ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე    

გურულებთან. რ.ინანიშვილი
ვეწვიე მეგობარ პროფესორს. პროფესორიც შინ დამხვდა და ერთი სასიამოვნო სტუმარიც, გიგიეთელი გურული. თხელთხელი, ტანასხლეტილი, მხრებგანიერი, მოძრავი კაცი, სახელად ბესია, ბესარიონი-აა!ოო!-აღმოგვხვდა ორივეს, გადავკოცნეთ და დიდი სიხარულით მოვიკითხეთ ერთმანეთი, ჩვენი ოჯახის წევრები: მე მოვიკითხე ასევე, სოფელი გიგიეთიც, შესული თითქმის მთლიანად ტყეში,  ჩემთვის უჩვეულოდ მაღალი მისი ხეები, მაღალი დემირა ვაშლები, კვიჭიჭა მსხლები, თხმელები, იმ თხმელებზე ჩამოკონწიალებული ადესები, თხილები, თხილების ქვეშ ჩქაფჩქაფით მიმავალი ანკარა წყალი, მთებზე გაფენილი ნისლები. ბესარიონი სიცილით მიხდიდა მადლობას-დიდი მადლობელი ჩემო ბატონო, დიდი მადლობელი. სოფელიც კარგადაა , ხეხილიც, ხეხილმა წელს ცოტა მოისხა, მარა თავი ისე უჭირავს, თითქოს ძველებურად სხმოდეს, წყალიც კარგად მოდის, ნამეტანი კარგადაც. წელს ჩემო ბატონო, წვიმებმა ჩაგვალბო მთელი ივლისი და აგვისტოს დასაწყისი.  -კაი, კაცო! აქ სიცხით ვიწვით, ამ ოხერ ქალაქში. -იი, ჩემო ბესარიონ!... -კი,კი. წვიმებმა შეგვაწუხა ბატონო წელს და დათვებმა. -არ გადამრიო! როგორ დათვებმა?!  -ყანებს ანადგურებენ, ყანებს და ბაღჩებს, ხან სოფელშიც დაბრძანდებიან, ქვეყანას აშინებენ. - მერე, თოფიანი აღარავინ გყავთ კაცო გურულებს?!   -აკრძალულია, ბატონო დათვების მოკვლა. -აბა რა უნდა ქნათ? -არ ვიცით, ვიქნებით ერთხანს კიდევ ასე და მერე გამოჩნდება რამე საშველი.  წარმოგიდგენიათ?! მე კი ერთხელაც არ მინახავს ცოცხალი დათვი.   -რას ბრძანებთ?! გაიოცა ბესარიონმა. -მართლა არ გინახავს, ბიჭო?-უარესი გაოცებით გადმომხედა პროფესორმა. -ზოოპარკში მინახავს, ტყეში-არა . რატომ გაიკვირვე პროფესორო, შენ გინახავს დათვი ტყეში?  პროფესორს სახე გაებადრა. -გურულს მაჩვი და დათვი არ ენახოს ეს არ გაგონილა. -კაი ერთი!  -კი,კი. მე დათვი მინახავს, იმფერს ბიჭო, ძალიან ცოტა ვინმე თუ ნახავს ქვეყანაზე.  -რა იყო მაინც მაგნაირი?  -რა იყო და დავადგა ეს ტაფა ქურაზე, მოგიყვები. სანამ პროფესორი გაზქურასთან ტრიალებდა, მეუღლის მიერ დატოვებული საჭმელები, რომ გაეცხელებინა, მე და ბესარიონი კვლავ ჩავუხმატკბილდით ერთმანეთს. -საქონელს და ხალხსაც თუ  ერჩიან  დათვები?  -როგორ არა წელსაც დაგლიჯეს ერთი ძროხა და ერთიც ბოჩოლა,ხბოი. ახლა სულ მაგისი გვეშინია კაცი არ დაგვიზარალონ, მთლად უარესი ბაღნები.  -უნდა დახოცოთ. -ვიღაა დათვების დამხოცავი სოფელში.   -თქვენა ბესია ბატონო, რა გაკლიათ მკლავი თუ თვალი?!  -აჰ მე თოფს რავა ვესვრი სულიერს? ქათამი არ დამიკლავს ჩემს დღეში. - კაი კაცო!  -ცოლს ვაკვლევინებ, გეფიცებით.  -დაუჯერებელია.  -რა არის დაუჯერებელი, გახალისებული გვიახლოვდება პროფესორი -დათვი რომ არ  ყავს ტყეში ნანახი, ისეთი გურული არც არის გურული, დათვი და მაჩვი. მე დათვი მინახავს, აუუჰ!     პროფესორი დაჯდა.-წამიყვანეს ერთხელ ამათ. ამან, ჩემმა ბესიამ და კიდევ სხვა ბიძაშვილებმა ტყეში, შეშის ჩამოსატანად. სად წამიყვანეს ახლა, ჯერ სახელი ნახე, ქაჯისოულში. წავედით ლაფეტიანი ტრაქტორით და ”დრუჟბა” ხერხებით. ამოუვარდა ოჯახი, ვინც მაგ ხერხს ”დრუჟბა” დაარქვა, ნამეტანი მეგობარია ეგ ხერხი ტყის.  საცა ეგ გაჩნდება, შიშით ეცემა პირქვე ტყე. წავიღეთ ორი ”დრუჟბა” და პურმარილი კიდევ-კაი პურმარილი- ჭადები,ხაჭაპურები, შემწვარი წიწილები, ადესა, რათქმაუნდა  და საწებელაც კი. შეესიენ ესენი ტყეს. არა, ეს არა. ესა, ჩემი ბესია, დაბლა დავტოვეთ წყაროსთან ანუ საცივთან, როგორც ჩვენ ვიტყვით, ამას ღვინო უნდა ჩაეციებინა, ცეცხლი აენთო და სუფრა გაეშალა. მე ისე ვარ, სეირის საყურებლად, ხან ამასთან ვტრიალებ, ხან ზევით ავდივარ, ხის აწევაში თუ წავახმარებ  ხელს მჭრელებს. მიუდგნენ ეს ჩემი ბიძაშვილები მაღალ-მაღალ წიფლებს იმ ”დრუჟბებით”, ერთს მიაწვებიან და წავა ხრიალით წიფელა სხვა ხეებში, მერე დადგებიან და იქვე მორავენ ღუმლის სარგოდ. საყურებლად კაია ეს-ცულს რომ არ უბაყუნებენ ხან ერთი მხრიდან და ხან მეორედან. ვართ ჩვენც ამ ამბავში, ხრიალში და ლაწა-ლუწში, ”დრუჟბიანი” ბიძაშვილები და მე და უცებ,-დათვიო! დათვიო!- და ერთიღა შევასწარით თვალი ამ ბესიას შქერებში გარბის, რას გარბის, კეფაში ირტყამს ქუსლებს! ჩვენ მაღლა ვართ ბექობზე, ის დაბლა იყო, საცივთან, წყალთან, გავიხედეთ და რას ხედავს ჩვენი თვალები: დატრიალებს გაშლილ პურ-მარილს დათვი, მერე რა დათვი, ბიჭო! რაღაცა უზარმაზარი. რამხელა იცი? ჩალის ზვინი ხომ გინახავს, წვიმისგან ჩამუქებული ზვინი, აი ისეთი. წყნარად დასტრიალებს სუფრას, ტოტნის დაგემოვნებით ხაჭაპურებს, ჭადებს, ყველს, შემწვარ წიწილებსაც არ იწუნებს. ავცვივდით ჩვენ ლაფეტზე. ავამუშავეთ ტრაქტორი, თანაც დიდი ხმით, სულ ტრახტრახით, მაგრამ თითქოს ყრუ იყოს ის დათვი, ყურს არ აპარტყუნებს ჩვენსკენ, ჭამს ისე გემრიელად ყველაფერს, კბილებსაც კი იჩიჩქნის ბრჭყალებით.  ეს ბესია თლათ დაკარგულია, სულ მაღლაა ასულა და იქიდან აყვლიფინებს თვალებს, ჩვენ, როგორც ტრიბუნაზე, ისე ვდგავართ იმ ტრაქტორის ლაფეტზე და იქიდან ამოვიძახებთ ხანდახან- აუ! აუ! დათვი კი პურმარილობს განცხრომით. ყველაფერი რომ მოტოტნა, მოალამაზა იქაურობა, მერე წყალში ჩადგმულ ბოცას დაადგა თვალი, დასუნა, შემოუარა ირგვლივ, შეაჭანჭყარა, კაი ღვინის მცნობელი რომ შეაჭანჭყარებს ისე და დაუშვა ლოდზე. წავიდა ღვინო და რა ღვინო! მისდევს დათვი იმ დაღვრილ ღვინოს და იმასაც ტლეკს. მერე ჩაჯდა, მკერდი მოიქექა ჯერ ერთი თათით და მერე მეორეთი. ჩვენ უარესად ვატრახტრახებთ ტრაქტორს, მარგამ აჰაჰ! ის ყრუსავითაა. რომ მიიქექ-მოიქექა მკერდი კარგად, მერე მუცელზე დაიდო თათი, ასწია და დასწია მუცლით, ერთი შემოგვხედა, თითქოს ცოტა კი გაიკვირვა, ისე რომ ვიყავით ჩამწკრივებულები საპატიო ყარაულად იმ ლაფეტზე, დააცხიკა და რა დააცხიკა, მტვერი აადინა მიწას, კიდევ გამოგვხედა. თითქოს ახლა საყვედურით, რატომ ”ხეირს” არ მეუბნებით, თქვე უსინდისოებოო, მიბრუნდა და წავიდა, წავიდა თავის ქნევით, ნამდვილად ამას ამბობდა გუნებაში-წახდა, გაფუჭდა, გაუზრდელდა ქვეყანაო, -და შეერია შქერებს, მერე თხილიანს.  -ხომ არაფერი წამიმატებია, ბესია ჩემო? ბესარიონმა მორცხვად ჩაიღიმა. -არაფერი არ წაგიმატებია, ოღონდ სუყველაფერი არ შეუჭამია დათვს. ჭადის ნატეხი დაეტოვებინა ერთი, ასე ხელისგულისოდენა და ის გავიყავით მერე ხუთმა. -ჰო, ჭადი დაეტოვებინა ხელისგულისოდენა და კიდევ ტყემალი პატარა ბოთლით. მოდი და ნუ გეყვარება ასეთი პატიოსანი ცხოველი.  -აბა, აბა!-იცინოდა ბესარიონი. -ჩვენ გურულებს,-ამბობდა პროფესორი-ძალიან გვიყვარს დათვები და მაჩვები. უიმათოდ, ალბათ, ვერც კი გავძლებთ.   -სწორია, ბატონო, სწორი-სიყვარულიანი ღიმილით უდასტურებდა ბესარიონი- რაღა გურია იქნება, დათვი და მაჩვი რომ გაწყდეს გურიაში. აჰ, არ უნდა დადგეს ეგ დღე.


წყარო:
კატეგორია: მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (29.04.2013)
ნანახია: 2030 | კომენტარი: 1 | ტეგები: gurulebi, nadiroba, გურულებთან. guria, რ.ინანიშვილი | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
+1   Spam
1 krimanjuli   (29.04.2013 16:19:23) [მასალა]
166 166 39 39 23_30_126 23_30_126
გეიხარე გამახარე!!!!!!!!!!!!!!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика