ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ცხოველებზე [82]
სტატიები ფრინველებზე [57]
სტატიები თევზებზე [19]
სტატიები ქვეწარმავლებზე [15]
სტატიები მწერებზე [7]
საქართველოში მობინადრე ცხოველები [39]
საქართველოში მობინადრე ფრინველები [47]
საქართველოში მობინადრე თევზები [28]
საქართველოში მობინადრე ქვეწარმავლები [2]
საქართველოში მობინადრე მწერები [2]
საქართველოს ფლორა [32]
ფლორა [8]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » ფლორა და ფაუნა » საქართველოში მობინადრე ფრინველები    

საქართველოში მობინადრე ფრინველები

კავკასიური როჭო

კავკასიური როჭო ენდემიკოსია. იგი უმთავრესად განშტოებულ მთებზე ცხოვრობს ტყის ზემო ზონაში და სუბალპური ზონის მაღალ ბალახეულში ზღვის დონიდან 1800-2500 მეტრის სიმაღლეზე. მამალი როჭო მთლად შავი ხავერდოვანი ბუმბულითაა დაფარული. წითელი წარბები ამშვენებს მას, ნისკარტი და ფეხები მუქი ძვლისფერი აქვს. ტანი ლამაზი კუდით მთავრდება. დედალი როო რ რუხი ჟანგისფერია, გრძელი კუდით. როჭო 10 კვერცხს დებს და 6-7 წიწილას ჩეკს.

კავკასიური შურთხი (Tetraogallus caucasicus).

ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის სიგრძეა 50 სმ, წონა 2 კგ. ფერად რუხია, წვრილი შავი და წითური ზოლები და კოპლები აქვს. გავრცელებულიაკავკასიონის მთავარ ქედსა და მის განშტოებებზე ზღვის დონიდან 1800-4000 მეტრზე. მობინადრეა. კავკასიური შურთხი ბუდეს მიწაზე იკეთებს - ქვებში ან კლდეებშუა. დებს 8-10 მორუხო კვერცხს. კრუხობს 3 კვირას. იკვებება მცენარის თესლით, კვირტებით, ყლორტებით, კენკრით, ტუბერებით, აგრეთვე მწერებით. ზამთარში იკვებება ჯიხვების საბალახოზე (ჯიხვი ფლოქვებით აფხვიერებს თოვლს და უადვილებს შურთხს საკვების მოპოვებას, შურთხი კი უფრო ფრთხილია და ჯიხვებს საფრთხეს ატყობინებს).

ამიერკავკასიური გნოლი (Perdix perdix canescens).

გნოლი ფრინველი ქათმისნაირთა რიგისა. მისი სხეულის საშუალო სიგძეა 35 სმ. მამლის წონა 500 გრამს აღწევს, დედლისა - 350 გრამს. გნოლი რუხი შეფერილობისაა და შავი და ყავისფერი განივი ზოლები გასდევს. მკერდზე მორუხო, ნალისმაგვარი შავი ლაქა აქვს, თეთრ მუცელზე კი წაბლისფერი ლაქები. ზამთარში მომთაბარეობს. ცხოვრობს ბუჩქნარით შემოფარგლულ ველ-მინდვრებში, ყანებში და ზეგნებზე, ზღვის დონიდან 2600 მ-მდე. მონოგამური ფრინველია. ბუდეს იკეთებს მიწაზე. მაის-ივნისში დებს 12-15 კვერცხს. კრუხობს 21-26 დღე. იკვებება როგორც მცენარეული (კენკრა, მარცვლოვნები, კვირტები, ყლორტები), ისე ცხოველური საკვებით (მწერები).

კაკაბი (Alectoris graeca)

კაკაბი ქათმისნაირთა რიგისა. ფერად მოცისფრო-მონაცისფროა, თავსა და ფრთებზე მოვარდისფრო ელფერი დაჰკრავს. გვერდებზე გარდიგარდმო მუქიზოლები დასდევს. მამალი ტანად დედალზე დიდია, ფეხებზე აქვს დეზები. კაკაბის სხეულის წონა 350-700 გრამს აღწევს. ბინადრობს ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე - მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე. იკვებება მცენარის თესლით, ყლორტებით, კვირტებით და მწერებით.

გავრცელებულია ბალკანეთის მთებიდან ჩრდილოეთ ჩინეთამდე. საქართველოში ბინადრობს კავკასიონის სამხრეთ კალთებზე, ცივ-გომბორის, გურია-აჭარის და თრიალეთის ქედებზე, ქვაღორღიან, მეჩხერი ბუჩქნარით დაფარული მთების ფერდობებზე - მთისწინებიდან თითქმის თოვლის ხაზამდე.



წყარო: http://promote.ge/2/fauna/frinvelebi.html
კატეგორია: საქართველოში მობინადრე ფრინველები | დაამატა: dudu-duda (06.05.2011) | ავტორი: dudu-duda E W
ნანახია: 5796 | კომენტარი: 3 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 3
0   Spam
3 მონადირე   (04.01.2012 19:00:00) [მასალა]
ეს არ არის კავკასიური როჭოს ფოტო!

0   Spam
2 mixo-kiziki   (23.08.2011 13:21:47) [მასალა]
და ხოხობზეც არაფერი სწერია

0   Spam
1 kechakmadze   (15.07.2011 16:12:46) [მასალა]
საინტერესო სტატიაა მაგრამ ტუ არ ვცდები გნოლის ადგილზე დურაჯის ფოტოა ყოველ შემთხვევაში ეგ გნოლი ნაგდაად არ არი

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика