ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სტატიები ნადირობაზე [53]
სტატიები სანადირო სავარგულების მოწყობა-განვითარებაზე [1]
სტატიები მონადირულ ეთიკაზე [2]
ბრაკონიერობა და შედეგი [4]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » სტატიები » სტატიები ნადირობაზე » სტატიები ნადირობაზე    

მდევრებით ნადირობა.
მდევრებით ნადირობიდან ყველაზე აზარტული და ემოციური-კურდღელზე ნადირობაა. ნადირობის ნიუანსებში მეტნაკლებად გარკვეული, საზრიანი და მარიფათიანი მონადირისთვის კურდღლის მონადირება პრობლემა არაა, მაგრამ როდესაც მდევრებით ნადირობაზე ვსაუბრობთ, ნადავლის მოპოვება უპირველესი მიზანი არ არის. მთავარი დევნის პროცესია, რომელიც რაც უფრო დიდ ხანს, გაბმულად გრძელდება და რაც უფრო "კარგ ხმაზე" უყეფენ ძაღლები, მით უფრო მეტად გითრევს და აზარტით გმუხტავს. ამიტომ, როდესაც "ნამდვილ" მონადირეთა ჯგუფი ნადირობს, კურდღელს წამოგდებისთანავე არასოდეს ესვრიან, მითუმეტეს ფეხიდან გამხტარს, ან კიდევ როდესაც ახალგაზრდა მდევარს გეშავენ, გულისფანცქალით, პირველ რიგში იმას ელოდებიან, როგორ ხმას "ამოუშვებს" ის. უმრავლეს შემთხვევაში ნამდვილი "გონჩატნიკი" ტროფეის გარეშეც უსაზღვროდ ბედნიერია, თუ მისი მდევრები თავს გამოიჩენენ და ასახელებენ. ის ბედნიერია მაშინაც, როცა მდევრების კლასიკურ დევნას რომელიმე კომპანიონი დაუსვამს წერტილს. თუმცა რათქმაუნდა ყოველთვის ასე არ ხერხდება, მაგრამ რას იზამ, როგორც რუსები იტყვიან "ოჯახი მახინჯის გარეშე არ არსებობს". დასავლეთ საქართველოში კურდღელი უპირატესად ქვეტყის ზონაში, კულტურული ნათესების სიახლოვეს ბინადრობს. დიდ, უღრან ტყეებს ერიდება. აღმოსავლეთში უფრო მეტია, რადგან გაშლილი, ღია ლანდშაფტის-სტეპისა და ნახევრად უდაბნოს მოყვარულია. შემოდგომის დასაწყისში, როდესაც ნადირობა იწყება, კურდღელი ძირითადად მუდმივ საბინადრო არეალში ტრიალებს, აცივების კვალდაკვალ და პირველი თოვლის მოსვლისას უფრო დაბლა, სადაც ჯეჯილია მის პირებში ინაცვლებს და იქვე, ახლოში წვება. ამიტომ როდესაც კურდღელზე ნადირობ და თუ გინდა, რომ მდევრები ტურა-მელას არ გადაეყარნონ, სწორედ მსგავსი ადგილების სიახლოვეს უნდა გაუშვა. კურდღელი დასაწოლად არ ერიდება, მეცხვარეთა ბინებს და ფერმების შემოგარენსაც. იქ ჯოგის ძაღლების ყეფის ხმა მტაცებლებს აშინებს და თავს დაცულად გრძნობს. ეს მონადირეების უმრავლესობამ იცის, მაგრამ ასეთ ადგილებში ნადირობა სარისკოა, მეცხვარე ძაღლები საკუთარ ტერიტორიაზე მდევრებს არ ინდობენ. დევნა განსაკუთრებულად აზარტულია იქ, სადაც სამანქანო გზები ნაკლებია, თუ სულ არ არის კიდევ უკეთესი. კურდღელი ძალიან ხშირად სწორედ გზებს ეტანება და ასე აიძულებს მდევრებს ხშირად დაკარგონ კვალი. ამიტომ "კურდღლის ძაღლს" კარგი ყნოსვა უნდა ქონდეს, საშუალო ყნოსვის მდევრითაც შეიძლება ნადირობა, მაგრამ მეტი ძალა ამ შემთხვევაში მონადირეს ადგება. ის უნდა მიეხმაროს ძაღლს. ღია ლანდშაფტში კარგად ჩანს ხოლმე როგორ და სად მოძრაობს კურდღელი. ამიტომ დევნის შეწყვეტისთანავე, მონადირემ არ უნდა დაიზაროს და თვითონ უნდა მიირბინოს და მიეხმაროს ძაღლს, თუ ზუსტად იცის სად გადახტა კურდღელი. დაორკვალების შემდეგ სწარფად დააყენოს კვალზე, ცხადია ამ შემთხვევაში მდევარი აუცილებლად დაუყონებლივ უნდა რეაგირებდეს დაძახების სიგნალზე და მოდიოდეს მონადირესთან. კურდღელი ზოგჯერ ასეთ ტრიუკსაც მიმართავს ხოლმე- შინაური საქონლის ჯოგის შუაში გაირბენს, ან ახალგავლილ ჯოგს ბილიკზე უკან მიჰყვება. დაბალი ყნოსვის ძაღლს ამ შემთხვევაში ძალიან უჭირს, მას მონადირე უნდა მიეხმაროს. საერთოდ მდევრებით ნადირობისას ერთ-ერთი გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს ამინდს. განსაკუთრებით კურდღლის დევნისას. ყველაზე კარგია, ახალ ნაწვიმარი გრილი ამინდი. პირველ თოვლზე უჭირთ, თორემ სანამ გაყინავდეს, მდევრების უმრავლესობა კარგად მუშაობს თოვლზეც, რათქმაუნდა ამ შემთხვევაში მაღალ თოვლს არ ვგულისხმობ. ყველაზე ცუდია, მშრალი ქარიანი ამინდი და ძლიერი ყინვა. ყინულად ქცეულ გრუნტსა და თოვლზე ძაღლებს არამარტო კვალის აღება უჭირთ,თათის ბალიშებსაც იზიანებენ და დიდი ხნით გამოდიან მწყობრიდან. გარდა ზემოთჩამოთვლილისა, ნებისმიერმა მონადირემ, რომელსაც მდევარი ყავს ან სხვის ძაღლებთან ერთად ნადირობს, თუ არ იცის უნდა იკითხოს მდევრის ზოგიერთი ინდივიდუალური თვისება თუ ხასიათი და გაითვალისწინოს. მაგალითად თუნდაც ის, რომ მოკლულ ნადირს ყოველი მდევარი თავისებურად ექცევა. ამასთან დაკავშირებით ორი შემთხვევა მახსენდება, რომელიც ჩემი მონადირული კარიერის გარიჟრაჟზე შემემთხვა. სანადიროდ მარტო ვიყავი, ოქტომბრის მიწურული იყო, გაზაფხულზე დაგეშილი ახალგაზრდა მდევარი მყავდა, რომელსაც მხოლოდ "ერთი გეში ქონდა ნაჭამი". გაშვებიდან 15 წუთში კურდღელი წამოაგდო, ის უკვე ვიცოდი, რომ ძაღლი თავს თუ არ დაანებდებდა, კურდღელი ადრე თუ გვიან თავის საწოლ კვალზე დაბრუნდებოდა. ამიტომ დევნა გახურდა თუ არა მაშინვე იმ ადგილს მივაშურე, მართლაც მოვლენები როგორც წესია ისე განვითარდა. პირველი, შედარებით პატარა წრის შემდეგ გრძელყურა, სადაც ველოდი ზუსტად იქ, დაბლა მინდვრის კიდეზე შევნიშნე, დრო მქონდა კარგად დავუმიზნე და ვესროლე, თვალებს არ დავუჯერე კურდღელმა, რომ დიდი ნახტომი გააკეთა და ხშირ , თითქმის გაუვალ ბარდებში ჩახტა. მეორე სროლა ვეღარ მოვასწარი. მდევარი წივილ-კივილით შევარდა ბუჩქებში. ბოლოს ბუჩქებს გადაღმა მოვკარი თვალი, ერთი ამოიწკმუტუნა და უკან მობრუნდა. 3-4 წუთს დაველოდე და ქვემოთ ჩავედი. ძაღლი შემომეგება, ნასროლ ადგილამდე მივირბინე და "აი, აი, აი"-ის ძახილით კვალზე მივანიშნებდი. უხალისოდ შეძვრა ბუჩქებში და უკან გამობრუნდა. თოფი, სავაზნე და ყველაფერი რაც ზედმეტი მქონდა, დავტოვე, მუხლებზე დავდექი და ბუჩქებში წვალებით შევძვერი . ტყუილუბრალოდ კურდღელი იქ არ დამხვდა. არადა დარწმუნებული ვიყავი, რომ მოვარტყი. ბოღმისა და სიმწრისგან ტირილს არაფერი მაკლდა, უცხო, ხანშიშეული მონადირე, რომ გამოჩნდა, ძაღლების ყეფა ხომ არ გაგიგიაო, მკითხა. არა-მეთქი ვუპასუხე და ჩემი გასაჭირის შესახებ დაწვრილებით მოვუყევი. ისიც დავამატე, არ ვტრაბახობ ნამდვილად კარგად ვესროლე და ბუჩქებიდან გამოსული აღარ დამინახავს, რომ წასულიყო აი, იქედან ძაღლი უკან რატომ მობრუნდებოდა, ცხელ კვალზე გააგრძელებდა დევნას მეთქი. გაეცინა და მკითხა "თუ დარწმუნებული ხარ, ნუ ნერვიულობ, მაშინ ვიპოვით და წამოდი იმ ადგილას მიმიყვანე საიდანაც მდევარი მოტრიალდაო". მივედით. ზიგზაგისებურად გააგრძელა სიარული. ოციოდე მეტრი გაიარა, მაღალი ბალახით დაფარულ ღარტაფში ჩახტა, კურდღელი დაითრია და დაიჭირეო გადმომიგდო. როგორც შემდგომში დავრწმუნდი ჩემი მდევარი, მოკლულ ნადირს არავითარ ყურადღებას არ აქცევდა. ერთს დაყნოსავდა და უკან მორბოდა(სხვათაშორის ასე ბევრი მდევარი იქცევა) ზუსტად ასე მოიქცა იმ დღესაც, მე მაშინ არც მისი ხასიათი ვიცოდი და არც გამოცდილება მქონდა საკმარისი, სიტუაციაში რომ გავრკვეულიყავი. მეორე შემთხვევა კი განსხვავებულია პირველისგან. მაშინ საკუთარი მდევარი არ მყავდა. გავჩერდი იქ სადაც დამაყენეს, მაგრამ როგორც დამწყებ მონადირებს ჩვევიათ, ერთი ადგილი ამოვიჩემე და დარწმუნებული ვიყავი, რომ თუ კურდღელი ჩემი მიმართულებით წამოვიდოდა, აუცილებლად ზუსტად იქ გაირბენდა და ვესროდი. დაჰიპნოზებულივით იმ ადგილს თვალს არ ვაშორებდი. მოულოდნელად "ჯორივით" კურდღელმა სხვა მხრიდან გვერდზე ჩამირბინა. დაბნეულმა, ორივე ლულიდან მიყოლებით ვესროლე და თითების კვნეტით გავაყოლე თვალი ხეებს შორის თავაწყვეტით გაქცეულს. მდევარიც "გაცხადებული" ყეფით ფეხდაფეხ მიჰყვა და ცოტა ხანში ყეფა შეწყდა. ახლა უკვე ვიცი რომ მაშინვე იქით უნდა გავქცეულიყავი, მაგრამ მეგონა დაორკვალებულზე ტრიალებს და გაიახლებს მეთქი. ველოდე-ველოდე და კარგი დალოდებაც გამომივიდა-გასკდომამდე მუცელგაბერილი, ლაშებდასისხლიანებული მდევარი, ლასლასით, კმაყოფილი კუდის ქიცინით, ფეხებზე გამეხახუნა და მოირთხა. ნათელი იყო რომ უხეხულად სროლის მიუხედავად, გზააბნეული ორიოდე საფანტი კურდღელს მაინც "გაედო" , მდევარი წამოეწია და გემოზე გამოძღა. ჩემი გამოუცდელობით ორი გამოუსწორებელი შეცდომა დავუშვი: პირველი ის რომ კურდღელი არ გავატარე და მერე არ ვესროლე, მეორე კი გაბმული ყეფა ასე მალე რომ შეწყდა უნდა მიმხვდარიყავი რაში იყო საქმე... საერთოდ სროლის მერე როცა დევნა წყდება ყურადღებაა საჭირო. თოვლზე სისხლიანი კვალი ეტყობა და ადვილად მიხვდები დაჭრილია თუ არა ნადირი, მშრალზე კი საეჭვო ადგილზე მისვლა ჯობია. დაბოლოს, ამბობენ ხოლმე, კურდღელი ყოველთვის მაკეაო, ეს რათქმაუნდა გადაჭარბებულია, მაგრამ ძველი ახალი-წლის შემდეგ მე და ჩემი მეგობრები ყურცქვიტას აღარ ვესვრით ხოლმე. ყველა ასე რომ მოიქცეს და "მეშუქეთა" თარეშსაც დაადგეს საშველი, მაშინ კურდღელი იმდენი იქნება, რომ მთელი სეზონის განმავლობაში სიამოვნება არ მოგვაკლდება... ავტორი:გიორგი შარაბიძე. სტატიის წყარო: ჟურნალი ნადირობა.2010წ. №12. 


წყარო: http://ჟურნალი ნადირობა.2010წ. №12.
კატეგორია: სტატიები ნადირობაზე | დაამატა: giohunt1982 (10.05.2013) | ავტორი: გიორგი შარაბიძე
ნანახია: 2493 | კომენტარი: 1 | ტეგები: mdevari, nadiroba, მდევრებით, monadire, ნადირობა. | რეიტინგი: 0.0/0

სტატიების გადაბეჭვდისას "წყარო: www.bazieri.ge"-ს მითითება აუცილებელია.

მსგავსი სტატიები
სულ კომენტარები: 1
0   Spam
1 tura11   (21.08.2013 06:54:40) [მასალა]
მაგარია 10 166 166

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 2
    სტუმარი: 2
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика