
როდესაც ჯიმი ზოოპარკში მიიყვანეს, მას მხოლოდ ვეფხვის ბოკვერისთვის დედობის გაწევა ევალებოდა, თუმცა მისი ბუნებიდან გამომდინარე, იქ მცხოვრებ ყველა პატარა ცხოველს ძაღლი დედასავით ექცევა და მათ მიმართ მზრუნველობას იჩენს.

ჯიმი ზოოპარკის პერსონალსაც ძალიან უყვარს. ძაღლიც ბედნიერია, რადგან ამდენი "შვილი" ჰყავს და ახერხებს იმას, რომ თითოეულ მათგანს სითბო და ყურადღება აჩუქოს.