ხოო აბარაა პატიოსანი და წესიერი მონადირე მაგას არასდროს არესვრის ,მაგას მხოლოდ სახემწიფოს თანამსრომლები აკეთებდნენ და იზამენ, დღემდე არაერთი ფაქტისთვის უსაუბრიათ და ხმამაძლა ულაპარაკიათ მონადირეებს არჩვინ კი არა მწყერის სეზონზე რაც თუ მანოკი იდგმებოდა და დგამდნენ თანამშრომლები იყვნენ მშვენივრად ჩაიარა მწყერის სეზონი ,ეხლა იხვის სეზონი იწყება და აგიც ასე ურეაგიროდ ჩაივლის ასერომ ამათგან არანაირი მოლოდინი არმაქვს,კიდე ჩვენაირი მონადირეები ვუბთხილდებით თორემ წასულია ყველაფერი ხელიდან
მთავარი » 2016 » სექტემბერი » 13 » პალიასტომის ტბაზე თევზების სიკვდილიანობა, სავარაუდოდ ასფიქსიამ გამოიწვია
22:43:18
პალიასტომის ტბაზე თევზების სიკვდილიანობა, სავარაუდოდ ასფიქსიამ გამოიწვია
პალიასტომის ტბაზე თევზების სიკვდილიანობა, სავარაუდოდ ასფიქსიამ გამოიწვია
08.09.2016
კოლხეთის ეროვნულ პარკში, პალიასტომის ტბაზე თევზების (უმეტესად კარასის სახეობის) სიკვდილიანობა დაფიქსირდა, რაც სავარაუდოდ ასფიქსიის მოვლენით არის გამოწვეული. ამის შესახებ გარემოს დაცვის სამინისტროს განცხადებაშია ნათქვამი.
სამინისტროს ცნობით, გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის უფროსის პაატა ბატიაშვილის ხელმძღვანელობით, ტერიტორია შეისწავლა გარემოს ეროვნული სააგენტოსა და გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის სპეციალისტთა ჯგუფმა. მათივე ცნობით, მოხდა თევზის შეგროვება, ტბის 6 წერტილში აიღეს წყლის სინჯები, შემდგომი გამოკვლევის მიზნით.
”თევზების ასფიქსია (ჟანგბადის ნაკლებობა) ზოგადად დამახასიათებელია პალიასტომის ტბისთვის, ზაფხულის ბოლოსა და ადრე შემოდგომაზე. საგულისხმოა, რომ გარემოს ეროვნული სააგენტოს სპეციალისტებს პალიასტომის ეკოლოგიური ბალანსის აღდგენის რეკომენდაციები შემუშავებული აქვთ, რაც ეტაპობრივად მსგავს შემთხვევებს შეამცირებს.
ამჟამად მიმდინარეობს მოპოვებული მასალის ლაბორატორიული დამუშავება გარემოს ეროვნული სააგენტოში”, - ნათქვამია სამინისტროს განცხადებაში.
ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული) ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების გარეშე ან წყაროს: www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!