სეზონი 2019
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
ნადირობა იხვზე   
sulxaniპასუხების რაოდენობა: 6296
ოპტიკური სამიზნეები   
minchaninპასუხების რაოდენობა: 70
კურდღელზე ნადირობა   
monadire33პასუხების რაოდენობა: 1372
ATA SP   
oxotnik42პასუხების რაოდენობა: 8
Huglu 104a   
monadire33პასუხების რაოდენობა: 133
ტყის ქათამზე ნადირობა   
gugunaპასუხების რაოდენობა: 4095

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

ნადირობა

                                                                ნადირობა

საქართველო, ტრადიციებით, წეს-ჩვეულებებით, მდიდარია. ნადირობაც არ გახლავთ გამონაკლისი ამ მხრივ. საქართველოში, ნადირობას დიდი ისტორია აქვს!  ადამიანისთვის ნადირობა, მომპოვებლობა, მისი გაჩენის დღიდან არის აქტუალური.  დღეს,  აღარ არსებობს, საჭიროება, ნადირობისა, როგორც საკვების მოპოვების ერთერთი საშუალებისა. აღარ არის საჭირო, “ნადირობა არსებობისთვის”!  მაგრამ ქართველი მამაკაცების უმეტესობას, საჭურველის და ნადირობის სიყვარული, მაინც აქვს გენში!  ოღონდ, ერთი ეგ არის, რომ ამ მამაკაცების უმეტესობის, ეს “სიყვარული” მახინჯი ფორმით არის გამოვლენილ-გამოხატული!  ანუ, ნადირობა, მათთვის ერთერთი, დროის მოსაკლავი, საქმიანობაა! შეიძინა თოფი (საჭურველი) დაბორიალობს მინდორსა თუ ტყეში და როცა, სანადირო ფრინველს ვერ ნახავს, მაშინ ნებისმიერ ფრინველს ესვრის! რადგან ჰგონია, რომ “ნამდვილი მონადირე და ნადირობა” აუცილებლად, თოფის ბათქაბუთქს ნიშნავს!   დღეს, ამ მხრივ ძალზედ ცუდი სიტუაციაა საქართველოში! არ არსებობს, სამონადირეო კანონმდებლობა! არ არსებობს, არანაირი მაკონტროლებელი “ინსტიტუტი”!  მართვის მოწმობის საფუძველზე, ნებისმიერს შეუძლია მონადირე დაარქვას მის თავს! ასევე არ არსებობს, პროფესიონალი და მცოდნე კადრები “გარემოს დამცველების” (მცოდნე კადრი იმდენად მცირეა, რომ ისინი ვერ ქმნიან ამინდს და შესაბამისად უცოდინარობა ზეიმობს!)  ამ, ბოლო წლებში ძალიან მომრავლდნენ, “არამკითხე, უწიგნური გარემოს დამცველები”!   მოკლედ, არსად არ არის ასეთი, აწეწილი და მიგდებულ-მივიწყებული, ნადირობა და ბუნება, როგორც საქართველოშია!           

მონადირეთა, კლუბები და “გაერთიანებები”, ცდილობენ, სიტუაციის გამოსწორებას, უწევენ პროპაგანადას, სწორ და კულტურულ ნადირობას! ცდილობენ, ებრძოლონ ბრაკონიერობას! ცდილობენ ხმა მიაწვდინონ და რამე ჭკვიანური შეაგნებინონ, იმათ, ვისაც პირდაპირ ევალება ფლორა-ფაუნის დაცვა, მაგრამ “ძაღლი ყეფს და ქარავანი მიდის”!  დღეს, აღარ არსებობს, სხვაობა, მონადირესა და ბრაკონიერს შორის! რაც, არ უნდა კარგი და პატიოსანი მონადირეები ვიყოთ, ვიღაცა “არამკითხე, ფუტურისტი, ბუნების დამცველი” მაინც მკვლელებად და არაადამიანებად გვრაცხავს!  გუშინდელი მემწვანილე, დღეს, ნაკრძალის დირექტორია. ან, გარემოს დაცვა აბარია!  და წარმოდგენა არ აქვს, რას ნიშნავს ეს სიტყვები : “  Охотоведение, наука об основах и методах ведения охотничьего хозяйства, позволяющих рационально использовать охотничью фауну.” არც, ეს სიტყვა, სმენია ოდესმე:  “ნადირობათმცოდნე”!!!

კარგი. ამათ თავი დავანებოთ და იმაზე ვისაუბროთ, თუ როგორი იყო საქართველოში ნადირობა და რას წარმოადგენდა ის, ანუ რამხელა მნიშვნელობის იყო.  ძველ საქართველოში მონადირეობა გამოირჩეოდა მრავალფეროვნებით, ეყრდნობოდა ხანგრძლივ ტრადიციებს და შესაბამისად, მნიშვნელოვან როლს ასრულებდა სამეურნეო და ეკონომიკურ საქმიანობაში.
ნადირობას, გარდა სამეურნეო დანიშნულებისა და გართობისა, სამხედრო წვრთნის, მოლაშქრეთა სამხედრო ვარჯიშის მნიშვნელობაც ენიჭებოდა. ივანე ჯავახიშვილის დასკვნით, ნადირობას "მარტო კერძო გართობის თვისება არ ჰქონდა, არამედ სამხედრო ვარჯიშის მაგიერი იყო".
ფეოდალურ საქართველოში ნადირობა იყო ფიზიკური აღზრდის ერთ-ერთი ხალხური საშუალება და ლაშქრის წვრთნის, სამხედრო მზადყოფნისა და მასობრივი შემოწმების ფორმაც. იმდროინდელი გლეხობისათვის ლაშქარ-ნადირობა ფეოდალური ბეგარის ერთ-ერთი სავალდებულო სახეობა იყო. სამეფო კარზე არსებობდა სამონადირეო უწყება, რომელსაც მონადირეთუხუცესი, შემდეგ კი ბაზიერთუხუცესი ხელმძღვანელობდა. მას ემორჩილებოდა „ჯელგის კაცი“, „მრეკალი“, „მესახუნდრე“, ბაზიერი, მეჯინიბეები, ტყეთა და ველთა სამეფო სანადიროთა მცველები და სხვა. განსაკუთრებული ზეიმით სრულდებოდა სამეფო ნადირობა, რომელიც ქართული საახალწლო რიტუალის ერთ-ერთი მთავარი კომპონენტი იყო სამეფო კარზე. ნადირობის ხალხური ტრადიციები საქართველოში, ეთნოგრაფიული მონაცემებით, ყველაზე უკეთ შემონახული იყო მთიანეთში. ჯგუფური ნადირობის ფორმებიდან აქ გავრცელებული ყოფილა მორეკვით ნადირობა (უმთავრესად ტყის ნადირზე), მოჭირვით ნადირობა (ნადირის სავალი ბილიკების გადაჭრა და სახუნდარში ჩასაფრება უპირატესად კლდის ნადირზე), ნადირის კვალში ჩადგომა (ბუჩქნარისა და ველის ნადირზე).
გარდა ამისა, რამდენი რამ უკავშირდება ნადირობას, საქართველოს ისტორიიდან.

ფარნავაზისგან, ნადირობისას განძის პოვნა! შემთხვევა, რომელმაც საქართველოს სახელმწიფოებრიობას ჩაუყარა საფუძველი.   თუნდაც მირიან მეფის, ნადირობისას, მზის დაბნელება და მეფის სასწაულებრივი მოქცევა.  ან, ბეთანია, რომელიც XIX საუკუნის დასასრულამდე ყველასაგან მივიწყებულ, საუკუნოვან ნანგრევებსღა წარმოადგენდა, სანამ მიტოვებული ტაძარი ნადირობისას შემთხვევით აღმოაჩინა გრიგოლ ორბელიანმა. სწორედ ამ საზარელი ათეისტური ქარიშხლის წინ იწყებს აღორძინებას და ამიერიდან იგი მოქმედი მონასტერი ხდება.  ასეთი მაგალითების მოყვანა, უამრავისა შეიძლება!
ვაჟა ფშაველა. ბუნების მგოსანს, პოეტს და გენიოსს რომ ვუწოდებთ, გატაცებული მონადირე გახლდათ!  შვლის ნუკრის ნაამბობიც, ნადირობისას არის “ჩასახული”!  ვაჟას, რომელსაც საოცრად ესმოდა ბუნების და საოცრად უყვარდა ბუნება, “ხმელი წიფელიც და საბრალო იაც” ამ კაცს, შეეძლო ასე ყვარებოდა ბუნება და ამასთან ერთად ყოფილიყო მონადირე! ანუ, ყვარებოდა თოფ-იარაღიც და ნადირობაც! უყვარდა მეძებარიც და დაგეშილი, მტაცებელი ფრინველიც! 
რამოდენიმე, ცნობილი მონადირე:  ვაჟა ფშაველა, ვანო სარაჯიშვილი, რევაზ ლაღიძე, პაოლო იაშვილი, რევაზ ინანიშვილი, ნიკო კეცხოველი. აი, ეს ადამიანები ნადირობდნენ! ახლა კი თქვას რომელიმე “ჭკვიანმა” რომ ისინი მკვლელები იყვნენ!
მოკლედ, საქართველოში ნადირობა მუდამ არსებობდა და მუდამ იარსებებს! მუდამ არსებობდნენ ბრაკონიერები და არაკაცები! ასევე მუდამ არსებობდნენ, ნამდვილი მონადირეები და სამშობლოს, ფლორა-ფაუნაზე ფანატიკურად შეყვარებული ადამიანები!   მთავარია, ბრაკონიერი, მონადირისგან გავმიჯნოთ და ყველას, შესაბამისი სახელი დავარქვათ! მონადირესაც და არამონადირესაც, ბუნების დამცველსაც და “ჭკუათხელ არამკითხესაც”!
თორემ, როდის იყო,  სიყვარულით ნაკეთებ, ნაფერებ საქმეს ცუდი შედეგი მოჰყოლოდეს?.  ბავშვი, შვილი, დამწყები და ზოგადად მომავალი თაობა, ავღზარდოთ სწორად. ჩავუნერგოთ სამშობლოს ბუნების სიყვარული! ავუხსნათ და ვასწავლოთ, რომ ეს, ჭალა, მდინარე, მინდორი, ტყე და მთა, მისია და მისი მომავლის და რომ მხოლოდ ის არის ამის, პატრონი და ქომაგი! აი, როცა ასე ავღზრდით მომავალს, მაშინ, ის ცუდი კაცი და ცუდი მონადირე დადგება????.
ნებისმიერ საქმეში, გულწრფელობაა მთავარი! ისე კაპიკია ყველაფერის ფასი!
მონადირე ვარ და მთელი გულით მიყვარს ჩემი სამშობლოს ფლორა-ფაუნა!
გრანტიჭამია, ფუტურისტი “გარემოს დამცველი” ჩემზე უკეთ ვერასდროს დაიცავს, ჩემი სამშობლოს ფლორა-ფაუნას! იმიტომ, რომ მე, ყოველგვარი გრანტ-ტრანშ-ხელფასის გარეშე მტკივა და მიყვარს ჩემი ბუნება!
რაც მთავარია, “აქა ვარ ჩემის თავითა,
გულითა გაუტეხელი,
მოუღალავი მკლავითა.
რაც უნდა ჭირი მომკერძო,
ბილწთ არ შავეკვრი ზავითა;
მცნებას ვერ შემაცვლევინებ
მოზღვავებულის ავითა!..
განა მარტო ვარ ამქვეყნად,
სხვაც მრავალია ჩემფერა,”

ასეა. სხვაც მრავალია ჩემფერა. ბევრნი ვართ, ვისაც გულწრფელად გვიყვარს! ხვალ, უფრო მეტნი ვიქნებით, რადგან მომავალს ავღზრდით ისეთებად როგორებიც თავად ვართ!
“Wahlen Sie, um den Fall”

 

2014წ.



წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (05.05.2014) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 1691 | კომენტარი: 7 | ტეგები: ნადირობა | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 7
+1   Spam
7 giorgiarsenidze1990   (06.07.2014 19:50:11)
გაიხარეტ უპალმა დალოცოს საქარტველო კაი სიტკვებია სჰესაგნებად და სცორი გზის დასადგომად ვისაც არ ესმის

+1   Spam
6 zaali746   (14.06.2014 11:34:22)
ვიყოთ გულწრფელები. 167 167 167 167 167

0   Spam
5 giorgiarsenidze1990   (17.05.2014 23:02:43)
უპალმა გადმოგვხედოს

0   Spam
4 hunter_nika   (07.05.2014 01:39:49)
10 10 10 10 166 166 166

0   Spam
3 tatoxoni   (06.05.2014 13:09:36)
10 10

+1   Spam
2 tatoxoni   (06.05.2014 13:09:28)
39 39 166 166

+1   Spam
1 racha123   (06.05.2014 09:44:07)
10 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    raptor, nugzari_1001, kuchukhidze07, papuna28

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика