ნადირობის სეზონი
ნადირობის სეზონის გახსნამდე დარჩა:

მინი-ჩატი

კატეგორია
სიახლე სამონადირეო სამყაროში [156]
საიტის ამბები [82]
ბაზიერი [30]
ბრაკონიერობა [169]
მოიპარეს-დაიკარგა [116]
ცხოველები და ფრინველები [267]
ძაღლები [138]
საქართველოს ამბები [482]
უცხოეთის ამბები [330]
საქართველოს წარსულიდან [43]
მიმოხილვა [33]
მგლები და ტურები [55]
ქვეწარმავლები [14]
დედამიწა [114]
იცით თუ არა რომ [284]
სახუმარო ამბები [48]
სხვადასხვა [362]

სიახლე ფორუმში
განახლებული 6 თემა
სასტენდო სროლა ...   
akson777პასუხების რაოდენობა: 199
ბრეტონული ეპანიოლი ep...   
gio90პასუხების რაოდენობა: 264
ტყის ქათამზე ნადირობა   
giohunt1982პასუხების რაოდენობა: 4113
მწყერზე ნადირობა   
Marco-Poloპასუხების რაოდენობა: 4148
მოსინის სნაიპერული შაშ...   
gelka72პასუხების რაოდენობა: 33
სამ ლულიანი სანადირო თ...   
Daturi1975პასუხების რაოდენობა: 12

ბოლო კომენტარები

ახალი სტატიები

მუსიკა საიტზე
სხვა სიმღერებს ნადირობაზე იხილავთ ფორუმში.

sape

sape

მთავარი » 2016 » მარტი » 4 » ნადირობის ნაციონალური თავისებურებანი-ბაზიერობა    

11:55:45
ნადირობის ნაციონალური თავისებურებანი-ბაზიერობა
ნადირობის ნაციონალური თავისებურებანი
ნადირობის ნაციონალური თავისებურებანი
 
ბაზიერთუხუცესობა საქართველოში დაფასებული თანამდებობა იყო და საერთოდ, ნადირობა და ბაზიერობა პოპულარული საქმიანობა გახლდათ.

ბაზიერი ანუ ბაზიარი სპარსული წარმოშობის სიტყვაა და ქორ-შევარდენთა დამგ­ეშავს, მწვრთნელს ნიშნავს. ბაზიერთუხუცესობა საქართველოში დაფასებული თანამდებობა იყო და საერთოდ, ნადირობა და ბაზიერობა პოპულარული საქმიანობა გახლდათ. რა მდგომარეობაა დღეს ამ მხრივ საქართველოში? - ამ საკითხზე­ ორნითოლოგი ზურაბ ჯავახიშვილი გვესაუბრება:

- მსოფლიოს მრავალ ქვეყანაში ნადირობა დიდგვაროვანთა გასართობს წარმოადგენდა. ნადირობისას ხშირად იყენებდნენ მტაცებელ ფრინველებს და ძაღლებსაც. მცირე ზომის ფრინველებზე­ მიმინოთი ან შევარდნით ნადირობდნენ, უფრო დიდ ფრინველებზე სანადიროდ კი ქორის, გავაზის ან არწივის გამოყენება უწევდათ. შუა აზიაში არწივებით ნადირობა­ დღესაც­ გავრცელებულია, თუმცა რადგან არწივების რაოდენობა შემცირდა, მათი სანადიროდ გამოყენებაც შეზღუდულია. 

- შევარდნებით, ქორებითა და გავაზებით თითქმის­ მთელი მსოფლიო ნადირ­ობს და ამაში გამ­ორჩეული არაფერია. დასავლეთ საქართ­ველოში კი, კერძოდ, სამეგრელოში, გურიაში, აჭარასა და ლაზეთში, ნადირობა არ იყო მხოლოდ დიდგვარ­ოვანთა პრივილეგია, რადგან სან­ადიროდ მიმინოებს იყენებდნენ. ამ კუთხეეში ადგილობრივი მოსახლეობაც ადვილად იჭერდა მიმინოს და წვრთნიდა. ამ ტერიტორ­იაზე ორი დიდი ბუნებრივი მოვლენა - ჯერ მტაცებელი ფრინველების და მერე, მწყრების გადაფრენა განაპირობებდა იმას, რომ ნადირობაში ყველა ჩართულიყო.

მიმინო შედარებით ადვილი გას­აწ­ვრთნელია და მისი შენახვაც იოლია. ეს უნიკალური ტრადიცია არ გვხვდება აღმოსავლეთ საქართველოში ან დასავლეთში - იმერეთსა­ თუ რაჭაში.

- როგორ იგეშება მიმინო? 
- მიჩნეულია, რომ ახალგაზრდა დედალი მიმინოს შეჩვევა და დაგეშვა უფრო ადვილია, უკვე ზრდასრული ფრინველისა კი საკმაოდ რთული, ამიტომ არჩევენ ერთ წლამდე დედალ მიმინოს. მამალი მიმინო დედალზე გაცილებით პატარაა, ზოგჯერ ორჯერ ნაკლებიც კი. ამიტომ, მისთვის ძნელია, მაგალითად, მწყრის დაჭერა. 

- "დაწუნებულ" მიმინოს უშვებენ?
- წესით, უნდა გაუშვან, მაგრამ ასე არ ხდება - "დაწუნებულ" მიმინოს კლავენ­ და იმას აჭმევენ, რომლის დაგეშვასაც გადაწყვეტენ. მიმინოს გაწვრთნას ცოდნა უნდა. ხელზე, რომელზეც მიმინო უნდა დაისვან, სპეციალურ ტყავის ხელთათმანს იკეთებენ, ასევე ზონრებით აბამენ ფეხებზე, წელზეც უკეთებენ მოსაბმელს. ბაზიერებს მიმინო თოკით ჰყავთ მიბმული და ტყავის ხელთათმანზე უზით. პირველ-ორ დღეს მიმინოსთან მაქსიმალურად დიდ დროს ატარებენ. მიმინო თავიდან ყოველთვის გაფრენას ცდილობს, მაგრამ ეფერებიან და უსტვენენ, რომ მიიჩვიონ. ბაზიერები ცდილობენ, მიმინო თანდათან შეეჩვიოს ადამიანსა და შინაურ ცხოველებს, განსაკუთრებით, ძაღლს, რადგან ნადირობისას მიმინოს ძაღლისა არ უნდა ეშინოდეს. ამიტომ ეზოში მიმინოს ისეთ ადგილას სვამენ, სადაც ადამიანები მიდი-მოდიან, რათა ნაკლებად მფრთხალი გახდეს. შემდეგ ბაზიერი მას ცოტა მოშორებით დასვამს და ეძახის, რომ ის შეეჩვიოს და დაძახებისას მიფრინდეს. 

დაგეშვას სპეციალური ცოდნა სჭირდება. ამაში შედის მიწოდებულ საკვებზე მიჩვევა, ბავლის გაგდება, ჩაპურება და სხვ. როცა მიმინო დაიგეშება, მერე მისი სანადიროდ გაყვანაც შეიძლება. მწყერს ის ისედაც გაეკიდება, რადგან მტაცებელია და ეს მისი ინსტინქტია. არ შეიძლება მიმინოთი ნადირობა მზიან, ცხელ ამინდში, ქარსა და წვიმაში. უნდა ინადიროთ საღ­ამოთი, დაახლოებით 4 საათის შემდეგ, და წყნარ, ღრუბლიან დღეს.

- რა დროს იწყებენ ბაზიერები მიმინოს დაგეშვას?
- მიმინოს დაგეშვას აგვისტოში იწყებენ, ხოლო მწყრის მიგრაცია დაახლოებით სექტემბრის 
 
შუა რიცხვებიდან ოქტომბ­რის შუა რიცხვებამდე გრძელდება. ბაზიერმა მწყერზე სანადიროდ წასვლა რომ შეძლოს, სექტემბრის შუა რიცხვებისთვის მიმინო უკვე გაწვრთნილი უნდა ჰყავდეს. მწყერზე ნადირობა შთამბეჭდავი სანახაობაა: როგორც წესი, სანადიროდ ძაღლებით მიდიან, ბაზიერი მწყერს მიმინოს დაადევნებს, ის იჭერს მწყერს და მასთან ერთად მიწაზე ჯდება. ამ დროს მონადირეები მიდიან, მწყერს ართმევენ და მიმინოს ცოტას აჭმევენ. ოქტომბრის ბოლოს, როცა მწყრის სეზონი მორჩება, დაგეშილი მიმინო ბუნებაში უნდა გაუშვან, თუმცა ამ პირობას ყველა როდი ასრულებს - მხოლოდ კეთილსინდისიერი ბაზიერები. 

- ბაზიერების რაოდენობა თუ არის ცნობილი? 
- არა, რადგან დღეს ძნელი დასადგენია, ვინ არის ბაზიერი და ვის უბრალოდ მოსწონს, ხელზე რომ დაგეშილი ფრინველი უზის. 
მტაცებელი ფრინველების დაჭერა და ტყვეობაში ყოლა აკრძალულია, თუმცა მიმინოს დაჭერას არ უშლიან, რადგან ეს მრავალსაუკუნოვანი ტრადიციაა, თორემ, კანონმდებლობის მიხედვით, დაჭერის უფლება არ აქვთ. უნდა ითქვას, რომ ამ მიმართულებით კანონმდებლობა დაუხვეწავია და მასზე მუშაობა ახლა მიმდინარეობს. ეს ფრინველები შეიძლება ბაზიერებს ტყვეობაში ჰყავდეთ, ოღონდ საგანგებო საშენებში. ჩვენთან ეს წესი არ სრულდება, უცხოეთში კი, სადაც ასეთი საშენები არსებობს, ფრინველებს სპეციალურ ჩიპებს უდგამენ და პასპორტსაც უმზადებენ იმის ნიშნად, რომ ფრინველი ნამდვილად ტყვეობაშია გამრავლებული. ჩვენი კანონმდებლობა ამ მხრივ მოუწესრიგებელია. ტრადიციული ფორმა იმდენად საზიანო არ იქნებოდა, მაგრამ დღეს ამან გართობის სახე მიიღო, ხშირად ბევრ მიმინოს იჭერენ და მერე სხვა მიმინოებს აჭმევენ. 

ტრადიციული ბაზიერობის ეთიკური ნორმები აღსადგენი და დასახვეწია, მაგრამ ბაზიერს თვითონაც უნდა ესმოდეს, რომ ფრინველები არ უნდა გაანადგუროს. არის გაყიდვის ფაქტებიც: შემოდგომის ბოლოს ზოგიერთები ამ ფრინველებს ყიდიან. მართალია, მიმინო არ არის გადაშენების საფრთხის ქვეშ მყოფი ფრინველი, მაგრამ თუ განუკითხავად დახოცავენ, შემცირდება და თუ სახეობას კრიტიკული საფრთხე შეექმნება, ეს ბაზიერობის ტრადიციასაც შეუშლის ხელს. 

- სხვა მონადირე ფრინველებზეც გვიამბეთ.
- შევარდენი და ქორი უმეტესწილად ბუდიდან ამოჰყავთ, რადგან ბარტყი უფრო ადვილი დასაგეშია, თვითონვე ზრდიან და ასე უკეთესად წვრთნიან. თუმცა, როგორც წესი, მათი დაგეშვა უფრო რთულია და ბევრი ბაზიერი ამ საქმეს ვერც შეეჭიდება. ამასთან, დიდი ფრინველების შენახვაც უფრო ძნელია. არიან ბაზიერები, რომლებსაც მიმინოც ჰყავთ და შევარდენიც, მაგრამ უმეტესად მაინც მიმინოს გეშავენ. ქორს, გავაზსა თუ შევარდენს ყოველწლიურად ვერ დაიჭერ, ამიტომ მათ დიდი ხნით იტოვებენ. მიმინოს კი უშვებენ, რადგან მისი დაჭერა უფრო ადვილია. 

- ამ ფრინველებს შორის ყველაზე ცოტა საქართველოში რომელი ბუდობს? 
- ყველაზე იშვიათად გავაზი გვხვდება. გავაზი - დიდი ზომის შევარდენია და ძალიან ფასობს, განსაკუთრებით არაბულ ქვეყნებში. იქ გავაზებში დიდ ფულს იხდიან. საქართველოში გავაზის სამად სამი ბუდე გვაქვს. სახეობა გადაშენების პირას არის, მისი დაჭერა მთელ მსოფლიოში სასტიკად იკრძალება, დაშვებულია მხოლოდ ტყვეობაში გამრავლებული გავაზის ყოლა. 

ზოგიერთი ცდილობს, გავაზის ბარტყი ბუდიდან ამოიყვანოს და გაყიდოს, რაც ასევე დიდ პრობლემებს ქმნის. ქორი ჩვენში მიმინოზე ნაკლებია - მიმინო რამდენიმე ათასია, შევარდენი რამდენიმე ასეული შეიძლება იყოს, ხოლო ქორი - მხოლოდ რამდენიმე ათეული. სხვათა შორის, სანადიროდ ძალიან საინტერესო ფრინველია სონღული, რომელიც საქართველოში არ გვხვდება - ის ძირითადად ჩრდილოეთში, ტუნდრაში ბუდობს.

ხათუნა ჩიგოგიძე


წყაროhttp://kvirispalitra.ge
კატეგორია: ბაზიერი | ნანახია: 3100 | დაამატა: Admin | ტეგები: ნადირობის, თავისებურებანი-ბაზიერობა, ნაციონალური | რეიტინგი: 0.0/0

მსგავსი მასალა
სულ კომენტარები: 6
0   Spam
6 Hunting2005   (18.11.2018 14:58:39) [მასალა]
ქორი არ არის ასე ცოტა , მაგალითად ჩემს
სოფელში ერთი 10 ბუდე მაქვს ნანახი . და ტყეში ერთად სამიდან ხუთამდე ვნახულობ 23 23 23

0   Spam
5 EA   (16.07.2016 16:38:31) [მასალა]
გამარჯობათ ხომ არ იცით ვინმე ყიდიდეს შევარდენს გაწრთვნილს ?

0   Spam
4 გოჩა55   (05.03.2016 22:41:15) [მასალა]
23 23 23 23

0  
3 ბაქარი   (05.03.2016 19:16:42) [მასალა]
23 23 23 23

0  
2 krimanjuli   (04.03.2016 17:15:43) [მასალა]
ესეიგი მიმინოს მიმინოს ვაჭმევთ, ქორი ათიცალი დაფრინავს და საერთოდაც მიმინოს დაჭერის უფლებაც არ გვაქვს? ...

0   Spam
1 tyupi007   (04.03.2016 13:58:30) [მასალა]
ამ ფრინველების რაოდენობა მეტი არაა საქართველოში დავიჯერო? შევარდნის პოპულაცია უფრო დიდია საქართველოში ვიდრე ქორის? რატომღაც მეეჭვება ამ სიტყვების, არამგონია მართალი იყოს 23 23

კომენტარის დამატება შეუძლიათ მხოლოდ დარეგისტრირებულ მომხმარებლებს
[ რეგისტრაცია | შესვლა ]
შესვლის ფორმა

ძებნა

მინი-პროფილი
მოგესალმები: სტუმარო

კეთილი იყოს თქვენი მობრძანება. გთხოვთ დარეგისტრირდეთ ან გაიაროთ ავტორიზაცია!

სპონსორი

მაღაზიები

ეს უნდა იცოდეთ
  • კანონი ნადირობაზე
  • კანონი თევზაობაზე
  • ლიცენზიით მოსაპოვებელი ფრინველები
  • "ელექტრომანოკის" ხმები
  • წითელი წიგნი
  • არ ესროლოთ!!!

  • ონლაინში
    საიტზე სულ: 1
    სტუმარი: 1
    მონადირე: 0

    facebook

    საიტები
  • ბაზიერთა საერთაშორისო ასოციაცია
  • გარემოს დაცვის სამინისტრო
  • დაცული ტერიტორიების სააგენტო
  • მომსახურების სააგენტო
  • იუსტიციის სახლი
  • წითელი ნუსხა
  • სატყეო დეპარტამენტი
  • ენერგეტიკისა და ბუნებრივი რესურსების სამინისტრო

  • პარტნიორები

    რეკლამა

    რეკომენდაცია:


    sape

    sape

    sape

    ვებ-გვერდზე გამოქვეყნებული მასალის გამოყენების ყველა უფლება ეკუთვნის საიტი "www.bazieri.ge"-ს ადმინისტრაციას. ამ მასალის (თუ მასალას სხვა რამ არ აქვს მითითებული)  ნაწილობრივი ან სრული გამოყენება საიტი "ბაზიერი"-ს ადმინისტრაციასთან წერილობითი შეთანხმების  გარეშე ან წყაროს:  www.bazieri.ge-ს მითითების გარეშე დაუშვებელია !!!
    Яндекс.Метрика