე. საქმე იმაში გახლავთ, რომ ყოფილი ხელისუფლების უმაღლესი თანამდებობის პირებმა: პრეზიდენტმა სააკაშვილმა, ყოფილმა შინაგან საქმეთა მინისტრმა ვანო მერაბიშვილმა, იუსტიციის ყოფილმა მინისტრმა ზურაბ ადეიშვილმა, ეროვნული ბანკის მოქმედმა პრეზიდენტმა ირაკლი ქადაგიძემ, მოქმედმა მერმა გიგი უგულავამ, ეკონომიკის ყოფილმა მინისტრმა ვერა ქობალიამ და მცხეთა-თიანეთის ყოფილმა გუბერნატორმა ცეზარ ჩოჩელმა ჩინეთის მოქალაქეთა ჯგუფთან ფარულად გააფორმეს მსხვილი კორუფციული ხელშეკრულება, რომლის თანახმადაც, ჩინელთა მფლობელობაში უნდა გადავიდეს უზარმაზარი ტერიტორია მცხეთა-თბილისში. ეს არის მიწები, რომელიც მდებარეობს თბილისის ზღვიდან მცხეთა-თიანეთის მიმართულებით, სადაც, პროექტის თანახმად, უნდა აშენდეს უზარმაზარი ქალაქი, მიმდებარე ტერიტორიაზე კი ჩინური სოფლები. სადაც ჩამოსახლებული იქნება 127 ათასი ჩინელი, ორმაგი მოქალაქეობის მინიჭების გარანტიით.

- სად გადის ეს კლიპი, ჩინეთის ტელევიზიებით?


- ეს კლიპი დამზადებულია ჩინური ტელეკომპანიებისთვის, რითაც კეთდება პრომოუშენი და ჩინურ საზოგადოებას აცნობენ, თუ სად მოჰყავთ ეს 127 ათასი ადამიანი. ჩინური ქალაქი და ჩინური სოფლები კლიპებში 3D ფორმატშია წარმოდგენილი, სადაც ადმინისტრაციულ შენობებსაც კი ჩინური წარწერები ამშვენებს. ხელშეკრულება გაფორმებულია და პირობის დამრღვევს საჯარიმო სანქციებსაც აკისრებს. თუმცა, არის გარკვეული მექანიზმები, რითაც შესაძლებელია წინა ხელისუფლების მიერ დაშვებული ამ დანაშაულის გამოსწორება. ეს არის ღალატი, კანონის და კონსტიტუციის დარღვევა, ეს არის შეთქმულება სახელმწიფოს წინააღმდეგ და არ მესმის, ჯაშუშობა სხვა რა უნდა იყოს. ეს ფაქტობრივად სახელმწიფო წყობის შეცვლაა. 127 ათასი ჩინელი რომ ჩამოდის ხმის უფლებით, ეს რას ნიშნავს? 10 წლიწადში მათი რაოდენობა 1 700 000 იქნება! ამის გამო ყოფილი ხელისუფლების წევრებს ქუჩაში გამოსვლის უნდა ეშინოდეთ.



- ამბობენ, რომ ეს მიწა ოფიციალურად სიმბოლურ ფასად გაიყიდა - კვადრატული მეტრი 1 ლარად...

- ამჟამად დეტალების დამუშავების პროცესი მიმდინარეობს, კეთილმოსურნე ადამიანები გვაწვდიან ამ ინფორმაციას. ახლა ის შემიძლია გითხრათ, რომ ყოფილი ხელისუფლების ჩამოთვლილ მაღალჩინოსნებს რამდენიმე ასეული მილიონი პირადი, მერკანტილური ინტერესების გამო აქვთ აღებული. 

- ახლა რა მდებარეობს იმ ტერიტორიაზე?


- არის საძოვრები, სასოფლო-სამეურნეო დანიშნულების მიწები, სხვათა შორის, ძალიან ნაყოფიერი. ამ ტერიტორიაზე მოქცეულია თბილისის ზღვის სანაპიროს დიდი ნაწილი. პროექტის თანახმად, ეს ფაქტობრივად იქნება ზღვისპირა ქალაქი, რომელიც გაგრძელდება მცხეთა-თიანეთის ტერიტორიაზე და გარშემო აშენდება ჩინური სოფლები. ვიდეორგოლში ყველაფერი ჩინური კულტურისა და არქიტექტურის შესაბამისად არის გაკეთებული. პატარა ჩინური ავტონომია კეთდებოდა ამ პროექტის მიხედვით თბილისში. 

- დასრულებულია ხელშეკრულების გაფორმება, გასხვისებულია უკვე ტერიტორია?

- დიახ, ეს ტერიტორია უკვე გასხვისებულია. სწორედ ამიტომ უნდა დადგეს იმ ადამიანების პასუხისმგებლობის საკითხი, ვინც ამ ტერიტორიების გასხვისებას მოაწერა ხელი. საქართველოს მოქალაქეებმა ამ ადამიანების მიმართ დაუფარავად უნდა გამოხატონ ზიზღი და სიძულვილი. ეს არის საუკუნის ღალატი. გულახდილად გეტყვით, ეს დოკუმენტები რომ არ მენახა და დამატებით კიდევ სხვა ინფორმაციები რომ არ მქონდეს, რასაც ახლა მიზეზთა გამო ვერ გაგიმხელთ, მეც კი, ვისაც ძალიან ცუდი წარმოდგენა აქვს ყოფილ ხელისუფლებაზე, გამიჭირდებოდა ამის დაჯერება. ამ ხელშეკრულების გაუქმება შესაძლოა ფინანსური ჯარიმებიც დაგვიჯდეს, მაგრამ აუცილებლად უნდა მოხდეს ამ გარიგების გადახედვა, რომლის შინაარსი პირდაპირ მოდის წინააღმდეგობაში კანონთან და კონსტიტუციასთან. გარდა ამისა, ჩვენ უნდა მივიღოთ კანონი მიგრაციის შესახებ, რომელიც საქართველოში მცხოვრებ ყველა მოქალაქეს და ადგილობრივ შრომის ბაზარს დაიცავს მიგრანტებისგან. ასეთი კანონი აქვს ამერიკის შეერთებულ შტატებს. ეს არის უზარმაზარი, 300-მილიონიანი სახელმწიფო, რომელსაც აქვს უძლიერესი ეკონომიკა, ბევრი სამუშაო ადგილი, მაგრამ თავის მოქალაქეებს იცავს მიგრანტებისგან. ასეთი ხელშეკრულებები რატომღაც იდებოდა კონფიდენციალურად და ახლა აუცილებელია მათი გასაჯაროება, რათა ხალხმა დაინახოს, რასთან გვაქვს საქმე. ნახოს, რომ წინა ხელისუფლებამ მთელი სამშობლო, მთელი ქვეყანა გაყიდა".

P.S. ჯერ კიდევ გასულ წელს გახდა ცნობილი, რომ საქართველოს ეკონომიკის სამინისტრომ მემორანდუმი გააფორმა "ხუალინის სპეციალური ეკონომიკური ზონის" შექმნის შესახებ. მემორანდუმის თანახმად, "სინძიანის ხუალინის სავაჭრო-სამრეწველო ჯგუფი" ვალდებულებას იღებდა, რომ თბილისში, "ხუალინის სპეციალურ ეკონომიკურ ზონაში" ააშენებდა 2015 წელს თბილისში დაგეგმილი ზაფხულის ახალგაზრდული ოლიმპიური ჩემპიონატის ჩასატარებლად მოწყობილ დამხმარე საცხოვრებელ სასტუმროს, რომლის საერთო ფართი არ უნდა აღემატებოდეს 65 000 კვ.მ-ს. ასევე მოიცავდა ბაზრის ტერიტორიას, საწარმოო და სასაწყობე ფართს, საცხოვრებელ კომპლექსს, სარეკრეაციო და დასასვენებელ ზონას და ა.შ. ჩინური მხარის ინვესტიცია უნდა ყოფილიყო არანაკლებ 150 მლნ აშშ დოლარი. თავის მხრივ, ქართული მხარე წამოწყებული ინვესტირების განხორციელებისა და პროექტის მშენებლობის უზრუნველსაყოფად, ჩინელ ინვესტორებს უშუამდგომლებდა საქართველოს პრეზიდენტის წინაშე არანაკლებ 420 ჰექტარი მიწის ფართის შეღავათიან ფასებში მიყიდვაზე.


ემა ტუხიაშვილი (სპეციალურად საიტისთვის)

ჩინელმა წერეთლებმა დაგვიბარეს....

(ნაწყვეტი)
ჩინელმა წერეთლებმა დაგვიბარეს....
10-09-2012
ჩინელები საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ქართულ არისტოკრატიულ გვარებსაც ითვისებენ(?!)

"ლილოსიტის" "ჩინური კვარტალი" 


 "ლილოსიტში" საყიდლებზე  ჩინელებს მივადექი. მტვრიან ქართან ერთად ჩინური სამზარეულოს სურნელი შემომეგება. მართალია, ვერ ვჭამე, რადგან ყოველი მაღაზიის მფლობელი ჩინელი საკუთარ მაღაზიასთან გამართულ სახელდახელო სამზარეულოში კერძებს მხოლოდ თავისი ოჯახისთვის ამზადებს, რომლის წევრებიც, იქვე ჭიანჭველებივით შრომობენ. სამაგიეროდ, იქ დგომა არავის დაუშლია და ჩინური კერძის დამზადება ვისწავლე, - მოხარშული ბრინჯი, შებოლილი თევზის ნაჭერი და ზედაც მოხარშული სატაცური. სატაცურიანი ჯამი მაგიდის ქვეშ ჰქონდათ შედგმული, როცა დასჭირდებოდათ, მდუღარე წყალში თუთქავდნენ და მომზადებულ კერძს ამატებდნენ. მერე ორი ჩხირი (ჰაკი) და მორჩა! კაცმა რომ თქვას, ჩინურ ტრადიციებში ჩემთვის ყველაზე სახლაფორთო ეს ორი ჩხირია, მაგრამ ჩინელები ჩემზე დარდით არ გადაშენდებიან. ის კი არა, გამრავლების თემას მათმა მთავრობამაც ვერაფერი უშველა - კანონი ერთ შვილზე მეტის ყოლას უკრძალავს. 

ისინი კი იმდენს "მუშაობენ", რომ გამრავლების ჯარიმებსაც იხდიან და შვილებსაც არხეინად ზრდიან. "ლილოსიტში" გამრავლების ამკრძალავი კანონი არ მოქმედებს და ჩინელებიც უპრობლემოდ და ხალისით მრავლდებიან. მათი მონაგარი კი "ლილოსიტში" იზრდება. იქვე ხალისიანად თამაშობენ, ხმაურობენ, ჩხუბობენ, ტირიან, იცინიან... ჩვილებს კი ტკბილად სძინავთ დაქირავებული ქართველი ძიძების კალთაში.

ზოგიერთი პატარა დახლზე მოკალათებულა და ჭუჭყიან ხელებში ჩაბღუჯულ ფუნთუშას ან სიმინდს სიამოვნებით შეექცევა. ერთ-ერთ მაღაზიაში ტანსაცმელზე დასკუპებულ პატარა ჩინელს გავეთამაშე, - შენ რომ ჭამ, მეც მინდა ეგ მოხარშული სიმინდი-მეთქი! თავს აქნევს და გაჯავრებული მპასუხობს, - ალა! ნახე, როგორ მიხვდა, რა ვუთხარი! ვუზიარებ აღტაცებას პატარა ჩინელის ძიძას და ისიც ხალისიანად მიღიმის, - აბა, რა!.. ეს ჩემი წვრილთვალება კნუტია... აქ ყველა ჩინელმა იცის ქართული, ამ ჩემს კნუტს კი ქართული სახელიც ჰქვია, - მარიამი, ოღონდ მარიამს ვერ ამბობს და მალი ვარო, გაიძახის.    

- ალბათ შენგან ისწავლა ასე კარგად ქართული...
- მარტო ჩემგან არა, ქართველი კლიენტებისგან. მარი შინ როცა მიმყავს, დედაჩემი სვანურსაც კი ასწავლის.
- აბა, ჩინეთში როცა დაბრუნდება, იქაურებს სვანურსაც ასწავლის...
ძიძების გასამრჯელოს გარდა, ჩინელებს ბავშვებისთვის არც ზიზილ-პიპილო სათამაშოები ენანებათ - მზისგულზე მთელი დღე პატარა ჩინელები ისე თამაშობენ, მშობლებს არც აწუხებენ, ნებისმიერ პირობებს ეგუებიან. სათამაშოდ აქ მოცალეობისას უფროსი ჩინელებიც იცლიან, - მაგიდას მიუსხდებიან და რომელიღაც ჩინურ თამაშს თამაშობენ. ძალიან მინდოდა ეს თამაში მესწავლა, მაგრამ არ მასწავლეს.

არადა, ჩვენსას ყველაფერს ითვისებენ... მაგალითად იმას, რომ საქართველოს მოქალაქეობასთან ერთად ჩვენი, ქართული არისტოკრატიული გვარებიც მიითვისეს(?!), მაგალითად, ამას წინათ თავად შევხვდი, დიდუბის მეტროსთან მაღაზიაში ჩინელ დათო წერეთელს, რომელიც "თავადური თავაზიანობით" შემხვდა და არც წამოსვლისას მოუყოლებია წყევლა ქართველი გამყიდველებივით, - ჩემს მაღაზიაში რატომ არაფერი იყიდეო. "ლილოსიტის" "ჩინურ კვარტალშიც" თავაზიანად გიღიმიან, მაშინაც კი არ გაგიბრაზდებიან, თუ თავად აუშარდი... 

მოკლედ, ჩინელები ამ თითქმის 2-მილიარდიან ქვეყანაში რომ ვერ დაეტიენ, ისე გაიდგეს ფესვები საქართველოში, გვარებიც გადაიკეთეს და ქართულადაც მშვენივრად გეჭუკჭუკებიან, არადა, ამერიკაში უზარმაზარი ჩინური კვარტალები ისე გაშენდა, ჩინელებს ინგლისური ენის სწავლაზე თავი არ მოუკლავთ...

P.S აბა, აწი რაღა გვიჭირს - ჩამოლეულ საქართველოსაც შეგვივსებენ და დემოგრაფიულ პრობლემებსაც გადაგვიჭრიან. მე შენ გეტყვი და... ბავშვების გაკეთებაში ჩინელებს გაეჯიბრება ვინმე, თუ რა?!




წყაროhttp://www.kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 7310 | დაამატა: mtacebeli | ტეგები: ჩინური, პატარა, ანუ, ავტონომია, ღალატი, თბილისში, საუკუნის | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 231 2 »
0   Spam
23 landia   (16.02.2013 19:36:24) [მასალა]
და რაც შეეხება ეგეთ სიახლეებს ჩემი აზრით ატასი საიტებია საინპორმაციო და იქაც მოვიპოვებთ ისედაც ბევრი პრობლემებია მონადირული და ის გავარკვიოთ აქ ჯობია 39

0   Spam
22 landia   (16.02.2013 19:35:00) [მასალა]
ჩინელების გარდა ვინ გინდა ის მოვიდეს არანაირი პრეტენზია არმაქ მაგრამ მაგ ხალხმა არიციან ადამიანის პატივცემა და აქ ჩვენთან ისე ექცევიან ქართველებს როგორც მონებს ვიცი და მიტო ვამბობ.და ეგ თუ გააშენეს დარწმუნებული იყავით რო ჯერ ერთი თბილისის ზღვას ვერმივეკარებით და მეორეც ამას მოყვება ცუდი შედეგები.ჩინელმა როდაგიშალოც შენს Qვეყანასი რამე არგაუყობ თავს უკანალვით 069

0   Spam
21 rati   (14.02.2013 16:45:27) [მასალა]
შენ რა იცი ეგრე რო არ არი?

0   Spam
20 პედიატრი   (14.02.2013 12:11:38) [მასალა]
სტუმარს და მიგრანტს ნუ ურევთ ერთმანეთში

0   Spam
19 vladi   (14.02.2013 00:40:07) [მასალა]
ამ ხალხს ერთადერთი ემიგრანთი ქართველი ან საზღვარგარეთ ნამყოფი ადამიანი გაუგებს ,ოღონ იმ გაგებით რომ ჩვენ ჩვენ ქვეყანაში ვერავის ვერ ვიტანთ გაუტანელი ხალხი ვართ ბევრ რამეში ქართველები ჩვენ ერტმანათის გატანა ვისწავლოთ და სხვა ერს პატივი ვცეთ ,ჩინელი არასდროს არ გახდება ქართველი დაქართველი კი არასდროს ჩინელი უბრალოდ ის ადამიანები ღმეტთის მოვლენილია ამ ქვეყანაზე და ცხოვრების და პურის ფულის შოვნის უფლება აქვთ როგორც ყველა ქართველ ემიგრანთს ,ამიტომ ჩვენი უარყოფითი და ნეგატიური გამოხატვა იმისა რომ რატომ არიან საქართველოში პირველ ლიგში ქარტველების იმიჯს არყევს მოდი ნუ გამოვავლენთ რასიზმს ეს ყველაზე მეტი დამამცირებელია ემიგრანტისთვის ვიყოთ უფრო ლმობიერები ცუდი და კარგი ყველგან არია იმას რასაც ქართველები ჩადიან საზღვარგარეთ ჩილელებს ალბათარ დაესიზმრებათ ,პირველ რიგში ქართველს შეხედეთრას შვება და მერე აცრიტიკეთ სხვა 39
''[ ღმეტთმა დაგვიფაროს ჩვენთან სტუმარი მოგვივიდეს და უკანა კარისკენ გაგვექცეს თვალი''] 166

-1   Spam
18 vajikaxadeli   (14.02.2013 00:26:15) [მასალა]
2daf4 გაა.ვან თუ არადა 48 :

-1   Spam
17 vajikaxadeli   (14.02.2013 00:22:57) [მასალა]
ამათი დედა ........ მე ვმუშაობდი ამათან და ვიცი ეს რა ხალხია,, არანაირი ადამიანური ამათ არ გააჩნიათ ესენი ადამიანს და მაიმუნს შორის რაღაც ცხოველები არიანიან

0   Spam
16 vladi   (14.02.2013 00:03:20) [მასალა]
ავთო რას იზავ ძმაო მესმის შენი მაგრამ ერთი კარგი რომ კეთდება მეორე კარი ეწირება ეს ბუნების კანონია და ამას ვერ ამოშლი ჩვენ თუ განვითარება გვინდა საერთოდ რამეს დავემზგავსოთ ახალი და თანამედროვე მომავალი უნდა შევქმნათ ჩვენთვის კიარა ჩვენი მომავლისთვის აბა ჩვენ ამაზეც კმაყოფილივართ ერთი ომი და უბედურება არიყოს. 166

0   Spam
15 avtandil   (13.02.2013 23:43:15) [მასალა]
ვლადი იმ რეკლამაში რას ლაპარაკობბენ ვინმეს თუ ესმის ნეტავ?? და ვინმე სწორედ თუ გადაგვითარგმნის??? ჯონდოზე და ბონდოზე არაა აქ საუბარი .მე ვცხოვრობ ვარკეთილში მაგ მშენებლობიდან 600 700 მეტრში არაფერს არ აშავებენ თავისთვის ჩიჩქნიან რაღაცეებს და ჩვენიანებსაც ამუშავებენ არამგონია რომ მანდ ჩვენი ფენის ადამიანი როდისმე აშენებულ სახლს იყიდის, როცა დაასრულებენ. იმიტომ რომ ცარიელი მიცა ვისაც რეესტრი აქვს მაგ მშენებლობასთან ახლოს და ყიდის მინიმუმ 50 (მწვანე) დოლარი უნდა 1 კვადრატულ მიწას ვინ მეტყვის დაახლოვებით ნორმალური საკარმიდამოსთვის რამდენი კვადრატია საჭირო??? ამას გავანებებ თავს. ქალაქია და ასეთუ ისე ყურადღებას მიიქცევენ 1000 თვალი ხვდება ყოველ დღე და ისეთს არაფერს გააკეთებენ, რომ რამე დააზიანონ დასახლება რომ არ ჩავთვალოთ... მე მაქვს სოფელი ხაშურში სამშობლო და დედულეთი ხარაგაულის რაიონში. ალბათ გაგონილი გექნებათ, რომ რკინიგზა სწრაფმავალი უნდა გახდეს და ეს დებილი როგორც იძახის (((( მიმიხვდებით ალბათ ვიზეც ვამბობ))))სინგაპურს უნდა ვგავდეთ და ტბილისიდან ბათუმში ტაშის დაკვრაზე მალე უნდა ჩავიდეთ ხო და ამ რიკინიგზის მოკლე გზა გადის ხაშურის რაიონიდან მთებში უნდა იაროს რამოდენიმე კილომეტრი გვირაბმა და გავიდეს ჩემს მეორე სოფელში ზუსტად არ მახსოვს რამდენი ხნის წინ დაიწყეს მაგრამ ამ დროში მოახერხეს უძლიერესმა სამშენებლო ცინელების კომპანიებმა და ხაშურში მტკვრის პირას ერთი კაი დიდი მთა ააშენეს გვირებიდან ნაზიდი მიწით, ხოლო სადაც გვირაბის მეორე მხარე უნდა იყოს ზვარის წყალი ერთხელ მაინც გექნებათ დანალევი და კურორტი ნუნისი გაგონილი გვირაბის მეორე ბოლო გადის ამ ორი სოფლის საზღვაარზე. ჯერ მარტო ორი მთა გაანახევრეს და გაასწორეს ბულდოზერებით მერე, რაც ჩიჩქნეს და გარეთ ზიდეს ყარეს ხევებში, ადრე რომ მიუყვებოდი მაგ გზას გულს უხაროდა ისეთი ლამაზი იყო იქაურობა ეხლა კიდევ გადაავსეს ნაყარი მიწით იქაურობა მდინარე დღესაც დაფარულია დიდი ლოდებით და მიწის ქვეშ გაედინება და კაროჩე დედა აღარ ყავს იქაურობას. მ კვირაში ვაპირებ წასვლას და გადავიღებ ფაქტებს და დავდებ ვიდეოს... განვითარება კარგია ყველაფერი კლკარგია მარა ამ ოჯახ აშენებულებმა ჩადონ ფინანსები და ქართველები ნაკლებად მშრომელები ვართ თუ უნიჭოები ვართ რომ ვერ გავაკეთოთ რამე ???? 25 :25: 25 :25:

+1   Spam
14 vladi   (13.02.2013 23:23:50) [მასალა]
მეც ვეთანხმები ზურას ეს პროეკტი ოლიმპიური ქალაქია და არა ბაღათურიას პრუტუნი ,რეკლამა ჩინურად იმიტონმ ითარგმნება რომ ერთერთი უძლიერესი ჩინური სამშენებლო კომპანიის მიერ უნდა შესრულდეს ამას სარწმუნო წყაროებიდან ვამბობ . 23

0   Spam
13 marsi   (13.02.2013 22:37:53) [მასალა]
butatino შენ ძმაო რას ამბობ აზრზე ხარ?!! რად გვინდა ისეთი ქვეყანა სადაც ჩვენზე მეტი უცხოელი იცხოვრებს?!! მითუმეტეს ეს გამოსირებული ჩინელები და მერე დროდადრო ავტონომიას მოითხოვენ, შემდეგ შენ შთამომავლობასთან შეჯვარდებიან და შენი შთამომავლობა წვრილთვალა და თავგასიებული რომ გამოვა ამას უძახი შენ განვითარებას?!! 25 25 25 ანდა ჩვენთან ქუთაისში ავტოქარხნის დასახლება გავსილია ამ უჯიშო ჩინელებით ეს კაია? არ გვინდა ძმაო მასეთი განვითარება და არ გვინდა ქართველებს ამ მასუნურ კლანში გახვევა. სააკაშვილს და მის დამქაშებს ფეხებზე კიდიათ საქართველო და ამ ქვეყნიური სიამოვნებისთვის ცხოვრობენ, ოღონდ ახლა მოიხვეჭონ ფული და ქვეყანას ისე გაყიდიან და გადააგვარებენ რომ სულ ფეხებზე კიდიათ ქართული ერი და ქართული გენი. ამ ჩინელებს და სხვა არაერთ ნაგავ ერს სულ კუდით ქვა უნდა ასროლინონ და ისე უნდა გააგდონ საქართველოდან. რათქმაუნდა ყველამ უნდა ნახოს საქათველო და ყველას უნდა მიეცეს ჩვენი ქვეყნის ნახვის საშვალება მაგრამ არა აქ დასარჩენად რაღაც გარკვეული დროით და არა სამუდამოდ აქ დარჩენით. და საერთოდ ბევრმა არ იცის რა არის ნამდვილი ქართველობა

0   Spam
12 butili   (13.02.2013 19:37:56) [მასალა]
ნაციონალებოოო აიტ gimili

0   Spam
11 gochatula   (13.02.2013 15:40:42) [მასალა]
მადლობა უფალს რომ დაიფარა საქართველო გადაშენებისაგან

0   Spam
10 beqarichi   (13.02.2013 14:45:18) [მასალა]
წაიღო წყალმა ეს პროექტი

0   Spam
9 ზურა333   (13.02.2013 14:42:42) [მასალა]
მე თხოვნა მექნება ამ ინფორმაციის დამდებთან და ყველასთან, რომ ასეთ პროვოკაციულ ამბებს ნუ დავდებთ საიტზე. ისედაც გაყოფილია ქართველები შუაზე მავანთა მიზეზით და არ გვინდა პოლიტიკური დაპირისპირებები, აქ მითუმეტეს.

1-15 16-22
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика