ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2015 » ოქტომბერი » 26 » ოჩხი - თევზების "სასაფლაო"    

13:39:04
ოჩხი - თევზების "სასაფლაო"
"ეს ქვეყანა თქვენი შვილებისთვის ხომ გინდათ?! მოეშვით მავნებლობას!" - ბრაკონიერებს შეწირული ალბინოსი კალმახები
"ეს ქვეყანა თქვენი შვილებისთვის ხომ გინდათ?! მოეშვით მავნებლობას!" - ბრაკონიერებს შეწირული ალბინოსი კალმახები
26-10-2015
ოჩხი - თევზების "სასაფლაო"

"თუ ბრაკონიერობას აღმოვფხვრით, საქართველოს მდინარეებში თევზი ულევად იქნება"


გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტროს გარემოს დაცვითი­ ზედამხედველობის დეპარტამენტმა ქარელის რაიონში, ახალსოფელში, მდინარე მტკვრიდან 14 ბრაკონიერული ხელსაწყო - ოჩხი ამოიღო. ასე ჰქვია უზარმაზარ საბურავს, რომელსაც ერთ მხარეს თუნუქის ფურცელს ამოაკრავენ, შიგ ქვებს ჩააწყობენ, მავთულებით გადააბამენ რამდენიმე ასეთივე ოჩხზე და მდინარის ფსკერზე დაალაგებენ. თევზების სიკვდილის მანქანას მსხვილი გვარლით ნაპირზეც ამაგრებენ, რომ წყალმა არ წაიღოს. იმის გამო, რომ საბურავში ქვები აწყვია და წყლის დინება არ იგრძნობა, წყალი თბება და თევზიც გამოსაზამთრებლად შედის, ბრაკონიერები კი ასე იოლად დაჭერილი თევზით ხელს ითბობენ. 

ერთ დიდ ბორბალში 30-50 კგ თევზი იბუდებს. ზამთარში, განსაკუთრებით კი - საახალწლოდ, კილოგრამი მდინარის ცოცხალი 30 ლარადაც კი იყიდება... 
გარემოს დაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის აღმოსავლეთ ცენტრალური სამმართველოს უფროსი ნოდარ­ კაცაძე­: 

- ოჩხებს სექტემბრიდან ალაგებენ მდინარეში და ნოემბრის შემდეგ ამოაქვთ. მსხვილ­ გვარლს, რომელზეც საბურავების­ ჯაჭვია დამაგრებული, სატვირთო ავტომობ­ი­­ლზე ან ტრაქტორზე დაამაგრებენ და ისე სწრაფად ქაჩავენ წყლიდან, რომ თევზი­ საბურავიდან გამოსვლას ვერ ასწრებს. ქარელისა და კასპის რაიონებსა და ბორჯომის ხეობაში ბრაკონიერობა პროფესიად აქციეს და ყველა ხერხით ცდილობენ მდინარეში თევზის განადგურებას. ხშირია როგორც ოჩხების, ისე ელექტროსაჭერი აპარატურის და სახლართი ბადეების ამოღების ფაქტები.

გაოგნებული ვართ, რომ მოსახლეობას არ ესმის, რას სჩადის. ოჩხების დაგება­ ჩვენი ტრადიციააო, მითხრეს ბორჯომის ხეობის სოფელ ცხრაჯვარში. წინათ ქალს რომ ვათხოვებდით, მზითევში ოჩხებს ვატანდითო.­ საბურავის ოჩხი განახლებული ტექნოლოგიაა. ძველი ოჩხები ქვისგან კეთდებოდა. ქვებს ისე ალაგებენ, რომ წყლის დინება არ იგრძნობოდა, ჩადებდნენ უზარმაზარ ფაცერს და ზამთრის პირზე უამრავი თევზი ამოჰყავდათ. მერე აღმოაჩინეს, რომ საბურავებით უფრო მეტი თევზის დაჭერა შეიძლება. კანონმდებლობით, თუ ფაქტზე არ დაიჭირე, ფოტო და აუდიო­ფაქტებით არ გაამყარე მხილება,­ შესაძლოა, ბრაკონიერი­ სასამართლომ გაათავისუფლოს...

- ბრაკონიერებს არც შეგონება ესმით, რომ ბუნება შვილებს უნდა შეუნახონ?
- მათ არ ესმით, რას ნიშნავს გარემოს დაცვა და არც ის, დღეს რომ ასე ანადგურებენ თევზს, ხვალ გასაყიდი კი არა, ოჯახის სამყოფიც აღარ იქნება. არც ის ესმით, რომ საბურავი აბინძურებს მდინარეს, წამლავს­ წყალს. ახლა ოჩხებზე ვნადირობთ, რომ ბრაკონიერებს ხელი მოეცაროთ. სხვა შემთხვევაში მათი დაჭერა ბაზრებსა და რესტორნებში შეიძლება, სადაც თევზი სარეალიზაციოდ მიაქვთ, მაგრამ იქ ფინანსური სამსახური უნდა ერთვებოდეს - ჩვენ უფლება აღარ გვაქვს, იქაც ვიბრძოლოთ. ვცდილობთ, საქმე სავაჭრო წერტილებამდე­ არ მივიდეს და თევზის განადგურება არ დასცალდეთ. 
ვთხოვთ მოსახლეობას: ეს ქვეყანა თქვენი შვილებისთვის ხომ გინდათ?! მოეშვით მავნებლობას და თუ სხვა მავნებლობს, ან გადააფიქრებინეთ, ან დაგვიძახეთ, თორემ კრიტიკულ ზღვარს მივუახლოვდებით. თუ ბრაკონიერობას ამოვფხვრით, საქართველოს მდინარეებში თევზი ულევად იქნება. 

ბრაკონიერებს შეწირული ალბინოსი კალმახები

ორი წლის წინ საქართველოში ჩამოვიდნენ ცნობილი ტელეარხის - "სტრიმის" ავტორები და წამყვანები სტანისლავ და კრისტინა რაძიშევსკები. გადაცემისთვის "ახოტა ი რიბალკა" საქართველოში თევზაობის შესახებ 8-სერიიანი ფილმი გადაიღეს. როგორც მათი მასპინძლებისგან, საქართველოს მონადირეთა და მეთევზეთა ასოციაციის 
ხელმძღვანელებისგან ვიცით, სტუმრებს ძალიან გაუჭირდათ საჭირო მასალის მოგროვება, რადგან უთევზოდ დარჩენილი, კვდომადაწყებული მდინარეების უმრავლესობა ნაგავსაყრელად არის ქცეული. ამიტომაც ფილმში თევზაობის თითქმის ყველა სცენა კერძო მეურნეობაში, ანუ ხელოვნურ ტბებზეა გადაღებული. წყალუხვ მდინარეებს მასპინძლები, შეძლებისდაგვარად, არიდებდნენ სტუმრებს, რადგან ვერ ეტყოდნენ, ჩვენთან დიდი ხანია, დაპარპაშებენ ბრაკონიერები და მდინარეში თევზის ანკესით დაჭერა უკვე შეუძლებელიაო. მეტიც, ბრაკონიერების პარპაშს შეეწირა რაჭაში, მდინარე შარეულას მღვიმის ტბაში, მობინადრე უნიკალური ენდემური სახეობა - ალბინოსი კალმახი. მდინარე სათავეს გამოქვაბულიდან იღებს, სადაც უმზეობის გამო გაჩნდნენ ადგილობრივი, ალბინოსი კალმახები... სამწუხაროდ, ბრაკონიერები არა მხოლოდ თევზს, უთევზობით მდინარესაც კლავენ.
 
 


წყაროhttp://www.kvirispalitra.ge/
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 3797 | დაამატა: Admin | ტეგები: ოჩხი, თევზების, სასაფლაო | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 panati   (01.11.2015 19:52:42) [მასალა]
ყოჩაგ ყოჩაგ ამოძრავდა ,,,გდი,,,ამოძირკვეთ ესენი 10 10 10

0   Spam
7 mere   (31.10.2015 16:40:27) [მასალა]
10 10 166

0   Spam
6 julakidze90   (26.10.2015 21:32:20) [მასალა]
რატქმაუნდა შეკრულებია არიან,იმერეთში კერძოდ სამტრედიაში წელს დაიკეტა მეოთხე ჰესი,ბრაკონიერებს ახლდა გარემოს დაცვის იმერეთის სწრაფი რეაგირების ბატალიონის უფროსის მოადგილე ნიშნიანიძე არის გვარად,12 ბადე ჰქონდათ გაჭიმული,ეს პიკაპით იდგა(დამადო ..... ნიკაპი) და ვითომ მოვალეობას ასრულებდა,იქეტ ბრაკები ბადეებს ხლართავდნენ და აბარატიტ თევზაობდნენ,იმენა ტონა ტევზი დაიჭირეს რასაც ჰქვია და ვინუნდა დაიცვას კანონი? დაჟე ეხლა დაიწყეს ღამით ფიტულებს ვტოვებდით ხოლმე მონადირეები მდინარის პირას და მოპარვა დაიწყეს, წელს ბევრ ბრაკს მოუწევს ჩაძირვა რიონში ზამთრის სუსხიან ღამეს 069 069 069 069

0   Spam
5 gugalo   (26.10.2015 19:04:30) [მასალა]
დედა უნდა უტირო,მაგრამ ვის ვეღარ გავიგე მტკვარზე თბილისში უკვე ორი კვირაა სამტრედიის ქუჩის მიდამოებში მტკვარზე მეთევზეები ვიჭერთ დენდარტყმულ ტევზებს,ტუ გარემოს დაცვა შეკრული არარის ბრაკონიერებთან როგორ ბედავენ თბილისში დენის აპარატით ტევიზის დახოცვას 25 25 23 23 23

0   Spam
4 Hunter77   (26.10.2015 18:22:57) [მასალა]
არ უნდა იყოს ოჩხი აკრძალული არაააააააა 23 23 23 23 23 23 23 23 23 23 23

0   Spam
3 Hunter77   (26.10.2015 18:20:35) [მასალა]
გემრიელია ოჩხის თევზიიიიიიიიი 5 5 5 5 5 5 5

0   Spam
2 firali81   (26.10.2015 16:19:48) [მასალა]
მიხედოს მერე გარემოს დაცვის სამინისტრომ!!! რაში ვუხდით ფულს? აუცილებელია ბუნებისმოყვარე (და არა ხელფასისმოყვარე, თუმცა ესეც აუცილებელია) წესიერი, ენერგიული, და ნამდვილი მონადირეებისაგან დააკომპლექტოს შტატები. ყავთ ე.წ კაბინეტის ხალხი რომელსაც ფეხის ტალახში ჩადგმა არ უნდათ. მანქანიდან გადმოუსვლელად სურთ დაიჭირონ ბრაკები. და რაც მთავარია არ უნდა იყოს შერჩევითი სამართალი. ეგ ბოლო პუნქტი ყველაზე მნიშვნელოვანია.

0   Spam
1 vanoarchi   (26.10.2015 15:17:06) [მასალა]
მერე მიხედოს ვისაც ევალება, ესე რომ ხდება ეხლა გაიგეს? მტკვარში თევზს ვეღარ დაიჭერ ანკესით, ადუღებულია დენის აპარატებით

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 5
    სტუმარი: 5
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика