ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » ივლისი » 20 » "ჯერ რეინჯერებს დაერივნენ, შემდეგ კი მათ საშველად გამოძახებულ პოლიციელებს დაესხნენ თავს"    

12:56:25
"ჯერ რეინჯერებს დაერივნენ, შემდეგ კი მათ საშველად გამოძახებულ პოლიციელებს დაესხნენ თავს"
"ჯერ რეინჯერებს დაერივნენ, შემდეგ კი მათ საშველად გამოძახებულ პოლიციელებს დაესხნენ თავს"
"ჯერ რეინჯერებს დაერივნენ, შემდეგ კი მათ საშველად გამოძახებულ პოლიციელებს დაესხნენ თავს"
11-07-2016
თამაზ კარაპეტიანი: "დაჯარიმებისას იმასაც კი მეუბნებოდნენ, შენ, სომეხს, რაში განაღვლებს, მე, ქართველი, აქ რას ვიზამო"

ერთი თვის წინ ვწერდით, რომ ბორჯომის რაიონის ზოგიერთი მცხოვრები ტყის განადგურებას აღარ სჯერდება და რეინჯერებს­ ფიზიკურად უსწორდება­ - ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნულ პარკში დაცული ტერიტორიების სააგენტოს რეინჯერებს ბრაკონი­ერები თავს დაესხნენ და ავტომ­ობილები დაუმტვრიეს. ცემა მუშტიკრივში გადაიზარდა. საქმე­ ქონების დაზიანებისა და ცემის მუხლებით აღიძრა. ახლახან­ კი დამნაშავეებს მხოლოდ ფულადი ჯარიმა დააკისრეს. 

ამჯერად ბრაკონიერებს საქართველო­თურქეთის საზღვართან მდებარე ტბა კარწახთან გამოუჩენიათ თავი. ჯერ უკანო­ნო სათევზაო ბადეების ამოსაღებად მისულ­ რეინჯერებს დაერივნენ, შემდეგ მათ საშველად გამოძახებულ პოლიციელებს დაესხნენ თავს და ერთ-ერთი მათგანისთვის თავში მძიმე საგანიც ჩაურტყამთ. საზოგადოებაში გამყარდა ეჭვი, რომ ბრაკონიერებს გავლენიანი მფარველები ჰყავთ და ამიტომაც პარპაშებენ. 
კარწახის ტბასთან მომხდარის შესახებ "კვირის პალიტრას" ჯავახეთის დაცული ტერიტორიების ადმინისტრაციის დირექტორი თამაზ კარაპეტიანი ესაუბრა: 
- ბიჭებმა ტბაში ჩაკიდებული ბადეები­ ნახეს და ნაპირზე ამოჰქონდათ. ამ დროს მათთან მიიჭრა მთვრალების ბრბო. 

- ადგილობრივები იყვნენ თუ ჩამოსულები?­
- კარწახელები არიან. ჯერ უშვერად აგინებდნენ რეინჯერებს, შემდეგ მაისურები შემოახიეს. ისინი არც პოლიციის გამოჩენამ დააფრთხო, ის კი არა, ერთს თავში ჩაარტყეს და მძიმე ტრავმა მიაყენეს. ახლახან ერთ-ერთი ბრაკონიერის სასამართლო გაიმართა და როგორც გავიგე, საპროცესო გარიგება გაუფორმეს - 5.000 ლარი გადაახდევინეს და გამოუშვეს. ალბათ, დანარჩე­ნებსაც იმავეს დაუწესებენ. 

გუშინწინაც სამი ბადე ამოვიღეთ. თურქეთის საზღვრამდე იყო გაჭიმული. ამჯერად არავინ მოსულა. ბადის ამოღების დროს რომ სამართალდამცველს ვიღაც თავზე დაგადგება და გეტყვის, ხელი არ ახლო, ჩემ­იაო, ასეთი ადამიანი ან ძალიან ბრიყვია და ვერ ხვდება, რომ დამნაშავეა, ან ვიღაცის­ მფარველობით იმდენად არის გათავხედებ­ული, რომ არ ანაღვლებს კანონი. 
ჩვენი მიზანი სულაც არ არის ვინმეს­ დაპატიმრება. მხოლოდ სასჯელი და ისიც დღეს არსებული ფორმით, სამწუხაროდ, ვერ ცვლის ვითარებას. თუ არ შეიგნეს, 
 
რომ დანაშაული მათი მომავ­ლისთვის, შვილებისთვის საზიანოა, მხოლოდ ფულადი ჯარიმები გამოსწორებისკენ­ ვერ უბიძგებთ. 

ერთი კარწახელი მივიღე რეინჯერად, რომ თანასოფლელებს განუმარტოს, რას ნიშნავს ეროვნული პარკი, დაცული ტერიტორია, რომ ეს ტბა არ შეიძლება ეკუთვნოდეს ერთი-ორ გაზულუქებულ ადამიანს. ვთხოვ ხალხს, იმაზე მეტი საძოვრები დაგ­ითმეთ, ვიდრე ადრე იყო, ტბას ვუვლით, ვცდილობთ, ბუნება გადავარჩინოთ, ამას თქვენი შვილების მომავლისთვის ვაკეთებთ, წადით, ტბაზე დაისვენეთ, ითევზავეთ, ოღონდ ანკესით-მეთქი. შეიძლება ადამიანმა სიხარბეს ყველაფერი გადააყოლოს?

ბრაკონიერები ძალიან აგრესიულები­ გახდნენ. თევზაობის სეზონზე კარწახზე თბილისიდან, ქუთაისიდან, სომხეთიდანაც კი მოდიან. ტურიზმის განვითარების პერსპექ­ტივა ჩანს, საქმე უკეთესობისკენ მიდის, მაგ­რამ ვისაც საკუთარი ჯიბის იქით არაფერი აინტერესებს, გაოცებული გვეკითხება, ქვეყანა თუ ვითარდება, მერე მე რაო?! 

ხანჩალისა და ბუღდაშენის ტბებზე ძალ­იან ბევრი გადამფრენი ფრინველია. ამიტ­ომაც ნადირობა რომ აღვკვეთეთ, უამრავი­ ადამიანი გაგვინაწყენდა. დაჯარიმებისას იმასაც კი მეუბნებოდნენ, შენ, სომეხს, რაში განაღვლებს, მე, ქართველი, აქ რას ვიზამო. 

ეკა ლომიძე


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 1933 | დაამატა: Admin | ტეგები: საშველად, დაერივნენ, კი, დაესხნენ, რეინჯერებს, პოლიციელებს, ჯერ, შემდეგ, გამოძახებულ, მათ | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 9
0   Spam
9 Hunter77   (24.07.2016 21:55:23) [მასალა]
პატრონიან ხალხს ვერ იჭერენ ხო????? 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48 48

0   Spam
8 mamuka36   (24.07.2016 21:46:41) [მასალა]
მარტალია კანონი ყველასტვის უნდა იყოს კანონი მარტო გლეხისტვის კიარა ასე ვერაფერს ვერ მივახწევტ საქარტველოსში

0   Spam
7 panati   (23.07.2016 00:50:24) [მასალა]
ეს კადრები ყველამ უნდა ნახოს,უბრალოდ საცოდაობაა იმხეების მოჭრა ,ბევრს არჯერავს და აი კადრებიც საღოლ მეგობარო კარგი ფაქტი დაგიფიქსირებია ალბათ ეხლა უმკაცრეს ზომებს მიიღებენ და გააორმაგებენ ჯარიმებს,ეს არის მასიურათ ხის განადგურება

0   Spam
6 გეწაძე   (21.07.2016 13:30:54) [მასალა]
romeoxuci მე არ მითქვამს ვაუჩერები რატო დააწესეს და ხალხს ტყის ჩეხვის უფლება რატო არ მისცესთქო უბრალოდ მეგობარო გლეხს რის საშუალებაც აქვს იმ საშუალების საზღვრებში მიეცი ის შეშა რათქმაუნდა ვინც უაზროდ მიადგება ხეტყეს და ჩეხვას დაუწყებს იმას ჯარიმა უნდა დაუწერო მაგრამ რა არის იცი?giohunterma სწორედ აღნიშნა რომ კანონი ყველასთვის ერთი უნდა იყოს.როცა ლაგოდეხში წაბლის ხეები დაჩრა მთავრობის ერთერთმა წარმომადგენელმა და ის თანხა თუ მასალა თავისთვის მოიხმარა მაშინ სადიყო ჩვენი ძვირფასი კანონი და გარემოს დაცვა?და კიდე კანონებზე და ამ კანონის სამართლიანად აღსრულების გამო ჩვენს ძვირფას გარემოს სდაცვის ინსპექციას ტაში დავუკრათ?მონადირე თუ ხარ მეგობარო შენ ის მოგწონს რო ძაღლის გაზრდა აგარ გირს მდევრის იმიტო რო დაგაჯარიმებენ და შეიძლება სისხლის სამართლითაც მოგიდგნენ?თუ იმით ვიმსჯელოთ რო წავიდეთ მაშინ და კერძო მეურნეობაში ვინადიროთ?იქ კიდევ იცი რა ფასებია დაწესებული და ჩვენი ქვეყნის სოციალური პირობებიდან გამომდინარე არაა მაგის საშუალება..... უარესად კანონდამრღვევები არიან გარემოს თანამშრომლები

0  
5 giohunt1982   (20.07.2016 23:33:35) [მასალა]
არანაირი გამართლება არ აქვს უკანონოდ ტყის ჩეხვას! ასევე არ აქვს არანაირი გამართლება ბრაკონიერობას!
ვერანაირი საბაბით ვერ გამართლდება! საქართველოს მოსახლეობის უმეტეს ნაწილს უჭირს და მითუმეტეს რეგიონებში და რა? ტყე ვჩეხოთ?.
კანონი უნდა იყოს ყველასთვის ერთი!

0  
3 giohunt1982   (20.07.2016 17:47:24) [მასალა]
"ხანჩალისა და ბუღდაშენის ტბებზე ძალ­იან ბევრი გადამფრენი ფრინველია. ამიტ­ომაც ნადირობა რომ აღვკვეთეთ, უამრავი­ ადამიანი გაგვინაწყენდა. "

ერთი იმის ტვინში ჩამახედა ვინც აღკვეთა ნადირობა!
ხანჩალის ტბა რომ თითქმის დამშრალია და სასოფლო-სამეურნეო საქმიანობამ, ანუ ადგილობრივმა მოსახლეობა რო დედა უტირა, ის რატო არ აღკვეთეს??

0  
2 giohunt1982   (20.07.2016 16:58:14) [მასალა]
ჰმ, არადა იყო პერიოდი როცა ანკესითაც არ გიშვებდა სასაზღვრო პოლიცია! მე მაქვს ნანახი მაგ ტბაზე სახლართი ბადეები და ასევე სხვა ტუტუცური საქციელებიც!
კონკრეტულად კარწახის ტბასთან დაკავშირებით ვამბობ, რომ ეს ის შემთხვევაა როცა ის არღვევდა კანონს ვისაც მისი დაცვა ევალებოდა!
სასაზღვრო ტერიტორიაა ეგ და აბა შევიდეს სათევზაოდ ვინმე უნებართვოდ. რა, არ იცოდნენ იმ პუტანკა ბადეების შესახებ??

0   Spam
1 გეწაძე   (20.07.2016 14:09:45) [მასალა]
ამხელა ჯარიმები რო დააწესეს და ყველაფერზე აგვიკრძალეს გინდა ნადირობა გინდა თევზაობა აი ამ ყველაფერმა გაოიწვია ეს..... რათქმაუნდა არ ვეთანხმები სახლართი ბადეებით თევზაობას მაგრამ მარტო ეს არაა,თუნდაც ნადირობაში და თუნდაც თევზაობაში ძაან აქვს ხალხს შეკრული ხელფეხი,სოფელში გლეხს რო შეშის გამოტანას უკრძალავ ტყიდან,ვაუჩერს რო უწესებ და ისგივე გლეხს იმ ვაუჩერის ყიდვის საშჰუალება არ აქვს კიდე გლეხია ამაში დამნაშავე?მაშინ კეთილი ინებოს სახელმწიფომ და შეუქმნას გლეხს იმის პირობა რო ასე არ გაუჭირდეს ოჯახის შენახვა.მე ვეთანხმები ამ ფაქტს რაც ამ ბოლოდროს გარემოს დაცვის ინსპექციის თანამშრომლების წინააგმდეგ მოხდა.

0   Spam
4 romeoxuci   (20.07.2016 19:40:21) [მასალა]
ძალადობას ეთანხმები?და იმას ამბობ რომ მთელი კანონმდებლობა უნდა შეიცვალოს?ვაუჩერების დაწესება იმ მიზნით მოხდა,რომ,არ განადგურებულიყო საქართველოში არსებული ფლორა და ფაუნა,თორემ ახლა რა სიტუაცია იქნებოდა წარმოდგენაც არ მინდა . https://www.facebook.com/shota.gogodze/videos/933856580073282/ აი ეს ლინკი ნახთ,აი ამ ვიდეოთი მტკიცდება "ღორები" რასაც დამართებენ ულამაზეს გარემოს უმოქმედობის შემთხვევაში!

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика