ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2014 » ივნისი » 22 » თბილისში ძაღლების სიკვდილიანობის შემთხვევები გახშირდა.    

14:27:40
თბილისში ძაღლების სიკვდილიანობის შემთხვევები გახშირდა.

თბილისში ძაღლების სიკვდილიანობის შემთხვევები გახშირდა. ვეტერინარები რამდენიმე მკვდარი ძაღლის გაკვეთის შემდეგ გამოთქვამენ ვარაუდს, რომ შესაძლოა, სიკვდილის მიზეზი ვირთხის საწინააღმდეგო წამალი იყოს. ძაღლების მეპატრონეების თქმით კი, ოთხფეხა მეგობრები, შესაძლოა, მოიწამლნენ სეირნობისას პარკებსა და სკვერებში, რომელსაც სხვადასხვა მღრნელების საწინააღმდეგო პრეპარატებით ზოგჯერ ამუშავებენ ხოლმე.

როგორც ,,მედიანიუსს“ ერთ–ერთი ძაღლის პატრონმა განუცხადა, მისი ექვსი თვის ლაბრადორი მოულოდნელად ცუდად გახდა და ექიმებმა მისი გადარჩენა ვერ შეძლეს. გაკვეთის შემდეგ გაირკვა, რომ ძაღლს ყველა ორგანო გადიდებული ჰქონდა. ვეტერინარის ვარაუდით, ლაბრადორი ვირთხის წამალმა იმსხვერპლა.

,,ვეტერინარმა მითხრა, რომ არსებობს ვირთხის საწინააღმდეგო წამალი, რომელიც ლაბორატორიულად არის დამზადებული და კუჭში მოხვედრიდან 10 დღის შემდეგ მოქმედებს. ასევე მითხრა, რომ აღნიშნულ წამალს სადარბაზოებში და პარკებში ყრიან. ძაღლს ძირითადად მოსკოვის გამზრიზე ვასეირნებდი, მყავდა დედა ენის ბაღში და კიკვიძის პარკშიც. დაახლოებით ორი კვირის წინ სწორედ, კიკვიძის პარკში მყავდა. შესაძლოა, აღნიშნული წამალი იქაც შეეჭამა, ზუსტად ვერ ვიტყვი,“– აცხადებს ძაღლის მეპატრინე.

აღსანიშნავია, რომ კიკვიძის პარკის მიმდებარე ტერიტორიაზე ძაღლების სიკვდილიანობის სხვა ფაქტებიც დაფიქსირდა.

რამდენიმე დღის წინ ორ წლამდე სამოედის ჯიშის ძაღლი ანლოგიური სიმპტომებით მოკვდა.

,,მეც კიკვიძის პარკში ვასეირნებდი ძაღლს დილას და საღამოს. ჩემს ძაღლსაც ანალოგიური სიმპტომები აღენიშნებოდა. არ ჭამდა. ვეტერინართან არაერთხელ მყავდა. მკითხეს, რაიმე სახის შხამთან ხომ არ ჰქონია კონტაქტიო. ვირთხის წამალზე არც მიფიქრია და ბოლოს მისი ავადმყოფობა ლეიშმანიოზს დავაბრალეთ და რამდენიმე დღეში დავაძინეთ. ახლა ვფიქრობ, რომ შესაძლოა სწორედ მაგ წამლის ბრალი ყოფილიყო. კიკვიძის პარკში სისტემატიურად ვასეირნებდი. იქ ისეთი სიბინძურეა, რაც არ უნდა ვირთხის წამალი დაყარონ, ვერაფერი უშველის,“ – აცხადებს ,,სამოედის“ პატრონი ლიკა ბერაძე.

აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით ,,მედიანიუსი“ თბილისის მერიასაც დაუკავშირდა და დაინტერესდა, ყრის თუ არა თბილისის მერიის რომელიმე შესაბამისი სამსახური თბილისის სადარბაზოებსა თუ სკვერებში ვირთხის საწინააღმდეგო წამალს, ან სხვა რაიმე მსგავს საშუალებას.
თბილისის მერიაში განმარტავენ, რომ ქალაქის სადარბაზოების და სკვერების შეწამვლას თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახური აწარმოებს და ისიც იმ შემთხვევაში, თუ მოსახლეობამ გამოიძახებს და აღნიშნულ მომსახურებას ითხოვს.

,,იმისათვის, რომ შეწამვლა განხორციელდეს შესაბამისი შეტყობინება უნდა შევიდეს საგანგებო სიტუაციების სამსახურში,“ – აცხადებენ თბილისის მერიაში.

,,მედიანიუსი” თბილისის საგანგებო სიტუაციების სამსახურსაც დაუკავშირდა და დაინტერესდა, იყო თუ არა დაყრილი რაიმე მსგავსი სახის წამალი კიკვიძის პარკში.

საგანგებო სიტუაციების სამსახურში განმარტეს, რომ შეწამვლით სამუშაოებს კერძო კომპანია ახორციელებს და მომსახურება ფასიანია.

აღნიშნული პროფილის კერძო კომპანიაში აცხადებენ, რომ დაახლოებით ორი კვირის წინათ მათ გამწვანების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და კიკვიძის პარკის შეწამვლა სთხოვეს, თუმცა მოგვიანებით აცნობეს, რომ ამ საკითხს ჯანდაცვის სამინისტრო მოაგვარებდა.

,,მედიანიუსი” ჯანდაცვის სამინისტროსაც დაუკავშირდა, სადაც განაცხადეს, რომ პარკებისა და სკვერების საკითხი მათ არ ეხებათ.

ნინო სვანიძე



წყაროhttp://medianews.ge/ge/tbilisshidzaghlebissikvdilianobismizezishesadzloaparkebsadaskverebshidakrilivirtkhistsamaliikos/80310?fb_action_ids=5
კატეგორია: ძაღლები | ნანახია: 2177 | დაამატა: cheisi | ტეგები: სიკვდილიანობის, გახშირდა., შემთხვევები, ძაღლების, თბილისში | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 4
0   Spam
4 bagdati1962   (25.06.2014 13:55:54) [მასალა]
ლეო <3 <3 ძაან საყვარელი იყავი

0   Spam
2 ბასი   (23.06.2014 12:04:03) [მასალა]
ასევე ძალიან საშიშია ქუჩაში დაყრილი ნარჩენები. ახლა ზაფხულია, სკვერებში და ასეთ ადგილებში შედარებით ხშირად მიირთმევენ ლუდს და თევზს, რომლის ნარჩენებსაც იქვე ყრიან, რაც (განსაკუთრებით თევზის თავი, რომელიც მალე ფუჭდება და თევზის ფხა)მომეტებულად საშიშია ჩვენი ოთხფეხა მეგობრებისათვის.

0   Spam
3 cheisi   (24.06.2014 14:52:25) [მასალა]
25 25 ამ ამბავზეც ხომ უნდა იყოს პასუხისმგებელი ვინმე...ელემენტარული განცხადება მაინც გააკეთონ, რომ ფრთხილად ვიყოთ... და თან ამ პარკებში ძაღლების გარდა ბავშვებიც თამაშობენ.... მოკლედ რააა 48

0   Spam
1 jena   (23.06.2014 11:47:11) [მასალა]
თბილისი არ ვიცი მარა გორში ენტერიტის ვირუსია გავრცელებული 6 ლეკვი მომიკვდა უკვე ვერც ერტმა ექიმა ვერ \შველი ცემ ახლობლებსაც დაეხოცათ

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 7
    სტუმარი: 7
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика