ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
წიგნები ბაზიერობაზე [10]
წიგნები ნადირობაზე [20]
წიგნები სანადირო თოფებზე [8]
წიგნები ცივ იარაღზე [1]
წიგნები მონადირე ძაღლებზე [12]
წიგნები თევზაობაზე [4]
წიგნები ცხოველთა სამყაროზე [5]
წიგნები ბუნებაზე [2]
სხვადასხვა წიგნები [64]
ნაწყვეტები წიგნებიდან [9]
მონადირის ჩანაწერები [27]
მხატვრული ლიტერატურა ნადირობაზე [44]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » წიგნები » მონადირის ჩანაწერები    

აი, მხოლოდ მაშინ აშენდება სოფელი!

                                     აი, მხოლოდ მაშინ  აშენდება სოფელი!

 

სამშობლო? სამშობლო, მარტო მინდორი და ველები არ არის, სამშობლო ადამიანიაო.
მინდორის, ტყის, მთის და მდინარის გარეშე, რომ ადამიანი, მხოლოდ და მხოლოდ ადამის ძეა, წარსულის, მომავლის და სამშობლოს გარეშე, ეს აღარ ახსოვთ! ქართველებს  პატარა, მაგრამ ძალიან ლამაზი სამშობლო გვაჩუქა უფალმა! დღეს ეს “პატარა” ლამის განახევრდა! კიდევ უფრო დაპატარავდა, მაგრამ რაც დაგვრჩა, იმასაც ვერ ვუფრთხილდებით!  ჩვენი სამშობლო  მარტო თბილისი არ არის! ქალაქს და ქალაქების გარეთაც ისეთივე სამშობლოა, როგორც ქალაქში და მასაც ზუსტად ისე სჭირდება დაცვა და მოვლა, როგორც ქალაქს!
არც ქალაქშია გადასარევი მდგომარეობა! ქალაქის დასუფთავება და ეკოლოგიაზე ზრუნვა, მხოლოდ არჩევნების წინ ახსენდებათ პატივცემულ გვამებს! სხვის ნაშრომთან, უკვე დასუფთავებულ ადგილებში, პარკებში მოგროვილ ნაგავთან  ფოტოსესიას მოაწყობენ და სულ ეს არის! მერე კი უნდა იტრაბახონ, რომ ღამე არ სძინავთ  თავიანთ ქალაქზე, სამშობლოზე და ბუნებაზე ფიქრით! მე, ჩვენ, რა უნდა მოგვატყუოთ? როცა მოხარშულს გიცნობთ და გადასარევად ვიცი, ვიცით რაცხა პატრიოტები ხართ!
ეგზომ პატივცემულებს და ეგზომ გვამებს, რომ არჩევნების წინ ფოტოს გადასაღებად უნდათ სამშობლო ეს შენც იცი ძამა და მეც ვიცი! ასე, რომ ისევ მე და შენ მივხედოთ ჩვენსას! ისევ ჩვენ დავიცვათ, ისევ ჩვენ დავალაგოთ!  თორემ, მოვა ის დროც, როცა ტყე ფოთოლის მაგივრად პოლიეთილენს რომ მოისხამს და მერე ისევ მე და შენ დაგვაბრალებენ ამას “გვამები”!  იტყვიან: “ ბევრი ვეცადეთ, მარა ამ ხალხის თავში მაინც არაფერი შევიდაო, ვერ გავაგებინეთ, რომ ბუნებას უნდა მოფრთხილებოდნენო!”
როგორც ყოველთვის, წელსაც ველოდი ცვლილებებს, მაგრამ წელსაც მხოლოდ ის შეიცვალა, რომ ბიუროკრატიული მანქანა გაძლიერდა და მხოლოდ ტუტუცური ცვლილებები შეიტანეს ნადირობა-თევზაობის წესებში!
თითქოს ცდილობენ და თითქოს “მუშაობენ”, მაგრამ მაინც ბიბინებს ბრაკონიერობა! იმერეთში  უკვე მანოკით ნადირობენ! დენით  თევზს წყვეტენ მდინარეში! გურიაშიც ასევე ბრაკონიერობენ “აპარატჩიკები”!  ვაჰ, არადა, ჩემი თვალით ვუყურებ, როგორ მოძრაობს “გარემოს დამცველთა” მანქანები, დადიან, მაგრამ მხოლოდ ასფალტზე! თუნდაც, მდინარის პირას და მინდვრად გაათენონ, თუ კაცმა არ იცის რა უნდა გააკეთოს და სად უნდა ეძებოს ბრაკები, მაშინ გამოდის, რომ გადასახადების გადამხდელთა ხარჯზე ნაყიდ საწვავს  სულ ტყუილად წვავენ!!!! ჯიგარო, რა არის იცი? მარტო მანქანა, “ქსივა” და ოქმის ფურცელის ქონა არაფერს ნიშნავს! მუღამი უნდა იცოდე! სად უნდა ეძებო, გზა სად მოუჭრა, მოკლედ, ყველა “ჩორნი ხოდი” უნდა იცოდე, რომლითაც ბრაკები დაძვრებიან! ამიტომ  მასეთ სამსახურებში “გაცვეთილი მონადირე” უნდა მუშაობდეს, რომელიც ფანატიკურად არის შეყვარებული სამშობლოს ფლორა-ფაუნაზე! და არამცდაარამც ის, გუშინ, რომ ჟურნალისტიკის ან ფილოსოფიის ფაკულტეტი დაამთავრა და ორი დღე გადაბმულად არ ყოფილა ბუნებაში! გონზე არ არის, რა ხდება მინდორში! ასეთი კადრი, საქმეს კარგად ვერ გააკეთებს! მინდორში, არხზე  რომ მოხუცი კაცი თევზაობს ანკესით და ეს კაცი, მთელი ცხოვრებაა ასე თევზაობს, მაგრამ ახლა, ასაკში, რაიმე სენმა შეაწუხა და აქ ცდილობს დაივიწყოს თავისი სატკივარი. ასეთი კაცი არც ემალება არავის და “ბუნების დამცველნიც” ადვილად “იჭერენ”! მიადგებიან, ნერვებზე მოთხრიან, გამომწვევი ლაპარაკით, თავხედობით, უზრდელობით, მინიმუმ 50 ლარიან ჯარიმას დაუწერენ, “სარწყავ არხზე თევზაობა არ შეიძლებაო”!  კარგი, ეს წესი, ვიღაცა იმბეცილმა შემოიღო, მაგრამ შენ ხომ გაქვს თავში ტვინი? შენ ხომ უნდა შეგეძლოს პატიოსანი მეთევზე-მონადირის გარჩევა ბრაკონიერისაგან?! ასეთი დაჯარიმების  უკვე რამოდენიმე შემთხვევა იყო და უკვე სამმა კაცმა მომიყვა, რომ ასე დააჯარიმეს! ჯარიმა კიდევ ჯანდაბას, ამ ყველაფერს, სასამართლო და “აბრა-კადაბრა” რომ არ სჭირდებოდეს!  კაცი არ უნდა აიძულო, რომ წესები დაარღვიოს! ბოლობოლო ომის დროს  მოწინააღმდეგე მხარეები პოულობენ კონსენსუს და მონადირე-მეთევზეებთან  “მთავრობის” მხრიდან ზავის დადება რაღა გახდა? 
საფრანგეთში, მონადირე-მეთევზეთა კლუბები აკეთებენ იმ საქმეს, რომელიც ჩვენთან სახელმწიფოს ევალება! ანუ, მონადირეთა კლუბები  ბრაკონიერობასაც ებრძვიან(თუმცა კი ძალიან დაბალი პროცენტული მაჩვენებელია ბრაკობის) მდინარეებში  თევზსაც უშვებენ. თევზაობისას დაჭერილ  თევზს, თუ დასაშვებ სტანდარტს არ შეესაბამება(ზომებში), წყალში აბრუნებენ! ერთმანეთსაც აკონტროლებენ, რომ არავინ დაარღვიოს წესები! ყოველწლიურად აწყობენ  კოლექტიურ ნადირობებს  მტაცებლების გამოსახშირად! ყვავი და კაჭკაჭი საფრანგეთში  მავნებლად არის მიჩნეული და აქტიურად ნადირობენ მათზე! ყველა ეგერს გააჩნია წლიური გეგმა, რომელიც აუცილებლად უნდა შეასრულოს! ანუ, ყველა ეგერზე გამოყოფილია გარკვეული რაოდენობა, რამდენი ყვავი და კაჭკაჭი უნდა ამოიღოს გარემოდან! მთელი ევროპა თუ მივიდა იმ დასკვნამდე, რომ ყვავი მავნებელია, რომელიც აქტიურად აჩანაგებს სხვა ფრინველის ბუდეს და კვერცხებს,  ჩვენთან, საქართველოში რატომ იცავს კანონი ყვავს?!  ასევე, რატომ იცავს სხვა მავნებლებს, ფრინველსა თუ ნადირს?!  ან, რატომ არ არის დაცული მწყერი და ღალღა? რატომ ჟლეტენ ამ ფრინველებს გაზაფხულზე, “ელ.მანოკის” გამოყენებით?  რადგან გადამფრენი ფრინველები არიან??? ყველა მონადირემ იცის, რომ გაზაფხულზე მოკლული, ერთი მწყერი, სანადირო სეზონზე მოკლულ 10 ცალს უდრის! ანუ ის ერთი მწყერი, რომ დასცლოდა ერთიდან ათამდე გამრავლდებოდა(მინიმუმ)!!!
საქართველოში  დღეს მხოლოდ  გადამფრენ ფრინველებზე არის დაშვებული ნადირობა. კარგი, მაგრამ ღალღა როდის მერე გახდა საქართველოს ენდემური სახეობა, სანადიროდ დაშვებული ფრინველების სიიდან რომ ამოიღეს და აიკრძალა მასზე ნადირობა?!
მოკლედ, საქართველოში  პროფესიონალი და მცოდნე კადრების საშინელი დეფიციტია! განსაკუთრებით, “გარემოს დაცვაში”!!!  ყველამ თავისი საქმე აკეთოს და კეთილსინდისიერად აკეთოს, აი, მხოლოდ მაშინ  აშენდება სოფელი!
სხვა შემთხვევაში, მხოლოდ ყრუ ჩიხია ჩვენი  ბოლო გაჩერება!!!
ისევ მე და ისე შენ, თუ დავიცავთ და გავუფრთხილდებით, ხომ ხედავ, ჩვენს გარდა, სხვას არ აღელვებს ფლორა-ფაუნის ბედი! შენ  კახეთში გაუფრთხილდი ბუნებას, მე გურიაში გავუფრთხილდები, ის ქართლში დაიცავს და ა.შ. ნუ გგონია, რომ ჩვენს გასაკეთებელს, ვინმე სხვა გააკეთებს!

 



წყარო: http://www.bazieri.ge
კატეგორია: მონადირის ჩანაწერები | დაამატა: giohunt1982 (18.06.2014) | ავტორი: giohunt1982
ნანახია: 3765 | კომენტარი: 11 | ტეგები: ნადირობა, მაშინ, მხოლოდ, მონადირე, აშენდება, აი, სოფელი!, monadire, nadiroba, giohunt1982 | რეიტინგი: 5.0/3

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 11
+1   Spam
11 TARASICHA   (12.09.2014 02:25:14) [მასალა]
გენაცვალე შენ ძმაო, მართლაც რომ მაგარი სტატიაა და ამ ყველაფერს უფრო ფართო მაშტაბები უნდა მივცეთ და გავახმაუროთ, რომ ცოტა აზრზე მოვიდნენ "ასფალტის (გარემოს) დამცველები" და მათი ზემდგომები, დაავალონ რომ ქუჩაში კი არ ეძებონ ბრაკონიერები, გავიდნენ და ღამის რეიდებით და ა. შ. ებრძოლონ ამ არაკაცებს
48 48 48 48

0   Spam
10 giusha95   (20.08.2014 10:27:27) [მასალა]
10 23_30_126

0   Spam
9 giusha95   (20.08.2014 10:10:22) [მასალა]
მართლაც ძალიან კარგი სტატიაა :10:ამ სტატიაში ჩანს ჩემი და ყველა ბუნების მოყვარის განწყობა. 23_30_126

0   Spam
8 kaxi432111   (09.08.2014 17:09:26) [მასალა]
მალადეც აი ეს მესმის 10 10 10

0   Spam
7 ddevidze   (23.07.2014 13:00:29) [მასალა]
კადრების დაფიციტი ამ სფეროში საქართველოში ახალი არ არის. 1987-ში რაც მახსოვს სულ ორი დიპლომირებული ნადირთმცოდნე იყო.

0   Spam
6 zura1981   (09.07.2014 14:31:14) [მასალა]
მოგესალმებით, ჩემი აზრით აღმოსავლეთ საქართველოში კერძოდ კახეთსი გარემოს დამცველები კარდაგ მუშაობენ, კაკაბზე შარშან არ მინადირია, რამდენიმე ჩემი ნაცნობი დაიჭირეს და დააჯარიმეს. დადის ბევრი ხმა იმასთან დაკავშირებით რომ ამაში კონკრეტულად ერთი კაკაბზე ნადირობის მოყვარული იყო დაინტერესებული, რათქმაუინდა მას ეს აკრძაკლვა და ჯარიმებიც არ შეხებია

+1  
5 dudu-duda   (25.06.2014 19:52:17) [მასალა]
166 166 მაგარია გიო როგორც ყოველთვის 167

0   Spam
4 jena   (25.06.2014 18:31:51) [მასალა]
ეს სტატია კვირის პალიტრასი უნდა დავბეჭდოთ მოიფიქროს ინმემ

0   Spam
3 akson777   (24.06.2014 22:30:35) [მასალა]
young_hunter_15years_old , ღალღაზე ნადირობა საქართველოში ლეგალური არასდროს ყოფილა.

0   Spam
2 young_hunter_15years_old   (24.06.2014 21:23:51) [მასალა]
მოიცა ღალღაზე აკრძალეს ნადირობა?

+2   Spam
1 gi_chxaidze   (21.06.2014 12:58:53) [მასალა]
მალადეც ძმაო გაიხარე შენს გვერდით ვარ 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика