მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [120]
საიტის ამბები [74]
ბაზიერი [27]
ბრაკონიერობა [159]
მოიპარეს-დაიკარგა [109]
ცხოველები და ფრინველები [258]
ძაღლები [127]
საქართველოს ამბები [423]
უცხოეთის ამბები [313]
საქართველოს წარსულიდან [40]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [46]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [108]
იცით თუ არა რომ [280]
სახუმარო ამბები [47]
სხვადასხვა [353]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
პოინტერი   
alekoპასუხების რაოდენობა: 4146
ტყის ქათამზე ნადირობა   
Becasseპასუხების რაოდენობა: 3793
ქველმოქმედება   
solomonპასუხების რაოდენობა: 19
დრათჰაარი   
gio96პასუხების რაოდენობა: 3706
საცვლელი ჩოკები   
gio96პასუხების რაოდენობა: 294
კაკაჩა   
daviti911პასუხების რაოდენობა: 230

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

მთავარი » 2015 » ივლისი » 2 » "სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა"    

14:23:24
"სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა"
"სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა"
თბილისის ზოოპარკი "ფეისბუქის" ოფიციალურ გვერდზე სასიამოვნო სიახლეს აქვეყნებს. ადმინისტრაციის განცხადებით, ზოოპარკს კეთილშობილი ირმის სახით, კიდევ ერთი ბინადარი შეემატა. ირემი გუშინ, 30 ივნისს გაჩნდა, მას სახელად პირრა დაარქვეს.

"სტიქიის, თავს დამტყდარი უბედურებისა და ნგრევის შემდეგ თბილისის ზოოპარკში პირველი კარგი ამბავი მოხდა. გუშინ, 30 ივნისს ჩვენთან მდედრი კეთილშობილი ირემი დაიბადა. მისი დედა, ჩვენი კეთილშობილი ირმის, ყვიყვის "მეუღლე", აზერბაიჯანელი რძალია, რომელიც შარშან მივიღეთ საჩუქრად ბაქოს ზოოპარკისგან. პატარას პირრა დავარქვით. ეს სახელი მითოლოგიურია და ჩვენთვის გარკვეული სიმბოლური დატვირთვის მატარებელია. ბერძნული მითოლოგიის თანახმად, ზევსის მიერ მოვლენილი წარღვნის შემდეგ, გადარჩნენ მხოლოდ მამრი - დევკალიონი და მდედრი - პირრა. სწორედ მათ დაუდეს სათავე ადამიანების ახალ რასას და ჩვენც გვჯერა, რომ ჩვენი პირრაც ახალი ზოოპარკის შექმნის საწყისი ნიშანი იქნება...



კეთილშობილი ირმის დაბადება, კონსერვაციული თვალსაზრისით, ძალიან სასიხარულო ამბავია. ეს პატარა ვერც კი წარმოიდგენს, რამდენად მნიშვნელოვანია მისი არსებობა.



კავკასიური კეთილშობილი ირემი (Cervus elaphus maral) საქართველოში გავრცელებული ჩლიქოსნებიდან ერთ-ერთი ყველაზე მცირერიცხოვანი სახეობაა. იგი გადაშენების პირასაა და საქართველოს წითელი ნუსხის მიხედვით კრიტიკული საფრთხის წინაშე იმყოფება (CR). XX საუკუნის პირველ ნახევარში ირემი საქართველოს ტერიტორიაზე ფართოდ იყო გავრცელებული. 80-იან წლებში ირემი ჯერ კიდევ შენარჩუნებული იყო დაცული ტერიტორიების გარკვეულ ნაწილში, კერძოდ ლაგოდეხის, ბორჯომის, ახმეტის (თუშეთის), საგურამოს, ლიახვისა და რიწის ნაკრძალებში. მათ შორის ყველაზე მრავალრიცხოვანი იყო ლაგოდეხისა (1990 წელს 1400) და ბორჯომის ნაკრძალების (1990 წელს დაახლოებით 400) პოპულაცია. მასობრივი ბრაკონიერობის შედეგად 90-იანი წლების ბოლოსთვის ირმის პოპულაციამ მკვეთრი კლება დაიწყო და ლაგოდეხში რაოდენობა 80-მდე, ხოლო ბორჯომში 40 ინდივიდამდე დაეცა. გარდაბანში აღირიცხებიდა დაახლოებით 15 ინდივიდი, საგურამოსა და თუშეთში ირემი აღარ ფიქსირდებოდა. 



კონფლიქტურ ზონაში მდებარეობის გამო ლიახვისა (სამაჩაბლო) და რიწის (აფახაზეთი) პოპულაციების ბედი უცნობია. XXI საუკუნის დასაწყისისათვის ირმის პოპულაციამ კვლავ მატება დაიწყო და 2012-2013 წლების აღრიცხვების მიხედვით საქართველოში მობინადრე ირმის პოპულაციამ 2012 წელს 500 და 2013 წელს 800 ინდივიდი შეადგინა. 2013 წელს დაფიქსირებული ზრდის ტენდეციის მიუხედავად ირმის პოპულაცია მაინც უკიდურესი საფრთხის წინაშე დგას. შეიძლება ითქვას, რომ საქართველოში დღეისთვის გვაქვს ირმის მხოლოდ ორი პოპულაცია: ლაგოდეხის, რომელიც წარმოდგენს დიდი კავკასიონის მეტაპოპულაციის (მეტაპოპულაცია ეს არის რამდენიმე პოპულაციის გაერთიანება, რომელიც ერთმანეთისგან გამოყოფილია სივრცით, თუმცა ინდივიდები თავისუფლად გადაადგილდებიან ერთი პოპულაციიდან მეორეში) ნაწილს და ესაზღვრება ზაქათალის (აზერბაიჯანი) და ტლიარატას (დაღესტანი, რუსეთი) პოპულაციებს, საიდანაც შესაძლებელია იმიგრაცია. მეორე პოპულაციაა ბორჯომ-ხარაგაულის ეროვნული პარკის, რომელიც გეოგრაფიულად იზოლირებულია და როგორც ჩანს, ჩაკეტილ პოპულაციას წარმოადგენს. გარდა ამ პოპულაციებისა, მცირე რაოდენობით ირემი დაფიქსირებულია გარდაბნის აღკვეთილში, ასევე აღნიშნულია ერთეული ინდივიდების შემოსვლა თუშეთსა და ხევსურეთში. ყოველივე ზემოთქმულის გათვალისწინებით, ირმის პოპულაციის აღდგენა მის ისტორიულ არეალში ერთ-ერთ უმნიშვნელოვანეს ამოცანას წარმოადგენს საქართველოში.

სწორედ კეთილშობილი ირმის აღდგენის პროგრამას ახორციელებს თბილისის ზოოპარკი გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოებასთან ერთად (GIZ). აღდგენის პროგრამა მოიცავს კონსერვაციის გეგმის შემუშავებას, ირმის ტყვეობაში გამრავლებასა და საბოლოოდ მის რეინტროდუქციას (ხელახლა გაშვება) ბუნებრივ საცხოვრებელ გარემოში. ამ პროექტის ფარგლებში თბილისი ზოოპარკს სექტემბრის თვეში ეწვევიან იტალიელი მეცნიერები სანდრო ლოვარი და ლუკა როსსი, რომლებიც მთის ჩლიქოსნების საუკეთესო სპეციალისტები არიან. სწორედ მათი რჩევებითა და რეკომენდაციებით განხორციელდება კეთილშობილი ირმის აღდგენა საქართველოში, რასაც ზოოპარკში დაბადებული პატარა პირრა ჩაუყრის საფუძველს".


წყაროhttp://ambebi.ge
კატეგორია: საქართველოს ამბები | ნანახია: 856 | დაამატა: Gia | ტეგები: დამტყდარი, თბილისის, სტიქიის, და, უბედურებისა, ნგრევის, პირველი, თავს, შემდეგ, ზოოპარკში | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 8
0   Spam
8 Hunter77   (04.10.2015 21:04:13)
166 166 166 166 166

0   Spam
7 LADO333   (08.07.2015 16:26:36)
კაია 10 166 166

0   Spam
6 saiga   (05.07.2015 23:34:18)
გვიმრავლოს ირემი და სხვა დანარჩენი ცხოველიც ღმერთმა.

0   Spam
5 vepxo   (04.07.2015 10:24:59)
ულამაზესი არსებაა 166

0  
4 akson777   (02.07.2015 23:46:58)
10 10 10 პატარა კაი სიახლეც უკვე ეიფორიაში მაგდებს იმდენი ცუდი რამ მოხდა წინა თვეში

0   Spam
3 zurab1   (02.07.2015 20:36:04)
მივესალმები ეს ერთი და სხვა მრავალიიიიი 10 10 10 39 39 39

0   Spam
2 chale88   (02.07.2015 16:00:34)
10 39

0   Spam
1 mere   (02.07.2015 15:48:43)
10 10 10

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
იარაღის გამოცდა

შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

translate
Выбрать язык / Choose language:
Ukranian
English
French
German
Japanese
Italian
Portuguese
Spanish
Danish
Chinese
Korean
Arabic
Czech
Estonian
Belarusian
Latvian
Greek
Finnish
Serbian
Bulgarian
Turkish

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 10
    სტუმარი: 10
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    raptor, solomon, gio96

    დაბადების დღეს
    გილოცავთ!!!
    jeko15(26) , gio24(32) , sabasaba(21) , monadire5(30) , jorji(28) , caser1990(27) , ratito(28) , viblo35(42) , MONADire18(16) , m15(36) , takonatradze(30) , ramazi1995(22) , basara–55(32) , basara-55(32) , qiqi(37) , MONADIRE111(19) , bacho06(38) , hunter_elia(19) , ninobladadze(37) , giorgi-sandro(14) , jaba(27) , jabatamta123(27) , vagola(22) , nono(29) , wuila(36)

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика