ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ნადირობაზე [53]
სტატიები სანადირო სავარგულების მოწყობა-განვითარებაზე [1]
სტატიები მონადირულ ეთიკაზე [2]
ბრაკონიერობა და შედეგი [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ნადირობაზე » სტატიები ნადირობაზე    

კურდღელზე ნადირობა

კურდღელი ჩვენში მეტნაკლები რაოდენობით, თითქმის ყველგან მოიპოვება. გვხვდება ყველა ვერტიკალურ ზონაში, გარდა ალპურის ზედა ზონისა და მყინვარების მიმდებარე ტერიტორიაზე. განსაკუთრებით ეტანება გაშლილ ადგილებს, ველებსა და ნახევარუდაბნოებს, ბორცვებსა და მთისპირებს. არ ერიდება არც ტყის მასვიებს, მაგრამ მაინც ტყის პირებს ამჯობინებს. უყვარს ბუჩქნარი, ჩალიანი და კულტურული ლანდშაფტები.

კურდღელი საშუალო ზომის ცხოველია, მისი წონა 5-6 კგ-ს აღწევს. მაკეობს წელიწადში სამჯერ (თბილი ზამთრის პერიოდში ოთხჯერასც) . მაკეობა 45-48 დღეს გრძელდება. ბადებს 2-3 თვალხილულ ბალნით შემოსილ ნაშიერს. ვინაიდან კურდღელს მუდმივი საცხოვრებელი სორო არ გააჩნია, იგი ბაჭიებს მოფარებულ ადგილზე ტოვებს და დრო და დრო აკითხავს მათ გამოსაკვებად. ლიტერატურაში არის ცნობები იმის შესახებ, რომ ბაჭიებს შეიძლება სრულიად უცხო დედალმა კურდღელმაც მოაწოვოს. ახალგაზრდები სწრაფად ვიტარდებიან და თვე-თვენახევარში სრულიად დამოუკიდებელ ცხოვრებას იწყებენ. სქესობრივ სიმწიფეს 1 წლის ასაკში აღწევენ. ცოცხლობენ 10 წლამდე.

ეს ცხოველი მხოლოდ მცენარეებით იკვებება. თბილ პერიოდში ისინი ნორჩ ბალახს, ჯეჯილს და ახალგაზრდა ყლორტებს ჭამენ; არ ერიდებიან ბოოსტნებში შესვლას და ეტანებიან კომბოსტოს, სტაფილოსა და სხვა ბოსტნეულს. ძამთრობით მათი საკვები ძირითადად ხის ქერქი და ახალგაზრდა ტოტებია.

ბუნებაში კურდღელს ბევრი მტერი ჰყავს. მათზე ნადირობას არ თაკილობს არც ერთი ოთხფეხა მტაცებელი და ზოგიერთი ფრთოსანიც, განსაკუთრებით ქორი და არწივი. მაგრამ ამ ცხოველის ყველაზე დიდი მტერი აღვირახსნილი ბრაკონიერობაა - ღამე მანქანის ფარების შუქზე და პროჟექტორებით ნადირობა. ზოგ შემთხვევაში ასეთი მონადირეები ათობით კურდღელ კლავენ და თითქმის სპობენ მას. მისი რიცხოვნობის შემამცირებელი სხვა ფაქტორებიდან უნდა აღინიშნოს ჰელმინთოზით დაავადებები, რომლებიც ხშირად კურდღლის მასობრივ სიკვდილიანობას იწვევს.

კურდღელზე თავისუფალი ნადირობა 1960 წელს აიკრძალა. გასული საუკუნის 70-იან წლებში ნადირობის ინსპექცია სპეციალურ ლიცენზიებს გასცემდა მეტად შეზღუდული რაოდენობით, შემდეგში ესეც შეწყდა. ახლა კი მასზე ნადირობა მხოლოდ სპეციალურ სანადირო მეურნეობებშია დაშვებული.

ამ ცხოველზე ნადირობის რამდენიმე წესი არსებობს. ყოველგვარ ნადირობას თავისი მოტრფიალეები ჰყავს. ვის არ ესიამოვნება შემოდგომის პირს მწყერზე, ტყის ქათამზე ან კაკაბზე ნადირობისას მოულოდნელად წამომხტარი კურდღლის მონადირება. ან იმ წუთებს რა დაგვავიწყებს, როცა უცნაურ პოზაში ნაბულზე მდგომ მეძებართან მისულს, ბრძანების ხმაზე ფრინველის მაგივრად გრძელყურა ნაცარა დაგელანდება და სროლის შემდეგ რამდენიმე მალაყზე გადასული, ადგილზე დარჩება. ხოლო მდევრების შეწყობილი ხმით ნადევნი კურდღლისათვის გზის მოჭრა და ადგილის კარგად შერჩევა ხომ ბევრისთვის შეუცვლელი სიამოვნებაა? და ა.შ. არიან ისეთი მონადირეებიც, რომლებიც კურდღელს მათთვის დამახასიათებელ ადგილებში უძაღლოდ ეძებენ და საკუთარი გამოცდილების წყალობიტ შედეგსაც აღწევენ. მოკლედ განვიხილოთ თითოეული მათგანი.

უძაღლო მონადირეებისათვის ყველაზე ხელმისაწვდომი ფესდაფეხ ნადირობაა. ამ შემთხვევაში შედეგიანი ნადირობა მონადირისგან ფიზიკური გამძლეობის გარდა გარკვეულ ცოდნასაც მოითხოვს. პირველ რიგში კი კურდღლისთვის დამახასიათებელი, სავარაუდო საწოლი ადგილების ზუსტად შერჩევას. საერთოდ ცნობილია, რომ კურდღელი დასაწოლად ისეთ ადგილებს ირჩევს, სადაც მას საფრთხის თავიდან აცილება შეუძლია. იგი ყოველთვის პირით ქარის მიმართულებით წვება და მოახლოებულ საშიშროებას შორიდან გებულობს. ამიტომ იმ ადგილებში, სადაც ეჭვობთ, რომ კურდღელი შეგხვდებათ ყოველთვის ქარის საწინააღმდეგოდ უნდა იმოძრაოთ. ამ შემთხვევაში კურდღელი უფრო ახლოს მიგიშვებთ და ძნელადაც გაგეპარებათ. დიდი მნიშვნელობა აქვს ამინდის ფაქტორსაც. თბილ, ნესტიან ამინდში იგი გაცილებით მაგრად წევს და შედარებით ახლოს უშვებს მონადირეს; დიდი ყინვაში კი, როგორც წესი მასთან მიახლოება ძალიან ძნელია, რადგან ადრე დგება და სასროლი მანძილის მიღმიდან იპარება.

კურდღელზე ფეხდაფეხ ნადირობისათვის ყველაზე ხელსაყრელი თოვლიანი ამინდია, თუ თოვა საღამოს პირს ან ადრე ღამით შეწყდა, მაშინ ცხოველები მთელი ღამის განმავლობაში აქტიურად არიან და შესაბამისად თოვლზე მოძრაობის მთლიან მარშუტს კვალზე ტოვებენ. ასეთ კვალს გრძელი კვალი ჰქვია. თუ თოვა გვიან ღამით ან ადრე გამთენიისას გადაიღო, მაშინ კვალზე კურდღლის მოძრაობის მხოლოდ ბოლო მონაკვეთი რჩება; ეს უკვე მოკლე კვალია. რომელიც მონადირეებისათვის ნამდვილი მისწრებაა. იგი კარგად იკითხება და ცხოველის პოვნა გაცილებიტ იოლია. კურდღლის კვალი სხვა ცხოველების კვალისაგან ადვიი გასარჩევია, ის როცა გარბის წინა ფეხებს უკანებს შუა ატარებს. ამგვარად გადაადგილებისას მის კვალზე უკანა თათის ანაბეჭდები უფრო წინაა ხოლმე ვიდრე წინასი.

კურდღელი სხვადასხვა შემთხვევაში განსხვავებული ტიპის კვალს ტოვებს.

საკვებ კვალზე თათების ანაბეჭდები შედარებით შემჭიდროებულია და ერთგვარ ბილიკს წააგავს.

გაგრძელება იქნება



წყარო: http://ali.ge
კატეგორია: სტატიები ნადირობაზე | დაამატა: dudu-duda (30.06.2011) | ავტორი: dudu-duda E
ნანახია: 2521 | კომენტარი: 2 | ტეგები: by me::: | რეიტინგი: 5.0/1

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 2
0   Spam
2 dudu-duda   (02.07.2011 23:35:05) [მასალა]
გეთAნხმები ძაიან მაგარი სიამოვნებაა მე მინადირია მარტვილში გონჩებით ასე რომ ძან მაგარია 166 166

0   Spam
1 sosomonadire   (02.07.2011 23:02:40) [მასალა]
მე მაინდამაინც არ მქონია კურდღელზე ნადირობიზ ბევრი მოენტი მაგრამ ვტვლი რომ ძალიან აზარტულია და საინტერესო ერტხელ ვინადირე მაგრად ბიგლის ჯიშის მეძებრებიტ და ძალიან დიდი სიამოვნება განვიცადე ასე რომ ყველას გისურვებტ ბედნიერ ნადირობას 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика