ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 201
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » მაისი » 17 » დღეს საშენი მეურნეობის ინკუბატორში პირველი ორმოცდარვა ცალი კაკბის წიწილი გამოიჩეკა    

00:46:01
დღეს საშენი მეურნეობის ინკუბატორში პირველი ორმოცდარვა ცალი კაკბის წიწილი გამოიჩეკა

გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროს ეროვნულ საშენ მეურნეობაში ველური ორნიტო-ფაუნის მოწყვლად სახეობათა მოპოვება-მოშენება დაიწყო.

კაპიტალურად გარემონტდა ყოფილი საბოცვერეს შენობა, სადაც განთავსდა საწიწილე საზრდელი ოთახები, საინკუბატორო და საკვების საამქრო. მოეწყო ბუნებასთან ინტეგრირებული ვოლიერები. შემოყვანილია 80 ფრთა კაკაბი და კოლხური ხოხობის 8 ოჯახი.

დღეს საშენი მეურნეობის ინკუბატორში პირველი ორმოცდარვა ცალი კაკბის წიწილი გამოიჩეკა. ეროვნული საშენი მეურნეობა ამ ეტაპზე საკუთარ სადედე გუნდებს 600 ერთეულ ზრდასრულ ფრინველამდე გაზრდის, რის შემდეგაც, 2017 წლიდან დაიწყება ადგილობრივი გარეული სახეობების გარემო ბუნებაში შეყვანა. ასევე, მოხდება მეურნეობის ნაწარმის რეალიზება ლიცენზირებულ სამონადირეო მეურნეობებზე.

ახლო მომავალში ეროვნულ საშენ მეურნეობაში გნოლს, დურაჯსა და ხონთქრის ქათამს მოაშენებენ. ასევე, კავკასიური როჭოს მოსაშენებლად სპეციალური პირობების ხელოვნურად შექმნის შესწავლა მიმდინარეობს.






 



წყაროhttp://facebook.com
კატეგორია: სიახლე სამონადირეო სამყაროში | ნანახია: 3205 | დაამატა: Admin | ტეგები: გამოიჩეკა, ორმოცდარვა, კაკბის, წიწილი, დღეს, პირველი, ცალი, ინკუბატორში, მეურნეობის, საშენი | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 231 2 »
0   Spam
23 dudu   (04.07.2016 15:30:21) [მასალა]
მტაცებლებზე უნდა დაწესდეს გამოხშირვითი ნადირობა, კერძოდ ყოველ 3..4 წელიწადში უნდა დაიშვას მტაცებლებზე ნადირობა ბალანსის შესანარჩუნებლად. ასე აკეთებენ ევროპაში. იქნებ როგორმე ბუნების დაცვის სამინისტრომდე მივაწოდოდ ეს იდეა, მე არა ვარ საქართველოში, თორემ თვითონ მივხედავდი ამ საკითხს. იქნებ მოვნახოთ ვინმე კომპეტენტური პირი, ვინც მიხედავს ამ საკითხს

0   Spam
22 dudu   (04.07.2016 15:23:21) [მასალა]
10 10 10 166 166 166

0   Spam
21 Hunter77   (21.05.2016 21:02:55) [მასალა]
კარგ საქმეს აკეთებთ 166 166 166 166 166 10 10 10 10

0   Spam
20 achiko1988   (20.05.2016 23:02:51) [მასალა]
კაი საქმეა მართლა ეგრე გააგრძელეთ 10 10

0  
19 akson777   (20.05.2016 14:09:53) [მასალა]
გაგიმარჯოს ღმერთმა, ესაა სწორედ ჩემი სათქმელი, ბრაკონიერები ვართ იმის გამო რომ ბუნებაზე ვზრუნნვთ ამ სულელურ კანონს თუ დავუჯერებთ მაგრამ მეც შენი არ იყოს ვცდილობ რო ბოლო მოვუღო მტაცებელს ამ
კანონის მიუხედავად მე ვერ დაველოდები იმას თუ როდის მოეღება ბოლო საქართველოში მყოფ ენდემურ ნადირ - ფრინველს!

0   Spam
18 VAXO-HUNTER   (20.05.2016 13:12:43) [მასალა]
ძალიან მაგარი წამოწყებაა 10 , მაგრამ განვითარებისთვის და შედეგისთვის ჭირდება ხელშეწყობა, მოკლედ ამის თქმა მინდოდა, თორემ ფრინველის გამრავლების და გაშვების წინააღმდეგი არანაირად არ ვარ 39

0   Spam
17 VAXO-HUNTER   (20.05.2016 13:09:47) [მასალა]
akson777 რომ ვიცი რა ამბავია იმიტომ მისკდება გული
25 ზღვაში წვეთია რასაც ვაკლებთ, ორ მდევარს ვინახავ მეძებართან ერთად, ასევე არიან ჩემი მეგობრებიც, პირველივე დაძახილზე გავჩნდებით საჭირო ადგილზე.... მაგრამ მაინც ჩვენ გამოვდივართ ბრაკონიერები... 23 სულელური კანონიდან გამომდინარე

0  
16 akson777   (20.05.2016 12:54:29) [მასალა]
VAXO-HUNTER კი მეგობარო ამაში გეთანხმები, რო შეგვეძლოს ჯობია ჯერ მტაცებელის შემცირება და შემდეგ ფრინველის გაშვება მაგრამ საქმე იმაშია რო ვერ ვამცირებთ რადგან ლეგალურს არ ხდის გდს მტაცებელზე ნადირობას გასაგები მიზეზების გამო და ამ შეზღუდვის გამო წელიწადში ათეული მგელი იკვლება და ათეული ტურა (ასეულიც არა) იმ მონადირეების მიერ ვინც ცდილობენ საკუთარი ძალებით ჩაატარონ მავნებლების ბუნებიდან ამოღება და ესე ვერ მოხერხდება მტაცებლის რაოდენობის შემცირება კარგად იცი რაამბავი რაოდენობისაც არიან!

0   Spam
15 VAXO-HUNTER   (20.05.2016 10:10:41) [მასალა]
ფრინველის ბუნებაში გაშვება არასდოს არ არის ურიგო, მაგრამ უფრო ეფექტური იქნება,თუ ჯერ მტაცებელს შევამცირებთ და მერე გავუშვებთ. ყველაფერი ფინანსებთან არის დაკავშირებული. დავთვალოთ რა ჯდება ერთი ბარტყი (კვერცხი, გამოჩეკვა, გაშვებამდე შენახვა), მერე გავამრავლოთ ათასებზე, რადგან ათასობით ფრინველი უნდა გავუშვათ.
ერთი წლის შემდეგ დავთვალოთ რამდენი ფრინველი გადარჩება და ადვილად გამოვთვლით რამდენი გაანადგურა მტაცებელმა, ანუ რამდენი ათასით გამოვკვებეთ მავნებლები ნაკისრი ვალდებულებების გამო.

0   Spam
14 vepxo   (19.05.2016 22:10:43) [მასალა]
ეს სანაშენე მეურნეობა სად არის?

0  
13 akson777   (19.05.2016 16:39:48) [მასალა]
VAXO-HUNTER, არა მეგობარო ეს იყო ჩემი პასუხი იმ მოსაზრებაზე თითქოს ეხლა ფრინველის გაშვებას აზრი არ აქვს(ბევრი ამბობს ამას კონკრეტულად არავიზე არ ვამბობ).ფრინველს უშვებენ არა მტაცებლის გამოდაკვებად არამედ ენდემური ფრინველს პოპულაციის ასაწევად. მე ვთვლი რომ სწორედ ეხლა უნდა გაუშვა ათასობით ფრინველი ბუნებაში როცა კრიტიკული სიტუაციაა და ფრინველი კატასტროფულადაა შემცირებული თორე მტაცებლის დახოცვის ნებართვას ან მოგვცემენ ან არა ამ ასოცირების ხელშეკრულებაში ნაკისრი ვალდებულებების გამო და ამიტომ ვერ დაელოდები კაცი იმას სანამ მტაცებლები და ბრაკონიერები არ გააქრობენ ენდემურ ფრინველებს საბოლოოდ!მტაცებელი უნდა ვხოცოთ თან პარალელურად მაგრამ ფრინველებიც უნდა იყოს გაშვებული ბუნებაში უთუოდ!

0   Spam
12 giusha95   (19.05.2016 15:25:37) [მასალა]
ძალიან გამიხარდა ეს ამბავი,მადლობა ყველას ვინც ამ საქმეს აკეთებს. 23_30_126 10 166 39

0   Spam
11 VAXO-HUNTER   (19.05.2016 15:23:39) [მასალა]
მტაცებელი ათასობით ფრთა ფრინველს რამდენიმე წელიიწადში ვერ გაანადგურებს დამიჯერეთ - გამოდის, რომ ამ ფრინველს მტაცებლების გამოსაკვებად ამრავლებენ... 23

0   Spam
10 panati   (19.05.2016 14:24:56) [მასალა]
აუ ეს რალამაზები ყოფილან 10

0  
9 akson777   (19.05.2016 13:19:46) [მასალა]
კარგი საქმე კეთდება ნაღდად, და ღმერთმა ხელი მოუმართოს ესეთ ადამიანებს ვინც საქართველოს ბუნებაზე ზრუნავს და მართლა გული შესტკივათ. მტაცებელზე ნადირობის სრულ ლეგალიზაციას ვერ ახერხებს გარემოს დაცვის სამინისტრო ჯერერობით, და ეს პროცესი მტაცებელზე ნადირობის კანონიერად გამოცხადების შეიძლება დროში გაიწელოს და ამასობაში ენდემური ფრინველის სახეობები შეიძლება გაქრობის საშიშროების პირას აღმოჩნდნენ ამიტომაც სწორად მიმაჩნია ეს გადაწყვეტილება ფრინველების ნაწილის ბუნებაში გაშვების , ფრინველიც მეტი იქნება და მათი ესე მოკლე დროში განადგურების შანსიც ფაქტიურად აღარ იქნება. მტაცებელი ათასობით ფრთა ფრინველს რამდენიმე წელიიწადში ვერ გაანადგურებს დამიჯერეთ.

1-15 16-23
კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 3
    სტუმარი: 3
    მონადირე: 0

    დღეს საიტზე იყვნენ
    qorbude

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика