ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები სხვადასხვა ექსპედიციებზე [0]
კულინარია [4]
გამოჩენილი ქართველები [21]
მსოფლიოს გამოჩენილი ადამიანები [5]
სხვადასხვა [158]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სხვადასხვა სტატიები » სხვადასხვა    

ტოპსი – სპილო, რომელიც სიკვდილით დასაჯეს


ალბათ ბევრ თქვენგანს სმენია, რომ ანტიკურ ხანაში და შუა საუკუნეების პერიოდში სრულიად ჩვეულებრივი ამბავი იყო ცხოველების გასამართლება და ადამიანებისთვის მიყენებული ზიანის გამო მათი დასჯა. მაგრამ მცირეოდენმა თუ იცის, რომ ასეთი ბარბაროსული აქტები მეოცე საუკუნეშიც დაფიქსირდა და არა აფრიკის ან აზიის რომელიმე პრიმიტიულ ქვეყანაში, არამედ თვით დემოკრატიის სამშობლოში – აშშ-ში.

არამარტო სპილო ტოპსი, არამედ ბევრი ცხოველი, რომელიც ადამიანისთვის საფრთხეს წარმოადგენდა, მეცნიერ ტომას ედისონის საკბილო აღმოჩნდა. ესენი იყვნენ ცხენები, ლომები, ვეფხვები და დათვები. თუკი ისინი ადამიანს რამეს დაუშავებდნენ ან მოკლავდნენ, ნიუ-იორკის შტატში ედისონის მეთოდით სიკვდილით დასჯა ელოდათ. ამისთვის ის იყენებდა ცვლად დენს. თუმცა მეცნიერის რეალური ზრახვები სხვა რამეში მდგომარეობდა – ედისონს დიდი ხნის მტრობა ჰქონდა ნიჭიერ მეცნიერ ნიკოლა ტესლასთან, რომლის შექმნილმა ცვლადმა დენმა ჩაანაცვლა ედისონის არაეფექტური მუდმივი დენი. ედისონი სწორედ იმის დემონსტრირებას ახდენდა, რომ ცვლადი დენი მოსახმარებლად საშიშია, რადგან მუდმივ დენს არ ჰქონდა იმხელა სიმძლავრე, რომ სპილო მოეკლა.

1903 წლის 4 იანვარს ლუნას პარკში, კონის კუნძულზე, სპილოს სახელად ტოპსის 6600 ვოლტი ძაბვის დენი მიუერთეს, მანამდე კი ციანიდით გაჟღენთილი სტაფილოები აჭამეს. ეს საქციელი იმით ახსნეს, რომ ტოპსი საშიში იყო – მას სამი ადამიანი ჰყავდა მოკლული. თუმცა აღსანიშნავია, რომ ამ სამიდან ერთი იყო მისი მწვრთნელი, რომელიც ხშირად ამათრახებდა და რამდენჯერმე ანთებული სიგარეტი აჭამა, რომ ცხოველის ტანჯვისთვის ეცქირა. ამის გამო ტოპსიმ ის გათელა.

სპილოს დასჯას 1500 ადამიანი ადევნებდა თვალს და პრეტენზიაც კი არავინ გამოთქვა. ედისონმა პროცესი ვიდეოზე აღბეჭდა და ამჟამად ინტერნეტითაცაა ხელმისაწვდომი. უცნაურია, მაგრამ ორგანიზაცია ASPCA-მ (ცხოველთა სისასტიკისგან დაცვის ამერიკული საზოგადოება) ჩათვალა, რომ სპილოს ჩამოხრჩობა სისასტიკე იქნებოდა, ხოლო ციანიდიან სტაფილოებზე და ელექტროენერგიით სიკვდილით დასჯაზე არაფერი უთქვამს.

1944 წელს ლუნას პარკს ცეცხლი მოედო და განადგურდა, რასაც "ტოპსის შურისძიება” უწოდეს.




წყარო: http://ucnauri.com
კატეგორია: სხვადასხვა | დაამატა: dudu-duda (04.10.2011) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 1934 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 0
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика